2022 წლამდე, ბუნებრივი აირით, კიდევ 217 დასახლებული პუნქტი მომარაგდება

2019 – 2022 წლებში საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების გეგმის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ბუნებრივი აირით კიდევ 217 დასახლებული პუნქტი მომარაგდება და 1 200 000-ზე მეტ აბონენტს ექნება ბუნებრივ აირზე წვდომა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, პროექტის განხორციელების შედეგად,  საქართველოში აბონენტთა მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 85% გაზიფიცირებული იქნება. დაგეგმილი სამუშაოების სავარაუდო ჯამური ინვესტიცია 210 მილიონ ლარს შეადგენს.

„აღნიშნული ინვესტიციების განხორციელების შემდეგ, როდესაც 85 პროცენტიან ნიშნულს მივაღწევთ, საქართველო გაზიფიცირების თვალსაზრისით რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი იქნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები