თბილისში ვერიკო ანჯაფარიძისა და ჰიპოპოტამ ბეგლარის ქანდაკებები დაიდგმება

თბილისის მერია, საქართველოს სახალხო არტისტის, ვერიკო ანჯაფარიძის სკულპტურული კომპოზიციის, ოკუპაციის მსხვერპლთან ხსოვნის მემორიალისა და 13 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჰიპოპოტამის ქანდაკების ესკიზების შერჩევის მიზნით კონკურსს აცხადებს. სამივე კონკურსი ითვალისწინებს აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად ოპტიმალური სახარჯთაღრიცხვო წინადადების გამოვლენას.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუმარტეს, ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი კრწანისის რაიონში მდებარე პარკში განთავსდება, ხოლო ჰიპოპოტამის ქანდაკება – გმირთა მოედანზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან  ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატუსით.

მსგავსი თემები