2019 წლის ერთ-ერთი პროირიტეტი წყლის, ჰაერისა და ნიადაგის კონტროლი იქნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის – ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2019 წლსის ერთ-ერთი პრიორიტეტი წყლის, ჰაერისა და ნიადაგის კონტროლი იქნება.

მინისტრმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, სამინისტროს საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, ქვეყნისთვის წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სააუზო მართვა წყალმოსარგებლეთა უფლებების მაქსიმალურ გათვალისწინებას გულისხმობს. საპილოტო რეჟიმში ჩვენ გვაქვს USAID -ის დახმარებით მომზადებული, ერთის სააუზო მართვის გეგმის პროექტი და მიმდინარე წელს ხრამი-დებედას და იორი -ალაზნის სააუზო სისტემებისთვის სააუზო გეგმების მომზადება იგეგმება, რაც ვფიქრობთ, აბსოლუტურად ახალ რეალობას შექმნის წყლის რესურსების მართვის კუთხით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სამინისტროს საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას მინისტრმა ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ გვჭირდება ზუსტი მონიტორინგის სისტემა, ამიტომ გარემოს ეროვნული სააგენტო დღეს ფლობს უკვე თანამედროვე წყლის, ჰაერის და ნიადაგის ანალიზების ლაბორატორიას, რომელიც ძირითად დამაბინძურებლებზე თანამედროვე მეთოდებით, თანამედროვე ტექნიკის პირობებში შეძლებენ ნიადაგის, წყლის და ჰაერის მდგომარეობის შემოწმებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ყურადღება ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების კონტროლზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ 2019 წლისთვის დაახლოებით 170- ზე მეტი ობიექტი გაკონტროლდება ზედაპირული წყლების და 60- ზე მეტი ობიექტი მიწისქვეშა წყლების კონტროლის კუთხით. ლევან დავითაშვილს პარლამენტში „მინისტრის საათი“ ფორმატში უსმენენ.

მსგავსი თემები