15 აპრილს „აგენტების“ კანონის გახილვის პარალელურად, აქცია გაიმართება

15 აპრილს რუსული კანონის პარლამენტში განხილვის პარალელურად აქცია გაიმართება. ამის შესახებ დღეს თავისუფლების მარშის ორგანიზატორებმა თქვეს.

“კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” – ამ სახელწოდებით რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე თავისუფლების მარში გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირება გააპროტესტეს.

რუსული კანონის განხილვას იურიდიული კომიტეტი 15 აპრილს დაიწყებს.

დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში – ახალ ვერსიაში “უცხოური გავლენის აგენტი” შეცვლილია “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით”.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.

მსგავსი თემები