ბრიტანული ავიაკომპანია easyJet-ი 2027 წლიდან ელექტრო სამგზავრო თვითმფრინავების გამოყენებას გეგმავს. ამ დროისათვის Wright-ი 9 მგზავრზე გათვლილი თვითმფრინავის ელექტრონული ძრავის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ოპერირებას მომავალი წლიდან შეუდგება.
არსებული გათვლებით, ელექტრონულ თვითმფრინავს 500 კმ-ის დაფარვა შეეძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ easyJet-ი მას ისეთ პოპულარულ მარშრუტზე გამოიყენებს, როგორიცაა მაგალითად ლონდონი-ამსტერდამი.
ევროპის სიდიდით მეორე ავიაგადამზიდავმა ეკოლოგიურად სუფთა თვითმფრინავების გამოყენება ჯერ კიდევ შარშან დაისახა მიზნად. ასეთი თვითმფრინავი, ასევე, ნაკლებ ხმაურსაც გამოსცემს.
easyJet-ი პროექტის განხორციელებას ამერიკულ სტარტაპერ Wright Electric-თან ერთად აპირებს.