უკრაინის პრეზიდენტმა, იულია სუსლიაკის საქმეზე საქართველოში თავისი წარმომადგენელი გამოგზავნა

უკრაინის სახელმწიფო, საკუთარი მოქალაქეების დასაცავად საქართველოში დელეგაციას აგზავნის. საქმე ეხება არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებული 37 წლის იულია სუსლიაკს და მის 10 შვილს. უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელინსკიმ, საქართველოში საკუთარი წარმომადგენელიც კი გამოგზავნა. პრეზიდენტის წარმომადგენელი, უკრაინის სახელმწიფოს სოციალური მუშაკი, უკრაინელი ექიმ-პედიატრი, ბავშვების ორივე ბებია დედის და მამის მხრიდან, საქართველოში არიან. უკრაინის მხარე იულია სუსლიაკის უდანაშაულობას ამტკიცებს და აღკვეთის ღონისძიებას აპროტესტებს, ასევე ბავშვების უკრაინაში დაბრუნებას ითხოვენ. აღნიშნულ სკანდალურ თემასთან დაკავშირებით, უკრაინის დელეგაციის წევრები და იულია სუსლიაკის ინტერესების დამცველი, ხვალ 11:30 საათზე, „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. დელეგაციას ხელმძღვანელობს უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილი წარმომადგენელი…

მეტი...

“პასპორტი უკანონოდ ჩამოართვეს და დავუბრუნე, სულ ეს იყო“-ზელენსკი სააკაშვილზე

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, პოლიტიკური გეგემები არ აქვს. როგორც უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტრმა ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინულ ტელეკომპანია „1+1“-თან ინტერვიუში განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პასპორტი უკანონოდ ჰქონდა ჩამორთმეული. „არა, პოლიტიკური გეგმები არ არის. გეგმები იყო მარტივი და ადამიანური. მე პრესას დავპირდი, ვთქვი და მიმაჩნია, რომ მას პასპორტი უკანონოდ ჩამოართვეს და უბრალოდ, დავუბრუნე, სულ ეს იყო“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 28 მაისს აღუდგინა.

მეტი...

დავით ჭიჭინაძის “ტრიბუნა” მიმდინარე თვეს დაფუძნდება

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პოლიტიკურ მოძრაობა „ტრიბუნას“ აფუძნებს. როგორც დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, პოლიტიკური მოძრაობის შექმნის თაობაზე განცხადების გაკეთებას 22 ივნისს გეგმავს. დავით ჭიჭინაძე ახალი პოლიტიკური მოძრაობით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აპირებს მომზადებას.

მეტი...

მიხეილ კალანდიას სასჯელი 13-დან 17-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდიას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. მიხეილ კალანდიას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით. აღნიშნული დანაშაული, ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას, ვადით 13-დან 17 წლამდე . საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია მოსამართლის განჩინებით გუშინ დააკავა. მიხეილ კალანდიას დაკავების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, მიჰყევით ბმულს: http://mcm.ge/

მეტი...

„ესპანეთი საქართველოს საქმეებში არ ჩარეულა და არც ის უთქვამს, გინდა თუ არა, თქვენი მეფე ხუანი უნდა იყოსო“

„ადამიანი ცხოვრობს ძალიან პრივატული ცხოვრების წესით, არავის აწუხებს, არავის ეჩხირება თვალში უშნოდ და არც იმას იძახის, გინდა თუ არა, მეფედ უნდა მაკურთხოთ-ო“ – ასე პასუხობს დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ინტერესების დამცველი ლევან ჩხეიძე „სამეფო კლუბს“ რომელმაც დავით ბაგრატიონი გააკრიტიკა და ტახტის მემკვიდრეობიდან „ჩამოწერა“. მისი თქმით, „სამეფო კლუბი“ მონარქიის აღდგენის მომხრეა, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტახტის მემკვიდრის კანდიდატურა საზოგადოების თავად შესთავაზოს. „ეს არის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლესაც აქვს თავისი ხედვები და მხარს უჭერს მონარქიის აღდგენა. დავით ბაგრატიონი ცხოვრობს ძალიან პრივატული ცხოვრების წესით, არავის არ აწუხებს, არავის არ ეჩხირება უშნოდ თვალში. უნდა,…

მეტი...

თბილისის 6 მუნიციპალიტეტში საბავშო ბაღები შენდება

2019 წლის ოქტომბრიდან დედაქალაქის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს ხუთი საბავშვო ბაღი შეემატება. საბავშო ბაღები, გლდანის მეექვსე და მერვე მიკრორაიონებში, დიღმის მასივში,  ფონიჭალაში, ისანში და ნავთლუღის ქუჩებზე აშენდება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სიარულს დამატებით, 1 500-მდე ბავშვი შეძლებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახლადაშენებულ საბავშვო ბაღებიში უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, უსაფრთხოების ბადეები, სახანძრო უსაფრთხოება და ა.შ. ამასთან, შენობები ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. „2019 წლის შემოდგომიდან (ოქტომბრიდან) დედაქალაქის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს კიდევ ხუთი საბავშვო ბაღი შეემატება. როგორც იცით, ჩვენ ათი საბავშვო ბაღის მშენებლობა დავაანონსეთ. ხუთი უკვე მშენებლობის…

მეტი...

„ტახტის მემკვიდრე დავით ბაგრატიონია, მის შემდეგ კი უფლისწული გიორგი“ – გაურკვევლობა მონარქის გამო

სამეფო გვარი და არარსებული სამეფო ტახტის ისევ განხილვის თემაა. თუ კონსტიტუციური მონარქიის საკითხი დადგება, ტახტის ერთადერთი დავით ბაგრატიონ-მუხრანელია, მის შემდეგ კი მისი ვაჟი გიორგი, – აცხადებს დავით ბაგრატიონის ინტერესების დამცველი „მედიაცენტრ მთავარში“ და სხვა კანდიდატურას არც განიხილავს. ადვოკატის განცხადებით, არავის აქვს უფლება, ქართველ ერს წესები დაუდგინოს და სამეფო ტახტზე კანდიდატები შესთავაზოს. „ამ ეტაპზე, არანაირ ტახტის მემკვიდრეზე საუბარი არ არის და არც შეიძლება იყოს. პროცესი ამ საქმესთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს. ბატონმა დავითმა, პატარა გიორგის ნათლობაზე ძალიან მკაფიოდ გააკეთა განცხადება. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს ქართველი ხალხის სუვერენულ ნებას. თუ ქართველ ხალხს სურს…

მეტი...

მეტრო 24:00 ნაცვლად 23:00 საათამდე იმუშავებს

ელექტროუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე პირველი ივლისიდან 2020 წლის პირველ ივლისამდე, თბილისის „მეტროპოლიტენი“ 06:00-დან 23:00 საათამდე იმუშავებს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რამდენიმე განახლებული შემადგენლობა კი მგზავრებს უკვე ემსახურება. „დავიწყეთ მუშაობა მეტროს ვაგონების რეაბილიტაციაზე. უკვე რამდენიმე შემადგენლობა რეაბილიტირებულია და მგზავრებს ემსახურება. პროექტი მზად არის, გვყავს კომპანია, რომელიც სამუშაოებს შეასრულებს. ახალი კაბელების საინსტალაციო სამუშაოები პირველ ივლისს დაიწყება.  პროექტი 2020 წლის ივლისში დასრულდება. პროექტის მიმდინარეობისას გარკვეული შეზღუდვების დაწესება მოგვიწევს, რომ კომპანიას და იქ მომუშავე ადამიანებს შესაძლებლობა მიეცეთ, ნორმალურ პირობებში იმუშაონ.…

მეტი...

„ბავშვებთან ანტინარკოტიკული კამპანია თუ არ დავიწყეთ, სისტემა წარმატებული ვერ იქნება“ – ლაშა კილაძე

ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოყენების კუთხით, საქართველოში ვითარება განსაკუთრებით მძიმეა. ნარკოტიკების მოხმარება იზრდება, საპრევენციო ანტინარკოტიკული კამპანია კი დღემდე არ დაწყებულა. როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, ეს თემა დღესვე უნდა დავიწყოთ და რაც შეიძლება ადრეულ ასაკში უნდა მივიდეთ ბავშვებთან. „ანტინარკოტიკული საგანმანათლებლო აქტივობა, პრევენცია-პროფილაქტიკის აუცილებელი ნაწილია. სახელმწიფოს მოვალეობაა უფრო გავაქტიურდეთ და მაქსიმალურად მობილიზიბულები ვიყოთ. ეს არის ძალიან დიდი პირამიდის მწვერვალი. ანტინარკოტიკული სისტემის დამუშავება, მარტივი პროცედურა არ არის. ეს არის დროში გაწერილი პროცედურა. ის, რომ, დღესდღეობით ნარკოტიკების მოხმარება იზრდება, ფაქტია. დღესვე უნდა დავიწყოთ ეს…

მეტი...

„ნარკოტიკების ერთჯერადმა გამოყენებამაც კი, შესაძლოა, ნარკოგენური ფსიქოზი გამოიწვიოს“ – ლაშა კილაძე

მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ახალი ფსიქო-აქტიური ნივთიერებების გამოყენება რჩება. საქართველო, ამ მხრივ, ერთ-ერთი მოწინავეა და მსოფლიოს არაფრით ჩამორჩება. მსოფლიოში ფსიქიკური დაავადებების მაჩვენებელი იზრდება, საქართველო კი ამ მაჩვენებლებს ფეხდაფეხ მიჰყვება. როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, ბოლო კვლევებით, რომელიც საქართველოში ჩატარდა, საკმაოდ საგანგაშო მონაცემები მივიღეთ. „საკმაოდ საგანგაშო მონაცემი იყო, რომ სკოლის მოსწავლეების 10%-ზე მეტს შეხება ჰქონდა ნარკოტიკებთან. დღემდე, მსოფლიოში, გამოწვევად რჩება ახალი ფსიქო-აქტიური ნივთიერებები. განსაკუთრებით აქტუალურია ამფეტამინებით გამოწვეული ფსიქოზები. ამ ნივთიერების ერთჯერადად მიღებამაც კი, შეიძლება, არა მხოლოდ ნარკოგენული ფსიქოზის პროვოცირება მოახდინოს, არამედ, გამოიწვიოს რაიმე…

მეტი...

იაფფასიანი და ყველაზე ბინძური ნარკოტიკი, რომელიც შიზოფრენიას იწვევს

იაფი, ხელმისაწვდომი, დაბინძურებული ნარკოტიკი ე.წ. სირეცი, რომლის მოხმარებაც შიზოფრენიას იწვევს და ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებები, საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ნარკოტიკების მოხმარებასა და ბაზარზე, ოპიოიდების შემცველი ახალ-ახალი პრეპარატების გამოჩენაზე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ „მედიცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „ე.წ. სირეცი, ეს არის საკმაოდ დაბალი ხარისხის ნარევი და ის ძალიან ტრადიციული წარმომადგენელია საქართველოს ნარკოსივრცეზე. რაც შეეხება გაზრდილ მოხმარებას, ბოლო კვლევის მონაცემებით, ამ ტიპის ნარევი ყოველთვის მოწინავე პოზიციაზე იყო და დღესაც აქტუალურია ამ ნივთიერების მოხმარება. ეს არის ოპიოიდი, თავისი მოქმედებით, რომელიც არის დაბალი ხარისხის და საკმაოდ მაღალი ხელმისაწვდომი. ეს არის არაერთგვაროვანი…

მეტი...

კრიმინალები ჩინოვნიკებს შეესივნენ, ამჯერად რუსთავის მერი გაქურდეს

ტრაქტორი, ღვინო და საოჯახო და სამეურნეო ინვენტარი – სულ ეს არის, რაც მძარცველებმა რუსთავის მერის აგარაკიდან წაიღეს. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში მოხდა. ირაკლი ტაბაღუას სახლის გაქურდვის ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მერის ოჯახი სოფელში მხოლოდ დასასვენებლად ჩადის და მუდმივი მაცხოვრებლები არ არიან. როგორც მერის ერთ-ერთმა მეზობელმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მათ სახლის გაქურდვის შესახებ პოლიციის მისვლის შემდეგ გაიგეს. „ძალიან ბევრი პოლიციელი იყო ადგილზე. ზუსტად როდის გაიტანეს ეს ნივთები არ ვიცით. სამუშაო იარაღები, ხელის ტრაქტორი და სხვა ინვენტარი წაუღიათ“ – აღნიშნა ერთ-ერთმა მეზობელმა.…

მეტი...

ბაგრატიონების სამეფო კარზე ისევ დავაა, ტახტის მემკვიდრეობას დიდი და პატარა ბაგრატიონები ეცილებიან

ბაგრატიონებში, ტახტის მემკვიდრესთან დაკავშირებით ისევ დაპირისპირებაა. ამჯერად, ორი შტო ტახტის მემკვიდრეზე ვერ თანხმდება. „სამეფო კლუბის“ ერთი ნაწილი ტახტის მემკვიდრედ პრინც ხუანს ასახელებს, მეორე ნაწილი კი დედოფალ ანასა და დავითის 8 წლის უფლისწულ გიორგის. თავად დავით ბაგრატიონ-მუხრანელის გამეფება გამოირიცხა. „სამეფო კლუბმა“ ის განსახილველი ნუსხიდან იმ მიზეზით ამოიღო, რომ ყოფილ მეუღლესთან დაპირისპირების გამო თავი შეირცხვინა. რაც შეეხება მის მემკვიდრეს, გიორგიზე „სამეფო კლუბის“ ნაწილი უარს იმ მიზეზით ამბობს, რომ ის ჯერ 8 წლისაა და მის გამეფებას მინიმუმ 15 წელი დასჭირდება. „დავით ბაგრატიონის გამეფება გამორიცხულია, მან თავი შეირცხვინა რაც შეეხება მის შვილს, თუ მის…

მეტი...