31 დეკემბერს და 1 იანვარს ღამის კლუბები გამკაცრებული რეგულაციებით იმუშავებენ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს და 1 იანვარს ღამის კლუბებს საახალწლო ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ.
სექტორთან კონსულტაციების შედეგად, მიღწეულია შეთანხმება, რომ ღონისძიებებზე დაიშვება სტუმართა შეზღუდული რაოდენობა, გამკაცრებული რეგულაციებით, რაც გულისხმობს შემდეგს:
– ღამის კლუბში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული პირები;
– პირები, რომელთაც გადაიტანეს კორონავირუსი;
– აღნიშნულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სავალდებულოა 48-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა;
რეგულაციების აღსრულებას შესაბამისი უწყებები მკაცრად გააკონტროლებენ.

მსგავსი თემები