საკრებულოს წევრის დამცინავი პოსტი უბედური შემთხვევის შემდეგ

აღშფოთებული საზოგადოების ერთი ნაწილი, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის და ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების თავმჯდომარის, ნანა კოსტავას უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. საქმე ეხება, მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ “პოსტს”, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ლაგოდეხში, უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული 16 წლის მოზარდის დას ეხება.  “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი აღწერით გააზიარა ნანა კოსტავამ სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი, სადაც ის თითზე წამოცმული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს.  შექმნილი აჟიოტაჟის პასუხად ნანა კოსტავამ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ სალომეს დის გარდაცვალების შესახებ არ იცოდა. “ჩემო მეგობრებო, ნამდვილად არ ვიცოდი სალომე ბარკერის ოჯახზე თავსდამტყდარი უბედურება….ვუსამძიმრებ მის ოჯახს…

მეტი...

„ერთ-ერთი ბრალდებულის მხრიდან, მატჩის ,,ჩაწყობის“ მიზნით, ჩემთან დაკონტქტება მოხდა“ – ფეხბურთელის აღიარება

გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული გიორგი გეთიაშვილი, რომელსაც სასამართლომ პატიმრობის უზრუნველყოფით 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა, განცხადებას ავრცელებს. „ვიტ ჯორჯიას“ არც ერთ ფეხბურთელს „გარიგებულ მატჩებზე“ თანხა არ აუღია და ,,ბათუმი“ – ,,ვიტ ჯორჯიას“ თამაშის „ჩაწყობის“ მთავარი მიზანი „ვერგაკეთებული თამაშის ვალის“ განულება და შემდეგ შეთანხმებიდან გამოსვლა იყო“ – აცხადებს ფეხბურთელი. “მედიაცენტრი მთავარი” ფეხბურთელის განცხადებას სრულად გთავაზობთ: “თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ „გარიგებული მატჩების“ საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ჩემი კლუბის წევრებს, ფეხბურთის გულშემატკივრებს და ჩემს ახლობლებს. არასდროს მდომებია და შესაბამისად, ჩემი სპორტული შესაძლებლობები არ გამომიყენებია არაკანონიერი ან არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის.…

მეტი...

ემიგრანტებს, მედიის ჩართულობით, ერთ-ერთი პრობლემა მოეხსნათ

„ემიგრანტები საკონსულოს არაკეთილსინდისიერებაზე საუბრობენ და საქმეში საგარეოს აუდიტის ჩართვას ითხვენ“ – ამ სათაურით სტატია „მედიაცენტრ მთავარში“ 14 მაისს გამოქვეყნდა. დღევანდელი მდგომარეობით, როგორც ჩანს, შესაბამისმა უწყებებმა ემიგრანტების მხრიდან წამოსულ პრეტენზიებსა და პრობლემებს ყურადღება მიაქციეს და ვითარება რადიკალურად შეიცვალა. სტატიაში საუბარი იყო იმ სიკეთეზე, რითაც ემიგრანტებს უნდა ესარგებლათ. კერძოდ, იუსტიციის მინისტრის ბრძანებაზე, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები საქართველოს საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტს უფასოდ მიიღებდნენ. ვინაიდან საბერძნეთი ერთ-ერთი ის ქვეყანაა, სადაც ქართული დიასპორის წარმომადგენლები ყველაზე მრავალრიცხოვნად არიან წარმოდგენილები, მინისტრის აღნიშნული აქტით ათასობით საქართველოს მოქალაქე დაინტერესდა, თუმცა, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისგან სერიოზულ პრობლემებს წააწყდნენ.…

მეტი...

ტყის ხანძრის 40% ადამიანის დაუდევრობით ხდება – მაშველები “მთავარში”

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელთა ინფორმაციით, საქართველოში, ტყის ხანძრების 35-40% ადამიანური ფაქტორით ხდება. სეზონურ ხანძარზე, პიკნიკებსა და ტყის მასივებში დასვენების შემდგომ საფრთხეებზე მეხანძრე-მაშველებმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის – დავით გელაშვილის ინფორმაციით, ადამიანები მცირე ხანძრის თუ კვამლის შემთხვევებშიც ოპერატიულად არ მოქმედებენ. „ხანძრის გაჩენას, ძირითადად, ადამიანურ ფაქტორთან მივყავართ. ეს შეიძლება იყოს დაუდევრობა, წინასწარი განზრახვა ან სხვა მიზეზი. არსებობს ასეთი სტატისტიკა, რომ დაახლოებით, ხანძრის 35-40 % ვერ გაკონტროლდა, მაგრამ, არა ჩვენს მიერ, მოსახლეობა მყავს მხედველობაში. არ ხდება დროულად შესაბამისი დანაყოფების მოზიდვა და შეტყობინება. ცდილობენ,…

მეტი...

წმინდა ნინო და სალომე – შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტს აქილიკებს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომ 1 ივნისს წმინდა ნინოს გზა გაიაროს აქილიკებს. “კიდევ კარგი, წმინდა ნინომ არ იცოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი მის გზას დაადგებოდა, თორემ აღარ ჩამოვიდოდა საერთოდ,”- ასე ეხმიანება პოლიტიკოსი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განათლების სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე – “კულტურული მარშრუტები – საქართველო, ევროპა” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ის პილიგრიმობით არის დაინტერესებული და 1 ივნისს, წმინდა ნინოს გზის გავლას აპირებს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, წმინდა ნინოს გზასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე: http://mcm.ge

მეტი...

ტრაგედია უნგრეთში -კატარღების შეჯახებისას ტურისტები დაიღუპნენ

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, მდინარე დუნაის სანაპიროზე,  ტურისტებით სავსე ორი გემი ერთმანეთს შეეჯახა და ჩაიძირა. BBC-ის ინფორმაციით, 7 ადამიანი დაიღუპა. ხოლო, 19 ჯერ კიდევ ეძებენ. ერთ-ერთ გემზე 30-მდე ტურისტი იმყოფებოდა. ტურისტების უმრავლესობა სამხრეთ კორეადან არიან. როგორც უნგრეთის ადგილობრივი მედია იუწყება, წვიმების გამო, მდინარე აჩქარებულია. სამაშველო სამუშაოებს ხელს კი, ძლიერი წვიმა უშლის.  მაშვლების ინფორმაციით, მდინარის ძლიერი დინების გამო, დაკარგულების ძებნა გართულებულია და მათი გადარჩენის შანსი დაბალი.  ადგილზე მობილიზებულია, კატარღები, მყვინთავები, სპეცრაზმი. მდინარის გასწვრივ, რამდენიმე კილომეტრზე რადარებით დაკვირვება მიმდინარეობს.  სამხრეთ კორეის ხელისუფლება, უნგრეთში, ოფიციალური პირების გაგზავნას გეგმავს.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რადაში შესასვლელად ემზადება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, ის უკრაინაში მშვიდობისთვისა და სამართლიანობისთვის ჩავიდა. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მას პოლიტიკურ თანამდებობაზე ამბიცია არ აქვს და თანამდებობის დაკავებას არ აპირებს. სააკაშვილის თანაგუნდელი კი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი რადას არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ყოფილი პროკურორი, უკრაინის პროკურორის ყოფილი მოადგილე, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი და პარტია „ახალი ძალების მოძრაობა-ს“ ხელმძღვანელი დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს სრული უფლება აქვს პოლიტიკაში ჩაერთოს. „პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ მონაწილეობას მიიღებს რადას ვადამდელ არჩევნებში. ჩვენ გვაქვს არჩევნებში მონაწილეობის ლეგიტიმური უფლება და ამ უფლებას გამოვიყენებთ, დავიცავთ იმ ფილოსოფიას და პროექტებს, რომლის განხორციელებაც გვინდა…

მეტი...

სანქცია მძღოლებისთვის – ახალი 100 ლარიანი ჯარიმა

საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დაამტკიცა, რომლითაც, მძღოლების მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ახალი ჯარა წესდება. ე.წ. BUS LANE-ზე მოძრაობა, გაჩერება ან დგომისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება. სანქცია ველო ბილიკებსაც ეხება. კერძოდ, ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, გაჩერება ან დგომა 50 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

მეტი...