გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ინტენსიურად თოვს

გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ბოლო რამდენიმე საათია ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარმა ზოგან 30 სანტიმეტრს მიაღწია. როგორც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობაში ამბობენ, ჯერჯერობით თოვლს პრობლემები არ შეუქმნია, გზები კი ინტენსიურად იწმინდება.

მეტი...

ეგზიტპოლებით, “მილი მეჯლისში” უმრავლესობას მმართველი პარტია იკავებს

აზერბაიჯანში არჩევნები დასრულდა და საარჩევნო უბნები დაიხურა. ამ წუთებში, ერთ-ერთმა ამერიკულმა ორგანიზაციამ, რომელმაც ეგზიტპოლი ჩაატარა, პრესკონფერენცია გამართა და ადგილობრივ და საერთაშორისო მედიას არჩევნების პირველადი შედეგები გააცნო. შეგახსენებთ, რომ ეს არის ერთ-ერთი ამერიკული ორგანიზაციის პირველადი შედეგები, რომელიც ბუნებრივია, საბოლოო არ არის და ოფიციალურ შედეგებს არ ასახავს. ამერიკული ორგანიზაციის გამოკითხვით, არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს, კერძოდ 125 მანდატიან პარლამენტში 69 ადგილს მმართველი პარტია – “ახალი აზერბაიჯანი” იკავებს;  41 – დამოუკიდებელი დეპუტატები; 3-3 მანდატს  – “სამოქალაქო სოლიდარობის პარტია” და “ერთიანი აზერბაიჯანი” და თითო-თითოს სხვა დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტები. 22:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგილობრივი და საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს და არჩევნების პირველად შედეგებს…

მეტი...

ამირან გამყრელიძე, კორონავირუსთან დაკავშირებით, ვიდეომიმართვას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და მოსახლეობას, მედიას, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მუნიციპალიტეტების მერებსა და სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელებს რეკომენდაციებით მიმართავს. გამყრელიძე საქართველოს დიდი ქალაქების მერებს მიმართავს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეკომენდაციები განათავსონ. ამასთან, მან  სამედიცინო პერსონალს მიმართა, განსაკუთრებული ყურადღებით იყვნენ ინფექციის კონტროლის პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით. ამირან გამყრელიძე მიმართავს სავაჭრო ცენტრებსაც. ასევე, ამირან გამყრელიძემ მიმართა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

მეტი...

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვაშინგტონში გამართულმა შეხვედრებმა შედეგი გამოიღო

„ვიზიტი იყო კარგი შესაძლებლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს პირველწყაროდან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ყველა საკითხზე და ვფიქრობ მე ეს შევძელი, რადგან შეხვედრის შემდგომ, მათ ჰქონდათ პოზიტიური გამოხმაურებები“ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. დავით ზალკალიანმა ვრცლად ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული შეხვედრების შესახებ. მათ შორის საუბარი შეეხო კონგრესმენების გამოგზავნილ წერილების, რომლებშიც გამოთქმულია შეშფოთება საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ არასწორია საზოგადოებისთვის ამ წერილების იმგვარი მიწოდება, თითქოს საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას რაიმე საფრთხე ემუქრება. მინისტრ ზალკალიანის თქმით კონგრესმენებსა და სენატორებთან შეხვედრაზე მან მუხლობრივად გაიარა…

მეტი...

ამ დროისთვის, „მილი მეჯლისის“ არჩევნებში 2 090 589 ამომრჩეველი მივიდა

15:00 საათის მონაცემებით, აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 39.23%-მა მიიღო. ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 2 090 589 მივიდა. აღნიშნული ინფორმაცია აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოგვაწოდა. საარჩევნო უბნები ზუსტად 19:00 საათზე დაიხურება და ხმის მიცემაც შეწყდება. 19:00 საათზე ცენტრალური საარჩევნო კომისია სასტუმრო „ჰილტონის“ მედიაცენტრში სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს, სადაც მოსახლეობის აქტივობის შესახებ მონაცემებს მოგვაწვდის. დღესვე გამოქვეყნდება პლებისციტის შედეგები, რომელსაც 3 ორგანიზაცია ატარებს. ამომრჩეველთა განწყობით კი „მილი მეჯლისში“ უმრავლესობას ისევ მმართველი პარტია მოიპოვებს.    „მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება. ეკაგულუა, სპეციალურად „მედიაცენტრიმთავარისთვის“ ბაქოდან.

მეტი...

კახეთში, არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებული არიან 2003 წელს დაბადებული ვ.ქ. და მისი ბიძაშვილი – 2001 წელს დაბადებული რ.ქ. “გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.ქ.-მ, თანამზრახველ რ.ქ.-სთან ერთად, მიმდინარე წლის 5 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში მცხოვრებ, 2004 წელს დაბადებულ დ.მ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას კვალს მალევე მიაგნეს და იმავე დღეს სახლში უვნებელი დააბრუნეს. ბრალდებულები კი პოლიციამ 8 თებერვალს,…

მეტი...

“უშუალო კომუნიკაციის შემდეგ, კონგრესმენების ტონალობა და განცხადებები არის შეცვლილი” – დიმიტრი ხუნდაძე

“უშუალო კომუნიკაციის შემდეგ კონგრესმენების ტონალობა და შინაარსობრივი განცხადებებიც არის შეცვლილი, ისინი აფიქსირებენ, რომ საქართველო და ამერიკა, როგორც არასდროს, არიან ძალიან ახლოს ერთმანეთთან”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით, რეალობაა ის, რომ საქართველო-ამერიკის შორის ურთიერთობებში არავითარი პრობლემა არ არსებობს. „თქვენ ნახეთ, რომ იმ კრიტიკული წერილის შემდეგ ოპოზიციამ ნაადრევად აღმართა ალამი და ეგონათ, რომ საარჩევნო სისტემა სადღაც წყდება. ოდირის დასკვნაშიც ნათლად არის წარმოდგენილი, რომ ქვეყნის სუვერენული უფლებაა, რომელი საარჩევნო სისტემა შეიმუშაოს, მაგრამ ასევე მინდა, გითხრათ, რომ ეს იყო დისკომუნიკაციის ბრალიც და ხედავთ, რომ…

მეტი...

ქვეითებისთვის ორიენტირებული ქალაქი ბაქო – „მედიაცენტრი მთავარის“ ფოტო კოლაჟი

გაკრიალებული ქალაქის ქუჩები, ულამაზესი პარკები და სკვერები, მოწესრიგებული სანაპირო და კომფორტული ქალაქი, სადაც კომფორტი ნებისმიერ ადგილას იგრძნობა – ასეთია აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო. „ქვეითებისთვის ორიენტირებული ქალაქი“,  ასეთი შეფასებაც კი შეიძლება, რადგანაც, როგორც მიწისქვეშა, ისე მიწის ზედა გადასასვლელები იმდენად თანამედროვე და კომფორტულია, ქუჩის გადაკვეთას არც კი გაიფიქრებ. აქ არავის მოუვა აზრად, რომ პარკსა თუ სკვერში განთავსებული  დეკორაციები დააზიანოს ან დაამტვრიოს. ვერც ადამიანს ნახავთ, ვინც ნაგავს ქუჩაში გადააგდებს, ყველა უფრთხილდება იმ სილამაზესა და კომფორტს, რაც ადგილობრივებისა და დამსვენებლებისთვისაა შექმნილი. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც იმდენად მოწესრიგებულია,   მოგინდება, იმგზავრო. დამსუფთავებლები თითქმის მთელი დღე ფუსფუსებენ, პარკებში ხან მწვანე…

მეტი...

ბათუმში წელს პირველი თოვლი მოვიდა – ულამაზესი ფოტოები ზღვისპირა ქალაქიდან

ბათუმში წელს პირველი თოვლი მოვიდა. დათოვლილი ზღვისპირა ქალაქის ფოტოები  სოციალურ ქსელში ვრცელდებდა.

მეტი...

ძლიერი ქარის გამო, 112-ში ბოლო 24 საათში 64 შეტყობინება შევიდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო 112-ში ბოლო 24 საათში 64 შეტყობინება შევიდა.  მათივე ცნობით, შეტყობინებების უმრავლესობა პრევენციული ხასიათის იყო და სახურავებიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის ან ხის წაქცევის საფრთხეს ეხებოდა. ყველა მათგანზე მეხანძრე-მაშველებმა დროული რეაგირება მოახდინეს. “გამოძახებების უმრავლესობა თბილისიდან იყო – 49. რაც შეეხება რეგიონებს, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 2, იმერეთში- 2, გურიაში – 1, შიდა ქართლში – 4, ქვემო ქართლში- 3, აჭარაში – 2, მცხეთა-მთიანეთში – 1 შეტყობინება დაფიქსირდა. შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

მეტი...

“თქვენ ისედაც ჩვენიანები ხართ” – აზერბაიჯანის ცესკოს თავმჯდომარე საქართველოზე

აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ბაქოში, სასტუმრო „ჰილტონში“ გახსნილ მედიაცენტრში არჩევნებთან დაკავშირებით პირველი პრესკონფერენცია უკვე გამართა. როგორც კომისიის თავმჯდომარე განაცხადა, „მილი მეჯლისის“ არჩევნებს 199 ადგილობრივი და საერთაშორისო ჟურნალისტი აშუქებს და აქედან 147 უცხო ქვეყნის ჟურნალისტია. „აზერბაიჯანში,  რიგგარეშე არჩევნებში  5 328 460 ამომრჩეველი ამომრჩეველი მონაწილეობს. საკმაოდ მაღალი ინტერესია საერთშორისო ორგანიზაციებისა და მედიის მხრიდან. არჩევნების მიმდინარეობის პროცესს 883 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება,  რომლებიც  59 საერთაშორისო ორგანიზაციისა და 58 ქვეყნის წარმომადგენლებისგან შედგება“ – განაცხადა მაზაჰირ პანაჰოვმა სპეციალურ ბრიფინგზე, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარიც“ დაესწრო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, პოლიტიკურ პარტია „ახალ აზერბაიჯანს“ არჩევნებში 122 კანდიდატი ჰყავს, პარტია „მუსავატს“ –…

მეტი...

ბოლო რამდენიმე საათში, ჩინეთში, კორონავირუსს 83 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაინფიცირებული 37 100-ზე მეტია

ჩინეთში ბოლო რამდენიმე საათში ვირუსს კიდევ 83 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა რაოდენობა, ჯამში 813-ია. ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, ვირუსით 37 100-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 2 649 ადამიანი კი განიკურნა და საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს. ექიმების დაკვირვების ქვეშ 188 000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება. უხანში მკვლელი ვირუსით ამერიკის და იაპონიის მოქალაქეები დაიღუპნენ. ჩინეთში ეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. ჩინეთის ხელისუფლებამ ახალი ტიპის ვირუსის გავრცელების შესახებ გასული წლის დეკემბერში განაცხადა. ვირუსი მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა.

მეტი...

კობი-გუდაურის გზაზე, ტრაილერების რიგი დგას – მოძრაობა უამინსობის გამო, შეზღუდულია

კობი-გუდაურის გზაზე მოძრაობა ისევ შეზღუდულია. ადგილზე ტრაილერების რიგია, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი მანქანების მძღოლები საზღვრის მიმართულებით გადაადგილებას ვერ ახერხებენ.  გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ ეტაპზე თოვისა და ზვავსაშიშროების გამო ვერ იწყება. განსაკუთრებული წესები ამოქმედდა ქვეყნის სხვა ტერიტორიებზეც. ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის, ვერონა-შუამთის მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის დაშვებული, მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტს ატარებენ შუხუთი-მამათი-ძიმითის გზის გარკვეულ მონაკვეთზეც.

მეტი...

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგენილია

დაახლოებით, ნახევარსაათიანი შეფერხების შემდეგ, მეტროსადგურის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა. შეფერხება ე.წ. შპალის დაწვამ გამოიწვია, რასაც მეტროსადგურში დაკვამლიანება მოჰყვა.  დაკვამლიანების დროს მოხდა ელექტროძაბვის გათიშვა უსაფრთხოების მიზნით და მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. 

მეტი...

საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ე.წ. „საქმიანი ეზო“ მოეწყობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში  ე.წ. „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში – ასპინძაში, ადიგენსა და ბორჯომში  მიმდინარე სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ალადაშვილი ადგილზე გაეცნო. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” უწყებიდან აცნობეს, ტყითსარგებლობის პროცესის გაუმჯობესების მიზნით,  ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს  ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებას და დასაწყობებას „საქმიან ეზოებში“. აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას, მათთვის სასურველ პერიოდში.  “მოსახლეობის სათბობი შეშით დაკმაყოფილების გარდა, რაც ამ ეტაპზე სოციალური ჭრების ფარგლებში ტყეკაფების გამოყოფას გულისხმობს,…

მეტი...

ამ დროის მონაცემებით, აზერბაიჯანში, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველზე მეტი დამკვირვებელია (ვიდეო)

11:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ დაბალია. 08:00 საათიდან ამ დრომდე, რამდენიმე უბანი შემოვიარეთ, თუმცა ამომრჩევლები თითქმის ვერც ერთ უბანზე გადავიღეთ. როგორც საარჩევნო უბანში გვითხრეს, აქტივობა დღის მეორე ნახევარში იქნება. იმ უბნებზე, სადაც “მედიაცენტრი მთავარი” იმყოფებოდა, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები გაცილებით მეტნი იყვნენ, ვიდრე ამომრჩევლები.  რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, ყველაფერი ორგანიზებულად და მოწესრიგებულად მიმდინარეობს. საარჩევნო უბნებზე განთავსებულია ვიდეოკამერები. ამომრჩევლებს საკუთარი აზრის დაფიქსირება თავისუფლად შეუძლიათ, თუმცა 11:00 დროისთვის, საარჩევნო უბნებზე მხოლოდ რამდენიმე ამომრჩეველი აღმოჩნდა. კოორდინატორები, სიები მანქანებით ამომრჩევლების უბნებზე მიყვანა, რიგი საარჩევნო უბნებთან, ამ ეტაპისთვის, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მსგავსი არაფერი ხდება. ერთი სიტყვით,…

მეტი...

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა

რამდენიმე წუთია, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი შეფერხებით მუშაობს. კერძოდ, მატარებელი ვაგზლის მოედანზეა გაჩერებული და მგზავრების გადაყვანა ვერ ხერხდება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ტექნიკური შეფერხებაა, ადგილზე გასულია ჯგუფი და მოძრაობა რამდენიმე წუთში აღდგება.

მეტი...

ტყის მასშტაბური ხანძრების შემდეგ, ავსტრალია ამჯერად წყალდიდობას ებრძვის

მასშტაბური ტყის ხანძრების შემდეგ, ავსტრალია ამჯერად წყალდიდობას ებრძვის. შტორმისა და უხვი ნალექის შედეგად ახალი სამხრეთ უელსის შტატში სატრანსპორტო გადაადგილება თითქმის შეზღუდულია. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. სამაშველო სამსახური კი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. რეკორდულმა ნალექმა ავსტრალიაში ხანძრის ადგილების რაოდენობა შეამცირა. ამ დროისთვის ცეცხლი მხოლოდ 35 კერას უკიდია. მეტეოროლოგიურ სამსახურში ვარაუდობენ, რომ ავსტრალიაში უამინდობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. “მოვუწოდებ მოსახლეობას სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დააყენონ, თავი შეიკავეთ მანქანით იმ ტერიტორიებზე გადაადგილებისაგან, სადაც წყლის დონე მაღალია, რადგან შესაძლოა, მანქანები წყალში ჩაიძიროს,” – განაცხადა მეტეოროლოგიური სამსახურის წარმომადგენელმა კიმბა ვონგიმ. ეკოაქტივისტები ავსტრალიაში მასშტაბურ ხანძრებსა და წყალდიდობებს კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ. ქვეყანა სტიქიას სექტემბრიდან ებრძვის. ხანძრებმა 11…

მეტი...

“ოპოზიცია დაშლილია, ნაწილი კონსტრუქციულად მუშაობს, ნაწილი დესტრუქციულად” – “მილი მეჯლისი” 125 დეპუტატს მაჟორიტარული სისტემით ირჩევს – ექსკლუზიური ინტერვიუ

“მილი მეჯლისის” 1 სკამისთვის 8 პოლიტიკოსი იბრძვის. დღეს, აზერბაიჯანში რთული პოლიტიკური ამინდია. პოლიტიკური სუბიექტები ელოდებიან, რომ ამომრჩევლების მხრიდან მაქსიმალურ მანდატებს მიიღებენ და საკანონდებლო ორგანოში რაც შეიძლება მეტი დეპუტატით შევლენ. 125 მანდატისთვის 1000-ზე მეტი კანდიდატი იბრძვის. ერთ დეპუტატის სკამი დაახლოებით 8 მსურველმა უნდა გაიყოს.       „ჩვენ გვყავს 2 ტიპის ოპოზიცია. ერთი – ვისაც ხელისუფლებაში მშვიდად და კონსტრუქციულად მოსვლა უნდა და მეორე, ვინც უცხოეთიდან ფინანსდება და სურს, დესტრუქციული ქმედებებით ჩაიგდოს ხელში ხელისუფლება“ – აცხადებს აზერბაიჯანის „მილი მეჯლისის“ ყოფილი დეპუტატი „სახალხო ფრონტი – ძლიერი აზერბაიჯანის“ თავმჯდომარე კუდრატ ჰასან გულიევი „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში. როგორია…

მეტი...

საარჩევნო უბნები გაიხსნა, ყველაზე უხუცესი ამომრჩეველი 126 წლისაა – “მედიაცენტრი მთავარი” ბაქოდან 

ზუსტად 08:00 საათზე აზერბაიჯანში საარჩევნო უბნები გაიხსნა. ამ ეტაპისთვის, საარჩევნო უბნებთან ამომრჩეველთა აქტიურობა არ შეინიშნება. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, მოსახლეობა საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად, საარჩევნო უბანზე 09:00 საათიდან დაიწყებს მისვლას. ზოგადად, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში საარჩევნო განწყობა არც იგრძნობა და მოსახლეობა ჩვეულებრივი რიტმით ცხოვრობს. არანაირი დაპირისპირება, არანაირი პლაკატებით აჭრელებული ქუჩები და არანაირი ხმაური.    დღეს, აზერბაიჯანს ერთპალატიანი პარლამენტი ჰყავს, სადაც არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ტარდება.  საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ტარდება. აზერბაიჯანში სულ 125 საარჩევნო ოლქი გაიხსნა და თითო ოლქიდან ერთი დეპუტატი უნდა აირჩიონ. რაც შეეხება საარჩევნო უბნების რაოდენობას,…

მეტი...