“2020 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა შემცირდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობამ 3 493 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.5 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატში აცხადებენ, რომ 2019 წლის აპრილში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობამ 5579 შეადგინა. თუ შარშან, აპრილში სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა შეადგენდა 279-ს, წელს ეს რიცხვი 288-მდე გაიზარდა.

მიმდინარე წლის აპრილში ყველაზე მეტი, 1 300 დანაშაული ჩადენილი იყო საკუთრების წინააღმდეგ, იგულისხმება ყაჩაღობა, თაღლითობა, გამოძალვა, ნივთის დაზიანება და ა.შ. გაიზარდა ჯანმრთელობის წინააღმდეგ დანაშაულთა სტატისტიკა – 2020 წლის აპრილში ქვეყანაში ამ სახის 967 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 678-ს შეადგენდა.

ამასთან, მნიშვნელოვნად შემცირდა ნარკოტიკული დანაშაულების რაოდენობაც და თუ შარშან, აპრილში ეს რიცხვი 500-ს შეადგენდა, წელს 62-მდე შემცირდა.

მსგავსი თემები