სატყეო სააგენტო თანამშრომლების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დააზღვევს

საქართველოს პარლამენტმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი მიიღო, რომლის თანახმად, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა. აღნიშნული ცვლილებები ეროვნული სატყეო სააგენტოს იმ თანამშრომლებს შეეხებათ, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყის აღრიცხვის, მონიტორინგის, სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელების, ტყითსარგებლობის უფლების განხორციელების კონტროლისა და უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენის და აღკვეთის უფლებამოსილება. ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების ძირითადი მიზანია შეიქმნას, აქამდე არ არსებული სოციალური დაცვის გარანტიები. კერძოდ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის, ჯანმრთელობის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანების მიღების…

მეტი...

ჭიათურის მაღაროში სამუშაოები გამოძიების დასრულების შემდეგ განახლდება

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მადნეულის მოპოვების პროცესი გამოძიების დასრულებამდე შეწყდება. აღნიშნული გადაწყვეტილება სამი უწყების წარმომადგენლებისგან შემდგარმა კომისიამ მიიღო. გაგრძელდება თუ არა სამუშაოები, გამოძიების შემდეგ გაირკვევა. ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, 29 წლის მუშა დაიღუპა. შსს-მ გამოძიება 240 მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

შესაძლოა, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა გია ჟორჟოლიანმა და გოგი ოთხმეზურმა ერთად მიიღონ

პარლამენტის წევრი, გია ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ისტორიკოს გოგი ოთხმეზურთან ერთად მიიღოს. „ჩვენი მხარდამჭერები არიან. ერთობლივად პროგრამას შევიმუშავებთ, არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო პროგრესულ გადასახადზე, ინდუსტრიალიზაციის ეტაპებზე, სოფლის მეურნეობის პროგრამაზე. გიორგი ოთხმეზურს ხშირად ვხვდები, ბავშვებიდან ვიცნობ. ალბათ, ერთად მივიღებთ მონაწილეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. მუდმივად გვაქვს შეხვედრა. ერთად ვართ დიდი ხანია. 30 ნოემბერს, „სოციალ-დემოკრატების“ ყრილობას ჩავატარებთ, ჩვენს პროგრამასა და გუნდს წარვადგენთ“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა. კითხვაზე, გოგი ოთხმეზური აპირებს თუ არა პოლიტიკაში მოსვლას, ჟორჟოლიანი პასუხობს, რომ ვინ იქნება „სოციალ-დემოკრატების“ გუნდში ჯერ ვერ იტყვის. „ერთად ვადგენთ პროგრამას, ერთი გუნდი ვართ…

მეტი...

“ნათია თურნავა არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა” – გახარია

“ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა და მის ცვლილებაზე საუბარი პოლიტიკური კონიუნქტურიდან მოგონილი ჭორებია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამ თემაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს და ვერ იარსებებს. „უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის პოლიტიკური კონიუნქტურიდან მოგონილი ჭორები, რომელსაც ავრცელებენ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ. მთავრობის მეთაური ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ნათია მეზვრიშვილთან ერთად იმყოფებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები, ასევე უწყებას დაქვემდებარებული საჯარო…

მეტი...

„ილია ყოველდღიურად სვამდა. თითო ჭიქა კონიაკს სვამდა, ჩვევა ჰქონდა ასეთი. მას ალკოჰოლიზმი არ აქვს“ – მარიამ კუბლაშვილი დეპუტატზე

თბილისის საკრებულოს წევრის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი, მისი დაცვის ქვეშ მყოფისა და თანაშემწე თამთა თოდაძესთან დაკავშირებით მორიგ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ჯიშკარიანი ყოველდღიურად სვამდა და მას კონიაკი აუცილებლად უნდა მიეღო, რადგან ეს მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებლობას წარმოადგენდა. რა  ხდებოდა კონკრეტულ დღეს დეპუტატის ბიუროში, რატომ სვამდნენ და როგორ განვითარდა მოვლენები, მარიამ ჯიშკარიანმა „მთავართან“ ისაუბრა.     “იმ ოთახში იყო 4 კაცი. 1 თანამშრომელი, მეორე იყო ნაცნობი, მეგობარი ორივე მხარისთვის, იყო ბატონი ილია  და ქალბატონი თამთა. ბატონი ილია და ეს ადამიანები იწყებენ სმას, დალევას. ილია  ნაბახუსევი ნამდვილად იყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან…

მეტი...

“წლის მასხარის ნომინაციაზე ხართ წარდგენილი” – ზარქუა ხაბეიშვილს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუა ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი ხაბეიშვილის განცხადება გახდა, რომელმაც თბილისის სატრანსპორტო რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დაპირებები არ სრულდება. „დედაქალაქის მერმა დააანონსა, რომ 550 ავტობუსი შემოვა წლის ბოლომდე. სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე ვიყავი, დამაჯერებელი პასუხები ვერ მივიღე, ნამდვილად შემოვა თუ არა. ვხედავთ, რომ ყველა მთავრობის სხდომაზე პრობლემებთან დაკავშირებით საუბრობს. თბილისში 16 ათასი ტაქსი გადაადგილდება მაშინ, როდესაც 32 ათასი ტაქსი იყო. იმ ადამიანების დიდი ნაწილი, რომელიც სარგებლობდა ტაქსით და მოუწია საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდომა. ამ დროს მეტროში მძიმე მდგომარეობაა. მოგიწოდებთ საკრებულოს დეპუტატებს,…

მეტი...

„ამერიკელების სისხლი ამერიკისთვის მხოლოდ მაშინაა აქტუალური,  როცა ეს მის პოლიტიკურ ინტერესებს შეეხება“ – მამუკა არეშიძე

„ომის შედეგია ის, რომ უამრავი ადამიანი ლტოლვილია, უმარავი ადამიანია სახლ-კარის გარეშე დარჩა, უამრავი ადამიანი დაიხოცა. იქ, ეთნიკურ-რელიგიური თვალსაზრისით არავის არჩევენ. მთავარია, პოლიტიკური ინტერესები“ – აცხადებს მამუკა კავკასიის საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას.    მისი შეფასებით, თურქეთ-სირიის ომმა დაამტკიცა, რომ უბრალო ადამიანები მათთვის არაფერს ნიშნავს დ მათი დაღვრილი სისხლიც უმნიშვნელოა. „ამ კონფლიქტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პოლიტიკური ინტერესების მიღმა, უბრალო ადამიანების ბედი, მიუხედავად მათი წარმომავლობისა, ეთნიკური კუთვნილებისა თუ რელიგიისა, არავის აინტერესებს. მათ შორის არც იმ საერთაშორისო მსხვილ ორგანიზაციებს, რომლებსაც შეუძლიათ ბევრად უფრო აქტიურად და აგრესიულად მოიქცნენ, მაგრამ, ისინიც პოლიტიკური…

მეტი...

“დაიცავი შენი შვილი” – ანა დოლიძე სახალხო კამპანიას იწყებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ანა დოლიძე თანამოაზრეებთან ერთად, სახალხო კამპანიას იწყებს აზარტული თამაშების წინააღმდეგ – „დაიცავი შენი შვილი“. ანა დოლიძე პარლამენტის სამ კომიტეტსაც მიმართავს და მათგან უფრო მეტ ჩართულობას მოითხოვს. ამასთან, ის ამ თემით დაინტერესებულ ადამიანებს მოუწოდებს, შეუერთდნენ მოძრაობას. კამპანიას შეუერთდა „ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის“ წარმომადგენელი გიორგი ბახტურიძე. მისი თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა. „გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები: ეს არის რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის სრული აკრძალვა, ასევე ონლაინ თამაშების ჩახსნა, ასაკის გაზრდა მინიმუმ 25 წლამდე და მომდევნო ეტაპზე ამ ბიზნესის გადატანა, მაქსიმუმ ორ რეგიონში“, – აცხადებს გიორგი ბახტურიძე. დღეისთვის კამპანიას წარმოადგენენ:…

მეტი...

სირიის ერთ-ერთი ქალაქი ისევ იბომბება

„სირიის დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეთანხმების მიუხედავად, თურქეთის არმია თავდასხმებს ახორციელებს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. „სირიის დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენლების განცხადებით, საჰაერო და საარტილერიო შეტევა სირიის ქალაქ რას ელ-აინზე ხორციელდება. ამ ქალაქში კი, მებრძოლებთან ერთად მშვიდობიანი მოსახლეობაც იმყოფება. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, დღეს დილიდან ქალაქი იბომბება. ქალაქის ნაწილი კვამლშია გახვეული. სირიის ქალაქისკენ სროლა თურქეთის მხრიდან ხორციელდება. 17 ოქტომბერს ანკარაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ვიცე-პრეზიდენტი ჩავიდნენ. ამერიკელი მაღალჩინოსნები თურქეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროს სირიაში სამხედრო ოპერაციის ხუთი დღით შეჩერებაზე შეთანხმდნენ.

მეტი...

“ზეგანაკვეთური მუშაობა და ანაზღაურების მოცულობის დადგენა, გავლენას იქონიებს ბიზნესგარემოზე” – ბიზნესომბუდსმენი

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოში  მოქმედ ბიზნესასოციაციების ხელმძღვანელებს შეხვდა და შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ მომზადებული ოფიციალური სამართლებრივი დასკვნები გააცნო. ბიზნესომბუდსმენს „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე 17, ხოლო „საქართველოს შრომის კოდექსზე“ 10 შენიშვნა-წინადადება აქვს. ბიზნესომბუდსმენის აპარატი განმარტავს, რომ „საქართველოს შრომის კოდექსის“ კანონპროექტით დაგეგმილია მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება საქართველოს შრომის კანონმდებლობაში. შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი მიზნად ისახავს დასაქმებულთა შრომითი უფლებების გაფართოებას. „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით კი,  შრომის ინსპექციას ენიჭება შრომითი უფლებების დაცვის მონიტორინგისა და მათ შესრულებაზე კონტროლის ფუნქცია. „ვფიქრობთ, ისეთი ძირეული ცვლილებების განხორციელება, როგორიც არის ნორმირებული სამუშაო დროის დადგენა, ზეგანაკვეთური მუშაობის…

მეტი...

„სირიის გორგალის გადაჭრას პერსპექტივა არ აქვს, ეს მუდმივი გორგალია“ – მამუკა არეშიძე

„მსოფლიოს ახალი წესრიგის ჩამოყალიბებაში ძირითადი მოთამაშეები  რუსეთი, აშშ და ჩინეთია. როგორც კი მეოთხე გამოჩნდება, სამივე ერთად დგება“ – აცხადებს მამუკა არეშიძე „მედიაცენტრ მთავართან“. მისივე თქმით, ამ მსოფლიო წესრიგის ხელში ჩასაგდებად 1990 წლიდან, მას შემდეგ იბრძვიან, როცა ის დაინგრა, თუმცა, დღემდე ვერ შეიქმნა. „მსოფლიო არენაზე გაჩნდეს სხვა ძლიერი მოთამაშეები, ისეთი, როგორიც ჩინეთი და მოძლიერებული რუსეთია. მათ ადრე არსებული  მსოფლიო წესრიგი არ აწყობთ და ცდილობენ, საბანი თავის მხარეს გადმოატრიალონ. მთელი ეს 27 წლიანი პერიოდი, ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების მცდელობაა. ძირითადი მოთამაშეები არიან რუსეთი, აშშ და ჩინეთი.  ის ვითარება, რომელიც დღეს ახლო აღმოსავლეთშია,…

მეტი...

“შეწყალებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური პარტიების ნაწილის დამოკიდებულებას, სამმაგ სტანდარტს დავარქმევდი” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, პოლიტიკური პარტიების ნაწილს შეწყალებასთან დაკავშირებით „სამმაგი სტანდარტის“ დამოკიდებულება აქვს. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა სასჯელაღსრულების სისტემაში. პარლამენტის თავმჯდომარე, მიესალმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტი ჩაერთოს ამ პროცესში „ შეწყალებასთან დაკავშირებით, ვხედავთ პოლიტიკური პარტიების ნაწილის დამოკიდებულებას, რასაც დავარქმევდი სამმაგ სტანდარტს.  როდესაც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, ჩვენ ვაკრიტიკებდით მისი შეწყალების გადაწყვეტილებებს და „ენ“ რაოდენობით ასეთი გადაწყვეტილებები ჰქონდა მიღებული, ეს ხალხი იყო სწორედ, ვინც მაშინ ამბობდა, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილებები. არანაირი კრიტიკა მათ არ გამოუთქვამთ. შემდეგ, როდესაც ბატონი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ ვაკრიტიკებდით შეწყალების გადაწყვეტილებებს, ისევ…

მეტი...

„ეს არის დროის მოგება მსხვილი მოთამაშეების მიერ, რათა დაგეგმონ შემდეგი ნაბიჯები“ – მამუკა არეშიძე თურქეთ-სირიის ომზე (ვიდეო)

„ერდოღანისა და ტრამპის მადლობები და ის სიტყვები, რაც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მათი მხრიდან გაისმა, თვალთმაქცობა და მსოფლიო საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა“ – ასე აფასებს მამუკა არეშიძე თურქეთ-სირიის „პატარა ომს“ და ამბობს რომ ეს ომი ერდოღანს სჭირდება. როგორც მამუკა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, კონფლიქტის ზონაში ცეცხლი არ შეწყვეტილა, ის დროებით შეჩერდა და რაზეა დამოკიდებული მისი განახლება, ვერავინ განსაზღვრავს. „ცეცხლი, კონფლიქტის ზონაში, შეჩერებულია. გამოცხადებულია გარკვეული დროის განმავლობაში მორატორიუმი და ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონფლიქტი ამოწურულია. შეჩერებულია ვითომ იმ პირობით, რომ დაშორიშორება მოხდეს და შეიარაღებულმა თურქულმა რაზმებმა დატოვონ 30 კმ ზონა.…

მეტი...

მაღაროელის დაღუპვასთან დაკავშირებით, „ჯორჯიან მანგანეზმა“ შიდა მოკვლევა დაიწყო

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით „ჯორჯიან მანგანეზმა“ შიდა მოკვლევა დაიწყო. როგორც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” განცხადებაში წერია, პირველადი მონაცემებით, შემთხვევა, რამაც 29 წლის გაგა ბოჭორიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, არ იყო გამოწვეული ავარიული შემთხვევით, მიწის მასის ჩამოშლით ან ტექნიკური გაუმართაობით. მათი თქმით, დარკვეთის მაღარო, სადაც შემთხვევა მოხდა, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ტექნიკური უსაფრთხოების მიმართულებით, უკანასკნელად ორი თვის წინ შემოწმდა. „სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტის თანახმად, ის უსაფრთხოების სტანდარტებსა და სამუშაო პირობებს აკმაყოფილებს. მომხდარ ფაქტზე გამოძიებას შსს-ს სამინისტრო აწარმოებს. „ჯორჯიან მანგანეზი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს“, –…

მეტი...

შსს მოუწოდებს მშობლებს, თავი შეიკავონ ბავშვისთვის შეუსაბამო ფოტოებისა და ვიდეოების გასაჯაროებისგან

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში ბავშვის ვიდეოების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ბავშვის ფოტოები და ვიდეოები, სადაც იკვეთება მისი ასაკისთვის შეუსაბამო ქცევის და სწავლის ნიშნები, შეიცავს საყურადღებო რისკებს არასრულწლოვნის განვითარებისთვის. ამიტომ, მათივე თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მშობლების ინფორმირება მსგავსი მასალის გავრცელების საფრთხეებსა და ბავშვის განვითარების რისკებთან დაკავშირებით. ამასთან, როგორც შსს-ში აცხადებენ, აღნიშნულს სჭირდება გრძელვადიანი მულტიდისციპლინური მუშაობა, სადაც ჩართული უნდა იყვნენ როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა სოციალური სამსახურის, სახალხო…

მეტი...

„საქართველოს აალებულ საზღვრებს უნდა მივხედოთ, ცეცხლის რკალში ვართ მოქცეული“  – ელიკო წიკლაური-ლამიხი (ვიდეო)

„ჩვენ ვერ ვახერხებთ ჩვენი საზღვრების დაცვას“ – აცხადებს გერმანიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი პროფესორი ელიკო წიკლაური-ლამიხი „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას, რომელიც ინიციატივას აყენებს და აალებული საზღვრების დასაცავად ბრძოლას იწყებს. საუბარია ინიციატივაზე, რომელიც მიტოვებულ, საზღვრისპირა რეგიონების მიმართ ინტერესს გაზრდის და იქ დასახლება ყველას მოუნდება. „შატილი ჩვენი ერთ-ერთი მარგალიტია. ჩემი ინიციატივის მიზანია სასაზღვრო რეგიონებში, მოსახლეობისთვის ისეთი საცხოვრებელი პირობების შექმნა, რომელიც, ადგილობრივებს იქ ცხოვრებას გაუადვილებს და იქ ცხოვრება ყველას მოუნდება. საქართველო არის ტერიტორია, რომელიც მოქცეულია კონფლიქტური ზონების სივრცეში და გამორიცხული არ არის,  საფრთხეების რკალი კიდევ უფრო დაგვიახლოვდეს. ჩვენ ვერ ვახერხებთ ჩვენი საზღვრები დაცვას. ერთადერთი ბუნებრივი…

მეტი...

მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ 12 ახალი წევრი წარადგინა

„ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას მოძრაობის მორიგი 12-კაციანი ჯგუფი წარუდგინა. საზოგადოებრივ მოძრაობას შეუერთდნენ: ბიზნესმენი კახა ხაზარაძე, ინჟინერია-გეოფიზიკის მაგისტრი ნატალია ბარათელი, რესტორატორი და სომელიე ლევან ქოქიაშვილი, ინჟინერ-მექანიკოსი, კომპანია „კე-დე-ვეს“ გენერალური დირექტორი და ვეტერანი სპორტსმენი ვაჟა სამადბეგიშვილი, პოეტი და მხატვარი ლაშა მარგიანი, ფილოლიგი და მთარგმნელი მარიამ თავაძე, ბიზნესმენი ალექსანდრე რატიშვილი, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი ლევან ლომთაძე, პროფესორი გიორგი ბიჭიაშვილი, ისტორიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი გიორგი მჭედლიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი კუცია, სამოქალაქო აქტივისტი მარიამ აფსარიძე. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, მოძრაობის ერთ-ერთი ახალი წევრი კახა ხაზარაძე მისი ბიძაშვილი და ბიზნესპარტნიორია. ღონისძიება მწვანე ქალაქში ლისზე გაიმართა.

მეტი...

ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიები აღარ გაიცემა

საქართველოს პარლამენტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული „ტყის კოდექსი“ პირველი მოსმენით მიიღო, რომლის მიხედვითაც, უქმდება ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემა. ეტაპობრივად გაუქმდება „სოციალური ჭრის“ პრაქტიკა, რომლის ნაცვლად იქმნება მდგრადი სატყეო მეურნეობის მართვის მოდელი. ხე- ტყის დამზადება მოხდება ტყის მართვის ორგანოს მიერ, რაც ტყეების ეკოლოგიური ფუნქციის შენარჩუნების პარალელურად, უზრუნველყოფს სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით, ტყით სარგებლობა განხორციელდება ეფექტიანად, შემცირდება ტყეზე უარყოფითი გავლენა, შემცირდება უკანონო ჭრების რისკები. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ახალი ტყის კოდექსით სავალდებულო ხდება სატყეო სექტორში პროფესიონალი კადრების დასაქმება. ტყის…

მეტი...

“საპროკურორო საბჭო პროკურატურისთვის, გამჭვირვალობის კუთხით, უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია” – გენ პროკურორი

“კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ პირველად ხდება საპროკურორო საბჭოს წევრების განახლება”, – ამის შესახებ საქართველოს პროკურორთა კონფერენციის გახსნაზე, გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ განაცხადა. როგორც მან განმარტა, დღეს ვადა ექვს წევრს ეწურება, შესაბამისად კონფერენციაზე საბჭოს ექვს ახალ წევრს აირჩევენ. „საპროკურორო საბჭო არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი საქართველოს პროკურატურისთვის, როგორც ზედამხედველობის, ასევე, გამჭვირვალობის კუთხით. საპროკურორო საბჭოს ფუნქცია თითოეული პროკურორისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ფონზე, როდესაც კონსტიტუციით საქართველოს პროკურატურა არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ორგანო. საბჭოს, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს როგორც მენეჯმენტზე ზედამხედველობა, ასევე, უფლება აქვს მიიღოს თითოეული პროკურორის კარიერულ წინსვლაში მონაწილეობა და ეს არის შესაძლებლობა იმის, რომ თითოეულ პროკურორს…

მეტი...

„დიდოსტატის მარჯვენა“, ასეთი ნაწარმოები არ არსებობს” – შალვა თადუმაძე

საქართველოს გენერალურმა პროკურორი, შალვა თადუმაძე საქართველოს პროკურორთა კონფერენციის დაწყებამდე, რამდენიმე დღის წინ პარლამეტში მის მოსმენას გამოეხმაურა, სადაც მას “დიდოსტატის მარჯვენაზე” კითხვა დაუსვეს. „ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება, ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ „დიდოსტატის მარჯვენა“, ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“. გისურვებთ წარმატებებს”, – განაცხადა თადუმაძემ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს უსმენდნენ, რომან გოცირიძემ მას დაუსვა კითხვა – „ვინ დაწერა დიდოსტატის მარჯვენა“. თადუმაძის პასუხი იყო – „არ ვიცი“.

მეტი...

„დავით ასათიანი მალე უნდა წავიდეს“ – ადვოკატი „ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარეზე

ადვოკატი პაატა შავაძე, რომლიც „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ მისი „პოსტის“ გამო გააკრიტიკა, აცხადებს, რომ დავით ასათიანი უნდა წავიდეს. „დავით ასათიანის მმართველობით გუნდში ჩემს ადგილს ვეღარ ვხედავ… რამოდენიმე დღის წინ მივიღე გადაწყვეტილება და რადიკალურ ოპოზიციაში ჩავდექი! ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ ასოციაციაში ჩატარდეს ყველა რგოლის და მათ შორის თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნები და კორპუსს სათავეში ჩაუდგეს ახალი და ღირსეული ხელმძღვანელი, სწორედ ისეთი, ვისაც ფავორიტები არ ეყოლება და ყველა ადვოკატის უფლება იქნება დაცული! ასათიანი რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეს და ასოციაციის ფინანსური საქმიანობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ძირფესვიანად უნდა შეისწავლოს! ასოციაცია გვეკუთვნის ყველა ადვოკატს და ვინმე…

მეტი...

პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა თუ დადგა, პროკურატურაში დავიბარებთ – შალვა თადუმაძე

გენერალურმა პროკურორის, შალვა თადუმაძის განცხადებით, “შეწყალების საქმეზე” გამოძიების პროცესში, საქართველოს პრეზიდენტის გამოკითხვის საჭიროება თუ დადგა, მას პროკურატურაში დაიბარებენ. შალვა თადუმაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საჭიროება გახდება, პროკურატურა კანონის შესაბამისად იმოქმედებს. გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ გამოძიების ფარგლებში ჯერჯერობით იმ პირების დაკითხვა მიმდინარეობს, რომელთა აუცილებლობაცაა. „მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საჭიროების შემთხვევაში პროკურატურა იმოქმედებს კანონის შესაბამისად. თუ დადგება პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ. ცნობისთვის, შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ასევე ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ინგა ხუციშვილი. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის…

მეტი...

“ერთი წვეთი ამერიკული სისხლის დაღვრის გარეშე, გმადლობ ერდოღან“ – ტრამპი ერდღანს

„ბატონო პრეზიდენტო, კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე გადარჩება, როცა ტერორიზმს დავამარცხებთ, რომელიც კაცობრიობის მტერია. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით მოვახერხებთ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას,“ – ასე პასუხობს თურქეთის პრეზიდენტი ამერიკის პრეზიდენტს, რომელმაც მას ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. დონალდ ტრამპის ჩარევის შემდეგ, თურქეთმა სირიაში ცეცხლის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რისთვისაც ტრამპა ერდოღანს მადლობა საჯაროდ გადაუხადა. “არაჩვეულებრივი ახალი ამბავი თურქეთიდან. გმადლობ, ერდოღან! მილიონობით სიცოცხლე გადარჩება… ერთი წვეთი ამერიკული სისხლის დაღვრის გარეშე, ჩვენ ყველანი შევთანხმდით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სირიის სასაზღვრო რეგიონში. ზოგჯერ, მათ ჩხუბის საშუალება უნდა მისცე. ეს ძალიან ჰგავს ორი ბავშვის ამბავს. როცა თავდაპირველად…

მეტი...

თურქეთი სირიაში ოპერაციის შეწყვეტას არ აპირებს და ულტიმატუმს აყენებს

თურქეთ-სირიის ე.წ. პატარა ომს, ათობით  ადამიანი შეეწირა და ასობით ადამიანი ლტოლვილად იქცა. ამერიკასთან მოლაპარაკებებისა და დონალდ ტრამპის განცხადებების შემდეგ, ერდოღანმა, ულტიმატუმის სანაცვლოდ, ცეცხლის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო და არა შეწყვეტის. თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იტყვის უარს, როცა, ტერორისტები უსაფრთხოების ზონას დატოვებენ. თურქეთის საგარეო მინისტრის – მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ოპერაციები მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა აღნიშნული  წინაპირობები შესრულდება. რაც შეეხება ამერიკის როლს, თურქეთის საგარეო მინისტრის განცხადებით, თურქეთი და ამერიკა, ქურთების სახალხო დაცვის შეიარაღების შეგროვების,  სამხედრო-საინჟინრო ნაგებობებისა და  პოზიციების გაუვნებელყოფაზე შეთანხმდნენ და ამასთანავე, ამერიკულმა მხარემ გააცნობიერა, რომ უსაფრთხოების ზონა მნიშვნელოვანია.…

მეტი...

მორიგი ტრაგედია ჭიათურის მაღაროში – დაღუპულია მუშა

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა. შემთხვევა, დაახლოებით, ნახევარი საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შსს-მ გამოძიება 240 მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

შატილში ერთადერთი სკოლა დაიწვა – პრემიერი მოსახლეობას ახალ საგანმანათლებლო დაწესებულებას დაპირდა

შატილში ერთადერთი სკოლა დაიწვა. საგანმანათლებლო დაწესებულება, ძირითადად, ხის მასალისგან იყო დამზადებული, რის გამოც ცეცხლის ჩაქრობა ვერ მოხერხდა. მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობიდან მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის გამოყვანა დროულად მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე, ცეცხლის ჩასაქრობად სამი სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ სკოლა-პანსიონის შენობას მიმდინარე წლის ზაფხულში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსდა, რომლის ღირებულებაც 160 000 ლარს აღემატება. მომხდარის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შატილში ახალი სკოლა აშენდება.  “შატილში, დამწვარი სკოლა-პანსიონის სანაცვლოდ, ახალი სკოლა აშენდება, პროექტს მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს. სამშენებლო…

მეტი...

“ელისაშვილს თუ სურს მოემზადოს და ფეხბურთს ვეთამაშები” – კახი კალაძე

კახი კალაძე აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილს მისი ვალი აქვს და სამოქალაქო მოძრაობის ლიდერს თბილისის მერობისთვის ბრძოლის დროს დადებულ პირობას ახსენებს.  „ძალიან დაკავებული ვარ, მთელი დღის განმავლობაში საქმეებში ვართ ჩართული, ამიტომ, იმის დრო ნამდვილად არ გვაქვს, რომ გავერთოთ. როდესაც იყო დებატების საჭიროება, მივიღე ეს გამოწვევა და საზოგადოებას კარგად ახსოვს ალეკო ელისაშვილი იმ დებატებში. სხვათაშორის, ჩემი ვალი აქვს. თუ დებატებში მიიღებს მონაწილეობას, ფეხბურთს ვეთამაშებიო და მერე დაიმალა. ასე რომ, თუ სურვილი აქვს, მოემზადოს და ფეხბურთს ვეთამაშები“, – განაცხადა კახა კალაძემ.  „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა თბილისის მერი დებატებში დღეს სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით გამოიწვია.

მეტი...

პლენარულ სხდომაზე, გიგა ბოკერია და ილია ნაკაშიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მორიგი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების”  თავმჯდომარე, სიმონ ნოზაძემ ტრიბუნაზე გამოსვლისას ყოფილი ხელისუფლების 9 წლიან მმართველობაზე ისაუბრა და “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპულ საქართველოს” შორის არსებულ დაპირისპირებას შეთანხმებული და დაგეგმილი უწოდა. ნოზაძის გამოსვლის შემდეგ, გიგა ბოკერიამ “ქართულ ოცნებას” მიმართა, დაეზუსტებინათ დეპუტატი უმრავლესობის სახელით გამოდიოდა თუ არა: “ვერ გავიგე ზუსტად ვისი სახელით გამოდიოდა საბჭოთა საოკუპაციო უშიშროების ყოფილი გენერალი, ბოდიში პოლკოვნიკი,  უმრავლესობის თუ თავისი ფრაქციის, თუ უმრავლესობის სახელით არ იყო, ვთხოვ უმრავლესობას დააფიქსიროს, ამ პოზიციას იზიარებს თუ არა,”- განაცხადა ბოკერიამ. მის ამ განცხადებას პარლამენტის დარბაზში ხმაური მოყვა,…

მეტი...

“ეს სტატუსის დაკნინების უკვე ჩამოყალიბებული ტენდენციაა” – მარგველაშვილს დაცვას მოუხსნიან

“ეს სტატუსის დაკნინების უკვე ჩამოყალიბებული ტენდენციაა, ამაზეა საუბარი, ეს გადახვევაა იმ სტანდარტებისგან, რომლებიც სხვა ქვეყნებში არსებობს”, – ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მას 16 დეკემბრიდან დაცვა აღარ ეყოლება. როგორც მარგველაშვილი ამბობს, ეს გადაწყვეტილება გაგრძელებაა იმ პოლიტიკის, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის ინსტიტუტს 2014 წლიდან ამცირებენ. “ამ მომენტამდე, სანამ დაცვის მოხსნამდე, პენსიის არ დანიშვნამდე, ამ დეტალებამდე არსებობს 5 წლიანი გამოცდილება, რომელიც იწყება 2014 წლის იანვრიდან, როდესაც დაიწყო მცდელობა პრეზიდენტის ინსტიტუტის შემცირების. მაგალითად, იყო, რომ პრეზიდენტი სასახლეში არ უნდა შევიდეს, რომ პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებზე არ უნდა დადიოდეს, რომ პრეზიდენტი ვეტოს არ…

მეტი...

“ლავროვთან შეხვედრამდე ივანიშვილთან კომუნიკაცია არ მქონია” – დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ მისი და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის შეხვედრის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ინფორმირებული არ იყო. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს არც შეხვედრის დეტალებზე აქვს ინფორმაცია. ერთადერთი ადამიანი, ვინ ამის შესახებ იცოდა, პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია იყო. „მე არ მქონია ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა, ბოლოს თუ არ ვცდები მაისში თუ ივნისში ვნახე, მას შემდეგ არანაირი ურთიერთობა არ მქონია მასთან, მით უმეტეს ამ თემაზე. უფრო მეტიც, ბიძინა ივანიშვილი ჩვენი შეხვედრის დეტალებს ჩემი დღევანდელი გამოსვლიდან შეიტყობს. ერთადერთი, ვისთანაც მე მქონდა ამ საკითხზე კომუნიკაცია, იყო საქართველოს…

მეტი...

ბინები დამატებით 270 დევნილ ოჯახს გადაეცემა

ჯანდაცვის  მინისტრის მოადგილე, დევნილ ოჯახებს მოუწოდებს, ბინების განაწილების მეორე ფაზის ფარგლებში, სამინისტროს განცხადებებით მიმართონ, რათა ბინით უზრუნველყოფის თაობაზე, მათი საკითხის განხილვა მოხდეს. გიორგი წოწკოლაურის თქმით, ბინების განაწილების მეორე ფაზა 31 ოქტომბერს დასრულდება და დამატებით 270-ზე მეტი ბინა განაწილდება. მინისტრის მოადგილე ჯანდაცვის სამინიტროს ფოიეში მიმდინარე აქციას გამოეხმაურა. მისი განმარტებით, ყველა ოჯახი, რომელიც  ბინების განაწილებასთან დაკავშირებით დადგენილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ბინას მიიღებს. “მოცემული დევნილი ოჯახებიდან, არის რამდენიმე, რომელსაც საერთოდ მისამართი არ გააჩნია თბილისში, შესაბამისად, მათ ბინას ვერ გადავცემთ. განმარტება უკვე მივეცით. წელსვე გორში, ხაშურში, ქუთაისსა და სხვა რეგიონებში უნდა გავანაწილოთ ბინები და ჩვენ მათ…

მეტი...

ქმარმა ცოლი ქამრით გაგუდა – შემთხვევა ბოლნისში

ბოლნისში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის ქალი მეუღლემ ქამრით გაგუდა და შემდეგ პოლიციას ჩაბარდა. გარდაცვლილს რუსთავის პროზექტურაში უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და ის ბაქოშია გადასვენებული. სად მოხდა მკვლელობა, ან რა გახდა მომხდარის მიზეზი გარდაცვლილის ნათესავებმა არ იციან. მათი თქმით, ცოლ-ქმარი ბაქოში ცხოვრობდა, საქართველოში კი სტუმრად იმყოფებოდნენ. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მეტი...

“შეიბრალეთ თქვენი ქალიშვილები, ნუ წაართმევთ ბავშვობას, ქალობას ისედაც მოესწრება” – ბაია პატარაია

უკვე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ 7 წლის მოზარდის ვიდეოს, სადაც გოგონა მაკიაჟითა და მოშიშვლებული კაბით ცეკვავს. საზოგადოების ნაწილი, გოგონას მიმართ დადებითად განეწყო, ნაწილი კი აღაშფოთა. ვიდეოს უფლებადამცველი ბაია პატარაია გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ბავშვი არ შეიძლება წარმოვაჩინოთ სექსუალურ ობიექტად. უფლებადამცველის თქმით, აღნიშნულზე მან უკვე მიმართა შსს-ს.  “გული მაქვს გახეთქვაზე. 7 წლის გოგოს აცვია პენუარი, უჩანს საცვალი და ცეკვავს დაახლოებით ისე, როგორც სტრიპტიზ ბარში ცეკვავენ; ანუ არის ჰიპერსექსუალიზირებული, დასწავლილი მოძრაობებით, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიმართულია სექსუალური ლტოლვის აღძვრაზე. ამ ვიდეოებს აქვს ათასობით ნახვა, ზოგი ბოროტად იყენებს და ზოგი რატომღაც ვერ ხვდება, რომ ბავშვი…

მეტი...

“დარჩენილია ტერიტორიის მხოლოდ 30%, რომელიც აზერბაიჯანთან შესათანხმებელი რჩება” – დავით ზალკალიანი

“დარჩენილია ტერიტორიის მხოლოდ 30%, რომელიც აზერბაიჯანთან შესათანხმებელი რჩება”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დავით გარეჯის თემაზე საუბრისას განაცხადა. პარლამენტის წევრები დაინტერესდნენ, რა ეტაპზეა ქართული მხარე ოფიციალურ ბაქოსთან მოლაპარაკებებში და რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს ქვეყანას ამ თემასთან დაკავშირებით. “ჩატარდა პირველი შეხვედრა ბაქოში. შემდეგ მას მოჰყვა შეხვედრები ექსპერტების დონეზე, პრაქტიკული თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯები ადგილზე სიტუაციის შესწავლის თვალსაზრისით. 67-68% საზღვრის არის შეთანხმებული. არის ღია საზღვრის დაახლოებით 30% და ვფიქრობ, რომ ამ საკითხში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ,”- განაცხადა დავით ზალკალიანმა. ცნობისთვის, პარლამენტში დავით ზალკალიანს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

მეტი...