„16 ადამიანი გვყავდა საეჭვო, აქედან კორონავირუსი აღმოაჩნდა 4 ადამიანს“- დავით გადელია

„ოთხივე არის კარგ მდგომარეობაში, რომ არ იყოს კორონავირუსი შეიძლება კლინიკური მკურნალობის აუცილებლობაც კი არ იყვეს” – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აკადემიკოსი, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორმა დავით გადელიამ განაცხადა. დავით გადელია პაციენტების მდგომარეობას სტაბილურად აფასებს და კორონავირუსის თვისებებზე საუბრობს.

„კორონავირუსი დაუდგინდა ოთხ პაციენტს, დანარჩენს ჩვეულებრივი ინფექცია ჰქონდათ და 2 – 3 დღეში გავწერთ. ერთი ვერაგი თვისება აქვს ამ კორონავირუსს ხშირად მოსმენით ვერ ვადგენთ. ჩვენ ვმკურნალობთ იმ პროტოკოლით, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გვაძლევს და ეს ამართლებს. თუ დაავადება არ არის გართულებული საბედნიეროდ ვუმკლავდებით „ – განაცხადა დავით გადელიამ.

მსგავსი თემები