შსს-მ კადრები გაავრცელა, დაკავებულები, აქციაზე პოლიციელებს როგორ ურტყამენ(ვიდეო)

პოლიციელზე თავდასხმისთვის ერთ-ერთი დაკავებული ადრეც ნასამართლევია. ცოტნე სოსელია, რომელიც 20-21 ივნისის ღამეს პოლიციელებს „დუბინკას“ ურტყამს, ადრეც პოლიციელებისთვის დაუმორჩილებლობისთვის იხდიდა სასჯელს. რაც შეეხება დაარჩენ სამ დაკავებულს, ისინი არიან: ძებნილი ზურაბ ბადაღაშვილი; ბესიკ თამლიანი და კახა კუპრეიშვილი. კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორც უსწორდებიან ისინი სამართალდამცველებს. დაკავებულებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მათი სასამართლო პროცესი ხვალ შედგება.

მეტი...

„ჩემი მინისტრობის დროსაც ესროდნენ პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ მაგრამ, არავინ დაგვიჭერია“ – გიორგი ბარამიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ პოლიციელებისთვის  „მოლოტოვის კოქტეილებისა“ და ქვების სროლისთვის ადამიანები არ უნდა დაიჭირონ. აღნიშნული განცხადება ბარამიძემ შსს-ს ბრიფინგის საპასუხოდ გააკეთა, როცა უწყებამ 4 ადამიანის დაკავების შესახებ განცხადება გააკეთა. საუბარია 20-21 ივნისის ღამეს პოლიციელებზე თავდასხმისთვის დაკავებულებზე, რომლებიც ვიდეო კადრებში ფიგურირებენ. ისინი პოლიციელებს ხელკეტს ურტყამენ, ძირს დაგდებულ პოლიციელს ფიზიკურად უსწორდებიან და ქვებსა და ბოთლებს ესვრიან. „ჩემი, შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, უამრავი ფაქტი ყოფილა, როცა პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ, ხელკეტიც დაურტყამთ, ქვაც უსვრიათ, მაგრამ, ეს ადამიანები არ ყოფილან დაკავებულები. მაგალითად, მოძალადე სექტა რომ იყო, რომელმაც…

მეტი...

20-21 ივნისის ღამეს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ის ადამიანები დააკავა, ვინც 20-21 ივნისის ღამეს პოლიციელებს თავს ესხმოდა, “დუბინკას” ურტყამდა სხადასხვა საგებს ესროდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე  ვლადიმერ ბორცვაძემ საგანგებო განცხადება გააკეთა.  “მედიაცენტრი მთავარი” შსს-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურად გრძელდება გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. გამოძიების ფარგლებში, აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე პასუხისგებაშია მიცემული ნიკანორ მელია, რომელსაც პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარუდგინა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულს შეუფარდა გირაო და…

მეტი...

“პროპორციული სისტემა აუცილებლად უნდა გავსინჯოთ, მწარეა თუ ტკბილი” – ალექსანდრე ქანთარია

“ჩვენმა მოსახლეობამ ეს ხილი აუცილებლად უნდა გასინჯოს. ეს რომ ასე არ მოხდეს, ყველას გვექნება პრეტენზია – იმიტომ ვართ ესეთ დღეში რომ პროპორციული სისტემა არ დავუშვით,” – აღნიშნული განცხადება “მედიაცენტრ მთავარში”, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ალექსანდრე ქანთარიამ გააკეთა. როგორც დეპუტატი აცხადებს, შეფასება, თუ რამდენად კარგი ან ცუდი იქნება არჩევნები პროპორციული წესით, ამაზე პასუხისმგებლობა, მოქალაქეებმა და პარლამენტის წევრებმა უნდა აიღონ. “ჩვენ ეს პროპორციული აუცილებლად უნდა გავსინჯოთ მწარეა თუ ტკბილი და ჩვენს პასუხისმგებლობაზე იქნება მოქალაქეების და პარლამენტის წევრების, რომელებიც მოხვდებიან პარლამენტში, რამდენად დამკვიდრდება პროპორციული სისტემა და ხომ არ იქნება 6-7 წელიწადში ამ სურათის…

მეტი...

20-21 ივნისის აქციის ბრალდებულ პირთა რიცხვი გაიზრდება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 20-21 ივნისის, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს პროკურატურა საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 20-დან 21 ივნისის ღამეს, ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება. მოცემული ეტაპისთვის გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია 170-მდე პირი, მათ შორის არიან როგორც დაშავებული მოქალაქეები, ისე ადგილზე მყოფი ჟურნალისტები და მედიის სხვა წარმომადგენლები. პროკურატურის განცხადებით, ეტაპობრივად გამოიკვეთება და გაიზრდება ბრალდებულ პირთა რიცხვი. “ამ ეტაპისთვის გამოძიების პროცესში ჩატარებული დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების, მოპოვებული მტკიცებულებების და ათეულობით მოწმის ჩვენებების ანალიზის საფუძველზე, საგამოძიებო ორგანო…

მეტი...

„შეუძლებელია, ნიკა მელია მარტო ყოფილიყო, „ლანცელოტი“ ხომ არ არის“ – ნუკრი ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი ნუკრი ქანთარია ფიქრობს, რომ 20-21 ივნისის მოვლენებში მხოლოდ ნიკანორ მელიას პასუხისმგებლობის საკითხი არ იკვეთება და სხვა დამნაშავეებიც უნდა გამოვლინდნენ. „სულ ამას ვკითხულობ, მარტო რატომ აიღო საკუთარ თავზე? არა, მის გარშემო გამოსაკვეთია ხალხი, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა მელია ჩაუყენეს ამას სათავეში. თუ ეს იყო ინდივიდუალური, ასეც ხდება ზოგჯერ, მაგრამ მე ეჭვი მეპარება, რომ მან გადაწყვიტა, გადაუტრიალდა თავში და ემოციურ-აფექტურ მდგომარეობაში მოინდომა შეჭრა შეჭრისთვის და არ იცოდა რატომ უნდა შესულიყო. მეეჭვება, ასე იყოს. მათ, მომენტის გაშვება არ უნდოდათ ხელიდან და ამას გამოძიება აუცილებლად დაადგენს“ – განაცხადა…

მეტი...

„იქნებ, აქ იყო შეცდომა. როდესაც პოლიციელი გაიტაცეს, იქნებ, მაშინ უნდა დაწყებულიყო საპასუხო ნაბიჯები“ – დეპუტატი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ალექსანდრე ქანთარიას განცხადებით, 20-21 ივნისის მოვლენებისას ნიკანორ მელიას დანაშაულებრივი ქმედებები გამოკვეთილია. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „გამოიკვეთა ნიკანორ მელია, როგორც წინამძღოლი ჯგუფური არეულობის და პარლამენტში შეჭრის მცდელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ცოტა ხანში, ეს მელია გაქრა და ჩვენ ვიყავით მოწმე იმისა, რომ პოლიციამ 2-3 საათის განმავლობაში გამოამჟღავნა ძალიან მაღალი თმენის უნარი. იქნებ, აქ იყო შეცდომა, როდესაც პირველად გაიტაცეს პოლიციელები, იქნება მაშინ უნდა დაწყებულიყო საპასუხო ნაბიჯები“ – განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ „მედიაცენტრ მთავარში“. დეპუტატის შეფასებით, ყველაზე დიდი ზარალი, რაც განვითარებული მოვლენებიდან მივიღეთ, თვალის ჩინის დაკარგვაა. „არავინ არ აირიდებს პასუხისმგებლობას.…

მეტი...

„ამას აქ ესროლეთ“, „იმას – იქ“, ვის – ზევით და ვის – ფეხებში“ – ამ ბრძანებას  მინისტრი ვერ გასცემდა“ – ქანთარია

“ქართული ოცნების” წევრი და პარლამენტის დეპუტატი ალექსანდრე  ქანთარია, რუსთაველზე გამართულ აქციაზე მისულ ახალგაზრდებს ურჩევს, არ გახდნენ მათი მოთხოვნების მძევლები. მისი თქმით, ახალგაზრდების წაქეზებას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელები ცდილობენ. როგორც ნუკრი ქანთარიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა ფარსი და უკუღმართობის მცდელობაა. „გახარია, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია მთელ იმ პროცესზე, რაც 20-21 ივნისს მოხდა, მაგრამ მისი გადადგომა ახლა არის ფარსის ტოლფასი და უკუღმართობის მცდელობა. ახალგაზრდებს მინდა ვურჩიო, რომ ნუ გახდებიან თავიანთი ჩაციების მძევლები, რადგან,  მართლაც, ეპოქალური გადაწყვეტილება მივიღეთ, ვგულისხმობ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას. წესით, თუ ვინმე არ აქეზებთ მათ, ცოტა…

მეტი...

„ვინც „ნაცებთან“ და „ევრო ნაცებთან“ ითანამშრომლებს, ყველაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები არიან“ – ბექა ნაცვლიშვილი

„თუ ქვეყნის გადარჩენა და განვითარება გვინდა, მიმდინარე პროცესები მისაყვანია არჩევნებამდე. თუ ვინმე კეკლუცობს და საკითხს ასე აყენებს – მე „იმასთან“ ვერ დავჯდები, გაემიჯნოს პროცესებს. პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იქნება მიღებული, დანარჩენი კი ცალკეულმა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტონ“, – განაცხადა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“ მისივე შეფასებით, თუ პასუხისმგებლობა ვინმეს შერჩენია, მიმდინარე პროცესები ყველამ უნდა გააანალიზოს, შეაფასოს და იზრუნოს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე. „ორი პოლიტიკური ძალა დომინირებს ამ ქვეყანას, რომლებიც არაფრის გამკეთებლები არ არიან. ადამიანები აღმოჩნდნენ ისეთ ვითარებაში, რომ რა ქნან არ იციან. თუ პასუხისმგებლობა ვინმეს შერჩენია, ყველამ უნდა იზრუნოს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში,…

მეტი...

ყველასთვის საყვარელი “გოგიჩა” გარდაიცვალა

ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი, 50 წლის ასაკში, დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჟურნალისტი მძიმე სენს რამდენიმე წელი ებრძოდა. ის არაერთი გადაცემის წამყვანი იყო, თუმცა “გოგიჩა” მაინც ყველას „ბასტი ბუბუთი“ დაამახსოვრდა.

მეტი...

კითხვები გიორგი გახარიას

შს მინისტრის გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლა შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ამ დრომდე ვერ მოხერხდა, თუმცა, დეპუტატებს იმედი აქვთ, რომ მინისტრი პარლამენტში მივა და მათ ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხებს. როგორც პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, მას, მინისტრთან რამდენიმე კითხვა აქვს. „ვითხოვ მინისტრის პარლამენტში მოსვლას, რადგან სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა მაქვს. იმ ღამესთან დაკავშირებით გარკვეული სურათი სახეზეა, თუმცა, გასარკვევია, რატომ ჩატარდა სპეც ოპერაცია ამ ფორმით, რატომ მოხდა რეზინის ტყვიების გამოყენება, საერთოდ, რატომ დადგა ტყვიების საჭიროება და რატომ გვაქვს, რისთვის გვჭირდება აღჭურვილობაში ამდაგვარი ტყვიები?“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მეტი...

„პრო-რუსის“ ძახილი, აქციები და მუსიკის მოსმენა, ვერც დეოკუპაციას მოგვიტანს და ვერც კრიზისიდან გამოგვიყვანს“ – ბექა ნაცვლიშვილი

„დღეს, პოლიტიკა არის ადამიანების მანიპულაციის ხელოვნება, განსაკუთრებით, საქართველოში. პოლიტიკურ დღის წესრიგს ვინც განსაზღვრავს, შესაბამისად ის იგებს. ეს არ ნიშნავს, იმას რომ ეს ჩვენს მოქალაქეებზე კარგად აისახება“ – აცხადებს დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ და „ნაცებისა“ და „ევრო ნაცების“ მორალურ უპირატესობაზე საუბრობს. როგორც დეპუტატმა განაცხადა, არავის უნდა ჰქონდეს უფლება ულტიმატუმის ენით საუბრობდეს და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებდეს. „კარგად არის დღის წესრიგი დაყენებული „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევრო ნაცების“ მხრიდან. მათ გარკვეული თვალსაზრისით მორალური უპირატესობა მოიპოვეს თითქოს იმით, რომ ისინი გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ. თუ გვინდა, სამართლებრივ სახელმწიფოში ვიცხოვროთ და ჩამოვყალიბდეთ როგორც სახელმწიფო, ამის…

მეტი...

„გახარიას პასუხისმგებლობა თავიდანვე რომ აეღო, ძალიან დიდი გამარჯვება იქნებოდა“ – ბექა ნაცვლიშვილი

„ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. თუ გამოძიებისას გამოიკვეთა, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, იმ პოლიტიკური ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს, ვინც ამაში იყვნენ ჩართულები“ – აღნიშნულ განცხადება პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრც მთავარში“ გააკეთა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პასუხისმგებლობას არც სამართალდამცველები უნდა გაექცნენ თუ გამოძიების პროცესში მათი ბრალეულობა დადგინდება. „ასევე, უნდა დადგინდეს, იყო თუ არა გადაცდომები კონკრეტული პოლიციელების მხრიდან. აუცილებელია პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამოკვეთა და ამიტომ არის საჭირო გამოძიების ჩატარება. გამოძიბაში ჩართულია სახალხო დამცველი და ეს გვაძლევს საფუძველს, რომ არ წარიმართება მიკერძოებულად. გიორგი გახარიას ვიცნობ ძალიან კარგად, ის არის ძალიან…

მეტი...

ბათუმის სასპორტო სკოლამ ოქროს, ბრინჯაოს და ვერცხლის მედლები მოიპოვა

ბათუმის სასპორტო სკოლამ, ხმლით ფარიკაობაში, სამი სინჯის მედალი – 4 ოქრო, ერთი ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვა. ჩემპიონის ტიტული ლაშა კუჭუხიძემ მოირგო. იგი ფინალურ შეხვედრაში თბილისელ ლუკა ლომინაძეს შეხვდა და 15 :14 სძლია მოწინააღმდეგეს. მესამე საპრიოზო ადგილს კი ლუკა კუჭუხიძე დასჯერდა. რაპირით ფარიკაობა: ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ორი ბათუმელი– ირაკლი მიქელაძე და ლუკა კეჟერაძე დაუპირისპირდა, სადაც ამ უკანასკნელმა ანგარიშით 15:8 სძლია მეტოქეს და ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა. დაშნით ფარიკაობა:  პატარა ასაკში, გოგონათა შორის, ევა აგამიანი ტურნირის გამარჯვებული გახდა. მან ფინალურ შეხვედრაში ზესტაფონელი გურანდა ჭუმბურიძე დაამარცხა და დავით ხიტირის სახელობის დიპლომით დაჯილდოვდა. მწვრთნელი გიორგი…

მეტი...

მეფე ერეკლე II-ის  მეუღლის “საჩინო” რესტავრირდება

მეფე ერეკლე II-ის  მეუღლის – დარეჯან დედოფლის  სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი დაიწყო. პროექტის მიხედვით, მოწესრიგდება ეზო, გამაგრდება გალავანი, აღდგება ერეკლე მეფის აბანო და  გამაგრდება ეზოში არსებული ტაძარი. დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის  2 მილიონ ლარამდე (1 997 851 ლარი) თანხაა განსაზღვრული, სამუშაოები 16 თვეში უნდა დასრულდეს. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სასახლის გალავანი იშლება, რომელსაც მიწისქვეშა წყალი აზიანებს.   „ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ტერიტორია იყოს ერთ-ერთი საუკეთესო და მაღალ დონეზე რეაბილიტირებული. ტურისტულად საკმაოდ მიმზიდველი ადგილია. ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს ამ სასახლეს. ზოგადად, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მსგავსი სივრცეების მოვლა-პატრონობა…

მეტი...

ან შეკრება ჟენევაში, ან შეიარაღების გაზრდა და ომი – ასეთია კარასინის გზავნილი

რუსეთის საგარეო უწყების მეორე პირი, გრიგორი კარასინი ჟენევის ფორმატის ალტერნატივად შეიარაღების გაზრდასა და ომს განიხილავს. როგორც მან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სხვა, მესამე ალტერნატივა არ არსებობს. „სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ეს ერთადერთი ფორმატია, რომლის ფარგლებშიც ვხვდებით საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს. სხვა, დამატებითი ფორმატი არ არსებობს. ან უნდა შევიკრიბოთ ჟენევაში, ან გავზარდოთ შეიარაღებული ძალები და ვიომოთ. ამას უხეშად ვამბობ“ – აღნიშნა გრიგორი კარასინმა. შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში,…

მეტი...

საგარეო უწყება ჟენევის შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს  

2-3 ივლისს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე შეხვედრასთან დაკავშირებით, საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე,  ერთ-ერთი მთავარი აქცენტი საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვასა და იმ მძიმე რეალობაზე გაკეთდა, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს.  „მოლაპარაკებების ფარგლებში, საქართველოს წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ გამოწვევებზე, რაც წარმოადგენს რუსეთის უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების შედეგს. ქართველმა მონაწილეებმა დასვეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო მილიტარიზაციისა და სამხედრო წვრთნების გააქტიურების საკითხი. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების…

მეტი...