„სააკაშვილმა მეგრულადაც, რომ დაიწყოს საუბარი, მაინც არაფერი უშველით, ჩვენ ვიმარჯვებთ“ – ირაკლი ჩიქოვანი

“ქართული ოცნება” კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლითაც მათი კანდიდატი 12%-ით იმარჯვებს. „ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია ,,ეი სი თი“-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია 12%-ით იმარჯვებს“ – ამის შესახებ განცხადება სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, “ქართული ოცნების” ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა. როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, სააკაშვილმა მეგრულადაც რომ დაიწყოს ლაპარაკი, არაფერი უშველის. „ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორც მათ განაცხადეს, ზუგდიდში ჩამოდის 5000 დამკვირვებელი, მათგან 3000 კი სხვადსხვა საფარს ქვეშ იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა დონის კომისიებში, მათ შორის საუბნო კომისიებშიც. ნათელია, რომ ამ რაოდენობის ადამიანი, რომელიც ჩამოსულია…

მეტი...

“ქართული ოცნება” “ჯორჯიან მანგანეზს” აფრთხილებს

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლიდერები ჭიათურაში, გაფიცულ მაღაროებს შეხვდნენ. ისინი “ჯორჯიან მანგანეზს” მიმართავენ და მოუწოდებენ პრობლემებზე რეაგირება მოახდინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეაგირებას თავად მოახდენენ. „დღეს ჭიათურაში შევხვდით გაფიცულ მაღაროელებს და მოვისმინეთ მათი მოთხოვნები. შეუძლებელია, ვინმემ მოუსმინოს ამ ადამიანებს და გულგრილი დარჩეს მათი პრობლემების მიმართ. ჩვენ მოვუწოდეთ კომპანია “ჯორჯიან მანგანეზს”, მოესმინათ მაღაროელებისთვის და მიეღოთ ზომები მათი სამართლიანი მოთხოვნების შესასრულებლად. სამწუხაროა, რომ დღევანდელი მოლაპარაკება შეთანხმებით ვერ დასრულდა. მოვუწოდებთ კომპანიის ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ განაგრძონ მოლაპარაკებები, გაითვალისწინონ გაფიცულთა ყველა სამართლიანი მოთხოვნა და დაიწყონ ზრუნვა მათი სოციალური და შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე. თუ მომდევნო დღეებში მოლაპარაკებები…

მეტი...

„ახალგაზრდებმა ქვეყნის ისტორია უნდა იცოდნენ, რომ სწორი დასკვნები გააკეთონ“ – სიმონ ნოზაძე

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ ინიციატივით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე სტუდენტური პარლამენტის წევრებმა საქართველოს დამოუკიდებლობის ასპექტებზე საკუთარი მოხსენებები წარმოადგინეს. მათი გამოსვლები შეეხებოდა ქართული საზოგადოების მდგომარეობას დემოკრატიული რესპუბლიკის სათავეებთან; საქართველოს პარლამენტის ისტორიას; დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკურ მდგომარეობას; იმ პერიოდის საქართველოს სამხედრო პოლიტიკას და კონფლიქტებს; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პოლიტიკურ შეცდომებს და დამოუკიდებლობის დაკარგვის მიზეზებსა და ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძემ აღნიშნა, ახალგაზრდებმა ქვეყნის ისტორია უნდა იცოდნენ, რომ სწორი დასკვნები გააკეთონ: „ჩემი მიზანია, თანამედროვე თაობა,…

მეტი...

„დაუჩოქეთ დღეს, დაიჩოქეთ მათ წინაშე და სთხოვეთ ლოცვა- კურთხევა“ – კათოლიკოს პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს მოსახლეობას მიმართავს და სთხოვს, მშობლებს დაუჩოქონ და ლოცვა კურთხევა სთხოვონ. “უფალი ბრძანებს, პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა. მივმართავ ყველას, რომელთაც ჰყავთ დედა და მამა, ან ერთ-ერთი მაინც, დაუჩოქეთ დღეს, დაიჩოქეთ იმათ წინაშე და სთხოვეთ ლოცვა- კურთხევა. დედისა და მამის ლოცვა-კურთხევა ქმნის სასწაულს, სასწაულს ნახავთ თქვენს ცხოვრებაში, ბედნიერი იქნებით. გახსოვდეთ, რომ ოჯახი ბედნიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კანონიერი ოჯახია, კანონიერი ოჯახი შედგება მამაკაცისა და დედაკაცისგან, ბედნიერი იყავით, ბედნიერი იყოს…

მეტი...

„ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ე.წ. კოჰაბიტაცია, მე არ მოვერიდები ამის თქმას“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივნის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა კოჰაბიტაცია. ეს გზავნილი მან ზესტაფონში, მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის მთავარ გამოწვევად კი სიღარიბე და უმუშევრობა დაასახელა. „ჩვენ კარგად გვესმის, რომ მთავარი პრობლემა, მთავარი გამოწვევა ჩვენი ხალხის წინაშე – ეს არის სიღარიბე, უმუშევრობა, მძიმე სოციალური ფონი და ჩვენი ეკონომიური ვითარება, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა. ეს, რა თქმა უნდა, არ დაწყებულა არც 2012 წელს და არც 2016 წელს. მე შემთხვევით არ მიხსენებია ეს წლები. 2012 წელს ჩვენ თქვენთან ერთად, სწორედ შეუპოვარი ხალხის მხარდაჭერით შევძელით შეუძლებელი, ჩვენი პარტიის…

მეტი...

აფხაზური მედიის ინფორმაციით, აფხაზეთში ყოფილი მაღალჩინოსნები, ძებნილი ახალაია და უდესიანი იმყოფება

გენერალი და ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ლევან ნიკოლეიშვილი სახელმწიფოს მიმართავს, ზუგდიდის არჩევნებში რუსული სცენარის განვითარების თავიდან ასაცილებლად, ყველაფერი გააკეთოს. საუბარია, აფხაზურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც ძებნილები არიან, ამჟამად აფხაზეთში იმყოფებიან, საიდანაც ზუგდიდის მერობის არჩევნებში ჩართვას გეგმავენ. გია უდესიანი და დათა ახალაია – ეს გვარები ლევან ნიკოლეიშვილმა აფხაზური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ამოიკითხა და შესაძლო პროვოკაციაზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „სახელმწიფოს და შესაბამის ორგანოებს სრული საშუალება აქვს, შესაძლო რუსული სცენარების პრევენცია მაქსიმალურად მოახდინონ. საუბარია სახელმწიფო ინტერესების დაცვაზე. ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესები, ეს არის სახელმწიფო ინტერესების…

მეტი...

გენერალ ნიკოლეიშვილის ინფორმაციით, ახალაია-უდესიანის ორგანიზებით, ზუგდიდში დესტრუქციული ჯგუფების შემოყვანა იგეგმება

„სახელმწიფოს ქმედება არ მომწონს, მოახდინონ რეაგირება“ – ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ლევან ნიკოლეიშვილი აფხაზეთიდან დესტრუქციული ჯგუფების შესაძლო შემოყვანაზე საუბრობს და ხელისუფლებას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს. მისი ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები დათა ახალაია და გია უდესიანი იმყოფებიან, რომლებიც ზუგდიდში, არჩევნებისთვის დესტრუქციული ჯგუფების შემოყვანას გეგმავენ. „აფხაზ ინფომ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ადამიანები, რომლებიც ძებნილები არიან – გია უდესიანი და დათა ახალაია. მათი მცდელობაა, გარკვეული გავლენა მოახდინონ ზუგდიდში მიმდინარე არჩევნებზე. ერთია, რომ გადმოიყვანონ გარკვეული ადამიანთა ჯგუფები და მათ მიაცემინონ ხმა მათი კანდიდატის სასარგებლოდ და მეორე – მოახდინონ…

მეტი...

დათა ახალაია და გია უდესიანი აფხაზეთში იმყოფებიან

ექსპერტ ლევან ნიკოლეიშვილის ინფორმაციით, დათა ახალაია და გია უდესიანი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. მისივე ინფორმაციით, ისინი, ზუგდიდის მერის არჩევნებში ჩართვას სწორედ ოკუპირებული ტერიტორიიდან გეგმავენ. სავარაუდოდ, საუბარია გარკვეული ე.წ. საზღვარზე დესტრუქციული ძალების გადმოყვანასა და პროვოკაციების მოწყობაზე. ამ თემაზე ლევან ნიკოლეიშვილი ამ წუთებში “მედიაცენტრ მთავარში” პრესკონფერენციას მართავს.

მეტი...

„ჰესების მშენებლობას აუცილებლად გავაგრძელებთ“ – მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ საქართველოში ჰესების მშენებლობა გაგრძელდება, თუმცა ერთი პირობით: „აუცილებლად გავაგრძელებთ ჰესების მშენებლობას ისე, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები ყოველთვის იყოს დაცული და ნებისმიერი პროექტი უმაღლეს ეკოლოგიურ სტანდარტებს შეესაბამებოდეს“, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა “კურორტ გოდერძიზე”, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა. მისივე შეფასებით, ქვეყანას სჭირდება ეკონომიკის განვითარება, რისთვისაც საჭიროა მეტი ელექტროენერგია. „ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის განვითარება, ეკონომიკის განვითარებას სჭირდება მეტი ელექტროენერგია. ეს არის ძალიან მარტივი პრინციპი, როგორ ხდება ეკონომიკის განვითარება. ამავე დროს, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი და უმაღლესი ეკოლოგიური სტანდარტის…

მეტი...

საკრებულოს წევრი პროკურატურაში ისევ დაიბარეს

ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით, ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში, საკრებულოს წევრის – გია დანელიას ხელმეორედ გამოკითხვა მიმდინარეობს. დანელია ფარულ ჩანაწერში არსებულ დავალებებს ფაბრიკაციას უწოდებს “ჩანაწერი ფაბრიკაცია, მონტაჟია და არ შეესაბამება რეალობას. 2017 წელს, ანუ 2 წლის წინ, საუბარი მქონდა ერთ-ერთ პიროვნებასთან, კონკრეტულად ბაადურ რაფავასთან. ვფიქრობ, რომ ჩვენი ჩანაწერი, სავარაუდოდ, მის მიერაა გაკეთებული. მას მოვუწოდებ, თქვას სიმართლე, რაზე იყო საუბარი”, – განაცხადა დანელიამ პროკურატურაში შესვლამდე. შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ გამოძიება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე დაიწყო. საქმე ეხება ფარულ ჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ, გია დანელია მეორე ადამიანს არჩევნების ყველა შესაძლო მეთოდებით მოგებაზე…

მეტი...

„საქართველოში ოჯახს ყოველთვის ჰქონდა მნიშვნელოვანი როლი და მომავალშიც ასე იქნება“ – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ოჯახი და შესაბამისად, ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში მნიშვნელოვანი ფასეულობაა და ყოველთვის ასე დარჩება. „საქართველოში ოჯახს და ოჯახურ ფასეულობებს ყოველთვის ჰქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, ეს ასე იყო, არის და მომავალშიც ასე იქნება“, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, ჟურნალისტების მიერ 17 მაისთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში ნებისმიერი მოქალაქის უფლება კანონით დაცულია: „ჩვენს ქვეყანაში, ნებისმიერი მოქალაქის უფლება არის დაცული კანონით. საქართველოში ოჯახს და ოჯახურ ფასეულობებს ყოველთვის ჰქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი როლი. ეს ასე იყო, არის და მომავალშიც ასე იქნება“. შეგახსენებთ, რომ დღეს,…

მეტი...

არჩილ თალაკვაძის ინფორმაცით, ნაციონალები ზუგდიდში ზონდერების მობილიზაციას ახდენენ

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის არჩილ თალაკვაძეს განცხადებით, ზუგდიდში წინასწარი მონაცემებით მმართველი გუნდის კანდიდატი გიორგი შენგელია ლიდერობს, რის გამოც “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო კამპანიაში დაძაბულობამ იმატა. როგორც ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ზუგდიდში, “ნაციონალურ მოძრაობას” პროვოკაციის მოსაწყობად ზონდერები ჰყავს ჩამოყვანილი. „არჩევნებამდე დარჩა 2 დღე და ხედავთ, რომ ოპოზიციის მთავარ სამიზნედ ამ შუალედურ არჩევნებზე არის შერჩეული ზუგდიდი. ჩვენ ხელთ არსებული ყველა მონაცემით, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან შეხვედრებისა და კარდაკარის მიხედვით, ჩვენს კანდიდატს გეგა შენგელიას, მაღალი აქტივობის შემთხვევაში, აქვს პირველივე ტურში გამარჯვების შესაძლებლობა.”ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს მობილიზებული ბევრი აქტივისტი ზუგდიდში და ჩვენი ინფორმაციით, ისინი…

მეტი...

„სალომემ და სანდრამ, ზვიად გამსახურდიაზე წარმოდგენა გულწრფელად შეიცვალეს“ – კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდიას შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის და ზუგდიდის მერობის კანდიდატის – სანდრა რულოვსის შეხედულებები ზვიად გამსახურდიაზე ნამდვილად შეიცვალა. კონსტანტინე გამსახურდიას სჯერა, რომ დასახელებული ქალბატონების აღიარება გულწრფელია. აღნიშნული განცხადება კონსტანტინე გამსახურდიამ „მედიაცენტრ მთავართან“ გააკეთა. „დარწმუნებული ვარ, სანდრა რულოვსმა გულწრფელად შეიცვალა პოზიცია და ის იმას არ ფიქრობს, რასაც ზვიად გამსახურდიაზე ადრე ფიქრობდა. მეტსაც გეტყვით, სალომე ზურაბიშვილზეც ასე ვფიქრობ. სალომე ზურაბიშვილიც, 1992 წელში ფიქრობდა სხვანაირად, თუმცა, პოზიცია მანაც შეიცვალა. მე არ მინდა ეჭვი შევიტანო სანდრა რულოვსში და სალომე ზურაბიშვილის გულწრფელობაში. ამ შემთხვევაში ორივე ქალბატონი არის გულწრფელი. მე სიცრუის დეტექტორი არ დამიყენებია, მაგრამ ვენდობი ამ…

მეტი...

„შეწყვიტეთ ზვიად გამსახურდიას სახელის პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება“ – კონსტანტინე გამსახურდია

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია, პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ზვიადის სახელის გამოყენებას ამორალურს უწოდებს და ყველას მიმართავს, პოლიტიკურმა ბანაკებმა ზვიადის სახელის ხსენება შეწყვიტონ. ზუგდიდის მერის არჩევნებსა და ზვიად გამსახურდიას სახლის გამოყენებაზე, კონსტანტინე გამსახურდიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „ზვიად გამსახურდიას სახელს, უკანასკნელ ხანებში, საკმაოდ ხშირად ახსენებენ. ვგულისხმობ საარჩევნო ბატალიებსა და დაპირისპირებას, როცა მხარეები ერთმანეთს ზვიადის სიყვარულში ეჯიბრებიან. ზვიად გამსახურდიას სახელი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის არც ერთმა მხარემ უნდა გამოიყენოს. არც დაჯგუფებამ და არც ინტერესთა ჯგუფმა. ზვიად გამსახურდიას სახელს მის მიერ აღსრულებული საქმეები იცავს, მას საქართველოს ერთიანობის საერთო…

მეტი...

ტყეში ხანძრის დანთება პატიმრობას ითვალისწინებს – გაფრთხილება მოსახლეობას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით, მოუწოდებს მოსახლეობას  დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომელიც  ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად  გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე, ხოლო ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში,  კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე. როგორც ეროვნულ სატყეო სააგენტოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს,  საქართველოს მასშტაბით, ხანძარსაშიში უბნებსა…

მეტი...

ექსკლუზივი: საბერძნეთში 29 წლის გოგო ტყავის ქამრით გაგუდეს – მკვლელობის ახალი დეტალები

საბერძნეთში მომხდარი საშინელი მკვლელობის ისტორიის შესახებ „მედიაცენტრმა მთავარმა“ ახალი დეტალები გაარკვია. როგორც მოკლული ახალგაზრდა ქალის – ქეთი სუთიძის ახლობლები აცხადებენ, ის ტყავის ქამრით არის გაგუდული, ქამარი კი საწოლის ქვეშ შეგდებული იპოვეს. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია მისივე ყოფილი მეუღლე. „ჩემი ქეთუსია აღარ მყავს, ჩემო საცოდავო, ტანჯულო მე შენზე წარსულში ვერასოდეს ვილაპარაკებ ჩემო ბავშობავ ..ჩემო ხალისიანო მხიარულო და კეთილო, შენ ასეთი წამებით სიკვდილის ღირსი არ იყავი არააა….. რა ვუყოთ კესოს, როდესაც ერთ წუთსაც არ იშორებდი გვერდიდან ბავშვებზე სიგიჟემდე შეყვარებული დედა იყავი. ყველა პასუხს აგებს შენს და შენი ორი ანგელოზის წინაშე, ღმერთი დიდია და…

მეტი...

„სამხედრო შენაერთებიც რომ ჩამოიყვანონ, ლგბტ აღლუმი არ ჩატარდება“

სამოქალაქო აქტივისტები, ორგანიზაციები და საქართველოს რიგითი მოქალაქეები, ამჯერად, მობილიზაციას 18 ივნისისთვის აცხადებენ. როგორც „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, რომელი დიპლომატიც არ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, არანაირი „გეი პრაიდი“ არ ჩატარდება. „რაც არ უნდა მოხდეს, ვინც არ უნდა იყოს და რა ძალაც არ უნდა წამოვიდეს ჩვენს წინააღმდეგ, სამხედრო შენაერთებიც რომ ჩამოიყვანონ უცხოეთიდან,  ლგბტ გეი აღლუმი საქართველოში ვერ და არ ჩატარდება. ეს უნდა გაითავისოს ყველმა. მე მინდა თავად ლგბტ ადამიანებს მივმართო, მათ ინტერესებშიც არ შედის ესეთი პროვოკაციები. ეს ადამიანები, რომლებიც ამ ლგბტ პრაიდს გეგმავენ არანაირად არ არიან დაინტერესებული მათი დაცვით. ისინი…

მეტი...

„არ ღირს ამ ზეიმის დემორალიზება, ეკლესია ძალადობას ემიჯნება“ – დეკანოზი 17 მაისზე

17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ. საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებები 17:00 საათზე დაიწყება. საქართველოს საპატრიარქო შესაძლო ექსცესებზე საუბრობს და ყველას შეახსენებს, რომ ძალადობა ყველაზე დიდი ცოდვაა. როგორც დეკანოზმა გიორგიმ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, პროვოკაციებისგან არავინაა დაცული. „ეკლესია ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება . ძალადობა არის ძალიან მძიმე ცოდვა, ეს იქნება სიტყვიერი თუ ფიზიკური ძალადობა. რაც შეეხება ექსცესებს, რომელიც შესაძლოა განვითარდეს, ღმერთმა არ ქნას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამისაგან ვერავინ ვიქნებით დაზღვეულნი. ჩვენ ხშირად ეკლესიისგან ვითხოვთ იმას, რაც აბსოლუტურად სცილდება მის კომპეტენციას. ეკლესიის მისია დედამიწაზე არის ერთადერთი – ღვთის სიტყვის ქადაგება და მასთან…

მეტი...