კეთილდღეობის სტანდარტი უნდა ამაღლდეს – ირაკლი კობახიძე გასულ, 2018 წელზე   

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიმდინარე, 2018 წელს აფასებს და აცხადებს, რომ რთული წელიწადი იყო, თუმცა იყო წარმატებებით. ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ქვეყნისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად სოციალური მდგომარეობა დაასახელა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს კეთილდღეობის სტანდარტის ასამაღლებლად. „ჩვენ გვჭირდება წინსვლა ყოველდღიურ რეჟიმში. არის უამრავი სირთულე, სოციალური მდგომარეობა ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ადამიანების ცხოვრების პირობები ჩვენს ქვეყანაში, ამაღლდეს კეთილდღეობის სტანდარტი, აქეთკენ უნდა იყოს მიმართული თითოეული ჩვენგანის საქმიანობა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მეტი...

10-სართულიანი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, 4 ადამიანი დაიღუპა

4 ადამიანი დაიღუპა 31 დეკემბერს, რუსეთის ფედერაციაში, მაგნიტოგორსკში, ათსართულიან საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეთქების მიზეზი, ოფიციალური ვერსიით ბუნებრივი აირია. ადგილზე შექმნილია ოპერატიული შტაბი. მაშველებს მოსკოვიდან ელოდებიან, – ამის შესახებ Интерфакс -ი იტყობინება. ​როგორც ჟურნალისტებს ჩელიაბინსკის ოლქის გუბერნატორმა, ოლეგ კლიმოვმა განუცხადა, აფეთქება სახლის მეშვიდე სადარბაზოში მოხდა, სადაც 120 ადამიანი ცხოვრობს. ამ დროისთვის 19 ადამიანია ევაკუირებული, მათ შორის 7 ბავშვია. მისივე ინფორმაციით, სახლს სულ 12 სადარბაზო აქვს და შენობაში მთლიანად 500 ადამიანი ცხოვრობს. “ადგილობრივი დროის, 13:00 საათის მდგომარეობით, სახლში 111 მუდმივი მობინადრეა  დარეგისტრირებული, 9 ქირით ცხოვრობს, – სულ 120 ადამიანი. ცნობილია…

მეტი...

მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო გალაკონცერტი დღეს, 23:00 საათზე დაიწყება

ქვეყნის მთავარ ნაძვის ხესთან, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გალაკონცერტი დღეს, 31 დეკემბრის ღამეს, 23:00 საათზე დაიწყება. კონცერტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოჯახთან ერთად დაესწრება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, 3 საათზე მეტი დროით,საახალწლო პროგრამით მაყურებლის წინაშე შემდეგი შემსრულებლები წარდგებიან: NEW YORK VOICES, ეკა მამალაძე, აჩიკო ნიჟარაძე, ნატო მეტონიძე, „შვიდკაცა“, დავით ევგენიძე, გიორგი მახარაშვილი, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, “ვერნისაჟი“, გვანცა ზაქარეიშვილი, დუეტი „ჯორჯია“, მანანა თოდაძე, ბესო კალანდაძე, ლიზა ბაგრატიონი, მანანა თოდაძე, ბესო კალანდაძე, ნეკა სებისკვერაძე, გიორგი სუხიტაშვილი,TheQuintessence, ნოდიკო ტატიშვილი, სოფო გელოვანი, სალომე ბაკურაძე, თიკა მახალდიანი, აჩიკო მეფარიძე, ანა…

მეტი...

თბილისის მოსახლეობას უფასოდ 156 ავტობუსი მოემსახურება 

თბილისის მცხოვრებლებსა და დედაქალაქის სტუმრებს, ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება. 31 დეკემბრის 23:00-დან, 73 მარშრუტზე 156 ერთეულამდე ავტობუსი, 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. ტრანსპორტი მგზავრებს სადღესასწაულო ღონისძიების ადგილამდე – პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ასევე, მეტროსადგურებამდე და ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძებამდე გადაიყვანს. გარდა ამისა, 31 დეკემბერს, თბილისის „მეტროპოლიტენის“, ავტობუსებისა და საბაგირო „რიყე-ნარიყალას“ სამუშაო საათები გახანგრძლივდება და მგზავრებს უფასოდ გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ. ამ რეჟიმში „მეტროპოლიტენი“ და ავტობუსები იმუშავებს 31 დეკემბრის 23:00-დან პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ხოლო საბაგირო – 03:00 საათამდე. მეტროპოლიტენი გახანგრძლივებული გრაფიკით იმუშავებს შობის ღამესაც და მგზავრებს 04:00 საათამდე მოემსახურება. როგორც “მედიაცენტ მთავარს”…

მეტი...

გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნებისთვის დაქირავებული დამკვირვებლები მოატყუა

​საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 28 ნოემბერს ჩატარდა, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაქირავებული დამკვირვებელი ირაკლი ბახტაძე აცხადებს, რომ თანხა, რომელიც გაწეული შრომისთვის პარტიას უნდა გადაეხადა, დღემდე არ მიუღია. როგორც ​ირაკლი ბახტაძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, გაერთიანებულმა ოპოზიციამ დამკვირვებლებს, რომლებიც პირველ ტურშიც მონაწილეობდნენ, დაპირებული 120 ლარის ნაცვლად, 80 ლარი გადაუხადა. “ზუგდიდში N105-ე უბანზე ვიყავი დამკვირვებელად. მე სტუდენტს, რომელსაც დედაქალაქიდან რეგიონში მომიწია ჩასვლა ჩემივე ფინანსებით, ახლა მეუბნებიან, რომ ჩემი გაწეული შრომა უსასყიდლო იყო. დიახ, ეს იმ “ოპოზიციის” ხალხია, რომლებსაც ხელისუფლებაში უნდოდათ მოსვლა, ეს ის ადამიანები არინ, რომლებიც უკეთეს საქართველოს გვპირდებოდნენ. სამწუხაროა, რომ არჩევნებიდან, რამდენიმე…

მეტი...

მოკრძალებული საახალწლო სუფრა საშუალოდ 300-დან 700 ლარამდე ჯდება

ნიგოზი – 25 ლარი; ინდაური – 90-130 ლარი; გოჭი – 200 ლარი; ხორცი – 15 ლარი; ბადრიჯანი – 6 ლარი; ყველი 10-20 ლარი; ქათამი – 15-25 ლარი – ეს იმ პროდუქტების მინიმალური ჩამონათვალია, რომელის საახალწლო სუფრის აუცილებელ შემადგენელ ნაწილად ითვლება. თუ წვრილმანებსაც მივუმატებთ, ახალი წლის სუფრის მინიმალური ფასი 300 ლარია, მაქსიმუმი კი გემოვნების მიხედვით. „მედიაცენტრი მთავარი“ იმ ადამიანებს გაესაუბრა, რომლებიც საახალწლოდ ბაზრობებიდან დატვირთულები გამოდიოდნენ. ლეილა: „ახალი წელს სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ინდაურის საცივი, გოზინაყი, ქათამი, გოჭი, სალათები, ფხალეულობა, ყველის ასორტი, ხაჭაპური, სოკო, კიტრი – პომიდორი, ხილი და ტკბილეულობა, სასმელები. რაც…

მეტი...