06:19 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოს დროით 06:19 საათზე მიწისძვრა დაფიქსირდა. „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის“ ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნინოწმინდაში დაფიქსირდა. მისი სიმძლავრე კი 3.1 მაგნიტუდა იყო.

“დღეს, თბილისის დროით 06:19 საათზე, ნინოწმინდაში, სოფელ ფოკასთან 3.1(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები