ეკა ბესელია ვიცე-სპიკერის კაბინეტში შესვლას არ აპირებს და ბრძოლას აგრძელებს

“არასდროს გავხდები იმ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელსაც პრინციპულ საკითხებთან და ფასეულობებთან დაკავშირებით სახელმწიფოებრივი პოზიცია არ ექნება” – აღნიშნული განცხადება ლონდონიდან დაბრუნებულმა ეკა ბესელიამ გააკეთა. მისი სტრატეგია ბრძოლის გაგრძელებაა, რომელიც რა შედეგით დასრულდება, ამ ეტაპისთვის არ საუბრობს. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, ის მოსამართლეობის კანდიდატების სიის დაჩქარებული წესით განხილვის წინააღმდეგი იყო. მისი გადადგომით კი პროცესი გაახანგრძლივა. „პარასკევს კომიტეტის სხდომის ჩანიშვნის იდეა ირაკლი კობახიძემ მომაწოდა. პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩემდა სამწუხაროდ, მიაჩნდა, რომ შესაძლებელი იყო ამ სხდომის ჩატარება პარასკევს და ამ სხდომაზე ამ სიის მხარდაჭერა. იმავე დღეს უნდა მომხდარიყო სესიაზე ამ…

მეტი...

როგორ შევიძინოთ ყველი დღეს, რომელიც “ხვალ” დამზადდება – ფოტო სოციალური ქსელიდან  

​ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ყველის ფოტოს, რომელზეც პროდუქტის დამზადებისა და ვარგისიანობის ვადა არასწორად არის მითითებული. მნიშვნელოვანია, ის, რომ პროდუქტი 6 იანვარს არის შეძენილი, პროდუქტზე კი მითითებულია, რომ ყველი 7 იანვარს არის დამზადებული, ხოლო, თუ როდემდეა ვარგისი, ამის შესახებ ინფორმაცია ეტიკეტზე არ არის. “კი ბატონო, გვირჩევენ, რომ საკვები პროდუქტის შეძენისას აუცილებლად ვნახოთ მისი დამზადების თარიღი და ვარგისიანობის ვადა… ეს რჩევა სწორი რჩევაა და მეც ვეთანხმები… მაგრამ რად გინდა? ვერ მიაწერენ იმას, რაც უნდათ და აწყობთ თუ რა? აგერ, ბიძიკო, ყველი, რომელიც დამზადებულია ხვალ! და შეფუთულია ხვალ საღამოს! თან ზუსტად 19…

მეტი...

“მოსამართლეების არსებული სია თოვლის ბაბუას არ მოუტანია” – გედევან ფოფხაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია ნათელს მოჰფენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში არსებული პოზიციას. “ვიღაცები უჭერენ მხარს, აბა ციდან ხომ არ ჩამოფრენილან, უცხოპლანეტელები ხომ არ არიან. ამას გარანტირებულად გეტყვით და არც თოვლის ბაბუას მოუტანია ეს სია”, – აცხადებს გედევან ფოფხაძე. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მთავარია ქვეყნისთვის და ხალხისთვის ღირსეული მართლმსაჯულების უფლებისთვის ბრძოლა. ამისთვის კი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს. “მიმაჩნია, რომ რა განცხადებაც უნდა გააკეთოს ეკამ, მისი ამოცანაა, ყველასთვის ნათელი იყოს ჩვენი გუნდის საერთო პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით. ამიტომ, ყველა სხვა…

მეტი...

პირველად ღია ცის ქვეშ „ჩხიკვთა ქორწილი“ და ლეგენდარული “ივერია”  

პირველად ღია ცის ქვეშ, თბილისის მთავარ ნაძვის ხესთან, დღეს 7 იანვარს, 21:00 საათზე,  პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ლეგენდარული ანსამბლი “ივერია” თავის ცნობილ, კლასიკად ქცეულ საესტრადო მიუზიკლ “ჩხიკვთა ქორწილს” წარმოადგენს. დასწრება თავისუფალია. „ჩიკვთა ქორწილი“ უკვე თითქმის 40 წელია წარმატებით იდგმება და უდიდესი აღიარება მოიპოვა, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მხოლოდ საქართველოში, ალექსანდრე ბასილაიას და ჯემალ ბაღაშვილის ეს გახმაურებული მიუზიკლი, რომელზეც მთელი თაობები აღიზარდა, სხვადასხვა წლებში თითქმის 800-ჯერ ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან თბილისის მერია და ჯემალ და გია ბაღაშვილების საკონცერტო კომპანია. “შობის დღესასწაულს თქვენ გელით ულამაზესი სანახაობა და დაუვიწყარი შეხვედრა საყვარელ მომღერლებთან, მუსიკოსებთან, მოცეკვავეებთან, ლეგენდარული…

მეტი...

გრიპი არყით, ნივრითა და შავი წიწაკით არ იკურნება – ექიმის რეკომენდაცია

მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი დავით ლოლაძე, მოქალაქეებს ურჩევს ​​გრიპის პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე ნუ დაიწყებენ თვითმკურნალობას და ოჯახის ექიმს მიმართონ. “უნდა დავანებოთ თავი ნიორს, არაყს, შავ წიწაკას და გადავიდეთ სამკურნალო საშუალებებზე, მივიდეთ ოჯახის ექიმთან, გავიაროთ შესაბამისი კონსულტაცია, თუ საჭირო იქნება, ჩავიტაროთ გამოკვლევა, ავიღოთ ანალიზები და დავიწყოთ მკურნალობა.შეცდომას ვუშვებთ მაშინ, როდესაც საკუთარი ძალებით, ან მეზობლების რჩევით ვცდილობთ გავუმკლავდეთ ვირუსს. საბოლოოდ ვერ ვუმკლავდებით, არის შორს წასული ფორმა და სამწუხაროდ, ბოლოს ბრალდება ექიმს”, – განაცხადა დავით ლოლაძემ “მედიაცენტრ  მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე. ​ მისივე თქმით, პრევენციის პირველი ნაბიჯია აცრა. ოთხ-ხუთ კომპონენტიანი ვაქცინებია საქართველოში, რომელი აცრაც შემოდგომით, კერძოდ,…

მეტი...

“მცხეთის სამედიცინო ცენტრში” კარანტინი გამოცხადდა – დავით ლოლაძე​ გრიპის ვირუსზე

​მოსახლეობაში გრიპის ვირუსის გავრცელების გამო, მცხეთის სამედიცინო ცენტრში კარანტინი 31 დეკემბრიდან გამოცხადდა. ამ დროისთვის მწვავე რესპირატორული გამოვლინებების გამო 50 ადამიანი მკურნალობს, აქედან 3 არის მართვით სუნთქვაზე, თუმცა, ლაბორატორიულად H1N1, ე.წ ღორის გრიპი, არც ერთ მათგანს არ დაუდგინდა. როგორც მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა დავით ლოლაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვიანობიდან გამომდინარე ვითარება რთულია, ძირითადი ასაკობრივი ჯგუფები არის ბავშვები და 60 წელს გადაცილებული ადამიანები. მისივე თქმით, მცხეთის სამედიცინო ცენტრის მედპერსონალი ვარაუდობდნენ, რომ კარანტინი 8 იანვრამდე გაგრძელდებოდა, თუმცა, მიმართვიანობის გათვალისწინებით, კარანტინი კიდევ ერთ კვირას გასტანს. მაქსიმალურად შეზღუდულია კლინიკაში გადაადგილება. “ვითარება…

მეტი...

„საჭიროა, სკოლამ შვილების აღზრდის ფუნქცია იტვირთოს“ – პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიწალი სკოლას, ბავშვებსა და განათლებას ეხება. როგორც პატრიარქი ბრძანებს, საჭიროა, სკოლამ შვილების აღზრდის ფუნქცია იტვირთოს, რადგან ლუკმა-პურის შოვნისთვის სახლიდან გასულ მშობლებს ცოტა დრო რჩებათ შვილებისათვის. ეპისტოლედ მიხედვით, სკოლაში საათები უნდა დაეთმოს პირად ჰიგიენას, ხელსაქმეს, სახელობო მიმართულებებს, ბუნებასთან ურთიერთობას, სოფლის მეურნეობის შესახებ ზოგადი წარმოდგენის შექმნას. უნდა ფუნქციონირებდეს მუსიკალური, სამხატვრო, ლიტერატურული წრეები. უმნიშვნელოვანესია სპორტული დარბაზებითა და მოედნებით სასწავლებლების უზრუნველყოფა და სპორტულ წრეებში ბავშვების გაერთიანება, რომ მათ ენერგია აქ დახარჯონ და ჯანმრთელ და ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. “სკოლამ უნდა ჩაუნერგოს მოსწავლეებს შრომის სიყვარული, უნარი პატიებისა და სხვისი სიხარულით…

მეტი...

„მშობლების განშორება განსაკუთრებით მძიმე კვალს ტოვებს“ – პატრიარქი ოჯახის სიმტკიცეზე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში, ოჯახის სიმტკიცეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოჯახი ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს. როგორც ილია მეორემ საშობაო ეპირსტოლეში განაცხადა, ოჯახში უსიამოვნებებიც ხდება, მაგრამ როგორც ცოლი, ისე ქმარი უნდა ეცადოს, რთული სიტუაცია მალევე განმუხტოს და როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, დღე ისე არ უნდა დასრულდეს, რომ განაწყენებულებმა ერთმანეთს შენდობა არ სთხოვონ. “გახსოვდეთ ისიც, რომ ჩხუბსა და დაძაბულობას შვილები უნდა განარიდოთ, მათი მგრძნობიარე სული მთელი სიმწვავით რეაგირებს ასეთ ქმედებებზე. განსაკუთრებით მძიმე კვალს კი მშობლების განშორება ტოვებს. სამწუხაროდ, დღეს ხშირად ირღვევა ოჯახები, უმთავრესად ახლადშექმნილი. ვფიქრობთ, ამის მთავარი მიზეზი არის…

მეტი...

სოციალურ ქსელში ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა – ილია II

​საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში, სოციალური ქსელისა და მასმედიის როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამწუხაროდ ხშირად, სიტყვის თავისუფლებით ადამიანები ბოროტად სარგებლობენ, არ ერიდებიან სხვის დამცირებას და შეურაცხყოფას. როგორც ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში აღნიშნა, სიტყვის თავისუფლება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, საკუთარი შეხედულებისამებრ, საჯაროდ გამოთქვას აზრი და ამისთვის გამოიყენოს მასმედია და სოციალური ქსელიც, რაც პიროვნული თავისუფლების განცდას ბადებს და ნანახისა თუ ნააზრევის სხვისთვის გაზიარების შესაძლებლობას ქმნის, მაგრამ, სამწუხაროდ,  სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც, – გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, – ცილისწამება, რომელიც ზოგჯერ…

მეტი...

“დედა ენის” დაბრუნება სასიხარულოა, უნდა დაბრუნდნენ ქართველი კლასიკოსები – ილია II

​საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში, სკოლებში იაკობ გოგებაშვილის “დედა ენის” დაბრუნებას სასიხარულო გადაწყვეტილება უწოდა და განაცხადა, რომ კიდევ ბევრი სხვა ღონისძიებაა გასატარებელი იმისთვის, რომ ყმაწვილებში სამშობლოს სიყვარული გაღვივდეს და ისინი ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ. როგორც ილია მეორემ განაცხადა, პირველ რიგში, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს მოსწავლეების ეროვნული სულისკვეთებით აღზრდას; ყურადღება უნდა გამახვილდეს საქართველოს გმირულ წარსულზე, აღნიშნული იყოს გამოჩენილ პიროვნებათა და მოვლენათა ღირსსახსოვარი თარიღები. ხშირად მოეწყოს ექსკურსიები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის გასაცნობად და რაც უმთავრესია, სკოლის სახელმძღვანელოებში დაბრუნდნენ ქართველი კლასიკოსი მწერლები. ილია მეორე, ბავშვის აღზრდაში სკოლას და მთლიანად სახელმწიფოს განსაკუთრებულ როლს აკისრებს და…

მეტი...