28 აგვისტოდან დღემდე, გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი 14 მსჯავრდებულს დაუდასტურდა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 28 აგვისტოდან დღემდე გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი 14 მსჯავრდებულს დაუდასტურდა.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე არც ერთს მათგანს სამედიცინო დახმარება არ ესაჭიროება.

„მიმდინარე წლის 28 აგვისტოდან დღემდე N14 (გეგუთის) პენიტენციურ დაწესებულებაში კოვიდ-19 14 მსჯავრდებულს დაუდასტურდა. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე არც ერთს მათგანს სამედიცინო დახმარება არ ესაჭიროება, თუმცა შემდგომი დაკვირვების მიზნით ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეში არიან მოთავსებული და მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. თოთხმეტივე მსჯავრდებულს უახლოეს დღეებში დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად ჩაუტარდება ტესტირება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში სასჯელის მოხდის ადგილზე დაბრუნდებიან“, – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი თემები