პრეზიდენტი დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაშვილის სახელობის კლინიკაში მივიდა და დაშავებული ბავშვები მოინახულა. პრეზიდენტი უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს. “ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას. მძიმე ტრაგედიიაა ქვეყნისთვის და ოჯახებისთვის. აქ საბედნიეროდ ბავშვები, რომლებიც არიან მსუბუქ მდგომარეობასი არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი...

თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.  შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. ხვალისთვის ჩანიშნული მთავრობის სხდომა გადაიდო. მამუკა ბახტაძე უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს. “უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს”, – აცხადებს იგი. დღეს, 16 იანვარს, საღამოს საათებში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე ტრაგედია დატრიალდა. ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მეექვსე სართულზე აფეთქება მოხდა. დაშავდნენ სახლის მცხოვრებლები,…

მეტი...

4 წლის ბავშვს გული ორჯერ გაუჩერდა და გარდაიცვალა

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი სახლის მეექვსე სართულზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვი, რომელიც “იმედის” კლინიკაში გადაიყვანეს, დაიღუპა. როგორც ექიმი აცხადებს, ბავშვს გული ორჯერ გაუჩერდა. „პაციენტი კლინიკაში კლინიკური სიკვდილის მდგომარეობით შემოიყვანეს. გული იყო გაჩერებული და აღენიშნებოდა თავის ქალას ძვლების მრავლობითი მოტეხილობა. თავის ტვინის მაგარი გარსი იყო დაზიანებილი. გულის რიტმის აღდგნა მოყვანის შემდეგ მოვახერხეთ, თუმცა, კვლავ გაჩერდა, რის შემდეგაც, გულის მუშაობის აღდგენა ვერ მოხერხდა“ – განაცხადა „იმედის კლინიკის“ ექიმმა. „იმედის კლინიკიდან“ ბავშვი იაშვილის კლინიკაში უნდა გადაეყვანათმ თუმცა, მისი მძიმე მდგომარეობის გამო ტრანსპორტირება ვერ მოხერხდა. ამ ეტაპისთვის არსებული, დაუზუსტებელი…

მეტი...

აფეთქებულ კორპუსში მთელი დღე გაზის სუნი იდგა – დაშავებულთა რაოდენობა იზრდება

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი სახლის მცხოვრებლების, სადაც რამდენიმე საათის წინ აფეთქება მოხდა, აცხადებენ, რომ შენობაში ბუნებრივი აირის სუნი მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა. ამის შესახებ კომპანია „ყაზტრანგაზს“ შეატყობინეს, ჯგუფიც გამოიძახეს, თუმცა, საეჭვო ვერაფერი დაადგინეს. “გაზის სუნმა მთელი დღის განმავლობაში შეგვაწუხა. შესაბამისად, კომპანიის წარმომადგენლები საქმის კურსში ჩავაყენეთ. მოვიდნენ, დაახლოებით 3-4 საათისთვის, დაათვალიერეს, თუმცა, საეჭვო ვერაფერი ნახეს და წავიდნენ. განსაკუთრებით მძიმე სუნი იდგა ლიფტში“, – აცხადებენ ადგილობრივები. აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა იზრდება. რაოდენობის ზრდას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ადასტურებს და ამბობს, რომ ისინი კლინიკებში ეტაპობრივად გადაჰყავთ. ​ამ დროისთვის იაშვილის სახელობის კლინიკაში…

მეტი...

აფეთქების შედეგად დაშავებული 4 ბავშვიდან 2-ის მდგომარეობა მძიმეა

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 4 ბავშვიდან 2-ის მდგომარეობა მძიმეა. როგორც იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დაშავებულთა შორის და-ძმაც არის. „ამ დროისათვის კლინიკაში შემოყვანილია 3 პაციენი. ერთ-ერთი 3-4 წლის გოგონაა და მისი მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ის შემოყვანილია თავის ქალის დაზიანებითს და თავის ქალის ტრამვით. საოპერაციო ჩარევა არ სჭირდება, მიმდინარეობს ჭრილობის დამუშავება და რევიზია. ასევე არის და-ძმა 12 და 8 წლის, რომელტაც ზედაპირული ჩარევები სჭირდებათ და მათი მდგომარეონა მძიმე არ არის. კიდევ ერთი ბავშვვი ამ ეტაპზე გადმოჰყავთ ჩვეთან. მისი მდგომარეობა შედარებით მძიმეა და აპარატულ სუნთქვაზე იმყოფება“…

მეტი...

ომბუცმენი თიანეთის მერს პოლიტიკური ნიშნით დისკრედიტაციაში ადანაშაულებს და რეაგირებას ითხოვს

„თიანეთთან დაკავშირებით, მერის მხრიდან პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია დავადგინეთ” – აღნიშნული განცხადება საქართველოს სახალხოო დამცველს – ნინო ლომჯარიას ეკუთვნის. სახალხო დამცველმა წელს პირველად, პარლამენტში დისკრიმინაციასთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა და თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური პოლიტიკური ნიშნით დისკრედიტაციაში დაადანაშაულა. ნინო ლომჯარია დაზარალებულების წინაშე, პარლამენტის ტრიბუნიდან პირობას იძლევა, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილი თანამშრომლების უფლებები იქნება დაცული. „ჩვენ წელს გვქონდა მნიშვნელოვანი პრეცედენტი, როდესაც სახალხო დამცველმა დაადგინა დისკრიმინაცია და გასცა რეკომენდაცია თვითმმართველობის მისამართით. თუმცა, თვითმმართველობა არ ასრულებდა ამ რეკომენდაციას, ამიტომ სასამართლომ მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება და თვითმმართველობას დაავალა სახალხო დამცველის მიერ დისკრიმინაციის საკითხზე გაცემული…

მეტი...

თბილისში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა

თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, ცხრა სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა. ჩატანილია კორპუსის 4 სართული, წინასწარი ინფორმაციით ნანგრევებში არ არიან მოყოლილი ადამიანები. დავით სერგეენკოს ინფორმაციით დაშავებულთა შორის 4 ბავშვია. საპატრულო პოლიციის უფროსის თემურ კუპატაძის განცხადებით, გარდაცვლილია სამი ადამიანი, დაშავებულები კი ღუდუშაურისა და იაშვილის საავადმყოფოში გადაჰყავთ. “ამ ეტაპზე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდაცვლილია სამი ადამიანი,“ – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის არ არიან არასრულწლოვნები. „როგორც ჩვენთვის ცნობილია, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა აფეთქება. ამ ეტაპზე დადასტურებულად…

მეტი...

“ჩემთვის ადვილი იქნებოდა, უკრაინელებისთვის ეკლესიის დამოუკიდებლობის მილოცვა” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ “Twitter”-ზე უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს, მისი მილოცვით საფრთხეს ვერ შეუქმნის. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ  დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნის მილოცვა უკრაინელებისთვის ინდივიდუალურად უფრო ადვილი იქნება.  “პირადად ჩემთვის ადვილი იქნებოდა, უკრაინელებისთვის ეკლესიის დამოუკიდებლობის მილოცვა. ბუნებრივია, რომ ყველა საკუთარ წარსულს განიხილავს, მაგრამ როგორც პრეზიდენტს, დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია. თუ ჩვენი პატრიარქი ფრთხილობს, გარკვეული შედეგებს გამო სიფრთხილეს იჩენს. პირადად მე ვითარებას ვერ გავამწვავებ,” – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. შეგახსნებთ, რომ 6 იანვარს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ავტოკეფალიის დამადასტურებელი მოწმობა, ტომოსი გადასცა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ეპიფანეს. დოკუმენტის საზეიმო…

მეტი...

“საქართველოს მიწას უნდა ვემთხვიო” – ბოლო ცენტამდე გაძარცვული ქართველი ტურისტი

ქართველი ჟურნალისტი ია თინიკაშვილი, სოციალურ ქსელში თავისი თავგადასავლის შესახებ წერს, რომელიც საბერძნეთში გადახდა. ქალაქ სალონიკის ცენტრალურ ქუჩაზე საფულე ამოაცალეს, პოლიციის განყოფილებაში მისულს კი მასავით დაზარალებული ტურისტების რიგი დახვდა. საბოლოოდ სამართალი ვერ იპოვა და უიმედოდ დარჩენილს დახმარება ირანელმა ახალგაზრდებმა შესთავაზეს. ისინიც დაზარალებულთა შორის იყვნენ, მაგრამ ქართველ ტურისტზე უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მათ ჯიბეზე დარჩენილი ფული საქართველოს მოქალაქეს გაუნაწილეს.   “ჩემი საქართველო ათასჯერ ჯობია ევროპის ბევრ ქვეყანას, ჩვენი პოლიცია და მთავრობა ბევრად აღემატება ევროპის არაერთი ქვეყნის შესაბამის უწყებებს და საქართველოში ათასჯერ მეტადაა დაცული ჩამოსული ვიზიტორების თუ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება! დღეს, საბერძნეთში გამძარცვეს. სალონიკის ცენტრალურ…

მეტი...

38 წლის მამაკაცი სახლის სხვენში გარდაცვლილი იპოვეს

გურიის მხარის ადმინისტრაციულ ცენტრში, ოზურგეთში, ნ. ნიკოლაძის ქუჩაზე მცხოვრები 38 წლის მამაკაცი, დღეს, საკუთარი სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მას ოჯახის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, გამთენიისას კი ის,  მამამ, სახლის სხვენში გარდაცვლილი იპოვა.  როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცი მორწმუნე იყო და მათთვის უცნობია რა შეიძლება გამხდარიყო თვითმკვლელობის მიზეზი. გარდაცვლილს მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.  შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის N 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

მეტი...

რუსთავში, 400 ჰა მიწის ფართობზე, სამრეწველო ქალაქი აშენდება

თბილისთან ახლოს, ქალაქ რუსთავში, 400 ჰა მიწის ფართობზე, კანადური საინვესტიციო კომპანია KAMKON INVESMENTS -ი სამრეწველო ქალაქს ააშენებ.  უცხოური კომპანიის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია შეხვდა და პროექტს გაეცნო. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, კანადელი ინვესტორების არჩევანი რუსთავის მიმართ რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა – პირველია, ისტორიულ-საკადრო ექსპერტიზა, რომელიც რუსთავში წლების განმავლობაში არსებობდა; ასევე ტერიტორიული სიახლოვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან და საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან. მათივე ინფორმაციით, საინვესტიციო პროექტი ითვალისწინებს ინდუსტრიული ქალაქის განთავსებას 400 ჰექტარ მიწის ფართობზე ქალაქ რუსთავის სამრეწველო ზონაში, ასევე ინდუსტრიული ჰაბის, ლოგისტიკური ცენტრისა და კომუნიკაციათა კომპლექსის…

მეტი...

თბილისის მერმა სასწრაფო დახმარების ექიმებსა და მძღოლებს მადლობა გადაუხადა

გავრცელებული ვირუსული დაავადებების გამო გაწეული საქმიანობისთვის, თბილისის მერი კახა კალაძე მადლობას უხდის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებსა და მძღოლებს, რომლებიც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და მოქალაქეებს ემსახურებიან.  როგორც კახა კალაძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის მართვა არ შედის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის საქმიანობაში, მოსახლეობის მხრიდან ზარები არ წყდება. ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა მაქსიმალურად ემსახურონ თბილისსა და თბილისელებს. “დიდი მადლობა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს, რომლებიც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან თბილისის მოსახლეობას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადები დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმებითა და მძღოლებით. ისინი მართლაც გმირები არიან“, – განაცხადა…

მეტი...

დედამ ჩვილი პარკინგზე გაჩერებულ ავტომობილში, წერილთან ერთად დატოვა

ახალ ზელანდიაში, ახალგაზრდა დედამ, თავის ჩვილთან ერთად, მაღაზიაში წასვლა გადაწყვიტა. როდესაც ადგილზე მივიდა, პატარას ეძინა. დედა შვილის გაღვიძებას მოერიდა, ამიტომ ჩვილი პარკინგზე გაჩერებულ ავტომობილში დატოვა, ვარდისფერ საბანზე, რომელიც ბავშვს ჰქონდა გადაფარებული, წერილი დატოვა, თვითონ კი საყიდლებზე გადავიდა.   „ჩემი დედიკო მაღაზიაშია შესული. თუ მე რამე დამჭირდება, დედას ამ ნომერზე დაურეკეთ”, – ეწერა წერილში და ტელეფონის ნომერიც იქვე იყო მითითებული. ჩვილმა ერთი წყვილის ყურადღება მიიპყრო, რომლებმაც იქვე გააჩერეს ავტომობილი. დილის 9:00 საათი, შაბათი იყო. თბილი ამინდი იდგა. წყვილი ღელავდა, რომ ავტომობილის ჩახუთულ სალონში უმეთვალყურეოდ დატოვებული პატარა ცუდად გახდებოდა. მათ დედას დაურეკეს და მოსთხოვეს,…

მეტი...

მეტროსადგური “ავლაბარი” რეაბილიტაციის მოლოდინში

თბილისის მერ კახა კალაძის ინფორმაციით, მეტროსადგურ “ავლაბარის” სარეაბილიტაციო სამუშაოები 20 თებერვლისთვის დასრულდება. მეტროსადგური განახლებული და მოდერნიზებული სახით გააგრძელებს ფუნქციონირებას.  “გვესმის, რომ მოქალაქეებისთვის მეტროსადგურების დღეს არსებულ მდგომარეობაში ფუნქციონირება კომფორტული არ არის, მაგრამ ეს ერთ-ერთი ის შემთხვევაა, სადაც ჩვენთვის პრიორიტეტია არა სიჩქარე, არამედ ხარისხი და მოქალაქეების უსაფრთხოება”, – აცხადებს კახა კალაძე. მისივე ინფორმაციით, 2019 წლიდან იგეგმება თბილისის სხვა მეტროსადგურების რეაბილიტაცია, მათ შორის, სადგურების – “ისანი”, “რუსთაველი”, “თავისუფლების მოედანი”, “მარჯანიშვილის მოედანი”, “წერეთელი”, “გოცირიძე”, “გურამიშვილი”, “სამგორი”, “ვარკეთლი”. „ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულება რჩება. ავტობუსებთან დაკავშირებით ვგეგმავთ, 2019 წელს მთლიანად ჩავანაცვლოთ არსებული პარკი…

მეტი...

“უპასუხისმგებლო კომპანიები ტენდერებზე აღარ დაიშვებიან” – მეტროსადგურების რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერი კახა კალაძე შესაბამის სამსახურებს მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ კომპანიებმა, რომლებმაც კონკრეტული პროექტების განხორციელებისას უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს და ვალდებულება არ შეასრულეს, ტენდერებში მონაწილეობა ვეღარ მიიღონ. კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მეტროსადგურებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კომპანიას, რომელიც მეტროსადგურ „სამგორის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა, სამუშაოები დეკემბრის ბოლოს უნდა დაესრულებინა, თუმცა ვერ მოახერხა და ახლა, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ იღებს ვალდებულებას, სამუშაოები ბოლომდე მიიყვანოს. მისივე თქმით, კომპანიის წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა.   როგორ კახა კალაძე აცხადებს, ჯერ კიდევ არსებობენ კომპანიები, რომლებიც პროექტების განხორციელების დროს უპასუხისმგებლოდ იქცევიან. ამის მაგალითები კი მრავლად…

მეტი...

თბილისში ყველა ავარიული ხიდის გამაგრება იწყება

დედაქალაქის მასშტაბით ავარიული ხიდების რეაბილიტაცია იწყება. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერების, რკინა-ბეტონის თვალამრიდების მოწყობა, ასევე, გარე განათების ქსელის, ხიდთან მისასვლელი სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია და სანაპირო ბურჯების დანაგვიანებული შიდა სივრცის დასუფთავება. სამუშაოები ოთხი-ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მოსახლეობას ხიდის რეაბილიტაციის პერიოდში ტრანსპორტის მოძრაობის სქემის შესახებ სრული ინფორმაცია ექნება. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კვლევის შედეგად გამოვლენილია, თბილისში ამ კუთხით მდგომარეობა როგორია. პირველი ეტაპი ვახუშტის ხიდის იქნება. „2015 წელს ყველა ხიდს ჩაუტარდა კვლევა. ჩვენ უკვე სრული სურათი გვაქვს, თუ რომელი ხიდის რეაბილიტაცია არის პრიორიტეტული და ამის…

მეტი...

ჩიჩილაკები და ნაძვები არ გადაყაროთ, ვაკის, ვერის, კიკვიძისა და რიყის პარკებში ჩააბარეთ

ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ, ნაგვის კონტეინერებში გადაყრილი ნაძვის ტოტები და ჩიჩილაკები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, რამდენიმე ადგილი გამოიყო. მოსახლეობას შეუძლია გამოყენებული ნაძვები და ჩიჩილაკები ვაკის, ვერის, კიკვიძისა და რიყის პარკებში მიიტანონ და ჩააბარონ.  როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სდომაზე განაცხადა, ჩაბარებული მასალა სპეციალურად დამუშავდება და მას, სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენებენ. კერძოდ, “ეკოსერვის ჯგუფის” თანამშრომლები ჩაბარებულ ხის მასალას სპეციალური აპარატით – მულჩერით დააქუცმაცებენ. დამუშავებული მასალა გამოიყენება, როგორც დეკორატიული მიზნებისთვის, ასევე, მიწის გასანოყიერებლად. „ჩემი, თქვენი და ყველას ინტერესია გავუფრთხილდეთ ბუნებას. თბილისის მერია კამპანიის -„გავუფრთხილდეთ ქალაქს“ ფარგლებში, იწყებს…

მეტი...

„შიში იმუნიტეტს აქვეითებს, ახლა ჩატარებული ვაქცინაცია თებერვლისთვის თავდაცვა იქნება“ – ინფექციონისტი

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი, მედიცინის დოქტორი, მაია კანაშვილის განცხადებით, გრიპის ვირუსის ვირუსის მეორე ტალღა შესაძლოა თებერვალი იყოს. ინფექციონისტი მოსახლეობას ურჩევს, ნუ შეშინდებიან, ვინაიდან, შიში იმუნიტეტს აქვეითებს. როგორც ექიმმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, ყველა შემთხვევას, რომელიც ვირუსის დროს ფატალურად დასრულდა, თან ახლდა გარკვეული დამამძიმებელი გარემოება. მისივე განცხადებით, სტატისტიკურად, ვირუსის მაჩვენებელი საგანგაშო არ არის, თუმცა თებერვალში ვირუსის მეორე ტალღის მზაობისთვის, საჭიროა ვაქცინაცია. „როგორც წესი, შემთხვევათა ძალიან დიდ ნაწილში ხდება მეორე ტალღა. რომელიც თებერვალს ემთხვევა. შესაბამისად, მზაობა საჭიროა. სიფრთხილე ძალიან კარგია, თუმცა, შიში საზოგადოებისთვის სასარგებლო არ არის. ინფექციური დაავადების განვითარებისას ძალიან ბევრი ფაქტორი ღებულობს…

მეტი...

“იმედენად ბევრი პაციენტი გვყავდა, დასაწოლი კი არა, დასაჯდომიც არ გვქონდა” – დავით გადელია

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორის, დავით გადელიას ინფორმაციით, გირპის ვურისთან დაკავშირებით პაციენტების მატება, მათ კლინიკაში, დეკემბრის პირველ ნახევარში დაიწყო, ხოლო პიკს 20 დეკემბრის შემდეგ მიაღწია, თუმცა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პაციენტების კლება შეინიშნება.  “იმდენად ბევრი პაციენტი გვყავდა, არა თუ საწოლები, დასაჯდომი ადგილებიც აღარ იყო. ყველაზე დიდი რაოდენობა დაავადებულების შემოვიდა ჩვენს კლინიკაში. სრულიად გადაჭედილი იყო საავადმყოფო. 120-მდე მიაღწია პაციენტების რიცხვმა. 5-6 დღეა, რაც დაიწყო პაციენტების კლება, იწყება დაღმა სვლა”, – განაცხადა დავით გადელიამ “მედიაცენტ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში 90-მდე პაციენტი რჩება, მათ შორის არიან როგორც გრიპის ვირუსით,…

მეტი...

„მცხეთის მოსახლეობასა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას მორატორიუმი იწვევს“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ჯვრის მონასტრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მცხეთის მორატორიუმს უკავშირებს და აცხადებს, რომ ეს და ყველა სხვა საკითხიც მცხეთაში ვერ მოგვარდება მანამ, სანამ მორატორიუმის საკითხი სწორად არ გადაწყდება. „რამდენი წელია, ამ თემაზე ვსაუბრობთ. მოსახლეობაც და ეკლესიაც ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდება. ამაზე მნიშვნელოვანი პრობლემა დღეს მცხეთას არა აქვს. სწორედ მორატორიუმია ის ძირითადი საკითხი, რაც მცხეთის მოსახლეობასა და სასულიერო პირებს შორის იწვევს დაპირისპირებას. ჯვრის მონასტრის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიც ამის შედეგია. მოსახლეობაც და სასულიერო პირებიც იმ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს დაემორჩილება, რაც ხელისუფლებამ მორატორიუმით უნდა განუსაზღვროს. კონფლიქტის მიზეზიც სწორედ დაუდგენელი წესებია. რაც…

მეტი...

ირაკლი კობახიძე საფრანგეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საფრანგეთში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებსი, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოსა და საფრანგეთს შორისმჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური ურთიერთობები. მზარდია ეს კავშირები, ასევე,ურთიერთობები განათლებისა კულტურის სფეროში, თუმცა, ეს ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს. ჩვენი მიზანი, როგორც მოგეხსენებათ, არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ამ კუთხითაც თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის საკმაოდ მნიშვნელოვანია. ასევე, აქტუალურია საფრანგეთის მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის კუთხით, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით და ამ მიმართულებითაც გვაქვს დისკუსია ჩვენს ფრანგ კოლეგებთან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, დიასპორასთან შეხვედრა…

მეტი...

ხვალიდან ამინდი უარესდება, თოვლისა და ქარბუქის გამო ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

გარემოს ეროვნული სააგენტო ხვალიდან, 17 იანვრიდან, საქართველოში ამინდის მკვეთრად გაუარესებას პროგნოზირებს. მკვეთრად დაიკლებს ტემპერატურა, მოსალოდნელია თოვლჭყაპი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი იქროლებს. მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვლს, ნისლსა და ქარბუქს ელიან. ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერი ნალექის შედეგად მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურებაა მოსალოდნელი.   გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქარბუქის და ინტენსიური თოვლის გამო ზვავსაშიშროება მოსალოდნელი  საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე. გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა. ხოლო მლეთა – გუდაურის მონაკვეთზე, კერძოდ, სოფელ ქვემო მლეთადან საავტომობილო გზის 85-ე კმ-მდე, ავტოტრანსპორტის…

მეტი...