“2019 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი სისხლის მიმოქცევისა და სიმსივნური დაავადებებით გარდაიცვალა” – საქსტატი

2019 წელს საქართველოში 46,659 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 24,019 კაცი და 22,640 ქალი. მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სისხლის მიმოქცევის დაავადებებზე მოდის, რომლებიც გასულ წელს 21,448 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა. მეორე ადგილზეა სიმსივნური დაავადებები, რომლებიც 7,873 ადამიანის გარდაცვალების მიზეზად სახელდება.

2295 ადამიანის გარდაცვალება კი, საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს ტრავმებმა, მოწამვლებმა და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთმა სხვა შედეგებმა გამოიწვია.

გარდაცვალების წამყვან მიზეზებად ასევე სახელდება საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობები, სასუნთქი სისტემის დაავადებები და სხვა.

მსგავსი თემები

5 Thoughts to ““2019 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი სისხლის მიმოქცევისა და სიმსივნური დაავადებებით გარდაიცვალა” – საქსტატი”

  1. Like!! Thank you for publishing this awesome article.

  2. Thanks for fantastic info I was looking for this info for my mission.

  3. SMS

    Very good article! We are linking to this particularly great content on our site. Keep up the great writing.