არჩილ თალაკვაძის თქმით, მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მაკო გომურს, რომელმაც 20 ივნისის მოვლენების დროს თვალი დაკარგა, დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს. “მე მჯერა, რომ ადრე თუ გვიან, იმედით ველოდები, რომ ადრე, ის მიიღებს დაზარალებულის სტატუსს”, — განაცხადა თალაკვაძემ. არჩილ თალაკვაძის თქმით, აქამდე მაკო გომურს სახელმწიფოს დახმარება უნდა მიეღო. შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლომ მაკო გომური, 16 პირი და 8 ჟურნალისტი, რომლებიც 20 ივნისის ღამეს დაზარალდნენ დაშავდნენ, დაზარალებულად არ ცნო.

მეტი...

“თუ შესაძლებლობა მექნება, ვნახავ” – არჩილ თალაკვაძე ფილმზე – “და ჩვენ ვიცეკვეთ”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ თუ საშუალება ექნება, ფილმს, რომელმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში ვნებათაღელვა მოყვა – “და ჩვენ ვიცეკვეთ” ნახავს.  “არ მინახავს ეს ფილმი, თუ შესაძლებლობა მექნება ვნახავ და მის განხილვასაც გეტყვით”, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. რაც შეეხება ფილმზე თალაკვაძის პოზიციას, ის ამბობს, რომ ხელოვნებაში ყველა თავის თავს გამოხატავს ისე, როგორც საჭიროდ თვლის. „რაც შეეხება ფილმზე ჩემს პოზიციას, შემიძლია, გითხრათ ის, რომ ხელოვნებაში ყველა თავის თავს გამოხატავს ისე, როგორც საჭიროდ თვლის. ეს უფლებაც ისევე, როგორც რაღაც არ მოგწონდეს და რაღაც გააპროტესტო მშვიდობიანად, ეს უფლებაც არის გარანტირებული. ეს უფლება თავის მოქალქეებს…

მეტი...

“გავაგრძელებთ მუშაობას, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა მოსახლეობამ წინაპირობების გარეშე შეძლოს გადაადგილება” – ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ცხინვალის რეგიონში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა. მინისტრის განმარტებით, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე გადასასვლელი პუნქტების დაკეტვის შედეგად, ადამიანები სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ. „ზოგადად ბოლო დროს, და უფრო 2008 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ვართ მუდმივი პროვოკაციების ქვეშ. უმძიმესი ვითარება არის ახალგორის რაიონში და მთლიანად ცხინვალის რეგიონში. საფრთხე ექმნება, როგორც ეთნიკურად ქართველ, ასევე ოს მოსახლეობას გადაადგილების სრულად შეზღუდვისა და რეგიონის მთლიანი იზოლაციის პირობებში. საუბედუროდ, ეს ეხება იმ შემთხვევებსაც, როცა ადამიანებს სჭირდებათ სამედიცინო დახმარება. ვმუშაობთ იმ საკითხზე, რომ ადამიანი, რომელიც დაშავდა, და ჩვენი ინფორმაციით მოტეხილობები და მრავლობითი…

მეტი...

თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული ფრენები დაიწყო

თუშეთის საავტომობილო გზის გახსნამდე, ყოველკვირეული ფრენები სოფელ ომალოს მიმართულებით სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა დღეიდან დაიწყო. წელს პირველად უფასო მგზავრობით 15-მდე ადგილობრივმა უკვე ისარგებლა. ვერტმფრენი თუშეთის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათს შეასრულებს რეისს და მგზავრებს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანიდან აიყვანს. მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრებ თუშებს ვერტმფრენი 2017 წლიდან ემსახურება. თუშეთში, რომელიც ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, 52 სოფელია და ოქტომბრიდან მაისამდე, ზამთრის სეზონზე, საავტომობილო გზაზე მოძრაობა იზღუდება.

მეტი...

ევროსაბჭოში ქართული ჰანგები გაჟღერდა (ვიდეო)

ქართული სიმღერა ევროპის საბჭოში. ქართველი მუსიკოსების გუნდმა დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის გახსნაზე იმღერა. აფხაზეთის კაპელამ და ჯგუფმა The Georgian Six ქართული სიმღერა “ლალე” და ინგლისურენოვანი What a wonderful World შეასრულეს. წელს საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავს აღნიშნავს ამასთან, პირველად ევროსაბჭოს ისტორიაში საქართველო მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანაა.

მეტი...

21 ნოემბრიდან დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს მიწოდება-რეალიზაცია იკრძალება

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შედეგად, მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან დაუფასოებელი სახით იკრძალება ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. აღნიშნული ნაწარმის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100-გრამიან პირველად შეფუთვაში. ამ წესით დაფასოებული თამბაქო უნდა იყოს აქციზური მარკით ნიშანდებული. ასევე, თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფზე/ბლოკზე და თითოეულ შეფუთვაზე განთავსებული უნდა იყოს სამედიცინო გაფრთხილება და დაცული იყოს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. ამასთან, 21 ნოემბრიდან აქციზური მარკირების გარეშე…

მეტი...

„1 არქიმანდრიტი და 2 ეპისკოპოსი მძიმე ცოდვების გამო განიკვეთა“ – სასულიერო პირების სკანდალი გრძელდება  

სასულიერო პირები, წლების წინ, ეკლესიაში არსებულ უმძიმეს ვითარებას იხსენებენ და ამბობენ, რომ ამ მძიმე ცოდვებისთვის სასულიერო პირები ეკლესიიდან განკვეთეს. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, მათი შეფასებით, დღეს მსგავსი არაფერი ხდება. მამა ელიზბარ ოდიშვილი იხსენებს, რომ დღეს გაჟღერებულ მძიმე ცოდვებს წლების წინ ჰქონდა ეკლესიაში ადგილი. “მახსოვს, როცა რამდენიმე ეპისკოპოსი განიკვეთა. ერთი არქიმანდრიტი იყო, ორი ეპისკოპოსი, ქუთათელ-გაენათელი იყო ერთი, მეორე იყო ჭყონდიდელი. მათი განიკვეთა მოხდა იმ მძიმე ცოდვების გამო, რაზეც ახლა არის საუბარი, „მამათმავლობის“ მიზეზით, მაგრამ მათი განკვეთის შემდეგ, მათ მოუწოდეს,  მონასტერში წასულიყვნენ. ეკლესიაში მაშინ დიდი ბრძოლა იყო, რომელიც დღესაც გრძელდება. მაშინ უშიშროება…

მეტი...

ჩინეთმა მოზარდებს კომპიუტერულ თამაშებზე კომენდანტის საათი დაუწესა

ჩინეთმა მოზარდებს ვირტუალურ სამყაროში კომენდანტის საათი დაუწესა. მოზარდებს კომპიუტერული თამაში საღამოს 10-დან დილის 8 საათამდე ეკრძალებათ. მათ თამაშებზე ფინანსური შეზღუდვებიც დაუწესდებათ. ახალი რეგულაცია არასრულწლოვნების ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულების დაძლევას ემსახურება. ჩინეთის მთავრობაში ფიქრობენ, რომ ამით არასრულწლოვანთა ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობის დაიცავენ.

მეტი...

მიწის რეგისტრაციას საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო მარტივად შეძლებენ

მიწის რეგისტრაციას საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო მარტივად შეძლებენ. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობამ დღეს დაამტკიცა. ინიციატივა მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის 1-ელ იანვრამდე მოქმედებს, მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე ზოგადად დაწესდება და უვადოდ იმოქმედებს.  იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 2016 წლიდან დაწყებული მიწის რეგისტრაციის რეფორმის გახანგრძლივება მოქალაქეთა მხრიდან რეფორმის მიმართ მაღალი ინტერესითაა განპირობებული. რეფორმის ამოქმედების შემდეგ მოქალაქეთა მიმართვიანობა, საშუალოდ, ხუთჯერ გაიზარდა, ხოლო მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ტემპი – სამზე მეტჯერ. მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრსა…

მეტი...

“სეს-ის განცხადება სალმონელაზე უსაფუძვლოდ ლახავს კომპანიის რეპუტაციას” – “ბიუ-ბიუ”

კომპანია „ბიუ-ბიუ“ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მათ მიერ წარმოებულ ქათმის ხორცში სალმონელას აღმოჩენასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადებით ეხმაურება. „გვინდა გამოვეხმაუროთ სურსათის ეროვნული სააგენტოს გუშინ საღამოს გაკეთებულ განცხადებას. უპირველეს ყოვლისა გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ კომპანია სრულ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ წარმოებულ პროდუქციაზე და მის ხარისხზე. ჩვენ ყოველთვიურად ვაწარმოებთ 1200 ტონა ხორცს და შესაბამისად, ჩვენს პროდუქციას ყოველდღიურად მოიხმარს ასი ათასობით ადამიანი. თითოეულ წარმოებულ პარტიაზე ჩვენ ვაკეთებთ ლაბორატორიულ კვლევას და აღნიშნულით კიდევ ერთხელ ვუზრუნველყოფთ წარმოებული პროდუქციის უვნებლობას და ხარისხის კონტროლს. რაც შეეხება მოწამვლას, რომელიც მოხდა თბილისის ერთ-ერთ რესტორანში, ჩვენი ინფორმაციით 11 მოწამლული ადამიანიდან…

მეტი...

“თბილისი პრაიდი” ლევან ვასაძეს ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ბილეთს ჩუქნის

“თბილისი პრაიდი” ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ბილეთს ჩუქნის. “თბილისი პრაიდის” გუნდი მწუხარებას გამოთქვამს, რომ ბიზნესმენმა ფილმის ჩვენებაზე დასასწრები ბილეთის ყიდვა ვერ შეძლო. “თბილისი პრაიდის” გუნდი გულწრფელად შევწუხდით, რომ ლევან ვასაძემ ვერ შეძლო ფილმის ჩვენებაზე დასასწრები ბილეთის დროულად შეძენა და გადავწყვიტეთ ჩვენი კუთვნილი ბილეთი გავუგზავნოთ მას საჩუქრად. ვაცნობიერებთ, რომ კინოთეატრებში ბევრად სასიამოვნოა ამ ფილმის ნახვა და ასევე ვითვალისწინებთ იმ მსხვერპლსაც, რომელიც ლევანმა გაიღო, სპეციალურად გადადო რა მონაწილეობა დედების სიწმინდის დღის ღონისძიებაში, რომელიც მსოფლიო კონგრესის ფარგლებში ბუდაპეშტში იმართება. ლევან, ჩვენ არ დაგტოვებთ მარტო”,- ნათქვამია “თბილისი პრაიდის” განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი…

მეტი...

თურქული ავიაკომპანია თბილისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს წყვეტს

თურქული ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ თბილისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს 9 ნოემბრიდან წყვეტს. ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ კომპანიაში „ტავ ჯორჯიაში” ადასტურებენ. არსებული ინფორმაციით, კომპანია ფრენებს ფინანსური პრობლემების გამო აჩერებს. რეისების გაუქმების შესახებ შეტყობინება უკვე მიიღეს მგზავრებმა, რომლებსაც ბილეთები შეძენილი ჰქონდათ. „ატლასგლობალმა“ საქართველოში ფრენები ადრეც შეწყვიტა და ერთწლიანი პაუზის შემდეგ,  მიმდინარე წლის 16 ივლისიდან განაახლა.

მეტი...

ბათუმში მშენებლობიდან მუშა ჩამოვარდა და გარდაიცვალა

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში მოხდა. თვითმხილველების თქმით, კორპუსზე დამაგრებული გარე ლიფტი მოწყდა, რის შედეგადაც მე-10 სართულიდან 30 წლის მამაკაცი გადმოვარდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფს, შემთხვევის ადგილზე მისვლისას, მუშა გარდაცვლილი დახვდა.

მეტი...

“ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი, იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოჰყვება პოლიტიკური სპეკულაციები” – მიხეილ ბატიაშვილი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის უკვე ყოფილი მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. მიხეილ ბატიაშვილი იმედოვნებს, რომ მის გადადგომას პოლიტიკური სპეკულაციები არ მოჰყვება. “მინდა გითხრათ, რომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო მინისტრის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოჰყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები. ამასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მქონდა პრემიერ-მინისტრთან,” – განაცხადა ბატიაშვილმა.  მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მისი სამომავლო გეგმები საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას უკავშირდება, რომელიც ისევ საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას დაეხმარება.  “მე ვგეგმავ, ჩემი ენერგია უკვე სისტემის გარედან, ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით კვლავ მოვახმარო მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტების…

მეტი...

კინო-თეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებამდე დაგეგმილი ფილმები მოიხსნა

კავეას კინო-თეატრების ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ 6 კინო-თეატრში, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებამდე დაგეგმილი ფილმები მოიხსნა. მათი თქმით, სეანსების შეწყვეტის მიზეზი, მაყურებელთა უსაფრთხოებაა. „კავეას კინოთეატრების ქსელში კინო ჩვენებები დაგეგმილი რეპერტუარით იქნება. მოიხნა მხოლოდ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წინა სეანსი, რათა კინოთეატრების ქსელში უსაფრთხოების სამსახურის მობილიზება მოხდეს, რომ მათ მაყურებლის უსაფრთხოების დაცვა უკეთ უზრუნველყონ და მაყურებლის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად გარანტირებული“, – განაცხადეს  კავეას კინოთეატრების ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. კავეას 6 კინო-თეატრში, სამი დღის განმავლობაში, ლევან აკინის ფილმის სეანსებზე, დაცვის სამსახური იქნება მობილიზებული.  ინვენტარის ან სხვა ნივთების დაზიანების შემთხვევაში კავეას ქსელი საპატრულო პოლიციას მიმართავს.…

მეტი...

“საეკლესიო სფეროშიც შეიძლება, არსებობდეს რაღაც გადახვევები, რადგან საქმე ჩვეულებრივ ადამიანებთან გვაქვს” – გია ვოლსკი

“საზოგადოებამ იმ ტრადიციას პატივი უნდა სცეს, რაც ეკლესიას საუკუნეების განმავლობაში მოაქვს” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. გია ვოლსკის განცხადებით, წინა ხელისუფლება, ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებს თავის სასიკეთოდ გამოიყენებდა. დეპუტატის თქმით, საქართველოს ისტორიისთვის ეკლესია დიდი მნიშვნელობისაა და ეს უნდა შენარჩუნდეს. “საეკლესიო სფეროშიც შეიძლება, არსებობდეს გადახვევები, რადგან საქმე ჩვეულებრივ ადამიანებთან გვაქვს. არსებობდა რეჟიმი, რომელიც ამ გადაცდომებს თავის სასიკეთოდ გამოიყენებდა. რამხელა არის მასშტაბი და რამდენად დიდი იყო დაზიანება, ამაზე მონაცემები არ მაქვს. დამაჯერებელი მონაცემები მაქვს, რასაც ჰქვია ჩემი ნაცნობობა სასულიერო პირებთან და ურთიერთობები, რაც პოზიტიურის გარდა, არანაირ მოსაზრებას არ ტოვებს.…

მეტი...

“ტაძარში, მღვდელმა ბავშვს ხელი შეუცურა კაბაში” – მამა გიორგი სხილაძე

მამა გიორგი სხილაძის განცხადებით, პირადად პატრიარქს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე სასულიერო პირის შესახებ ინფორმაცია გადაუგზავნა, სადაც მათი კრიმინალური ისტორიები იყო აღწერილი. მამაოს თქმით, სასულიერო პირები, ძირითადად, ნარკოდანაშაულში იყვნენ ბრალდებულები.  “გადაეგზავნა პირადად პატრიარქს, 4 სასულიერო პირზე კრიმინალური დოსიე, რომელიც შედგენილია შესაბამისი ორგანოების მიერ, გამოძიების შედეგად და უნდა ყოფილიყო შესაბამისი რეაგირება… თქვენ გსმენიათ, რომ ვინმე სასულიერო პირი ამის შედეგად განკვეთეს? აქ სხვადასხვა დანაშაულზეა საუბარი, ნარკოტიკებით ვაჭრობა… ეს არის ერთი დიდი ორგანიზებული დანაშაულებრივი ბანდა, რომელიც წამსვლელია ყველაფერზე“ – აცხადებს მამა გიორგი სხილაძე. მამა გიორგი სხილაძე კიდევ ერთ სასულიერო პირს ამხელს და პედოფილიაში ადანაშაულებს.…

მეტი...

„ბილეთის შეძენა რთული რომ არ ყოფილიყო, ნამდვილად შევიძენდი და ვნახავდი“ – ეპისკოპოსი გეი წყვილის სიყვარულის ისტორიაზე (ვიდეო)

„უცნაური განცხადებები მოვისმინე, იურისტების და მოსამართლეების მხრიდანაც კი, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიციის კორიდორის გარღვევა, ადამიანების კინოთეატრში შესვლისათვის ხელის შეშლა, გამოხატვის თავისუფლების ერთ-ერთი ფორმაა. რაც, ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდ რამეებს მიანიშნებს კანონთან მიმართებაში. როგორ ვართ ჩვენ და როგორ არიან კანონდამცველები, ვინც კანონებთან ყველაზე ახლოს უნდა იყვნენ“ – ასე აფასებს  საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე „გეი წყვილის“ სიყვარულთან დაკავშირებული ფილმის პრემიერას, რომელიც საქართველოს კინოთეატრებში ხვალ იმართება. როგორც ეპისკოპოსმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არა სირთულე, ნამდვილად შეიძენდა ბილეთს და ნახავდა ამ ფილმს: „ბუნებრივია, კარგი ფილმი ახდენს ცნობიერებაზე გავლენას. მაგრამ, ეს არ ეხება რომელ თემატიკაზეა ფილმი…

მეტი...

ომბუდსმენი შსს-ს, სასულიერო პირებთან დაკავშირებით შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტებზე გამოძიებას სთხოვს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, საქართველოს შინაგან საქამეთა სამინისტროს, საპატრიარქოს გარშემო ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას სთხოვს. როგორც ომბუდსმენი აცხადებს, გავრცელებული ინფორმაცია, მათ შორის სექსუალური შევიწროების ფაქტები, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. “გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს სსკ-ის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ნიშნებს. მოვუწოდებ სამართადამცველ ორგანოებს დაინტერესდნენ და დაიწყონ გამოძიება აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ასევე, მოვუწოდებ ყველა იმ პირს, რომლისთვისაც ცნობილია აღნიშნული სავარაუდო ქმედებების თაობაზე, დაუყონებლივ მიმართონ სამართალდამცველ ორგანოებს,” – განაცხადა დღეს ნინო ლომჯარიამ. ომბუდსმენი ასევე ყველას, მათ შორის სასულიერო პირებს, მოუწოდებს, დაუკავშირდნენ სახალხო დამცველს და მიაწოდონ მათთვის ცნობილი ინფორმაცია. ომბუდსმენი ინფორმაციის მფლობელებს კონფიდენციალურობის…

მეტი...

ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების პროცესმა, აბაშაში გადაინაცვლა

ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარების პროცესი გრძელდება. კომისიამ მარტვილში მუშაობა დაასრულა და ახლა უკვე აბაშაში ინაცვლებს. ეპარქიის გადაბარების პროცესი მარტვილში რამდენიმე დღე მიმდინარეობდა. 9 კაციან კომისიაში, რომელიც ეპარქიის გადაბარებაზე მუშობს,  სასულიერო პირები, იურისტები და ეკონომისტები შედიან. პროცესი სავარაუდოდ ორ კვირაში დასრულდება. ეპარქიის ახალმა მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა სკოლა-გიმნაზიაში ადგილობრივი პრორექტორი დანიშნა და საფინანსო მხარე თავად ჩაიბარა.

მეტი...

„ნორმალურმა ადამიანმა, “პიდარასტს” როგორ უნდა უთხრას “პიდარასტი” ხარო, ეს შეტევა საბჭოთა პერიოდში დაიგეგმა“ –  ნანა კაკაბაძე საპატრიარქოს ამბებზე

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ეკლესიის წინააღმდეგ შეტევას მიზანმიმართულ კამპანიად აფასებს და მეუფე პეტრესა და თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილს ამ კამპანიის ნაწილად მოიხსენიებს. როგორც უფლებადამცველმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სახეზეა ადამიანების რადიკალური გარდასახვა, რის უკანაც შესაძლოა, მათ მიმართ არსებული კომპრომატები იდგეს. „ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებას წარმოვადგენთ და ჩვენთან სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები ძალიან ხშირად გვსტუმრობენ. არ წარმომიდგენია, ნორმალურმა ადამიანმა, თუნდაც მის  წინაშე მდგომ პიდარასტს  პირში უთხრას პიდარასტი ხარო. წარმოგიდგენიათ, რომ ეს ნორმალური მოვლენაა?  როდესაც ამ მოვლენებს გაანალიზებთ, მიხვდებით, რომ ამის უკან დგას ძალიან დიდი თამაში, რომელ თამაშშიც ჩართულები არიან  სუსტი ნებისყოფის ადამიანები. სავარაუდოდ, რაღაც…

მეტი...

„შორენასთან, პატრიარქთან უახლოესი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მათთან საუბარს არავის ვასმენინებ“ – ნანა კაკაბაძე „კონსპირაციულ შეხვედრებზე“

ე.წ. კონსპირაციული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და მონაწილე ნანა კაკაბაძე მის ბინაში გამართულ შეხვედრებზე განმარტებებს აკეთებს და ამბობს, რომ ბრალდებები მოგონილია და გარკვეულ მიზნებს ემსახურება. ამ თემაზე, ნანა კაკაბაძემ და გელა ნიკოლაიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს. „გამაჩნია მტკიცებულებები, გიორგი ტიგინაშვილი რა იყო როცა ჩვენთან დადიოდა და რა არის ის დღეს. არ შემიძლია ვთქვა და პირდაპირ ხელი დავადო, რომ მას ჰქონდა ფულადი ინტერესი და ამიტომ მოხდა მისი ცვლილება, მაგრამ როდესაც საუბრობს რომ ვიღაცა მას 3000 ლარიან ხელფასს სთავაზობდა, ეტყობა მისი პრობლემა სწორედ ეს იყო. სავარაუდოდ ესაა მისი ამ ცვლილების მიზეზი“, – ასე…

მეტი...

„ამ შეხვედრებზე ისიც განიხილებოდა, ვინ იქნებოდა პატრიარქის კარგი მემკვიდრე“ – გელა ნიკოლაიშვილი ე.წ. კონსპირაციულ შეხვედრებზე

ე.წ. კონსპირაციული შეხვედრები ხელისუფლებისა და საპატრიარქოს სახელით – კიდევ ერთი ახალი ბრალდებები, რომელსაც თეოლოგი გიორგი ტიგინშვილი, ამჯერად, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს უყენებს. მთავარი „სამიზნეები“ ამ თემაზე განმარტებებს „მედიაცენტრ მთავარში“ აკეთებენ და ამბობენ, რომ ეს არის მორიგი სისულელე, რომელიც ბოლო პერიოდში მოისმინეს. ადვოკატი და უფლებადამცველი გელა ნიკოლაშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ აგორებული ინფორმაცია ცრუ ინფორმაციაა და ე.წ. კონსპირაციული შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.   „გიდასტურებთ რომ მსგავსი არაერთი შეხვედრა გაიმართა, თუმცა, მას „კონსპირაციულ შეხვედრასთან“ კავშირი არ ჰქონია და გაუგებარია რა ითვლება კონსპირაციად. ეს ადამიანი, ტიგინაშვილი არის ფარისეველი და მის წერილს რომ წაგიკითხავთ, თავად დარწმუნდებით…

მეტი...

“ციანიდის საქმესაც შევეხეთ” – „კონსპირაციული შეხვედრის“ მონაწილეების პირველი განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“

უფლებადამცველებმა გელა ნიკოლაიშვილმა და ნანა კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართეს და იმ. ე.წ. კონსპირაციულ შეხვედრებზე ისაუბრეს, რაც ნანა კაკაბაძის საცხოვრებელ ბინაში იმართებოდა. როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, მსგავსი შეხვედრები ხშირად იმართებოდა და ეს მხოლოდ ნანა კაკაბაძის ბინაში არ მომხდარა. „რა კაცია ეს ე.წ. თეოლოგი, რა პოზიციები ჰქონდა მაშინ და და აქვს დღეს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ადამიანთა ჯგუფმა, სამოქალაქო აქტივისტებმა გადაწყვიტეს ოფისის დაქირავება, რომ არ გაემარჯვა „ნაც. მოძრაობას“ და ეს „კონსპირაციულ ოფისად“ მოიხსენიეს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ხშირად ვიკრიბებით და ვიკრიბებით და ბუნებრივია, ვმსჯელობდით და ვმსჯელობთ სხვადასხვა საკითხებზე, რა არის აქ პრობლემა…

მეტი...

სამთავრობო ცვლილება – განათლების მინისტრი თანამდებობას ტოვებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას ტოვებს. ეს ინფორმაცია  პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააჟღერა. “მიხეილ ბატიაშვილის თხოვნაა, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს თანამდებობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მეტი...

„სად იყვნენ ეს სასულიერო პირები აქამდე, როდესაც პატრიარქს ლოცვაში მოიხსენიებენ და ხელზე ეამბორებიან“

“ეს არის ბრძოლა პატრიარქის წინააღმდეგ, გამოძიება, პირველ რიგში,   საპატრიარქომ უნდა ჩაატაროს და შემდეგ გადაინაცვლოს პარლამენტში“ – აცხადებს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი გიორგი ლომია „მედიაცენტრ მთავართან“ და საპატრიარქოს მიმართავს, ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიება ჩაატაროს.  „ვკითხულობ, სად იყვნენ ეს სასულიერო პირები აქამდე, როდესაც პატრიარქს ლოცვაში მოიხსენიებენ და ხელზე ეამბორებიან?  მანამდე არ ჰქონდათ ეს ინფორმაცია თუ საარჩევნო წელს ელოდებოდნენ, ელოდებოდნენ ჩასვლას სახელმწიფო დეპარტამენტში? საერთოდ, დღემდე ვერ გამირკვევია, რა ესაქმებოდათ სახელმწიფო დეპარტამენტში სასულიერო პირებს.  ბევრი კითხვა ჩნდება“ – აცხადებს დეპუტატი „მედიაცენტრ მთავართან“. ლომიას შეფასებით, ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა პატრიარქის და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ: „ეს ბრძოლა მსოფლიოში დაიწყო.…

მეტი...

„2007 წლის 7 ნოემბერს, “ნაც. მოძრაობა“ შეეცადა, ქართველი ხალხის იმედისთვის “სული ამოეხადა” – დიმიტრი ხუნდაძე

„ქართველი ხალხის იმედისთვის სულის ამოხდის მცდელობა“ – ასე აფასებს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე 7 ნოემბერს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის განცხადებით, ეს მცდელობა დღესაც გრძელდება.    „2007 წლის 7 ნოემბერს, “ნაც. მოძრაობა“ შეეცადა, ქართველი ხალხის იმედისთვის “სული ამოეხადა.” ამ დღეს, მათ, საკუთარ მოსახლეობას, პირდაპირ ეთერში აჩვენეს თავისი რეალური სახე. ფეხქვეშ გათელეს სიტყვისა და თავისუფლების გამოხატვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, ღირსება და ადამიანი, როგორც მთავარი ღირებულება. სწორედ ამიტომ, 2012 წლის 1 ოქტომბერს, საზოგადოებამ მათ საკადრისი პასუხი გასცა და ისინი ჩამოაცილა ქვეყნის მართვის სადავეებს. თუმცა, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი “მოძმეები” დღემდე ვერ…

მეტი...

მსოფლიოს 6-მა წამყვანმა ქვეყანამ სკოლებში ტელეფონები აკრძალა

მსოფლიოს 6-მა წამყვანმა ქვეყანამ – აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ, საფრანგეთმა, კანადამ და ისრაელმა სკოლებში ტელეფონების გამოყენება აკრძალა. რამდენიმე წლის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების სკოლებში ტელეფონის სიგნალები ჩაახშეს. შედეგად, სკოლებში მოსწავლეები სრულად ფოკუსირდნენ სწავლის პროცესზე. 2001 წლის დასაწყისში, დიდ ბრიტანეთში ვერ ნახავდით სკოლას, რომელსაც ტელეფონებზე რაიმე აკრძალვა ჰქონდა დადებული. თუმცა, 2007 წლისათვის ბრიტანული სკოლების 50%-მა გადაწყვიტა, ტელეფონები აეკრძალათ. დღეს, ინგლისში სკოლების 98%-ში აკრძალულია ტელეფონის გამოყენება. სტატისტიკამ აჩვენა, რომ სწავლის მექანიზმი უფრო ეფექტური გახდა. გარდა ამისა, სტუდენტების შედეგები გამოცდებზე საგრძნობლად გაუმჯობესდა. “სექტემბრიდან 11-16 წლის მოსწავლეები ტელეფონებს დატოვებენ სახლში ან შეინახავენ მას სპეციალურ საკეტიან ყუთში.…

მეტი...

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი“ გრიპის ვაქცინების მარაგის ამოწურვას არ ადასტურებს

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ გავრცელებულ ინფორმაციას, გრიპის ვაქცინების ამოწურვასთან დაკავშირებით არ ადასტურებს და „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას ამბობს, რომ ვისაც ეკუთვნის, მისთვის ვაქცინა არსებობს. “სახელმწიფო ვაქცინა მარაგშია. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ვაქცინა დამთავრდა და ამის გამო ხალხი ვეღარ იცრება, სიმართლეს არ შეესაბამება. 1 კვირაა, რაც ვაქცინის ახალი მარაგი შემოვიდა ქვეყანაში. შეიძლება კომერციული ვაქცინა ამოწურული იყოს, თუმცა ის, რაც სახელმწიფოა და გარკვეული კატეგორიისთვის უფასოა, არ დამთავრებულა. ვაქცინა მარაგშია და უფასოდ ცრიან იმათ, ვისაც ეს ეკუთვნის“ , -განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავართან“…

მეტი...