2021 წლის 27 აგვისტოდან იზღუდება Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით) ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე – განცხადებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დროებით შეჩერება არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა ა.წ. 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის. “შეუფერხებლად გრძელდება მოქალაქეების აცრა Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით.პირველი დოზით აცრის მსურველებმა დაჯავშნეთ და აიცერით პფაიზერის, ასტრაზენეკასა და სინოვაკის ვაქცინებით” – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მსგავსი თემები
-
ინსპექციამ ოპერაში შრომითი უფლებების დარღვევა გამოავლინა – პროფკავშირის განცხადება
მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომის ინსპექციამ შრომითი... -
ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა” გაუქმდა ცაგერისა და ხობის მუნიციპალიტეტებშიც
ქუთაისის საკრებულოს შემდეგ ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა” გაუქმდა ცაგერისა და ხობის მუნიციპალიტეტებშიც. პარტია დეპუტატების უმრავლესობამ დატოვა. ისინი... -
,,კითხვა არ არის თავდასხმა, ნელ-ნელა გამოვიდეთ მონური ფსიქოლოგიიდან” – გურამ მაჭარაშვილი
,,კითხვა არ არის თავდასხმა, ნელ-ნელა გამოვიდეთ მონური ფსიქოლოგიიდან”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი,...