24 გარდაცვლილი და 307 ახალი დადასტურებული შემთხვევა – კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 307 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ 349 405 შეადგინა.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ  1014   კოვიდინფიცირებული პაციენტი, შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, განკურნებულთა რაოდებობა  334 519 გახდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  4934-ია.

ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში 11117 კვლევა ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5477, PCR ტესტით – 5640.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,76%, ბოლო 14 დღის – 2,88%, ბოლო 7 დღის – 2,98%

ამ დროისთვის ქვეყანაში სულ – 173345 პირია აცრილი. დღიურად აცრილია   1119 ადამიანი.

მსგავსი თემები