2021 წლის 27 აგვისტოდან იზღუდება Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით) ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე – განცხადებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დროებით შეჩერება არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა ა.წ. 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის. “შეუფერხებლად გრძელდება მოქალაქეების აცრა Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით.პირველი დოზით აცრის მსურველებმა დაჯავშნეთ და აიცერით პფაიზერის, ასტრაზენეკასა და სინოვაკის ვაქცინებით” – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მსგავსი თემები
-
”ძლიერდება რუსეთის მხრიდან ზეწოლა“ – პრეზიდენტი
„ევროპის კართან ვართ. ამ დროს ძლიერდება რუსეთის მხრიდან ზეწოლა, რაც გასაკვირი არ არის. ზეწოლა ძლიერდება კანონის... -
სენაკში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა
სენაკის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი სოფელ ნოსირთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. ერთი ადამიანი... -
„კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა“ – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
ამერიკის შეერთებული შტატებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშრებით მორიგ განცხადებას აკეთებენ. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ...