2020 წლიდან, სკოლის მოსწავლეები, პროფესიულ განათლებას მიიღებენ და დასაქმდებიან

2020 წლიდან, სკოლის მოსწავლეებს, შესაძლებლობა ექნებათ, სწავლასთან ერთად, სკოლაში, პროფესიული განათლება მიიღონ. 

როგორც, განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ირინა წეროძემ განაცხადა, სკოლის დამთავრების შემდეგ, ახალგაზრდას შესაძლებლობა ექნება დასაქმდეს. მისი თქმით, მოსწავლეს, პროფესიული განათლების მიღება, მე-10 კლასიდან შეეძლება. 

“მოწაფეებისთვის მიმზიდველი იქნება შეთავაზება, რომელიც მეცხრე კლასის შემდეგ მოწაფეს შესაძლებლობას აძლევს, რომ მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში სკოლის ზოგადი პროგრამის პარალელურად პროფესიული განათლება მიიღონ და სულ მცირე ერთ პროფესიას დაეუფლონ. ესაა უნიკალური შესაძლებლობა, რომელსაც ყველა მშობელი და მოსწავლე გამოიყენებს. ამ გზით სახელმწიფო არ ხარჯავს თანხას, რაც ახალი კოლეჯის მშენებლობას სჭირდება. ჩვენ უფრო ეფექტიანად ვანაწილებთ ამ რესურსს და ვიღებთ მაღალ შედეგს. 2020 წლიდან შესაძლებელი იქნება, რომ ვინც 18 წელს მიაღწევს, სულ მცირე ერთი პროფესია ჰქონდეს, რომელიც მას დასაქმების შესაძლებლობას მისცემს“, – განაცხადა ირინა წეროძემ.

მსგავსი თემები