“უგულავა რომ რიხიანად საუბრობს ადამიანის უფლებებზე, ერთი ჰკითხეთ, რისთვის არის გასამართლებული”

“გიგი უგულავა რომ რიხიანად საუბრობს ადამიანის უფლებებზე, აზრის გამოხატვის უფლებებზე და საზოგადოებას მოევლინა, როგორც ჭეშმარიტი დემოკრატი, ერთი ჰკითხეთ, რისთვის არის გასამართლებული”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას, რომლის მიხედვითაც გიგი უგულავა ამბობს, რომ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე გამოძიების ფარგლებში ხელისუფლება საქმის „შეკერვას“ ცდილობს. ანრი ოხანაშვილის თქმით, გიგი უგულავა გასამართლებული იყო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებისთვის. მისივე განცხადებით, უგულავას არ აქვს უფლება ისაუბროს მორალურ საკითხებზე მანამ, სანამ ყოველ ჯერზე წარსულის გამო მოსახლეობას ბოდიშს არ მოუხდის. „ადამიანი, რომელიც გასამართლებული იყო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებისთვის…

მეტი...

„ჩვენი კომპანიისთვის რუსული ემბარგო დამაქცეველი არ იქნება“

„ჩვენი კომპანიისთვის რუსული ემბარგო დამაქცეველი არ იქნება“, – ასე გამოეხმაურა „წყალი მარგებელის“ დამფუძნებელი, ავთანდილ სვიმონიშვილი რუსულ ემბარგოს. მისივე თქმით, რუსული ემბარგოს შემდეგ, მათ სხვა ბაზრის ათვისება დაიწყეს და რუსეთის წილი მხოლოდ 5-7%-ია. „2006 წელს, როდესაც რუსეთმა ემბარგო დაგვიწესა, მაშინ ძირითადად რუსულ ბაზარზე გაგვქონდა ჩვენი პროდუქტი. შემდგომ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა გვირჩიეს, რომ ცოტა ფრთხილად ვყოფილიყავით. შესაბამისად, დავიწყეთ სხვა ბაზრების ათვისება. ამჯერად, ძირითადად წარმოდგენილები ვართ დსთ-ს წევრი სხვა ქვეყნების ბაზარზე და როგორც უკვე ვთქვი, რუსეთის წილი დაახლოებით 5-7%-ია“, – განაცხადა სვიმონიშვილმა. ბიზნესმენი ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, ემბარგომ „ბორჯომი“ დააზარალოს. “IDS Borjom-ის მფლობელი არის…

მეტი...

ნიკა გვარამია “რუსთავი 2”-ს გენერალურ დირექტორად რჩება

ნიკა გვარამია “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორად რჩება. სამაუწყებლო კომპანიის პარტნიორთა სხდომამ მხარი არ დაუჭირა ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნინო ნიჟარაძის მოთხოვნას, გვარამიას გათავისუფლების შესახებ.  ნიჟარაძის მხარე დირექტორის გადადგომის ერთ-ერთ არგუმენტად ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას ასახელებდა.  “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, კენჭისყრაზე აღნიშნულ მოთხოვნას თავად 9%-იანი წილის მფლობელის გარდა არავინ დათანხმებია.

მეტი...

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ლარის კურსის ცვლილების მიზეზებს განმარტავს

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, არჩილ მესტვირიშვილი ბოლო პერიოდში, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, ლარის კურსის ცვლილების მიზეზებს განმარტავს. მისი თქმით, სავალუტო კურსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი, მათ შორის მოლოდინები. “ბოლო პერიოდში განვითრებული მოვლენები, ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტების ნაკადის მოსალოდნელი შემცირების შესახებ, ასევე გაურკვევლობა რუსეთის მიერ შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ ლარის გაცვლით კურსზეც აისახა, რის გამოც ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ლარის კურსმა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რამდენჯერმე მკაფიო ცვლილება განიცადა“, – აღნიშნა მესტვირიშვილმა. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, წლის განმავლობაში უცხოური ვალუტით შემოდინებები ჯამში მაინც გაიზრდება, რაც ლარის გაცვლით კურსზე გავლენებს შეარბილებს. „პირველადი გათვლებით, სხვა თანაბარ პირობებში, რუსეთის…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარე აქციაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. ადგილზე მოქალაქეები მივიდნენ და მოშიმშილეების კარავი დაშალეს, რასაც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მათი განცხადებით, ისინი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიეკუთვნებიან. „ჩვენ არ მივეკუთვნებით არც ერთ პოლიტიკურ პარტიას. ჩვენ ვართ წყალწმინდის, ურეკის მოსახლეობა და მიგვაჩნია, რომ ამ ადამიანების დრო უნდა დამთავრდეს საქართველოში. ჩვენ აქ ხვალაც მოვალთ“, – განაცხადა პაატა ჩხარტიშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა შეფასებით, ეს ადამიანები ხელისუფლებამ გამოგზავნა და მისი სცენარით მოქმედებენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, კარვებს ააწყობენ და შიმშილობას გააგრძელებენ. „გავაგრძელებთ შიმშილობას. ორი ვიქნებით, თუ მეტი, მოვიდნენ მაგარი…

მეტი...

თბილისის მერია წარმატებულ ახალგაზრდებს სწავლის საფასურს სრულად დაუფინანსებს

თბილისის მერია წარმატებულ ახალგაზრდებს სწავლის საფასურს 100%-ით დაუფინანსებს. ახალი ინიციატივა დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.  კახა კალაძის განცხადებით, ინიციატივა სოციალურად დაუცველ და წარმატებულ ახალგაზრდებს შეეხებათ. „სტუდენტთა დაფინანსების მოცულობა თუ რა თანხით იქნებიან დაფინანსებული, დამოკიდებულია აკადემიური მოსწრების მაჩვენებელზე. 100% ვაფინანსებთ ჩვენ  მაღალი აკადემიის მოსწრების სტუდენტებს.აღსანიშნავია, რომ ამ სემესტრში 30%-ით არის გაზრდილი სტუდენტების რაოდენობა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ პირველი, გაიზარდა აკადემიური მოსწრების სტუდენტების რაოდენობა და ზოგადად, პროგრამა საინტერესო არის მათთვის,“- განაცხადა კალაძემ.

მეტი...

სერგეი გავრილოვი, საქართველოს, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში დახმარებას სთავაზობს

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, საზოგადოებრივი და რელიგიური გაერთიანებების კომიტეტის თავმჯდომარე სერგეი გავრილოვი, საქართველოს, სიტუაციის დასტაბილურებისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში  დახმარებას სთავაზობს.  „სამწუხაროა, რომ საქართველო არ შედის ომბუდსმენების ევრაზიულ ალიანსში, რადგან შიდა პოლიტიკური მდგომარეობისა და საქართველოს იმიჯისთვის, ამ ქვეყნის განვითარების დემოკრატიული მოდელის ჩამოყალიბებისთვის კარგი იქნებოდა გადაეღო ადამიანის უფლებათა სფეროში საქმიანობის ჩვენი გამოცდილება“, – განაცხადა გავრილოვმა კომიტეტის სხდომაზე.

მეტი...

“საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაიხსნას აშშ-ს სამხედრო ბაზა, მასზე განლაგებული ბირთვული იარაღით” – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ 1918 წელს მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია აფასებს. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინის მიერ, საქართველოს მიმართ გაკეთებული განცხადება, ნიშნავს, რომ საქართველოს მომავალშიც არ აქვს უფლება, აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა. “გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მთელს მსოფლიოს განუცხადა, რომ ქართული სახელმწიფო ისტორიულად არ არსებობდა. რაც ვართ ისიც ოკუპაციითა და გენოციდით სხვა ერების მიმართ და რომ მომავალშიც არ გვაქვს უფლება აღვიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და გვქონდეს სახელმწიფოებრიობის პრეტენზიები. ეს არის ყველაზე საშიში განცხადება, რაც კი ოდესმე რომელიმე ჩვენდამი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მეთაურს გაუკეთებია, ეს ნიშნავს იმას, რომ საკმარისია რეგიონალური კრიზისი,…

მეტი...

” აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ავაშენებთ ერთიან, ძლიერ ქვეყანას” – მამუკა ბახტაძე

“მოვისმინეთ ფაქტების ფუნდამენტურად არასწორი ინტერპრეტაცია, ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, ევროპა ამაყობს ამით და დადგება დღე, როდესაც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ავაშენებთ ერთიან, ძლიერ ქვეყანას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებების შეფასებისას გააკეთა. მისივე შეფასებით, საქართველოს ისტორია არის ევროპული ისტორიის ნაწილი და ევროპელები, ისევე, როგორც მსოფლიო თანამეგობრობა ამ ისტორიას დეტალურად იცნობენ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის წინაშე არსებული მტკივნეული გამოწვევების გადასალახად საჭიროა კონსოლიდაცია და ერთობლივი ძალისხმევა. „სამწუხაროდ, პირველად არ გვესმის მსგავსი განცხადებები, რომელიც ეყრდნობა ფაქტების ფუნდამენტურად არასწორ ინტერპრეტაციას. საქართველოს ისტორია არის ის, რითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. საქართველოს…

მეტი...

ვითარება პარლამენტის წინ – 8 ივლისი (ვიდეო)

8 ივლისს, საქართველოს პარლამენტის წინ, „ეროვნულების“ აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები, ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას ითხოვდნენ. 

მეტი...

“სპეკულაციაა მთავრობას პრორუსულობა დააბრალო” – ინფრასტრუქტურის მინისტრი

ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, განცხადებებს, რომ საქართველოს მთავრობა პრორუსულია, სპეკულაციას უწოდებს. მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირს დაუახლოვდეს და ქვეყანაში, დასავლური ღირებულებები დაამკვიდროს. „ჩვენი გზავნილები არის ქმედებებში გამოხატული, ყველა ნაბიჯში, რომელსაც ვდგამთ, არის იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროკავშირს, დავამკვიდროთ დასავლური ღირებულებები და სტანდარტები. სპეკულაციაა მთავრობას პრორუსულობა დააბრალო მაშინ, როცა პირველივე დღიდან ყველაფერს ვაკეთებთ დიდ ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად. ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ვიზალიბერალიზაცია, საკონსტიტუციო ცვლილებები, საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლა, ნულოვანი ბარიერი – ეს ყველაფერი ნიშნავს ევროპული ფასეულობების გაზიარებას. ამას ხედავენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები და სწორედ იმ…

მეტი...

“მზად ვართ, საქართველოსთან ურთიერთობებში ჰარმონია აღვადგინოთ” – რუსი დეპუტატი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს  სხდომაზე საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა, რომო რუსეთი, მზად ყოფნას გამოთქვამს, ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის. „დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველამ უნდა მოვიხმოთ ჯანსაღი ძალები ქართულ საზოგადოებაში იმ სირთულეების მიუხედავად, რაც ჩვენ ურთიერთობებში ხდება, გადავლახოთ ის უბედურება, რომელიც შეემთხვა ქართველ ერს – საკმაოდ აგრესიული და ძალიან ზედაპირული ნაციონალიზმის უბედურება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, ჩვენს ურთიერთობებში ჰარმონია აღვადგინოთ, თუმცა იმ პირობით, თუ ეს საქართველოსა და მის ხალხს სურს“, – განაცხადა კოსაჩოვმა.

მეტი...

ნინო ქათამაძეს, შესაძლოა რუსეთში ჩასვლა აეკრძალოს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი ალექსეი პუშკოვი ქართველი მომღერლის, ნინო ქათამაძისთვის რუსეთში ჩასვლის შეზღუდვის ინიციატივით გამოდის. „რია ნოვოსტის“ ცნობით, ამის შესახებ პუშკოვმა ფედერაციის საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რაზეც საბჭოს თავმჯდომარემ, ვალენტინა მატვიენკომ მას აღნიშნული ინიციატივის ოფიციალურად წარდგენა შესთავაზა. „ჩემი აზრით, ქათამაძის განცხადება, რომელიც ამტკიცებს, რომ მას სძულს რუსეთი, თუმცა ამავე დროს, ჩამოდის აქ კონცერტებში მონაწილეობისთვის და ფულის გამოსამუშავებლად, ამორალური, ცინიკურია. ამასთან დაკავშირებით შემოგთავაზებდით მასზე რუსეთის ფედერაციაში ჩასვლასთან დაკავშირებული შემზღუდავი ზომების გავრცელებას“, – განაცხადა ალექსეი პუშკოვმა. ფედერაციის საბჭოს წევრი მიიჩნევს, რომ ანალოგიური ზომები უნდა ამოქმედდეს ყველა იმ პირის მიმართ, ვინც „რუსოფობიურ გამოთქმებს“ უშვებს. ალექსეი პუშკოვის განცხადებას სხდომათა დარბაზში…

მეტი...

ხელოვნური ტყის ბუნებრივად გარდაქმნისთვის, 159 400 ლარი გამოიყო

თბილისის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში არსებული ხელოვნური ტყის ბუნებრივად გარდაქმნისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებისათვის გრანტის სახით 159 400 ლარი გამოიყოფა. როგორც თბილისი მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თბილისში, ფიჭვების დიდი რაოდენობა ხმება. მისი თქმით, დედაქალაქის 20 ჰა ფართობი, თვითგანახლების უნარის მქონე ხე-მცენარეებით განაშენიანდება. „ფიჭვებთან დაკავშირებით თქვენ იცით, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობა გვაქვს ქალაქში. ფიჭვების დიდი რაოდენობა ხმება, რის გამოც გვიწევს მათი მოჭრა. შემდეგ კი ვახორციელებთ ჩანაცვლებას ახალი ნარგავებით. ეს პროცესი გაგრძელდება სამომავლოდ. აღსანიშნავია, რომ ფიჭვების ხმობის ტენდენცია შეინიშნება არა მარტო დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც.   ყველაზე დიდი პრობლემა კი ის არის, რომ ეს დაავადება არის გადამდები.…

მეტი...

“არ შეიძლება, ეროვნული ვალუტა, ერთ განცხადებაზე მყისიერად რეაგირებდეს” – დავით ჭიჭინაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს განცხადებით, საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა მოსახლეობის გაღატაკებას იწვევს. როგორც დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეროვნული ვალუტა, პოლიტიკოსების განცხადებების შედეგად არ უნდა იცვლებოდეს. “ჩვენი ეროვნული ვალუტა არაფერთან კავშირში არ არის როგორც ვატყობ. სპეკულაციაა განცხადებები, რომ თითქოს გარე ფაქტორებზე აქვთ ორიენტირები აღებული მაგრამ, 5 წუთიანი გარე ფაქტორები არ არსებობს. არ შეიძლება, მყისიერად რეაგირებდეს ეროვნული ვალუტა ზოგიერთ განცხადებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდი რყევები აქვს ამ ბოლო პერიოდში ვალუტას და ვთვლი, რომ ეს არის არაკეთილსინდისიერი მიდგომა კომერციული ბანკების მხრიდან, რასაც ეროვნული ბანკი ხელს უწყობს…

მეტი...

„ის არის მევახშე და არა ბიზნესმენი, არც გამოვრიცხავ, რომ მიტინგებს ის აფინანსებდა“ – ჭიჭინაძე ხაზარაძეზე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ „ნაციონალები“, „ევროპული საქართველო,“ „ქართული ოცნება“ და მამუკა ხაზარაძე ერთნაირი იდეოლოგიის მატარებლები არიან. მისივე განცხადებით, თანდათან რწმუნდება იმაში, რომ თავის დროზე, ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებს სწორედ ხაზარაძე ლობირებდა და აფინანსებდა. „პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ჩვენი მოსახლეობა არასდროს გაყიდულა. ეს ქვეყანა ბიზნესმენების არ არის, ეს ქვეყანა არის პენსიონერების, ახალგაზრდების და ყველა იმ ადამიანის, რომელსაც ამ ქვეყანაში ლუკმა-პურის შოვნა ყოველ დღე უჭირს. პირდაპირ ვამბობ, რომ „ნაციონალები“, „ევროპული საქართველო,“ „ქართული ოცნება“ და მამუკა ხაზარაძე იდეოლოგიურად ერთნი არიან. არ შემიძლია დავიჯერო ის, რომ ხაზარაძე, როგორც ბიზნესმენი არღვევდა კანონს, აკრძალულ საქმიანობას ეწეოდა…

მეტი...

„შემცირდება ინვესტიციებიც, სადაც პოლიტიკური სტაბილურობა არ არის, იქ ინვესტიციაც არ შედის“ – ეკონომისტი

„2019 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 2,63-იან მაჩვენებელზე, თუმცა, პროგნოზის გაკეთება, დოლარი რა პერიოდში დაუბრუნდება აღნიშნულ ნიშნულს, პროგნოზირება პრაქტიკულად გამორიცხულია“ – განაცხადა ეკონომისტმა ანდრია გვიდიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ და იმ გარემოებებზე ისაუბრა, რაც ლარის მდგომარეობაზე ნეგატიურად მოქმედებს. „შეგვიძლია, შევაფასოთ ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც შესაძლოა, გავლენას ახდენდეს ეროვნული ვალუტის კურსზე. მოკლე პერიოდში, რაიმე დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების საშუალება არ მაქვს. დღეს, საქართველოსი შექმნილი ვითარება, ვგულისხმობ საპროტესტო აქციებს, ვგულისხმობ ოპოზიციის მხრიდან დესტაბილიზაციის ელემენტების შემოტანის მცდელობას, ბუნებრივია, ურტყავს საქართველოს ტურისტულ მიმზიდველობას, საინვესტიციო მიმზიდველობას და სხვა ტიპის ნებისმიერ ფაქტორს, რაც აქამდე სტაბილურად ვითარდებოდა და წინ მიდიოდა“ – აცხადებს…

მეტი...

„ინფლაცია საგანგაშო არ არის, გვაქვს მცირედი გადახრა“ – ანდრია გვიდიანი

„ინფლაციის მართვის თვალსაზრისით, ეროვნულ ბანკს, საკმაო ბერკეტები გააჩნია. მან შეინარჩუნა რბილი მონიტორინგის პოლიტიკა და ინფლაციის მაჩვენებელი არ იყო ისეთ ნიშნულზე სადაც საჭირო გახდებოდა ეროვნული ბანკის ჩარევა“ – განაცხადა ეკონომისტმა ანდრია გვიდიანმა „მედიაცენტრ მთავარში“. მისი შეფასებით, ინფლაციის კუთხით, დღეს, სახეზეა მხოლოდ მცირედი გადახრა. „არ ვფიქრობ, რომ ინფლაცია დღეს საგანგაშო დონეზეა, პირიქით, მხოლოდ მცირედი გადახრა გვაქვს. თუ საჭიროება დადგა და ფასების მნიშვნელოვანი ზრდა მოხდა, ცხადია, ეროვნული ბანკი ჩაერევა და გამოიყენებს ისეთ ინსტრუმენტებს, რომელიც პირდაპირ იქნება მიმართული ფასების დასტაბილურებისკენ“ – აცხადებს ეკონომისტი. მისივე შეფასებით, ძირითადი სავაჭრო პარტნიორების მხრიდან, იმპორტის გაძვირების ნიშნები არ ჩანს:…

მეტი...

„კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, ეროვნულმა ბანკმა რეზერვები დახარჯოს, ამით კრედიტებიც გაძვირდება“ – ანდრია გვიდიანი

ეკონომისტი და ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი აცხადებს, რომ ეროვნულმა ბანკმა რეზერვების დაგროვების პოლიტიკა უნდა გააგრძელოს და არა მისი ბაზარზე გამოტანა. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ეროვნული ბანკი ოქროს შუალედს იჭერს და სავალუტო რეზერვების დახარჯვით, მოსახლეობას კრედიტებიც გაუძვირდება. „ვფიქრობ, რომ რეზერვებთან მიმართებაში ეროვნული ბანკის პოლიტიკა აბსოლუტურად სწორია. სწორედ ეროვნული ვალუტა თამაშობს მთლიანი ეკონომიკისთვის ბუფერის ანუ დამზღვევის როლს. როდესაც ეკონომისტების, პოლიტიკოსები ნაწილი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ხშირ შემთხვევაში მიმართავენ ხოლმე ეროვნულ ბანკს, რომ დაიწყო რეზერვების გამოიყენება, ეს, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად არასწორია. ჩვენ გვგონია რომ რეზერვები სადღაც დევს და უბრალოდ, ვიღაცას არ უნდა…

მეტი...

გურიის სამივე მუნიციპალიტეტში, 25 სოფელი გაზიფიცირდება

გურიის სამივე მუნიციპალიტეტში, ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის 25 სოფელში, გაზიფიცირება იგეგმება. ორზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი შრომა, რომლის თემშიც 6 სოფელი შედის, 2019-2021 წლებში, მთლიანად გაზიფიცირდება. შრომის თემში შემავალი სოფლების (შრომა, ორმეთი, ვაკე, ზედუბანი, ხრიალეთი და მოცვნარი) გაზიფიცირების შედეგად, აშენდება გაზსადენი, რომლის სავარაუდო სიგრძე 95 383 გრძივი მეტრი იქნება. თემში კომლთა რაოდენობაა 1446. უშუალოდ სოფელ შრომაში 233 კომლი გახდება გაზის კომპანიის აბონენტი. პროექტის სავარაუდო ღირებულება 5 263 809 იქნება. 

მეტი...

“ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება სამართლიანი არ არის” – არჩილ თალაკვაძე

“ანტიდისკრიმინაციული კანონის მიზანია, არ მოხდეს ადამიანების გარიყვა, მათი დამცირება და დისკრიმინაცია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეების მხრიდან ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით. მისი თქმით, აღნიშნული მოთხოვნა სამართლიანი არ არის. ამასთან, რაც შეეხება აქციის მონაწილეების მოთხოვნას თალაკვაძის მისვლასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მოქალაქეებს ყოველთვის ხვდებოდა და მომავალშიც შეხვდება. „ამ თემაზე გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა და არა თავმჯდომარემ ან რომელიმე დეპუტატმა. შესაბამისად, ვფიქრობ რომ ამ მოთხოვნის დაყენება არ არის სამართლიანი. ეს იყო ვალდებულების ნაწილი, რომელიც ჰქონდა საქართველოს. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიზანი რეალურად ის არის, რომ ადამიანების გარიყვა,…

მეტი...