20 ათასი ლარი მოსკოვი – თბილისის რეისზე – რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის დასატოვებლად კოლოსალური თანხის გადახდა უწევთ

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ქვეყნის დატოვების მსურველების რიცხვი დღითიდღე იზრდება. რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ, ბილეთებში კოლოსალური თანხის გადახდა უწევთ.

სომხეთის ავიახაზებზე მოსკოვი – თბილისის რეისის ავიაბილეთი ფასი 6 100 ევროს, ანუ დაახლოებით 20 ათას ლარს შეადგენს.  ქართული ავიაკომპანია  ,,აირზენა” კი, ერევნის გავლით მოსკოვი -თბილისის ბილეთს ცხრა ათას ლარად ყიდის.

მაღალი ფასის მიუხედავად, ბილეთების ყიდვა თითქმის შეუძლებელია.

მსგავსი თემები