„ლისის ტბა“ დაიცალა, მოსახლეობა რეკომენდაციებს მკაცრად მიჰყვება (ვიდეო)

„კორონავირუსის“ გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებისა და „ლისის ტბის“ ადმინისტრაციის გაფრთხილებას მოქალაქეები მკაცრად მიყვებიან და დღეს „ლისის ტბაზე“ სიხალვათეა. 1 საათის განმავლობაში, მაქსიმუმ 7 ადამიანი შეგვხვდა, რომლებსაც შინაური ცხოველები ჰყავდათ სასეირნოდ გამოყვანილი. ადგილზე დაცვაც მოძრაობს, რომელიც ყველას აფრთხილებს, რომ ტერიტორია დროებით დახურულია.

მეტი...

37 წლის ბრიტანელი დიპლომატი კორონავირუსით გარდაიცვალა

„ბრიტანელი მაღალჩინოსანი დიპლომატი, რომელიც უნგრეთში ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას, კორონავირუსით გარდაიცვალა“ – ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 37 წლის სტივენ დიკი, ბრიტანეთის ელჩის მოადგილე იყო უნგრეთში. გავრცელებული ინფორმაციით, იგი კოვიდ 19-ის ვირუსით სამშაბათს საღამოს გარდაიცვალა. „შოკირებული და იმედგაცრუებული ვარ აღნიშნული ინფორმაციით სტივენის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ყველას მოენატრება, ვინც კი მას იცნობდა. ვუსამძიმრებ მის მშობლებს“ – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა. 37 წლის დიპლომატის გარდაცვალებაზე დეტალები უცნობია გარდა იმისა, რომ მას არ აღენიშნებოდა არც ერთი ქრონიკული დაავადება, რის ფონზეც უფრო მარტივად შეძლებდა კორონავირუსი მისი ორგანიზმის დაუძლურებას და ფატალური შედეგის…

მეტი...

უპასუხისმგებლო ბიზნესმენი – „ლისის ტბაზე“ ერთადერთი კაფე დღემდე ვერ დახურეს (ვიდეო)

„ლისის ტბაზე“ რეპორტაჟის გასაკეთებლად ასულ „მედიაცენტრ მთავარს“ ყველაფერი დახურული დახვდა, გარდა ერთი კვების ობიექტისა.  იქ დღემდე იყიდება ტკბილეული, ყავა და ნაყინი. მიხედევად იმისა, რომ „ლისის ტბის“ ადმინისტრაციამ ამ პატარა კაფის მეპატრონეს არაერთხელ სთხოვა მუშაობის  შეჩერება, ამ დრომდე ვერაფერს გახდა. ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ, გასაგები მიზეზების გამო, აქ რისკის ზონაა. ერთადერთი, რასაც ადმინისტრაციამ მიაღწია, საპატრულო პოლიციის ჩარევით, გარეტ გაშლილი მაგიდების  აკეცვაა. „მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მეტი...

„ჩვენ გვჭირდება მეტი მობილიზება, მეტი კონცენტრაცია და რეკომენდაციების უფრო მაღალ ხარისხში შესრულება“ – დიმიტრი ხუნდაძე

„კორონა ვირუსის დაავადება პროგრესირებს.  ვირუსის გავრცელების არეალი ნელ-ნელა ფართოვდება. საიმედოა, რომ დღეს უკვე გვყავს ათი გამოჯანმრთელებული პაციენტი, მაგრამ ახალი ეპიდმისამართები ვლინდება. ამას როგორც დადებითი ასევე, უარყოფითი მხარეეები აქვს. პრაქტიკულად, ყველა პაციენტის გარშემო ეპიდმისამართები არის დადგენადი და მიწვდომადი. ჩვენ პრაქტიკულად უკვე შევედით პრეკრიზისულ ფაზაში, რასაც მოჰყვება კრიზისული ფაზა. იქნება როგორც დადასტურებული ასევე, დაუდასტურებელი შემთხვევები. ამიტომ ჩვენ გვჭირდება მეტი მობილიზება, მეტი კონცენტრაცია და რეკომენდაციების უფრო მაღალ ხარისხში შესრულება“, – აღნიშნულის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მეტი...

თბილისის მერია ტაქსის მძღოლებს მიმართავს

„თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ტაქსის ნებართვის მფლობელებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას ვერ გაივლიან, ნებართვები არ გაუუქმდებათ“ – ამის შესახებ ნათვქმია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ინფორმაციაში იმ რეკომენდაციებზე წერია, რომელიც ტაქსების მძღოლებმა უნდა გაითვალისწინონ. „ტაქსების მფლობელები სავალდებულო პროცედურის გავლას საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შეძლებენ. მანამდე კი ტაქსით მომსახურების გაწევა შეუფერხებლად შეუძლიათ.  გარდა ამისა, კიდევ ერთხელ შევახსენებთ ტაქსის მძღოლებს, რომ მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ. აღნიშნული რეკომენდაცია უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა. აღნიშნულ პერიოდში, მგზავრი მძღოლის გვერდით არ უნდა…

მეტი...

საქართველოს მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს

„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკისა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს“ – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობა ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობებში, მოსახლეობისთვის  სურსათის შეუფერხებლად მიწოდება მნიშვნელოვანი ამოცანაა. „ასევე, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტის – ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, მზესუმზირის ზეთი, ხორბლის ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო – შეუფერხებელი მიწოდება და არ მოხდეს აღნიშნულ პროდუქტზე ფასების სპეკულაციური ზრდა. ძირითადი მოხმარების 9…

მეტი...

“მოცემული ეტაპისთვის 3 481 ოჯახმა, ჯამში კი, 15 415 მოქალაქემ გაიარა სკრინინგი” – თამაზ ნავერიანი

„მარნეულის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მასშტაბური სამედიცინო შემოწმება. მოცემული ეტაპისთვის 3 481 ოჯახმა, ჯამში კი, 15 415 მოქალაქემ გაიარა სკრინინგი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები აწარმოებდნენ სადეზინფექციო სამუშაოებს ქალაქ მარნეულის ქუჩებსა და ახლო მდებარე სოფლებში. აღნიშნული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომავალ დღეებშიც გაგრძელდება“, – ამის შესახებ მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა განაცხადა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ პრემიერმინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. „დროებით გამშვებ პუნქტთან გამართულ თათბირზე გაიწერა გეგმა,…

მეტი...

„ადამიანებმა, ვისაც არ აქვთ მოგზაურობის ისტორია, მაგრამ აღენიშნებათ ტემპერატურა უნდა მიმართონ ჯანდაცვის პირველად რგოლებს“ – ალექსანდრე გოგინავა

„არ ნიშნავს, რახან პაციენტს არ აქვს მოგზაურობის ისტორია, რომ არ უნდა მიმართოს ექიმს“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა – ინფექციონისტმა ალექსანდე გოგინავამ განაცხადა. მისი ინფორმაციით ორმხრივი პნევმინია არანაკლებ საფრტხეს უქმნის ადამიანებს. მზარდი კლინიკური ნიშნების შემთხვევაში სპეციალისტის განმარტებით პაციენტებმა უნდა მიმართონ ექიმს. „რასაკვირველია საგულისხმოა პირველ რიგში მოგზაურობის ისტორიის მქონდე ადამიანები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გამორიცხულია კორონავირუსის ინფექცია არ ჰქონდეთ მოგზაურობის ისტორიის არმქონე პირებს. ადამიანებმა ტემპერატურის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმებს, ეს თავდაპირველად უნდა იყოს ონლაინ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან და შემდეგ საჭიროების შესაბამისად გადაწყდება ეს ადამიანი საჭიროებს თუ არა სტაციონარულ მკურნალობას. ადამიანებს ვისაც…

მეტი...

“მეხუთე ჯარისკაცს აღმოაჩნდა პნევმონია და სხვა პალატაშია განთავსებული” – თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, კლინიკაში შეყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსზე კვლევა მათ დღეს ჩაუტარდებათ. „მოყვანილია 5 ჯარისკაცი, 4 ჯარისკაცს ტემპერატურა აღარ აქვთ. როცა მოვიდნენ წუხელ, 37 ჰქონდათ ტემპერატურა და ცოტა ყელის ტკივილი. დღეს, ამ დილას მათი მდგომარეობა კარგია. რაც შეეხება მეხუთე ჯარისკაცს მას აღმოაჩნდა პნევმონია და სხვა პალატაშია განთავსებული. ისინი საკარანტინო ზონაში შიგნით არ იყვნენ, გარეთ ტერიტორიაზე პატრულირებდნენ, შემდეგ წავიდნენ თავიანთ ნაწილში, იქ დაეწყოთ ტემპერატურა და იქიდან მოიყვანეს,“- განაცხადა ლალი ტურძელაძემ. შეგახსენებთ, ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ვირუსის სიმპტომებით…

მეტი...

თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ ჩვილს და მის დედას კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებულ ჩვილს და მის დედას კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. „რაც შეეხება ჩვილის მდგომარეობას, 14 დღის ბავშვის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. როცა შემოვიდა, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, ამ წუთებში ითვლება, რომ მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დინამიკა ძალიან დადებითია და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. მინდა აქვე ვთქვა, რომ დედას ტემპერატურა აღარ აქვს და თავს უკეთესად გრძნობს. დედა მარნეულშია. ვირუსი არ დაუდასტურდა, გუშინ აღებული ტესტი უარყოფითია“,- განაცხადა ტურძელაძემ.

მეტი...

ცრუ ინფორმაცია ჯემალ გამახარიას წინააღმდეგ

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას პრესსპიკერმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ვინმე გელა სხულუხია ფეისბუკგვერდზე გაზეთ „ასავალ–დასავალის“ მითითებით ავრცელებს ცრუ ნიუსს, თითქოს ჯემალ გამახარია მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესს ეწინააღმდეგება და ომისაკენ მოუწოდებს თანამემამულეებს;ჯემალ გამახარიას განმარტებით, მსგავსი შინაარსის ინტერვიუ მას  არცერთი გამოცემისათის არასდროს არ მიუცია. როგორც გამახარია ამბობს განცხადებით, „მხოლოდ დიალოგით, მშვიდობის ენით, შერიგებით და ნდობის აღდგენით დავბრუნდებით აფხაზეთში”“ამ განსაცდელის დღეებშიც დახმარების ხელს ვუწვდით აფხაზეთს და აფხაზებს!“ჯემალ გამახარიამ წაიკითხა აღნიშნული პოსტი სოციალურ ქსელში, მაგრამ ვინაიდან ის დაბლოკილი აღმოჩნდა, წერილის ქვეშ კომენტარი ვერ გააკეთა. ამიტომ გადაწყვიტა ამ ფორმით აცნობოს საზოგადოებას, რომ მსგავსი მას არასდროს…

მეტი...

„ყველაზე დიდი რისკი არის ნახტომისებური მატება, როცა ყოველდღიურად გვექნება 50 – მდე ადამიანის დაინფიცირება“ – ივანე ჩხაიძე (ვიდეო)

„ის მატება, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში შეიძლება იდეალურად ჩაითვალოს დაავადების გავრცელებასთან ბრძოლაში „ – ამის შესახებ თსსუ-ს პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჩხაიძე ყველა მოსალოდნელ სცენარზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ინფიცირებულთა დიდი მატების შემთხვევაში შესაძლოა ვეღარ მოხდეს პაციენტების მომსახურება. „ძალიან მნიშვნელოვანია რეკომენდაციების გათვალისწინება. მთავარი ნაწილი ამ რეკომენდაციების არის ვეცადოთ არ მივიღოთ ახალ ინფიცირებულ პაციენტთა მკვეთრი ზრდა, ის მატება რაც ახლა გვაქვს არის იდეალური ამ ინფექციის მართვის კუთხით. ყველაზე დიდი რისკი არის ნახტომისებური მატება, როცა ყოველდღიურად გვეყოლება 30 და 50…

მეტი...

„გავითვალისწინეთ ის რისკი, რაც შეიძლება მოჰყვეს ექიმების დაინფიცირებას„ – ივანე ჩხაიძე

„იტალიაში ექიმების დაინფიცირება გახდა ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების მიზეზი. ჩვენ იაშვილის კლინიკაში ექიმები დავყავით ორ ნაწილად, ვინარჩუნებთ რეზერვს და ასე ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა“ – ამის შესახებ  „თსსუ“-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პროფესორი სხვა ქვეყნების მაგალითებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა მოახერხოს სამედიცინო პერსონალის შენარჩუნება. ჩხაიძეს მიაჩნია, რომ მუდმივად უნდა ხდებოდეს ექიმების როტაცია. „ყველაზე დიდი პრობლემა, რაც შეიქმნა იტალიაში იყო პერსონალის პრობლემა. ინფიცირებული პერსონალი გახდა მიზეზი იტალიაში ფართომასშტაბიანი ლეტალური შედეგების. ჩვენ პერსონალი გავყავით ორ ჯგუფად, ეს იქნება მუდმივი როტაცია.…

მეტი...

„საქართველოში კორონავირუისთ ინფიცირებულია 5 ბავშვი“ – ივანე ჩხაიძე

„ჩინური კვლევების მიხედვით პედიატრიულ პაციენტებში ძალიან მცირე იყო გავრცელება, თუმცა იტალიურ და ამერიკულ სტატიებშიც ითვლება, რომ კორონავირუსი იშვიათია პედიატრიულ ასაკში“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „თსსუ“-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. ივანე ჩხაიძე საქართველოს შემთხვევაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ 5% ითვლება არცთ ისე ცოტა მაჩვენებლად, თუმცა ჩხაიძე აცხადებს, რომ ბავშვებში ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობას. „კორონავირუსი ბავშვებში არის მსუბუქი მიმდინარეობით. საქართველოში ვირუსით 5 ბავშვია დაინფიცირებული, თუმცა მათი მდგომარეობა მსუბუქია. იტალიის, ჩინეთის და ამერიკის კვლევების მიხედვით ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი 2 – 5 % -ს არ ასცილებია. თუმცა…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 პირი. ინფორმაციისთვის, 77 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია.

მეტი...

გაერო სახელმწიფოებს პატიმრების ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

გაერო-ს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში, მიშელ ბაჩელეტი სახელმწიფოებს მოუწოდებს გაათავისუფლონ ადამიანები, ვინც კორონავირუსისადმი მოწყვლად ჯგუფად ითვლება. „კორონავირუსმა ციხეებს და საემიგრაციო დაკავების ცენტრებს დაარტყა. ის თავშესაფრებში და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებშიც გავრცელდა, რაც ყველაზე მოწყვლად მოსახლებას საფრთხის ქვეშ აყებებს“, – განაცხადა ბაჩელეტმა. მისი თქმით, მთავრობებმა უნდა განიხილონ გზები, თუ როგორ შეიძლება იმ ადამიანების ციხეებიდან გათავისუფლება, ვინც რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან. „მთავრობებმა უნდა დაიწყონ ფიქრი, რომ გაათავისუფლონ ის ადამიანები, რომლებიც რისკის ჯგუფში არიან, ასაკოვანი პატიმრები, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, ასევე ის პირები, ვინც მსუბუქ დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს“,-განაცხადა კომისარმა.

მეტი...

„საქართველოში პატივი უნდა სცენ სახელმწიფო ენას. დროა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა ისწავლონ ქართული“ – ალი ბაბაევი

„40 წლის ზევით მოსახლეობა მარნეულში არ ფლობს ქართულ ენას. 30 წელი ამ საკითხზე ვსაუბრობ, თუმცა ხელისუფლებები იცვლებიან და პრობლემა პრობლემად რჩება“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ ალი ბაბაევმა განაცხადა. ალი ბაბაევი თვლის, რომ საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა ჭარბობს აუცილებელია ხალხმა იცოდეს ქართული ენა, რადგან მისივე განცხადებით აღნიშნული საკითხის მოუგვარებლობა ხშირად პრობლემას იწვევს ინფორმირებულობის თვალსაზრისით. „საქართველოში პატივი უნდა სცენ სახელმწიფო ენას, დროა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა ისწავლონ ქართული. საქართველოში უნდა დამკვიდრდეს სახელმწიფო ენისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება. ამ ბოლო დროს მიხარია, რომ სერიოზული ნაბიჯებია ამ კუთხით…

მეტი...

აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 10 000-ზე მეტით გაიზარდა

აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 10 000-ზე მეტით გაიზარდა და 68 572-ს მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ „ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტზე“ დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქვეყანაში COVID -19-ით დაღუპულია 947 ადამიანი. შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 469 000-ს აღწევს, ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ კი 21 000-ს გადააჭარბა.

მეტი...