“შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე RIA-ს ჩატარება აუცილებელია” – ბიზნესომბუდსმენი

„ბიზნესომბუდსმენის აპარატი სრულად იზიარებს ბიზნეს ასოციაციის პოზიციას შრომის ბაზარზე დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების განხილვებში აქტიურად ვართ ჩართულები. ბიზნესთან ერთად შევიმუშავეთ და მოვამზადეთ შენიშვნები და წინადადებები, რომელსაც უახლოეს დღეებში გავუგზავნით კანონპროექტის ავტორებს,“ – ასე ეხმაურება ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე შრომის ბაზარზე დაგეგმილ საკანონდებლო ცვლილებებსა და მასთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებას. როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, საქართველოს ეკონომიკისათვის, ბიზნეს გარემოსთვის, დასაქმებულებისა და დამსაქმებლებისთვის გამოუსწორებელ უარყოფით გავლენას იქონიებს. „მიგვაჩნია, რომ დაგეგმილი ცვლილებები შრომის არალეგალურ ბაზარს გაააქტიურებს. დღეს არსებული კანონის პროექტებში…

მეტი...

იტალიაში, მკვლელობაში ბრალდებული საქათველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიის პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავა. 41 წლის მამაკაცი, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, ბოლონიაში, მარკონის აეროპორტში აიყვანეს. იტალიური მედიის ცნობით, თ.ბ.-ზე ძებნა რუსეთის ფედერაციამ 2015 წლის აგვისტოში გამოაცხადა. მას 15 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. ამჟამად, ის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. სასამართლო მისი რუსეთში ექსტრადირების საკითხზე იმსჯელებს.

მეტი...

ჯანდაცვის სფეროში უსაფრთხოების არასათანადოდ დაცვის გამო ყოველწიურად 2,6 მილიონი ადამიანი იღუპება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჯანდაცვის სფეროში უსაფრთხოების არასათანადოდ დაცვის გამო ყოველწიურად 2,6 მილიონი ადამიანი იღუპება. მათივე ცნობით, პაციენტები ყველაზე დაუცველები საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე სახელმწიფოებში არიან. ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, სავალალო შედეგის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვის კულტურა დაინერგოს, რაც ნიშნავს პარტნიორობას პაციენტებთან. „პაციენტებისადმი მიყენებული პერსონალური, სოციალური და ეკონომიკური ზიანის შედეგად ტრილიონობით დოლარი იკარგება. ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისას არავინ უნდა დაზიანდეს. მიუხედავად ამისა, დღეს ყოველ ერთ წუთში, სულ მცირე 5 პაციენტი იღუპება და ამის მიზეზი არასათანადოდ დაცული უსაფრთხოებაა. პაციენტები უნდა წავახალისოთ, რომ მათ დარღვევების შესახებ შეგვატყობინონ და ეს შეცდომები გასწორდეს. ეს შექმნის ისეთ გარემოს, რომელშიც…

მეტი...

ქართლის ქარის ელექტროსადგური იყიდება

შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის” კაპიტალის 100 პროცენტიანი წილი 14.25 მილიონ დოლარად იყიდება. „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ წარმოადგენს საქართველოში განხორციელებულ, ქარის პირველი ელექტროსადგურის პროექტს, რომლის წლიური საპროგნოზო გამომუშავებული ენერგია 84 100 000 კვტ/სთ–ია. ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს მიიღეს. სადგურის სიმძლავრე 20.7 მეგავატია. საჯარო აუქციონი „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ და „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ” გამოაცხადეს. მასში მონაწილეობის მიღების მიზნით დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტაცია 31 ოქტომბრის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ. აუქციონი 2019 წლის 15 ნოემბერს გაიმართება.

მეტი...

კვების 50 ობიექტი, სადაც სხვადასხვა სახის დარღვევები გამოვლინდა

რესტორნების ქსელი “წისქვილი ჯგუფი”, რესტორანი “კახელები”, “რეცეპტორი” – ეს იმ საზოგადოებრივი კვების ობიექტების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც სხვადასხვა სახის დარღვევები აღმოჩნდა. ჯამში, აღმაშენებლისა და ბელიაშვილის ქუჩაზე კვების 57 ფილიალი შეამოწმეს.  შემოწმებული საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან, 13-ში კრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა, 46 ობიექტში ნაკლები სიმძიმის დარღვევა დაფიქსირდა, ხოლო დარღვევების გარეშე მხოლოდ 7 ობიექტი მუშაობდა. ამასთან, 13 ობიექტს, საჯარიმო სანქციის გარდა, შეუჩერდა საწარმოო პროცესი სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გაცემული მითითებების გამოსწორებამდე.​ ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა, ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტები, საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ.  გააქტიურებული კონტროლისა და სააგენტოს მიერ…

მეტი...

“30 ათასი ოჯახი უსახლკაროდაა დარჩენილი” – დევნილები აქციას მართავენ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, დევნილები აქციას მართავენ. მათი მოთხოვნა ბინით უზრუნველყოფაა.  როგორც “მედიცენტრ მთავართან” აქციის ერთ-ერთი მონაწილე ეთერ გვილავა-გოგოშია აცხადებს, დევნილებისთვის ბინები, სექტემბრის ბოლოს უნდა გადაეცათ, თუმცა ახლა 2020 წლამდე მოცდას სთხოვენ. მისი თქმით, თითქმის 30 ათასი დევნილი ელოდება ბინას.  “მოტყუებული დევნილები ვართ. სექტემბრის ბოლოს უნდა დარიგდეს ბინები, ჩვენ არ გვაძლევენ, აძლევენ მათ ვინც ფულს იხდის. ავტო ფარეხში ვცხოვრობ ამდენი წელია. 2009 წლიდან შეტანილი მაქვს განცხადება ბინით დაკმაყოფილების შესახებ, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არაა. მეუბნებიან მოგცემთო და 10 წელი გავიდა მას მერე. დაახლოებით 30 ათასი დევნილია უსახლკაროდ დარჩენილი და…

მეტი...

“სალომეს ვიღაც მტერი ჰყავს” – ია მეტრეველი

“როგორ დავიჯერო, რომ სალომემ, ბატონი გოგი ოთხმეზურის შვილის მკვლელი, შეგნებულად შეიწყალა”, – ასე გამოეხმაურა კორტებთან ჩაცხრილული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე შეწყალების ამბავს. “ვაიმე, ეს როგორ მოხდა, ოთხმეზურის მკვლელი როგორ შეიწყალეს. რაღაც მგონია, რომ სალომეს, ვიღაც მტერი ჰყავს შიგნით და შეცდომაში შეიყვანა. როგორ დავიჯერო, რომ სალომემ, ბატონი გოგი ოთხმეზურის შვილის მკვლელი, შეგნებულად შეიწყალა. ძალიან განვიცდი ამ ამბავს”, – წერს მეტრეველი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ასლან ბეჟანიძე, რომელიც 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, შეიწყალა. დავით ოთხმეზური თბილისში, პეკინის გამზირისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთასთან 2004 წლის 27 ოქტომბერს…

მეტი...

“გაზარდეთ თქვენი შვილები საქართველოში” – ემიგრანტი დედის რჩევა მშობლებს

საბერძნეთში, ემიგრაციაში მყოფი დედა, თეონა ნაცვალაძე, იმ ქართველებს, რომლებიც ოჯახებით ევროპაში აპირებენ გამგზავრებასა და ბავშვების ევროპულ სკოლებში გადაყვანას, ურჩევს, რომ შვილები საქართველოში გაზარდონ, ვინაიდან, განათლების სისტემა აქ ბევრად უკეთესია.  როგორც თეონა ნაცვალაძე სოციალურ ქსელში წერს, საბერძნეთში, სკოლებსა და ბაღებში ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია, იქ უფასო არც სახელმძღვანელოები და არც კვებაა. ამასთან, მისი თქმით, იქ არანაირი ხელშეწყობა მშობლისთვის არ არის. “მეტად საინტერესო ინფორმაციაა იმ ადამიანებისთვის ვინც, ევროპაში გადმოხიზვნას აპირებს ოჯახიანად და პატარების გადმოყვანას ევროპულ სკოლებში. იმ მშობლებს მინდა თვალები ავუხილო, ვისაც ევროპა მხოლოდ “ბრჭყვიალა” ფერებით გესახებათ და გგონიათ, აქ ევროებს ხეზე ვკრეფთ, ან თქვენი შვილები უკეთეს…

მეტი...

“ყველა ქართველი, რომელიც შვეიცარიისგან თავშესაფარს ითხოვს, უარს მიიღებს” – მარიო გატიკერი

“ყველა ქართველი, რომელიც შვეიცარიისგან თავშესაფარს ითხოვს, უარს მიიღებს. ეს ეხმარება საქართველოს,  რომ ვიზალიბერალიზაცია არ შეუწყდეს”, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა შვეიცარიის სახელმწიფო მდივანმა, მარიო გატიკერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გატიკერის თქმით, საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნები გაიზარდა, რაც პრობლემას წარმოადგენს. ამასთან, როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, 16 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას უკონტროლო მიგრაციის აღმოსაფხვრელად.  „იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს შს სამინისტროსთან ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა, ეს დეკლარაცია კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის მიგრაციის საკითხებში ურთიერთობების გაღრმავებას. ამის მიზეზი კი…

მეტი...

„ჩვენი მეზობელი, ტერიტორიების ძალისმიერ მიტაცებას ახორციელებს“ – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯზე

დავით გარეჯთან დაკავშირებით, ქართული და აზერბაიჯანული მხარის მონაწილეობით შექმნილი სპეციალური კომისია აგვისტოში შეიკრიბა. კომისია გავიდა სადაო ტერიტორიაზე და ერთობლივად დაათვალიერეს ადგილები, სადაც უნდა დადგინდეს საზღვარი. როგორც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში განაცხადა, არასასიამოვნო ტენდენცია კიდევ არსებობს, თუმცა, პროცესში იმედის მომცემი ფაქტორები შეინიშნება. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე:  „მცირედი პოზიტივი შეინიშნება. პოზიტივი არის ის, რომ კომისიის ქართული მხარე გაცილებით პრინციპულია ამ შეხვედრებზე. ბოლო შეხვედრა იყო აგვისტოში. ქართულ-აზერბაიჯანული შერეული კომისია იმ ტერიტორიებზე გავიდა, სადაც საზღვარი უნდა დადგინდეს და მათ საკუთარი პოზიციები წარმოადგინეს. ბოლო წლების განმავლობაში, პირველად მოხდა,…

მეტი...

სანიტარული ნორმებისა და სხვა დარღვევებისთვის, ზოგი დააჯარიმეს, ზოგს პროცესი შეუჩერეს

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებას განაგრძნობს. ამჯერად, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში განახლებულ აღმაშენებელსა და ბელიაშვილის ქუჩაზე არსებული საზოგადოებრივი კვების 57 ობიექტი შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა, ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტები, საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ.  კრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა მხოლოდ 13 ობიექტში, რომელთაც, საჯარიმო სანქციის გარდა, შეუჩერდათ საწარმოო პროცესი სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გაცემული მითითებების გამოსწორებამდე. გააქტიურებული კონტროლისა და სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შედეგად, დარღვევების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან…

მეტი...

მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ლოდი მანქანას დაეცა

თბილისში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე, მშენებლობიდან ლოდი ჩამოვარდა და მანქანას დაეცა. აღნიშნულ ფაქტს, “რონდელის ფონდის” მკვლევარი, ზურა ბათიაშვილი შეესწრო.  როგორც ზურა ბათიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ბოჭორიშვილის ქუჩაზე, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, სკოლაა და დღის განმავლობაში უამრავი ბავშვი გადაადგილდება. “ეს ბეტონის ლოდი დღეს ჩემს თვალწინ გადმოვარდა ბოჭორიშვილის ქუჩაზე დაუსრულებელი მშენებლობიდან. გვერდით სკოლაა და ამ ქუჩაზე უამრავი ბავშვი დადის. ბედად, მხოლოდ მოქალაქის ავტომობილი დაზიანდა. ამ ქალაქს მერია ან ზედამხედველობის სამსახური ყავს? ვინმე არის რამეზე პასუხისმგებელი?,”- განაცხადა ზურა ბათიაშვილმა “მედიაცენტრ მთავართან” 

მეტი...

“გარანტიას გაძლევთ, 2020-ში პოლიტიკურად განადგურდებით” – მამუკა მდინარაძე გიგა ბოკერიას

“პრორუსული ძალა კი არა, თქვენ ხართ რუსული ძალა. თქვენი გუნდის მმართველობის პერიოდში, აკეთეთ რუსული საქმე,”- ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ “ევროპული საქართველოს ლიდერს, გიგა ბოკერიას.  მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” ცდილობენ, “ქართულ ოცნებას” დააბრალონ “პრორუსულობა” და ტერიტორიების დაკარგვა.  ” ეს არის ამათი დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტი. ორმაგი სტანდარტია, რომ თქვენი დანაყოფები, „ევროპული საქართველო“ და საკუთრივ „ნაციონალური მოძრაობა“, თავს უწოდებთ პროდასავლურს და მოუწოდებთ პროდასავლურ ძალებს შეეკვრან პრორუსულ ძალებს, ოღონდ ეს ხელისუფლება დაამხოთ და დაამარცხოთ. დადარაჯებულნი არიან ეს ადამიანები, რომ ვინმეს რამე წამოცდეს ომის თემაზე, რომ მისი ინტერპრეტაცია მოახდინონ.…

მეტი...

“პრეზიდენტის მიერ ასლან ბეჟანიძეს შეწყალება სამართლიანია” – ასლან ბეჟანიძეს ადვოკატი 

“ეს იყო დაგვიანებული შეწყალების ქრონიკა. მიუხედავად ამისა, ბრძოლას არ ვწყვეტთ, გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ევროპულ სასამართლოში, დარწმუნებული ვარ, დარღვევა დადგინდება” – ასე შეაფასა, დავით ოთხმეზურის მკველობაში მსჯავრდებულის, ასლან ბეჟანიძის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მისი შეწყალების შესახებ. ირაკლი ჩომახაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ, ასლან ბეჟანიძეს შეწყალება სამართლიანია, რადგან ამ საქმეში პოლიტიკური და პირადი დაინტერესება იკვეთება ყოფილი მაღალჩინოსნების. „ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაწერა საგამონაკლისო განაჩენი, რომელიც არის არამხოლოდ ადვოკატებისთვის ტრაგედია, არამედ საზოგადოებისთვის, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ნებისმიერი უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს. ამ სისხლის სამართლის საქმეზე დარღვეულია ევროპის კონვენციის მე-6 მუხლი, სამართლიანი სასამართლოს უფლება და ა.შ. ყველამ კარგად…

მეტი...

ფარიკაობაში ბათუმელმა ლაშა კუჭუხიძემ გაიმარჯვა

ოლიმპიური ჩემპიონის – ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში გამართულ საკონტროლო სარეიტინგო ტურნირზე, ბათუმის სასპორტო სკოლის სპორტსმენმა ლაშა კუჭუხიძემ გამარჯვება მოიპოვა, ის 5-6 ოქტომბერს, უნგრეთის ქალაქ გიოდიოლიშში European Cadet Circuit championships იასპარეზებს. ბათუმის სასპორტო სკოლის დირექცია ულოცავს ლაშა კუჭუხიძეს და მის მწვრთნელს გიორგი რამიშვილს გამარჯვებას და მორიგ წარმატებას უსურვებს.

მეტი...

„ამ პერსპექტივით, არც დემოგრაფიას უწერია გაუმჯობესება და არც ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს“ – დეპუტატი NDI-ს კვლევებზე

„ის მონაცემები, რაც გამოწვევებთან დაკავშირებით გამოქვეყნდა, აბსოლუტურ რეალობას ასახავს. ჩანს, რომ ეკონომიკა, ინფლაცია, უმუშევრობა მოსახლეობის მთავარი გამოწვევაა. ეს პრობლემები რომ  ძალიან გაიზარდა, იმის მანიშნებელია, რომ მთავრობა ვერ მუშაობს, ვერ ხდება და არც ისიც, ქვეყანაში რა მდგომარეობაა. ბოლო  თვეებში, მსგავსი დეგრადაცია და ვარდნა  არც ერთ მთავრობას ჰქონია“ – ასე აფასებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევებს „მედიაცენტრ მთავართან“. როგორც ჭიჭინაძე აცხადებს, საინტერესოა კვლევის პოლიტიკური ნაწილი, რომელიც, დიდი ალბათობით, ეკონომიკური მდგომარეობის ანალოგიური იქნება. „ის ცვლილება, რომელიც განახორციელეს გახარიას დანიშვნით, ვნახოთ რა რეაქციას გამოწვევა შემდეგ კვლევებში. პოლიტიკური ნაწილი რომ…

მეტი...

NDI-ის კვლევით, მოსახლეობა ჯანდაცვის სისტემაში პრობლემად, წამლების მაღალ ფასს ასახელებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის, გამოკითხულთა 47%-ი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემის პრობლემას, წამლების მაღალი საფასური წარმოადგენს. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 24% ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე დიდი პრობლემა ექიმებისა და პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობაა, ხოლო 14% მიიჩნევს, რომ სამედიცინო მომსახურებისა და ექიმთან ვიზიტების საფასური. კვლევა NDI-ის დაკვეთით ორგანიზაცია  CRRC -საქართველომ ჩაატარა.

მეტი...

გამოკითხულთა ნაწილი კომუნალურს ვერ იხდის და ფიქრობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება ცუდია

გამოკითხული 2132 ადამიანიდან 51% აცხადებს, რომ ჰქონიათ შემთხვევა, როცა კომუნალური გადასახადებისთვის თანხა არ გააჩნდათ,  48% კი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა არ ჰქონიათ. კვლევა NDI-ის ეკუთვნის, რომელიც  13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. კითხვაზე, ბოლო 6 თვის განმავლობაში ყოფილა თუ არა ისეთი შემთხვევა, რომ არ გქონდათ საკმარისი თანხა კომუნალური გადასახადების დასაფარად, 48%-მა უპასუხა, რომ მსგავსი შემთხვევა არ ჰქონია, 51 % ამბობს კი ამბობს, რომ არაერთხელ ჰქონიათ ეს ვითარება. რაც შეეხება ქვეყნის ეკონომიკურ  ვითარებას, გამოკითხულთა 63% აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობა ცუდია, 31%-ს მიაჩნია, რომ ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა საშუალოა, 4% კი ფიქრობს, რომ…

მეტი...

მოსახლეობის რამდენი პროცენტი უჭერს მხარს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას – გამოკითხვის შედეგები

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 78 %-ი ხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. საქართველოს მოსახლეობის გამოკითხულთა, 14%-ისთვის მიუღებელია, საქართველოს მთავრობის მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 8%-მა კი არ იცის. კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის მისწრაფება, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, გამოკითხულთა პასუხები ასეთია: 17% – მიუღებელია, 71% – მისაღებია, 11% –  არ ვიცი. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

მეტი...

NDI-ის კვლევით, მოსახლეობას არ სჯერა, რომ დაგროვებითი პენსია მათთვის სასარგებლოა

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევით, მოსახლეობის უმეტესობა საპენსიო დანაზოგს პესიმისტურად უყურებს და აცხადებს, რომ დაგროვილი თანხა, საპენსიო ასაკის შემდეგ სასარგებლო არ იქნება. კვლევის შედეგებით, რომელმაც 18-დან 39 წლამდე ადამიანები მოიცვა, გამოკითხულთა  27% აცხადებს, რომ საპენსიო პროგრამაში ჩართულია.  71 % კი ამბობს, რომ ამ პროგრამით არ სარგებლობს. რაც შეეხება 40 წლის ზემოთ ასაკობრივი კატეგორიას, გამოკითხულთა 8% აცხადებს, რომ ჩართულია საპენსიო სისტემაში, ხოლო 90% აცხადებს რომ – არა. გჯერათ თუ არა რომ, როდესაც პენსიაზე გახვალთ, დაგროვილი თანხით სარგებლობას შეძლებთ? ამ კითხვაზე გამოკითხულთა 30%-მა დადებითი პასუხი გასცა, 57%-მა განაცხადა, რომ არ სჯერათ;13 % კი…

მეტი...

ტექდათვალიერების არქონისთვის მძღოლები ყოველ 72 საათში დაჯარიმდებიან

დახარვეზებული ავტომანქანების მფლობელებს, ტრანსპორტის მოწესრიგებას, ყოველ თვე ჯარიმის გადახდა ურჩევნიათ. შესაბამისად, ქალაქში 82 000-მდე ისეთი ავტომანქანა გადაადგილდება, რომლებმაც ტექდათვალიერება ვერ გაიარა. როგორც ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხდა, კანონში ცვლილებები წის ბოლომდე უნდა შევიდეს, რომელითაც მძღოლები, ტექდათვალიერების არქონისთვის, 30 დღის ნაცვლად, ყოველ 72 საათში დაჯარიმდებიან. „ტექინსპექტირებაგაუვლელ მანქანებს ძირითადად ვიდეოკამერები აკონტროლებენ. პირველი იანვრიდან აგვისტოს ბოლომდე 773 00 მძღოლმა მიმართა ტექინსპექტირების ცენტრს და აქედან 11%, დაახლოებით 82 000 ავტომანქანა დახარვეზდა. ამის მიუხედავად, ეს ავტომანქანები დღეს გადაადგილდებიან ქუჩებში. პრობლემას კი ის ქმნის, რომ ასეთ ავტომობილების მფლობელებს ურჩევნიათ…

მეტი...

ერთი დღე ავტომობილის გარეშე – აქციას საქართველოც უერთდება

თბილისში, 22 სექტემბერს, ევროპის მობილობის კვირეული  – „მსოფლიო დღე ავტომობილის გარეშე“,  გაიმართება. როგორც “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა”მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, აქციის მიზანია, მოქალაქეებმა ერთი დღით დატოვონ საკუთარი ავტომობილები სახლში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით,  ველოსიპედით, ან, სულაც, ფეხით იარონ, რათა ყველამ ნახოს, რამდენად უკეთესია ქალაქი ხმაურისა და ავტომობილების გამონაბოლქვის გარეშე. ეკა ლალიაშვილი მოუწოდებს მოქალაქეებს მონაწილეობა მიიღონ კვირეულში. მისი თქმით, კვირეული, ველო-გარბენით გაიხსნება, რომელიც მაღლივში, უნივერსიტეტის ქუჩიდან დაიწყება და შარტავს ქუჩაზე დასრულდება.  “22 სექტემბერს იწყება, ევროპის მობილობის კვირეული, რომლის მიზანია, შემცირდეს კერძო ავტომობილების ყოველდღიური მოხმარება და მოქალაქეებმა, ალტერნატიულ ტრანსპორტად ავირჩიოთ ისეთი გადაადგილების საშუალებები, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოკლე მანძილზე ფეხით…

მეტი...

საქართველოს მოსახლეობა მთავარ პრობლემად, სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 48%-ი ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად სამუშაო ადგილებს ასახელებს. ხოლო 31%-ი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში საშუალოა. გამოკითხულთა 34%-ი მიიჩნევს, რომ პრობლემა ფასების ზრდა/ინფლაციაა. 33%-ი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პრობლემა სიღარიბეა, 29 % ყველაზე დიდ პრობლემად ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებს. ამასთან, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 22%-ი მიიჩნევს, რომ პრობლემა პენსიებია, ხოლ 19%-ი  მნიშვნელოვან პრობლემად ხელფასებს ასახელებს. ვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები…

მეტი...

რაში ხარჯავს მოსახლეობა ყველაზე მეტ ფულს – კვლევის შედეგები

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 76 %-ი ამბობს, რომ ყველაზე მეტ თანხას საკვებში ხარჯავს. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 62 %-ი საკუთარ შემოსავალს კომუნალურ ხარჯებში ხარჯავს, გამოკითხულთა 38%-ი ყველაზე მეტ თანხას წამლებში, ხოლო 30%-ი საკუთარ შემოსავლებს სესხში, განვადებასა და იპოთეკაში ხარჯავს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

მეტი...

„ერთის“ დასამარცხებლად, შესაძლოა, კოალიცია მიუღებელ პოლიტიკურ ძალასთანაც შეიქმნას

„ყველა ერთის დასამარცხებლად და სახლში გასაშვებად“ – ამ მიზნით, 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, პოლიტიკურ კულუარებში სხვადასხვა დაჯგუფება განიხილება. მმართველი გუნდის სახლში გასაშვებად, კოალიცია ისეთ პოლიტიკურ სუბიექტებთანაც არ გამოირიცხება, რომელიც, შესაძლოა, ერთმანეთისთვის მიუღებლები იყვნენ. „ვისთანაც კოალიციას შევქმნით, შესაძლოა, პიროვნულად და იდეოლოგიურად ჩვენთვის მისაღები არც იყოს, თუმცა, იმისათვის, რომ დავძლიოთ და დავამარცხოთ ის, ვინც მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვის, შესაძლოა, საჭირო გახდეს ასეთ პოლიტიკურ ძალებთან გაერთიანება,“ – განცხადება ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავართან“ გააკეთა. გიორგი ლომია აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოსთან“ კოალიციას არ შექმნის, თუმცა, კითხვაზე, შეიძლება…

მეტი...

თბილისში ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი გაიხსნა

თბილისში, სასტუმრო „სტამბაში“ ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმი საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველი ინსტიტუციაა, რომელიც ფოკუსირებულია მთლიანად თანამედროვე გამოსახულებაზე –ფოტოგრაფიაზე, ახალ მედიასა და ვიდეოზე. მუზეუმი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებული პროექტის „სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციების“ ფარგლებში გაიხსნა.  ასევე, მუზეუმის ბაზაზე, გაიხსნა ედიათეკა და მულტიმედიური არქივი, რომელიც ფოტო წიგნებისა და თბილისის ფოტოფესტივალის 10-წლიანი არსებობის მანძილზე დაგროვილ მულტიმედიურ პროექტებს აერთიანებს. ასევე, მუზეუმში თავმოყრილია ევროპული ფოტოინსტიტუციებისგან საჩუქრად გადმოცემული საარქივო მასალები. თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი ფრანგი არტისტების დუეტის – ვენსან მუნისა და პრისილატელ მონის ვიდეოინსტალაციით გაიხსნა თემაზე – unus Mundus: რიტუალები და ტრანსი. გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე და მერის მოადგილე, სოფიო…

მეტი...

შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო სამართალდარღვევის 446 ფაქტი გამოავლინა

9-15 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 446 ფაქტი გამოვლინდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 3 524 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 125 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 29 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 292 ფაქტი.

მეტი...

ზესტაფონში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით, დედა და ორი შვილი გარდაიცვალა

ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან „სოკარ-ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლები.  გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ბაღდადის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმიდან მცირეწლოვან შვილებთან ერთად ნაქირავებში სამი კვირის წინ გადავიდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე​ პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

მეტი...

ასპინძაში ყირიმ-კონგოს ცხელებას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ასპინძაში, სავარაუდოდ, ცხოველთან კონტაქტის დროს, ტკიპის ნაკბენის შედეგად, ყირიმ-კონგოს დიაგნოზით, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში. მომხდარზე სხვა დეტალები უცნობია. ტკიპა უმძიმესი დაავადების – „ყირიმ-კონგოს ცხელების“ გადამტანია. ის გვხვდება ყველგან – მცენარეებზე, ბალახებში, ცხოველებთან, შესაბამისად, რისკი, რომ დაავადება ადამიანზე გადავიდეს, საკმაოდ დიდია.  როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, მიმდინარე წლის გაზაფხულზე ყირიმ-კონგოს ორი შემთხვევა დაფიქსირდა.  პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში, ყირიმ-კონგოს დაავადების, 2009 წლიდან ბოლო 10 წელიწადში, 40-ზე მეტი შემთხვევაა აღწერილი. დაავადება იწვევს ჰემოროლაგიურ ცხელებას, სისხლჩაქცევასა და სისხლდენას. „ყველა ტკიპა არ არის დაავადების გადამტანი.…

მეტი...

“ხაზარაძე პოლიტიკაში უვიცია, ის ფულის გულისთვის ყველაფერს კადრულობს” – დავით ჭიჭინაძე

“მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში უვიცია და ის ბოლომდე უნდა გაიძარცვოს პოლიტიკაში ზუსტად ისე, როგორც ის იყო მოსახლეობის მიმართ განწყობილი მაშინ, როდესაც მასთან ჯერ კრედიტებს იღებდნენ და შემდეგ ქუჩაში ყრიდნენ ხოლმე”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა “დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძე ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძე ფულის გამო ყველაფერს კადრულობს და მისი ადგილი არც ბიზნესში და არც პოლიტიკაშია. „შეურაცხმყოფელი ის კი არ არის, რომ რომან ფიფიამ ხაზარაძე-ივანიშვილის შეხვედრა დაადასტურა, შეურაცხმყოფელი ის არის, რომ ხუთი კაცი დაჯდა და ჩვენი სახელმწიფოს ბედ-იღბალის განკარგვით დაკავდა. თანაც ისე დაიწყეს ამ ქვეყნის გაყოფა, თითქოს მართლა ბაბუამ დაუტოვათ. აბა რას ნიშნავს ვინმე…

მეტი...

“ოქტომბრიდან პედაგოგები გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ” – განათლების მინისტრი

“ოქტომბრიდან პედაგოგები გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.  მინისტრის თქმით, წელსვე დაგეგმილია, სახელმძღვანელოების გაუმჯობესება. „წლევანდელი წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეს არის სახელმძღვანელოების გაუმჯობესება. დაგეგმილი გვაქვს, როგორც ჩვენს ავტორებთან და გამომცემლებთან, ასევე საერთაშორისო გამომცემლებთან ერთად მუშაობა, რაც დაგვეხმარება, საქართველოში შემოვიდეს მაღალი ხარისხის სასწავლო მასალები.  ასევე, მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც შეიძლება მეტი ტექნოლოგიების შეტანა სკოლებში. 400-ზე მეტ სკოლაში წარმოდგენილი იქნება უკაბელო ინტერნეტი. დღეს კი სკოლაში პირველად შევიდა ნეთბუქებისგან განსხვავებით, რეალური კომპიუტერები“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

მეტი...

“ფაქტობრივად, უმაღლესი განათლებით ევროკავშირის წევრები ვართ” – მიხეილ ბატიაშვილი

“უმაღლესი განათლებით ფაქტობრივად, ევროკავშირის წევრები ვართ “, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, მომავალ ორშაბათს ბრიუსელში ხელი მოეწერება დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ქართულ სამეცნიერო წრეებს ევროკავშირის სამეცნიერო სივრცეზე სრულყოფილი წვდომის საშუალება მიეცემათ, მათ შორის – საკუთარი კვლევებისთვის გრანტების მოპოვებაზე. „ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა წელს – ევროკავშირის წევრები ვართ ფაქტობრივად, უმაღლესი განათლებით. ახლა მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის, რაც შეიძლება მეტი უნივერსიტეტი მოხვდეს ამ ბაზებში, რისთვისაც მოგვიწევს ამ უნივერსიტეტებთან ძალიან აქტიური მუშაობა. ბრიუსელში ხელმოწერის შემდეგ, დაახლოებით ორ კვირაში გავხსნით ოფისს,…

მეტი...

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ სოსო ბაჯელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. ამასთან, მას საზღვრის კვეთა აეკრძალა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლამდე 20 ივნისის საქმეზე დაკავებულმა სოსო ბაჯელიძემ სხდომაზე ბრალი აღიარა და აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს. 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სოსო ბაჯელიძეს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ბაჯელიძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 ივლისს მისცა პასუხისგებაში და ბრალი წარუდგინა.

მეტი...

“მოუთმენლად ველი პროცესს, როდესაც ბოკერია ჩემს განადგურებას შეეცდება” – სოფიო ქაცარავა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფო ქაცარავას განცხადებით, ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტს განიხილავდნენ, ოპოზიციონერი დეპუტატი, გიგა ბოკერია დაემუქრა, რომ პოლიტიკურად გაანადგურებს. „სხვათაშორის, არ გამიკვირდა, როდესც სრულიად უსაგნო კამათის შემდეგ მომმართა და გააფთრებულმა მითხრა, რომ ის გამანადგურებდა. შემდეგ დააკონკრეტა, რომ ის პოლიტიკურად გამანადგურებდა. მინდა გიგა ბოკერიას მივმართო, დრო, როდესაც ის ადამიანებს აბულინგებდა, საბედნიეროდ, წარსულს ჩაბარდა. ეს ძალიან კარგია. აქვე მინდა, ბატონ გიგა ბოკერიას მივმართო, მისი გამოწვევა მივიღე და მოუთმენლად ველი და დავაკვირდები იმ პროცესს, როდესაც პოლიტიკურად განადგურებული და დამარცხებული გიგა ბოკერია ჩემს პოლიტიკურ განადგურებას შეეცდება. თუ გნებავთ, თქვენც…

მეტი...

ჩამოყრილი დენის კაბელები, საღებავის სუნი, მოუწესრიგებელი საპირფარეშო – ვითარება 170-ე ბაგა-ბაღში

თბილისის 170-ე ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი დაწყებიდან მალევე შეწყდა. მიზეზი დაუსრულებელი სარემონტო ოთახები, მოუწესრიგებელი სააღმზრდელო გარემო, საღებავის მკვეთრი სუნი და დენის კაბელები გახდა, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენს ბავშვებისთვის.  როგორც, ბაგა-ბაღის აღსაზრდელის მშობელი მაიკო ბოკერია სოციალურ ქსელში წერს, სარემონტო სამუშაოების გამო, ბავშვები ბაღიდან ორი კვირით ადრე დაითხოვეს თუმცა, შენობის რემონტი დღემდე დაუსრულებელია.  “არის საღებავის სუნი , მუშები ამ დრომდე ღებავენ, არ არის დენი, დენის სადენები ასე კიდია. ძალიან გამწარებული ვარ, ეს არის სირცხვილი!!! შეუძლებელია აქ ბავშვი დატოვო. გაუგონარი ამბავია. 170 -ე ბაგა -ბაღი უნდა გახსნილიყო და გაიხსნა ! აქ მიმდინარეობდა რეაბილიტაცია მთელი ზაფხულის განმავლობაში, ამის…

მეტი...