13 აგვისტოს მონაცემებით, რუსულ აგრესიას უკრაინაში 500 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემების მიხედვით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 500 ბავშვი დაიღუპა. 1 097-ზე მეტი არასრულწლოვანი კი დაშავდა.

მათივე ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში დაშავდა.

დონეცკის რეგიონში – 485

ხარკოვის ოლქში – 298

კიევის ოლქში – 129

ჩერნიგოვის ოლქში – 71

ლუგანსკის ოლქში – 67

ნიკოლაევის ოლქში – 97

ხერსონის ოლქში – 118

ზაპოროჟიეს ოლქში – 97

დნეპროპეტროვსკის ოლქი – 97

აღნიშნული სტასტისტიკა 13 აგვისტომდე არსებულ მონაცემებს მოიცავს, თუმცა საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მსგავსი თემები