არასამთავრობოები მურუსიძე-ჩინჩალაძის მოსამართლეობიდან გადადგომას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი ორი მოსამართლის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მართლმსაჯულების სისტემის განვითარება და დამოუკიდებლობა ვერ წარმოუდგენიათ. „წლების მანძილზე ნელ-ნელა სისტემიდან განიდევნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც სისტემისადმი კრიტიკული პოზიციებით გამოირჩეოდნენ; გავლენიანი ჯგუფის წევრები სარგებლობენ ხელისუფლების გარკვეული შტოების და პარლამენტარების ნაწილის მხარდაჭერით; გავლენიანი ჯგუფის უმრავლესობა წარსულში განხილული არაერთი პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გამო საზოგადოების ფართო წრეებში ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. მაგალითად, ლევან მურუსიძე, რომელიც უვადოდ გამწესდა თანამდებობაზე, მონაწილეობდა სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმეებში. ამ საქმეებზე არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიც, სადაც, ერთ შემთხვევაში, სასამართლოს მხრიდან მართლმსაჯულების პროცესი მკვეთრად არის გაკრიტიკებული, ხოლო,…

მეტი...

როგორ დავიკანონოთ თვითნებურად დაკავებული მიწის ფართობი – საჯარო რეესტრი გვპასუხობს

„მედიაცენტრ მთავარს“ რუბრიკაში: „მოგვწერეთ მთავარი“ მოქალქემ რამდენიმე კითხვით მიმართა, რომელიც მიწის კანონიერ მფლობელობაში დარეგისტრირებას ეხება. მოქალაქის კითხვებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პასუხობს: 1. კანონით ნებადართულია თუ არა, რომ პირმა, რომელიც მიწას ათეული წლებია უვლის, დაირეგისტრიროს საკუთრებაში? აღნიშნულისთვის დაინტერესებულმა მხარემ რა პროცედურები უნდა გაოაროს? პასუხი: აღნიშნულ საკითხს არეგულირებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების ორ განსხვავებულ ფორმას იცნობს: მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება და თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება. აღნიშნული კანონით…

მეტი...

მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტების დაფინანსება 1,5 მილიონი ლარით იზრდება 

მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი, 2019 წელს, 1,5 მლნ ლარით გაიზრდება, ამას ემატება მუნიციპალიტეტებზე გათვალისწინებული კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერები, რაც ჯამში 60,0 მილიონ ლარს შეადგენს. სხვადასხვა პროექტი დამატებით დაახლოებით 8 მილიონი ლარით დაფინანსდება, მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. როგორც აჭარის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის დამჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, მარტო ხულოს მუნიციპალიტეტში გზების მოსაწყობად დაახლოებით 9 მლნ ლარი დაიხარჯება. გოდერძის უღელტეხილიდან მწვანე ტბამდე გზის რეაბილიტაცია დასრულდება. დაგეგმილია, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. დაიწყება ბეშუმის განაშენიანება, რისთვისაც მომავალი წლის ბიუჯეტში ნახევარი მილიონი ლარი უკვე გათვალისწინებულია. რიჟვაძის თქმით, აღნიშნული პროექტი კერძო და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ახალი ტურისტული ადგილების…

მეტი...