019 წელს საოკუპაციო ხაზზე, ცხინვალის მიმართულებით 86 პირი დააკავეს, 2020 წელს – 64, აფხაზეთის მიმართულებით, 2019 წელს 27 ადამიანი დააკავეს, 2020 წელს კი 13

ოფიციალური მონაცემებით, საოკუპაციო ხაზზე 2019 წელს, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 86 პირი დააკავეს, 2020 წელს კი 64 პირი. ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, 2019 წელს, 27 პირი დააკავეს, 2020 წელს კი 13, – ამის შესახებ აღნიშნულია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში – „2019-2020 წლებში ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გავლენა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე“.

ამასთან, როგორც ანგარიშში წერია, 2019-2020 წლებში საოკუპაციო რეჟიმი უფრო ხშირად ე.წ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენით და შესაბამისი ჯარიმის დაკისრებით შემოიფარგლებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში დე ფაქტო მთავრობამ სისხლის სამართლის საქმეების წარმოება დაიწყო.

„ოფიციალური მონაცემებით, საოკუპაციო ხაზზე 2019 წელს, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 86 პირი დააკავეს, აქედან 9 ქალი და 2 არასრულწლოვანი, ხოლო 2020 წლის მონაცემებით – 64 პირი, აქედან, 6 ქალი და ერთი არასრულწლოვანი. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, 2019 წელს, 27 პირი დააკავეს, აქედან 2 ქალი და 2 არასრულწლოვანი. ხოლო 2020 წელს – 13, აქედან, 1 ქალი და 2 არასრულწლოვანი.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანებს, უმეტეს შემთხვევაში, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით აკავებენ და მათ ჯარიმების გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ. ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, პირთა უკანონო პატიმრობა ძირითადად 2-3 დღე გრძელდება, თუმცა ბოლო წლებში, ორივე ოკუპირებულ რეგიონში გახშირდა უკანონოდ დაკავებულების გრძელვადიან უკანონო პატიმრობაში დარჩენის შემთხვევები. საოკუპაციო ხაზზე, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების 2019-2020 წლების პრაქტიკის შესწავლით იკვეთება, რომ წინა წლებში საოკუპაციო რეჟიმი უფრო ხშირად ე.წ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენით და შესაბამისი ჯარიმის დაკისრებით შემოიფარგლებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში დე ფაქტო მთავრობამ პოლიტიკა შეცვალა და სისხლის სამართლის საქმეების წარმოება დაიწყო“,- ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

მსგავსი თემები