2019 წელს საქართველოს ეკონომიკაში 5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი – ირაკლი კოვზანაძე 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა სავარაუდოდ 5%-ით გაიზრდება.

​როგორც დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მთლიანი შიდა პროდუქტის 4,5%-იანი ზრდაა გათვალისწინებული. თუმცა, მთავრობამ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი კონსერვატული მიდგომით დაგეგმა. კერძოდ, წელსაც ბიუჯეტი დაგეგმილი იყო ეკონომიკის 4,5%-იან ზრდაზე, მაშინ, როცა 9 თვის მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 4,9%-ს მიაღწია.

“იმავე პერიოდში, 280 მილიონი ლარის მოცულობით დამატებითი შემოსავლები მივიღეთ. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ვვარაუდობ, 2019 წელს უფრო მაღალი, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიხედვით, საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

მსგავსი თემები