“ოქრუაშვილი ძალადობდა პოლიციელების წინააღმდეგ” – ირაკლი კობახიძე

ერთია რას ვამბობთ ჩვენ, მეორეა რას ამბობს ოპოზიცია, მესამეა რას ამბობს ვიდეოკადრები, ვიდეოკადრები ამტკიცებს, რომ ოქრუაშვილი იყო უშუალოდ თანამონაწილე და არა მარტო თანამონაწილე, არამედ ეს იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი უმძიმესი დანაშაულის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ირაკლი ოქრუაშვილის საკითხზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები შეხვდნენ ელჩებს და საქმის დეტალები გააცნეს. „რაც შეეხება ოქრუაშვილს, ვიდეო მტკიცებულებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ის ძალადობდა პოლიციელების წინააღმდეგ და ის იჭრებოდა პარლამენტის შენობაში. ეს არის გამყარებული ვიდეომტკიცებულებებით. ეს რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს. რაც შეეხება განაჩენის დროს, დროზეც იყო სუბარი, დროს რაც…

მეტი...

“ვერც ერთ შემთხვევაში ელჩების თანდასწრებით, ვერც ერთი მმართველი პარტია ვერ გააფორმებს შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ ის უნდა ჩაერიოს უკანონოდ სასამართლოს საქმიანობაში” – ირაკლი კობახიძე

გვინდა, ელჩებს ვთხოვოთ, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო შეთანხმების შინაარსი, იყო თუ არა შეთანხმების შინაარსი უკანონოდ ჩარევა სასამართლოს, პროკურატურისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებებში, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის განცხადებები 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ყოველგვარ ზღვარს ცდება და მმართველი გუნდი იძულებული გახდა, თემაზე საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა. ამასთან, როგორც კობახიძე ამბობს, ახლა ელჩებისგან ელოდებიან პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ რაში იყო რეალურად საქმე. „არჩილ თალაკვაძემ განმარტა ჩვენი პარტიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ოპოზიცია გვეუბნება რას, ოპოზიცია გვეუბნება, რომ თითქოს ჩვენ ელჩების თანდასწრებით მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას…

მეტი...

“ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდებოდა პატიმრების გათავისუფლება ვერც ერთი პოლიტიკური შეთანხმების საგანი” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციამ ელჩების მონაწილეობით გამართულ ოთხივე შეხვედრაზე მიიღო მკაფიო პასუხი, რომ პატიმრების გათავისუფლება ვერც ერთი პოლიტიკური შეთანხმების საგანი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდებოდა. მისივე თქმით, პატიმრების საქმე რომ შეთანხმების საგანი ვერ გახდებოდა, ამას ოპოზიციის წარმომადგენლების საჯარო განცხადებებიც ადასტურებს. „მინდა, დავაზუსტო, დღეს დეტალებიც იყო დაზუსტებული ჩვენს ბრიფინგში, რომელიც ჩაატარა ბატონმა არჩილ თალაკვაძემ. დეტალებში ვგულისხმობთ რას, პირველი – იყო სამი შეხვედრა, ამას დაემატა ბოლოს მეოთხე შეხვედრა, სადაც გაფორმდა შეთანხმება. ოთხივე შეხვედრაზე დაისვა ოპოზიციის მხრიდან ეს საკითხი, თუმცა ოთხივე შეხვედრაზე მათ მიიღეს მკაფიო პასუხი მათ შორის, კონკრეტულად გვარების დასახელებით.…

მეტი...

“დოკუმენტი მკაფიოდ ადასტურებს, რომ პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავის წინაშე არ დაუდია” – არჩილ თალაკვაძე

ყველა ფაქტი და დოკუმენტი, მათ შორის თავად შეთანხმების ტექსტი მკაფიოდ ადასტურებს, რომ პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“, მისი დანაყოფები და პრორუსული სატელიტები შეთანხმებაზე მითითებით საჯაროდ ითხოვენ, მმართველმა პარტიამ სამ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტს, პრეზიდენტს, სასამართლოს და პროკურატურას მისცეს დავალება, პატიმრობიდან გაათავისუფლოს მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული და ბრალდებული სამი პირი, რომელთა მძიმე პოლიტიკური და კრიმინალური წარსულის შესახებ კარგად არის ცნობილი საზოგადოებისთვის. „ამგვარი სიცრუე და სპეკულაცია არის საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფა, კიდევ…

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი საქართველოში, 638 – მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 638 შემთხვევა არის დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ რვა პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 317-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ათი პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 4896 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 444.

მეტი...

ბოლო მონაცემებით, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 19 879 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 10 560

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 11 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 19 879 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 10 560 მოქალაქე. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ყოველ დღე ახლდება მონაცემები COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ.  აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა. როგორც ცნობილია, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებგვერდსა და…

მეტი...

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას კლინიკა ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. „11 მაისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 68 პაციენტი, აქედან კოვიდ ინფიცირებულია 59 პირი. რეანიმაციის მიმართულებაში სამი პაციენტი მკურნალობს. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 65 პაციენტი; გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი“,- აღნიშნულია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

“სიბიესი” ყველაფერს აკეთებს, რომ დაიცვას ჩინეთი” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეკომპანია „სიბიესს“ აკრიტიკებს. როგორც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აშშ-ის ლიდერი წერს, ტელეკომპანია ჩინეთისა და კორონავირუსის პანდემიის გამართლებისთვის ყველაფერს აკეთებს. „სიბიესი“ და მისი გადაცემა „60 წუთი“ ყველაფერს აკეთებენ თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, რომლებიც დღეს გაცილებით მცირეა, ვიდრე წარსულში, რათა დაიცვან ჩინეთი და საშინელი ვირუსის პანდემია, რომელიც აშშ-სა და დანარჩენ მსოფლიოს მოედო. ვვარაუდობ, რომ მათ ჩინეთში ბიზნესის კეთება სურთ“, – წერს დონალდ ტრამპი.

მეტი...