„სუფთა რეგიონი“, „სუფთა ქალქი“, „სუფთა ეზო“ – კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ყველაზე „სუფთა რეგიონი“, „სუფთა მუნიციპალიტეტი“, „სუფთა ქალაქი/დაბა“, „სუფთა სოფლი/თემი“, „სუფთა ქუჩა“, „ლამაზი ეზო“ და „ლამაზი აივანი“ – ეს ის ნომინაციების, რომელთა გამარჯვებულები გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ კიდეც. ღონისძიება „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები“, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ქ. თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა. 2018 წელის „სუფთა რეგიონის“ კონკურსის გამარჯვებულები არიან: ნომინაცია „სუფთა რეგიონი“ – კახეთის რეგიონი. ჯილდო კახეთის სახელმწიფო-რწმუნებულს გუბერნატორს ირაკლი ქადაგიშვილს გადასცა, შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოსა და სომხეთში ულრიკ ტიდესტრომმა; ნიომინაცია „სუფთა ქალაქი“ – ქ. ზუგდიდი – ჯილდო…

მეტი...

“ცარიელი ქვაბების” პროტესტი გარდაუვალია – ირმა ინაშვილი

პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ირმა ინაშვილი, საგანგაშოს უწოდებს ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობას და არ გამორიცხავს, ხელისუფლების წინააღმდეგ “ცარიელი ქვაბების პროტესტი” დაიწყოს.   როგორც ირმა ინაშვილი აცხადებს, პირველი თებერვლიდან საზოგადოებას, მისი პარტიის მიერ შემუშავებული ღონისძიებების სქემას გააცნობს და ხელისუფლებას მის აღსრულებას შესთავაზებს, რომელიც ქვეყანაში სიღარიბის დასაძლევად არის საჭირო.  მისივე თქმით, იმ ფონზე, როცა სამინისტროები საბიუჯეტო სახსრებს ვერ ითვისებენ, მინისტრები კი, ჭკვიანური ჰაბიტუსით მხოლოდ პროგრესზე საუბრობენ, რიგითი მოქალაქეების მაცივრები მასობრივად ცარიელია, არ ჩანს ეკონომიკური ზრდა.  “12 წლის ბავშვი, ჯართის შესაგროვებლად მიდის და უბედური შემთხვევისას იღუპება. დალხენილი ოჯახის შვილი…

მეტი...

ვილნიუსი – თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები ამოქმედდება

​ლიეტუვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელისის განცხადებით, აპრილიდან ამოქმედდება პირდაპირი ავიარეისები ვილნიუსი-თბილისის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის და ბიზნესკავშირების განვითარებას.   ​ლიეტუვას ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სტუმრობს. ეს პრემიერის რანგში, ბახტაძის პირველი ვიზიტია მეგობარ ქვეყანაში.   როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საულიუს სკვერნელისიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ლიეტუვა მრავალი წელია, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოსთან ურთიერთობებს და ამ კურსის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს. ამ ქვეყნის ხელისუფლება საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის მისწრაფებას ევროკავშირისა და ნატო-სკენ ყოველთვის უჭერდა მხარს და მომავალშიც ასე გაგრძელდება.  “მიმდინარე წელს ჩვენ აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს. ჩვენი დიპლომატიური ისტორია 550 წელზე მეტს…

მეტი...

„მაგთიკომმა“ და „სილქნეტმა” ტარიფის ზრდა უნდა შეაჩერონ – კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე   აბონენტებისთვის ტარიფის გაზრდის არანაირი წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად “მაგთიკომსა” და “სილქნეტს” მიმართავენ ტარიფების ზრდა შეაჩერონ.  ​როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, მათ კანონით მინიჭებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია, იმისთვის, რომ კომპანიების მიერ მიღებულ არაკანონზომიერ გადაწყვეტილებებზე უმკაცრესი რეაგირება მოახდინოს. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე საკითხის შესწავლა დაიწყო. კომისია შეისწავლის, რამდენად ადეკვატურად ხორციელდება ორი, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ფასების ერთდროულად ცვლილება. კომუნიკაციების ეროვნული კომისია ორივე ოპერატორს მიმართავს, საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე ​ტარიფების ცვლილება შეაჩერონ.  აღსანიშნავია, რომ კომპანიები “სილქნეტი” და “მაგთი”…

მეტი...

“TV პირველის” ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე, 33 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე, 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად, არსებული ინფორმაციით თრომბი სახელდება. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იყო წასული. ლევან ჩხაიძე ბოლოს ტელეკომპანია “TV პირველის” წამყვანი იყო, მანამდე იგი ტელეკომპანია “იბერიაში” მუშაობდა. ” 33 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩვენი ჟურნალისტური ოჯახის გამორჩეული წევრი ლევან ჩხაიძე, ახლობლებისთვის – ჯაკო. მეგობრები შეძრწუნებული ვართ თავზარდამცემი ამბით და ვუსამძიმრებთ ლევანის ოჯახს, კოლეგებს და მაყურებლებს”, – იტყობინება “TV პირველი”. “მედიაცენტრ მთავარის” რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს კოლეგის დაღუპვის გამო და ლევან ჩხაიძის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს უსამძიმრებს.

მეტი...

“ხშირად, საქმე გვაქვს სკოლის დირექტორების უპასუხისმგებლობასთან” – მინისტრი

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მიმართ, სკოლის დირექტორები ხშირად, უპასუხისმგებლობას იჩენენ. არსებობს ისეთი საკითხები, რომლის მოგვარება ადგილზეა შესაძლებელი და სამინისტროს მხრიდან ჩარევა არ საჭიროებს. როგორც მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ამ თვალსაზრისით სერიოზული პრობლემაა ქვეყნის რეგიონებში. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო განაგრძობს სკოლების მონიტორინგს, რაც აქამდეც კეთდებოდა. “ძალიან ბევრი პრობლემაა რეგიონებში ისეთი, რაზეც შეიძლება დირექტორებმა აიღონ პასუხისმგებლობა და ადგილზე გადაჭრან. დამოკიდებულება – სანამ ვიღაცა არ დამავალებს და არ მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას, არაფერს გავაკეთებ, ჩვენთვის მიუღებელია. არის პრობლემები, რომელთა…

მეტი...

გაშიშვლებული კონსტრუქციების მიტოვება და იქ ცხოვრება დაუშვებელია – არქიტექტორი

არქიტექტორი თამაზ დოგრაშვილი აცხადებს, რომ გაშიშვლებული კონსტრუქციების მიტოვება და იქ ხალხის პარტიზანულად შესვლა ყოვლად დაუშვებელია. ასეთი შენობები კი თბილისში მრავლად არის. ასევე, დაუშვებელია ახალ აშენებულ სახლში მობინადრეების შესახლება, სანამ ყველა შესაბამისი სამსახური არ დადებს დასკვნას და შენობა არ ჩაეშვება ექსპლუატაციაში. როგორც თამაზ დოგრაშვილმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, სახლის მშენებლობის დასრულების შემდეგ ყველაზე საპასუხისმგებლოა 2-კვირიანი ტესტირება. სერიოზული პრობლემაა შეჩერებული და მიტოვებული მშენებლობები, სადაც ხალხი თვითნებურად სახლდება და კომუნიკაციები შეჰყავთ.    “მომრავლდა ფატალური შემთხვევები. მშენებლობა აუცილებლად უნდა დასრულდეს ყველა ეტაპის გათვალისწინებით. გაშიშვლებული კონსტრუქციების მიტოვება და იქ ხალხის პარტიზანულად შესვლა ყოვლად დაუშვებელია. ამას, არც ერთი ნორმალური…

მეტი...

დღეს, მთვარე სისხლისფერი გახდება

მსოფლიოს მოსახლეობის ნაწილი მთვარის სრული დაბნელების მოწმე გახდება. მთვარე დედამიწასთან ახლოს მდებარე ორბიტაზე გაივლის, რის გამოც, ციური სხეულის ხილვადი დიამეტრი 8%-ით გაიზრდება. ჩვენი პლანეტა მზესა და მთვარეს შორის ზუსტად 1 საათი და 3 წუთით დარჩება . ამ დროს დედამიწის თანამგზავრი წითელ ფერს იღებს და მას “სისხლიან მთვარეს” უწოდებენ. პროცესს ყველაზე უკეთ თვალს, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ასევე დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის მცხოვრებლები ადევნებენ.

მეტი...

ოჯახის ერთადერთი მარჩენალი დედა, ლელა ჭაბაშვილი ემიგრაციაში გარდაიცვალა

იტალიის ქალა პრატოში, ქართველი ემიგრანტი ლელა ჭაბაშვილი, საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაცია ემიგრანტებმა ასოციაცია A.I.S -ის სოციალურ გვერდზე განათავსეს.   მათი ინფორმაციით, 57 წლის ლელა ჭაბაშვილი, 20 იანვარს, გარდაცვლილი იმ ოჯახის წევრებმა იპოვეს, სადაც ის მუშაობდა. წინასწარი ინფორმაციით, ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების მიზეზი ინფარქტია. მას საქართველოში მეუღლე და ერთი შვილი დარჩა. როგორც ემიგრანტები სოციალურ ქსელში წერენ, ლელა ჭაბაშვილი სამშობლოში დატოვებული ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო.  ქართველი ემიგრანტები ოჯახის დასახმარებლად თანხას აგროვებენ. ამის შესახებ განცხადებას ფეისბუქში აქვეყნებენ: “ვაგროვებთ შესაწირს ოჯახის დასახმარებლად თუ ვინმეს სურვილი აქვს გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება. თუ ვინმეს გექნებად საშუალება სანამ…

მეტი...

ტექდათვალიერების არქონისთვის 4 დღეში 7 000-მდე მძღოლი დაჯარიმდა

14 იავრიდან „ჭკვიანი კამერები“ იმ ავტომობილებს აფიქსირებენ, რომლებსაც ტექდათვალიერება ეკუთვნით, თუმცა, არ გაუვლიათ. „ჭკვიანმა კამერებმა“ 4 დღეში ასეთი 6 654 ავტომანქანა დააფიქსირეს. მათ მფლობელებს კი ჯარიმების გადახდა მოუწევთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და რეფორმების სამმართველოს ინფორმაციით, ტექნიკური ინდპექტირებას თავს ვერცერთი ავტომფლობელი აარიდებს. „კანონით, უამრავ ავტომობილს ჰქონდა ვალდებულება, ტექნიკური ინსპექტირება გაევლო, თუმცა ასე არ ხდებოდა. „ჭკვიანი კამერების“ ჩართვის მიზანი იყო, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა გაზრილიყო და ავტომობილები ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად აქტიურად მიეყვანათ, ფაქტობრივად, მიღწეულია. 14 იანვრის შემდეგ მიმართვიანობის მაჩვენებელი ფაქტობრივად, რამდენჯერმე გაიზარდა. მათ შორის გასამმაგდა, გაოთხმაგდა მიმართვიანობა. პერიოდული ტექნიკური…

მეტი...

21-ე საუკუნის საქართველოში, ერი კვლავ გამოკვების პრობლების წინაშეა – ირმა ინაშვილი

პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ირმა ინაშვილი 21 საუკუნეში ქვეყანაში, მოსახლეობის გამოკვების პრობლემაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბავშვების 6,8%-ი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო 27,6%- სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა. ირმა ინაშვილი ხელისუფლებას და საზოგადოებას ძალისხმევის გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მისი აზრით, საჭიროა არა მარტო სოციალურ დაცვაზე ორიენტირება, არამედ სოციალურად დაუცველთათვის სამუშაო ადგილების შექმნა. საჭიროა მოქმედება, არასტანდარტული, სწრაფი, ეფექტიანი ეკონომიკური პროგრამების განხორციელება. ერის ფიზიკური გადარჩენა უნდა იყოს სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი არ აქვს არჩევნებს იმ ქვეყანაში, სადაც ბავშვებს პური და კანფეტი ენატრებათ. “25 წლის წინ, როცა ჭუბერზე ფეხით მოვდიოდით, სამაშველო ვერტმფრენებიდან პურს…

მეტი...

“წითელას თუ გრიპის ვირუსს, ყოველდღიურად დავაკვირდებით, ვივლით სკოლებში” – განათლების მინისტრი

სასწავლო პროცესი, რომელიც გრიპისა და წითელას ვირუსის გამო ერთი კვირით შეწყდა, დღეს, 21 იანვარს, განახლდა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც სკოლების დირექციას მოუწოდებს ვირუსების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ჰიგიენას. უზრუნველყონ საკლასო ოთახების და დერეფნების სველი წესით დალაგება, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი. პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას სკოლის ექიმები სრულფასოვნად ჩაერთონ და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან აცილებას უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს. მათივე ინფორმაციით, სამინისტრო საათობრივ რეჟიმში იქნება ჩართული სკოლებთან და შესაბამის ორგანოებთან,…

მეტი...