2021 წლის 27 აგვისტოდან იზღუდება Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით) ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე – განცხადებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დროებით შეჩერება არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა ა.წ. 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის. “შეუფერხებლად გრძელდება მოქალაქეების აცრა Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით.პირველი დოზით აცრის მსურველებმა დაჯავშნეთ და აიცერით პფაიზერის, ასტრაზენეკასა და სინოვაკის ვაქცინებით” – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მსგავსი თემები
-
,,ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად” – მიხეილ სააკაშვილი
მესამე პრეზიდენტმა მოახლოებული არჩევნების წინ, ერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აუცილებელია ერთიანი სია:... -
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული სკოლის მოსწავლე სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული სკოლის მოსწავლე 2 200 ლარით დააჯარიმა. სანდრო ჯოხაძე... -
სანქციები ბიძინა ივანიშვილს – ევროპარლამენტმა რეზოლუცია დაამტკიცა
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა შემდეგი შინაარსის შესწორებებს: ევროპარლამენტი...