2019 წელს, მოსახლეობას, მილიონი ლარის კომუნალურები ხარჯები ზედმეტად დაარიცხეს

2019 წელს, მოსახლეობას, მილიონი ლარის ოდენობის უსაფუძვლოდ დარიცხული კომუნალური თანხები ჩამოეჭრა. ამის შესახებ, ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც მან მიმდინარე წლის ანგარიში წარმოადგინა.  

სალომე ვარდიაშვილის ინფორმაციით, გასული 5 წლის განმავლობაში, ენერგოომბუდსმენის სამსახურმა, მოსახლეობას უსაფუძვლოდ დარიცხული 11 მილიონი ლარი ჩამოაწერა:

„5 წლის განმავლობაში ჩვენ შევაჯამეთ და 11 მილიონი ლარი გვქონდა ჩამოწერილი, 2019 წლისთვის კი ეს თანხა ჯამში შემდეგნაირად გამოიყურება: რეკომენდაციებით ჩამოწერილი თანხა გახლავთ 350 ათასი ლარი, ჯერჯერობით, რადგან რეკომენდაციებზე პასუხი მომავალი წლის იანვრამდე დაბრუნდება და ეს თანხა, შესაბამისად, გაიზრდება. ხოლო გადაწყვეტილებების საფუძველზე ჩამოწერილი თანხა არის 371 ათასი ლარი. ასევე, წინ გველოდება კიდევ რამდენიმე სხდომა, სადაც არაერთი საკითხი უნდა გავიტანოთ და ეს თანხაც გაიზრდება. ჯამში, რომ ვთქვათ, რეკომენდაციებით და გადაწყვეტილებებით ჩამოწერილი თანხა, ამ წელს მილიონს მიაღწევს, რაც ნიშნავს, რომ მილიონამდე ლარი იყო უსაფუძვლოდ დარიცხული თანხა მომხმარებლის ბარათებზე და ჩვენი აქტივობების შედეგად, მომხმარებელი გათავისუფლდება ასეთი თანხების გადახდისგან,“- განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

მისივე თქმით, ენერგოომბუდსმენის სამსახურმა წლის განმავლობაში, 552-ჯერ უკვე მიმართა მარეგულირებელ კომისიას და მათი შუამდგომლობის საფუძველზე, ამდენივე სხდომა გაიმართა:

„552 საჯარო სხდომა გაიმართა, წლის განმავლობაში, ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე, სადაც მე ვიცავ ხოლმე მომხმარებლის ინტერესებს, გამოვდივარ როგორც მხარე, როგორც ადვოკატი, იმიტომ, რომ საქართველოს ენერგოომბუდსმენის აპარატი არის საადვოკატო მოდელზე აწყობილი, განსხვავებით ევროპული მოდელებისგან, რომლებიც მედიატორებად გადავიდნენ, თუმცა, ჩვენც ვცდილობთ მედიატორული საქმიანობის განვითარებას,“ – განაცხადა ენერგოომბუდსმენმა „მედიაცენრტრ მთავარში“  

მსგავსი თემები