„2020 წელი გადარჩენის წელი“ – შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

წელს ბიზნესის გადარჩენის წელი გვექნება, 2021 წლამდე ბიზნესი იმუშავებს მხოლოდ გადარჩენისთვის, – ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

შალვა ალავერდაშვილის ინფორმაციით მცირეა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც წელს ტურიზმის თვალსაწრისით საქართველოს პარტნიორები იქნებიან.

„რუსეთიდან საერთოდ არ განვიხილავთ ამ ეტაპზე ტურისტებს, იქ ძალიან ბევრი ინფორმაცია იმალება დაავადების შესახებ, რუსეთიდან ტურისტების მიღების იმედი არ გვაქვს.

რეალურად ჩვენი პარტნიორები არიან ამ ეტაპზე, ისრაელი, ყაზახეთი, სამხრეთ კორეა – ეს იქნება წლევანდელი წლის ბაზარი.

მთავარი ამ წუთში არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე იმ იმ ქვეყნებში საიდანაც ტურისტებს ველოდებით. სექტემბერი შეიძლება დაიტვირთოს 40 – 45% ეს იქნება მაქსიმუმი ამ წელს.

საქართველოდან ევროპის ქვეყნებში ძირითადად მიდიოდა საშუალო ფენა, რომელიც ყიდულობდა იაფფასიან ბილეთს ქუთაისიდან. რეგიონალური ტურიზმის ძირითადი მიმართულებები კი, იყო ემიგრანტების ფული, აქაც საკმაოდ გაგვიჭირდა, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც რეგიონებში ისვენებდნენ სასტუმროში 20% იქნება, დანარჩენები ეცდებიან დაზოგონ თანხები“ – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

შალვა ალავერდაშვილის ინფორმაციით ტურისტულმა კომპანიებმა საქართველოში ვიზიტის პაკეტები შარშან გაყიდეს.

„ჩვენთან როგორც წესი, ტურისტული პაკეტების გაყიდვა ხდება ოქტომბრის თვეში. ისრაელში და ტაილანდში, 3, 4 და 5 მილიონამდე პაკეტია გაყიდული, ეს თანხა არ დაუბრუნდა კლიენტებს ტურისტული კომპანიები და პირდებიან რომ წელს დაასვენებენ.

შარშან ნოემბერში ტურისტულმა კომპანიებმა მოახდინეს პაკეტების რეალიზაცია 2200 წლის სეზონის დასვენებისთვის. ეს თანხები უდევთ უცხოელ ტურისტულ კომპანიებს ანგარიშებზე. ეს ხალხი დღეიდან იწყებს გადაწყობას, რომ პირველი ივნისიდან დაგეგმოს ტურები საქართველოში, ეს შემოსავალია კი არის ზღვაში წვეთი. 2020 წელი გადარჩენის წელია.

რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, ტურისტები თვითონვე იქნებიან მომზადებულები შეასრულონ ის რეგულაცია რაც ჩვენთან შევა იქნება ასევე, მათ ქვეყანაშიც. 

ეს ყველაფერი დამოკიდებულია მედიკოსებზე, ჩვენ ყველა ვემორჩილებით კანონებს და მედიკოსებს“ – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“


“მედიაცენტრმთავარის” მასალისგამოყენებისშემთხვევაში, აუცილებელიაწყაროსდალინკისმითითება

მსგავსი თემები