2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად ერთდროულად ექვსი ქართველი ჩემპიონი დასახელდა

პირველად ქართული სპორტის ისტორიაში ჩვენს ქვეყანას 2019 წელს ოლიმპიურ სახეობებში ექვსი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავდა. წელს კიდევ ერთი რეკორდი დაფიქსირდა.  ჩვენმა სპორტსმენებმა ჯამში 1200-ზე მეტი მედალი მოიპოვეს.  გამოვლინდენ საუკეთესოები 11 ნომინაციაში და  ათი სპეციალური პრიზი გაიცა.

2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება – წლის სპორტსმენი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი – უპრეცედენტო შემთხვევა – ექვსივე მსოფლიო ჩემპიონი: ლუხუმ ჩხვიმიანი, ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ბექა ლომთაძე, ნუგზარ წურწუმია, ლაშა გობაძე.

ნომინაციებში გამარჯვებულები:

1. 2019 წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი სათამაშო სახეობებში – საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები.
2. 2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი – ლაშა ბექაური (ძიუდო)
3. 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობებში – ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო)
4. 2019 წლის საუკეთესო მსაჯი – რუსუდან ხოფერია (ბატუტზე ხტომა)
5. 2019 წლის საუკეთესო ფედერაცია მოპოვებული შედეგების მიხედვით – ჭიდაობის ფედერაცია.
6. 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი – ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო)
7. 2019 წლის საუკეთესო მენეჯერი – კახი კახიაშვილი (ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი)
8. 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი – გიორგი იანტბელიძე (თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი)
9. 2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი – რევაზ ჩიკოიძე.
10. 2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი – ირმა ხეცურიანი.
11. 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი: ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო); ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა); გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა); ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა); ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).

სპეციალური პრიზები გადაეცათ:

1. 2019 წლის აღმოჩენა – ანა ლაპიაშვილი და მაია ბოჭორიძე – ბატუტზე მხტომელთა წყვილი; მარია კაზაკოვა და გიორგი რევია – ფიგურული ციგურაობის წყვილი.
2. სპორტში განხორციელებული მნიშვნელოვანი ქველმოქმედებისთვის – „არქი ჯგუფი”
3. 2019 წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი ინდივიდუალურ სახეობებში – საქართველოს ეროვნული ნაკრები ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში.
4. საქართველოში მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების მასპინძლობის უფლების მოპოვებისთვის – კალათბურთის ფედერაცია; საქართველოს სათხილამურო ფედერაცია.
5. სპორტში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციისთვის – „კაჭრეთი ამბასადორი”; „თბილისი ჰილსი”
6. საუკუნის მოვლენა საქართველოს ოლიმპიზმის ისტორიაში – ნინო სალუქვაძე.
7. 2019 წლის საუკეთესო ვეტერანი სპორტსმენი – ნონა გაფრინდაშვილი.
8. 2019 წლის სპორტის საუკეთესო მოხალისე – თათია დარსაველიძე.
9. 2019 წლის საუკეთესო ლეგიონერი – გიორგი შერმადინი.
10. 2019 წლის საუკეთესო სპორტული რეგიონი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.

მსგავსი თემები