2019 წელს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი – ,,Air.gov.ge“ შეიქმნა

2019 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი –  ,,www.air.gov.ge’’ შეიქმნა. პორტალზე, ერთ სივრცეში თავი მოიყარა სხვადასხვა სტაციონარული სადგურებიდან ავტომატური კავშირის მეშვეობით და ინდიკატორული გაზომვების შედეგად მიღებულმა ჰაერის ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ მონაცემებმა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, საქართველოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მონაცემები ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს პორტალთან ინტეგრირდა და საქართველოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონაცემები უკვე ევროპულ პორტალზეც უწყვეტ რეჟიმშია ხელმისაწვდომი.

ამ დროისთვის, პორტალის მეშვეობით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციას გაეცნო 92 000 ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი.

მსგავსი თემები