„ბესელია-ფოფხაძის თანამდებობიდან წასვლის მოსამართლეებთან დაკავშირება პოლიტიკური სპეკულაციაა“ – ირაკლი კობახიძე

„იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილებას ჰქონდა ორი მიზეზე. ერთი იყო რეგლამენტის უხეში დარღვევა. ყველა კვალიფიციური იურისტი თანხმდება, რომ ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე რეგლამენტის უხესი დარღვევით აირიეს. მეორე პრობლემა იყო გუნდურობა – ეს იყო გუნდში განსახილველი საკითხი“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მიღებულიყო იმიტომ, რომ არ არსებობს რეგლამენტის თანახმად ინსტანცია, რომელიც დაადგენს კომიტეტში თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევის ლეგიტიმურობას. „აქედან გამომდინარე, ეს ხარვეზი უნდა გამოესწორებინა იმ ინსტანციას, რომელსაც შეეძლო. ეს იყო ამ შემთხვევაში ფრაქცია და…

მეტი...

ლევან გოგიჩაიშვილი ფოფხაძესთან დაკავშირებით თანაგუნდელების გადაწყვეტილებას არ იზიარებს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევა სწორი გადაწყვეტილება არ იყო. მისი თქმით, თანაგუნდელებმა სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღეს და ფოფხაძის გაწვევის დასახელებული მიზეზი თავის მოტყუებაა. „არ ვფიქრობ, რომ გედევან ფოფხაძე პროცედურების დარღვევით იყო არჩეული. ეს გადაწყვეტილება არის წყალგამყოფი მათ შორის, ვისაც უნდა რომ მოსამართლეებად ჯალათები იხილოს და ვისაც ეს არ უნდა. თავი რაც არ უნდა ვიტყუოთ და რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ეს რაღაც პროცედურების დარღვევით მოხდა – არ მოხდა, საკითხი ასე დგას. სამწუხაროდ, თქვენც იმ პოზიციაზე დგახართ, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეთ და ვფიქრობ, თქვენც გინდათ,…

მეტი...

გრიპის ვირუსისგან 6 ადამიანი გარდაიცვალა

ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსის შედეგად ქვეყანაში, 6 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის დაავადების 144 შემთხვევაა კლინიკურად დადასტურებული. გრიპის შემთხვევების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 277-ია, რაც ზომიერი მატების ფარგლებშია და პიკური მდგომარეობისგან შორს არის. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე სეზონზე გართულებული შემთხვევების ზრდის დინამიკა შეინიშნება, როდესაც აუცილებელია პაციენტის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა და ინტენსიური ანტივირუსული მკურნალობა. მისივე ინფორმაციით, 95% შემთხვევებში H1N1 ვირუსი ცირკულირებს, ამიტომ  პროფილაქტიკის მიზნით იგი მოსახლეობას აცრას ურჩევს. “ლაბორატორიულად გვაქვს დადასტურებული, რომ ქუთაისში B ტიპის ვირუსი გამოჩნდა. ბოლო 3-4 კვირის განმავლობაში ქვეყანაში გრიპის…

მეტი...

“სააკაშვილის მეთოდების გამეორებით, ცუდად დასრულდება ეს პროცესი” – ეკა ბესელია 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია, კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და ბოდვას უწოდებს. როგორც ეკა ბესელია აცხადებს, 2 დღის წინ აფრთხილებდნენ, რომ მის წინააღმდეგ “რაღაც სიბინძურე” მზადდებოდა. “არ მინდა სახე დაკარგოს მან, ვისაც ვიცავდი და ვეფარებოდი. სააკაშვილის მეთოდების გამეორებით, ცუდად დასრულდება ეს პროცესი. მეღიმება, ეს რამ მოაფიქრათ”, – წერს ეკა ბესელია. დეპუტატი, ანალიტიკოს გია აბაშიძის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსთან დაკავშირებითაც აკეთებს კომენტარს და განმარტავს, რომ კომპანია “ომეგა ჯგუფის” მფლობელ ზაზა ოქუაშვილს პირადად არ იცნობს. ასევე, იმედოვნებს, გია აბაშიძე ვინმეს…

მეტი...

“ბიძინა ივანიშვილმა ფრაქციის კენჭისყრაში მონაწილეობას აცილება მისცა” – ზაქარია ქუცნაშვილი 

საპარლამენტო უმრავლესობაში, ფრაქციის სხდომაზე ეკა ბესელიას გარიცხვის საკითხის განხილვას არ ადასტურებენ. დეპუტატების განცხადებით, საუბარი იყო გედევან ფოფხაძის კანდიდატურის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევაზე და ამ გადაწყვეტილების ორ კონკრეტულ მიზეზს ასახელებენ. “ის საკითხი, რაც ფრაქციაზე არ დამდგარა, წინასწარ არ შეიძლება განხილვის საგნად იქცეს.  გამოხატვის თავისუფლება დაცულია აზრის იძულებით გამოხატვისგან. მედიას არ აქვს უფლება, აიძულოს რესპონდენტი აზრი გამოხატოს. ფრაქციის სხდომაზე ძირითადად პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა და მანვე დაასახელა ორი მიზეზი, რის გამოც გედევან ფოფხაძის კომიტეტიდან გაწვევა გადაწყდა. ერთი მიზეზია, მისი არჩევის დროს დაშვებული პროცედურული დარღვევა, მეორე მიზეზად პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიტიკური საკითხი დაასახელა. კერძოდ,…

მეტი...

გედევან ფოფხაძის კანდიდატურის გაწვევას ბიძინა ივანიშვილიც დაეთანხმა – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გედევან ფოფხაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ფრაქციამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და მას, იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობის დაკავებაზე უარი ეთქვა. მისივე თქმით, გადაწყვეტილებას მხარი ფრაქციის ყველა წევრმა დაუჭირა, მათი პოზიცია გაიზიარა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმაც. როგორც “ქართული ოცნების” მთავარ ოფისში დღეს გამართული სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გედევან ფოფხაძის კანდიდატურის გაწვევის 2 მიზეზი არსებობს, დარღვეული იყო გარკვეული პროცედურული საკითხები და მისი კანდიდატურა მმართველ გუნდთან არ ყოფილა შეთანხმებული. მისივე თქმით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს აქვს უფლება, თავად დაასახელოს თავისი…

მეტი...

გედევან ფოფხაძე პოლიტიკურ თანამდებობას ვერ დაიკავებს, მას უარი უთხრეს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა, იურიდიული კომიტეტის შემადგენლობიდან დეპუტატ გედევან ფოფხაძის გაწვევას დაუჭირეს მხარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფოფხაძე, აღნიშნულ კომიტეტში ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დაიკავებს. როგორც თავად გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ფრაქციის გადაწყვეტილების გაპროტესტებას არ აპირებს. მისი აზრით, პრობლემა არის ის, თუ როგორ ჩაატარებს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს და არა ის, იქნება თუ არა პარლამენტში გედევან ფოფხაძე. აღსანიშნავია, რომ ფოფხაძე, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ეკა ბესელიას წარდგენით, რამდენიმე დღის წინათ აირჩიეს. “მოსამართლეების თემა ჩემთვის პრინციპული და წყალგამყოფია. ჩემს პოზიციას აუცილებლად დავაფიქსირებ ყველა საკითხთან დაკავშირებით. იმედია, რაც…

მეტი...

შეწყალების კომისიას ძველი წევრები ტოვებენ – სალომე ზურაბიშვილმა 3 ქალი შეიწყალა

საქართველოს ახალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შეწყალების კომისიაში ცვლილებების განხორციელებას და შესაბამისი პროცედურების გავლით, კომისიის ახალი წევრებით დაკომპლექტებას გეგმავს. ზურაბიშვილმა უკვე გამოსცა მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ პირველი აქტი და წინასაახალწლოდ 3 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა. მათ შორის ერთი ორსულია, მეორე მცირეწლოვანი ბავშვის დედაა, ხოლო მესამე სამი შვილის დედაა. შეწყალების კომისია ძველმა, რამდენიმე წევრმა უკვე დატოვა. კომისიიდან გასვლის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკვე ჩააბარა კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ. კომისიის დატოვების შესახებ ინფორმაციას ეკა გიგაური სოციალურ ქსელში ავრცელებს და აცხადებს, რომ სხვა წევრებიც აპირებდნენ კომისიის დატოვებას. როგორც ეკა გიგაური აცხადებს, შეწყალების კომისიის დატოვების შესახებ განცხადება ჯერ…

მეტი...

ეკა ბესელია მის წინააღმდეგ ომის დაწყებაზე საუბრობს, თანაგუნდელები კი არაგუნდურობაში ადანაშაულებენ

პოლიტიკურ კულუარებში ეკა ბესელიას პარტიიდან გარიცხვის თემას განიხილავენ. გუნდის ერთი ნაწილი მას არაგუნდურ თამაშში ადანაშაულებს, მეორე ნაწილისთვის, ბესელიას პარტიიდან გარიცხვა კატეგორიულად მიუღებელია. ეკა ბესელიასა და სოფო კილაძის დაპირისპირება დიდი ხანია აშკარაა. თუმცა, დაპირისპირებას ამჯერად საჯაროდაც არ ერიდებიან და ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს თავისუფლად ისვრიან. როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, კონკრეტული ადამიანები „ქართული ოცნების“ იმიჯის შელახვას ცდილობენ. ზოგიერთები კი მის კოლეგას, ეკა ბესელიას მოიაზრებს. „პარლამენტის თავმჯდომარემ, ყველასთვის გასაგებად თქვა, რომ მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა არ ყოფილა. ზოგიერთები კი ცდილობენ, რომ „ქართული ოცნების“ იმიჯი შელახონ და არაგუნდურად ითამაშონ.…

მეტი...

მოსამართლეობის კანდიდატთა სიაზე “ქართულ ოცნებაში” არ გვიმსჯელია საერთოდ – კილაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძის განცხადებით, მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაში” ჯერჯერობით არ გამართულა მსჯელობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაზე. როგორც კილაძემ, “ქართულ ოცნებაში” სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა,  ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, რითაც კონკრეტული ადამიანები, მმართველ პარტიის ცუდად წარმოჩენას ცდილობენ. „ნათლად და გასაგებად თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით  ჯერჯერობით კონსულტაციები არ გვაქვს, არ გვიმსჯელია საერთოდ. შესაბამისად ჩემი მხრიდან,  წინასწარი განცხადებები, არასწორია”, – განაცხადა კილაძემ.

მეტი...

“ეკა ბესელიამ “ომეგასგან” ქრთამი აიღო” – პოლიტოლოგი “ქართულ ოცნებაში” მოსალოდნელ წმენდაზე

პოლიტოლოგი გია აბაშიძე, მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაში” მოსალოდნელ წმენდასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელიას პარტიიდან გარიცხვას აანონსებს. როგორც გია აბაშიძე ამბობს, ინფორმაციის წყაროს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ “ნაღმი” რომელიც ეკა ბესელიას წინააღმდეგ აფეთქდება, კორუფციაა. “ბიძინა ივანიშვილი იწვევს უმრავლესობის სხდომას, სადაც “ნაღმზე აფეთქდება” ეკა ბესელია და გაირიცხება პარტიიდან/უმრავლესობიდან. “ნაღმი” საკმაოდ ბანალურია – კორუფციის თემა. წლებია არსებობდა მოარული ხმები, რომ ბესელია ჯერ კიდევ ლადო ჭანტურიას თავმჯდომარეობის პერიოდიდან, გარკვეულწილად აგვარებდა, რაღაც საქმეებს უზენაეს სასამართლოში. ამჯერად კი, ამ ახალი მოგვარების დამადასტურებელი ფაქტი არსებობს: “ჩეთემ ჰაუსის” ამ წყაროს ინფორმაციით,…

მეტი...