ოქროს ორდენი პროთეზისთვის, ლენინის თავი – ქალს: ერთი თბილისური ეზოს ამბავი

ინტერნეტმომხმარებელი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში, თბილისის პეკინის ქუჩაზე მდებარე, ქალაქური ტიპის ეზოსთან დაკავშირებულ, თავის, ბავშვობის დროინდელ მოგონებაზე წერს. “ერთი ამბავი ჩემი ბავშვობიდან: ისევ ჩემი ეზო. პეკინის ქუჩა N 33. ვარ 10 წლის. 1982 წელი. ზაფხული. რამდენიმე დღეში დაბადების დღე მაქვს. შეთანხმებული ვარ ბებიასთან და დაბადების დღეზე ველოსიპედი “დესნა – 2″ უნდა მიყიდოს. 72 მანეთი ღირს. ეს არ არის ისეთი მცირე საფასურის, კბილის ამოღებისას ექიმისთვის პირის გაღების სანაცვლოდ დასათრევი. ამაში, მაქსიმუმ, კორეული მარკების სერია მომივა. ველოსიპედს კი 8 კბილის ამოღება სჭირდება. ამდენი ამოსაღები კბილი (მორყეულ, უფესვო კბილებზეა საუბარი) სულ არ მაქვს. ეს ყიდვა…

მეტი...

საახალწლო ღონისძიებები თბილისში – პროგრამა

ადგილმდებარეობა: პირველი რესპუბლიკის მოედანი ყოველდღიური აქტივობები პატარებისთვის: საშობაო ბაზრობა- პირველი რესპუბლიკის მოედანი ყინულის მოედანი დისტანციური მინი ავტომობილების პარკი საშობაო ვორქშოფი საშობაო წისქვილი-კოშკი ზღაპრის გმირები ღია კინოთეატრი თოვლის ბაბუის სახლი და ფოტოზონა თოვლის ბაბუასთან ერთად გასტრონომიული მარკეტი სახეზე მოხატვა 28 დეკემბერი 20:00 თოვლის ბაბუის შემოსვლა თბილისში 21:30 ჯგუფი “გუფი ლენდი” – კონცერტი 22:00 დიჯეი 29 დეკემბერი 14:00 მაკნატუნების მარში 16:00 თოჯინების თეატრი 19:00 “თბილისის ბიგ-ბენდი” – კონცერტი 21:00 დიჯეი 30 დეკემბერი 14:00 მაკნატუნების მარში 15:00 პროექტი – “მოგზაურობა წიგნებში“ 17:00 მეკოს სტუდია (საბავშვო კონცერტი) 19:00 გიორგი მანაგაძის ბენდი – კონცერტი 31…

მეტი...

საახალწლო გალაკონცერტში მონაწილეობა თბილისის მერიამ ყველას შესთავაზა

31 დეკემბრის ღამეს, თბილისის ცენტრში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საახალწლო გალაკონცერტი გაიმართება. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, ტრადიციულ საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობა, ქართული ესტრადის ყველა მომღერალს შესთავაზეს. შესაბამისად, ახალი წლის ღამეს, გალაკონცერტზე შემდეგი შემსრულებლები იმღერებენ: NEW YORK VOICES, ეკა მამალაძე, აჩიკო ნიჟარაძე, ნატო მეტონიძე, „შვიდკაცა“, დავით ევგენიძე, გიორგი მახარაშვილი, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, “ვერნისაჟი“, გვანცა ზაქარეიშვილი, დუეტი „ჯორჯია“, მანანა თოდაძე, ბესო კალანდაძე, ლიზა ბაგრატიონი, მანანა თოდაძე, ბესო კალანდაძე, ნეკა სებისკვერაძე, გიორგი სუხიტაშვილი,“TheQuintessence”, ნოდიკო ტატიშვილი, სოფო გელოვანი, სალომე ბაკურაძე, თიკა მახალდიანი, აჩიკო მეფარიძე, ანა დოი, მაია ბარათაშვილი, მაია ჯაბუა, თემურ თათარაშვილი, ეკა კახიანი, ნუცა…

მეტი...

​პრეზიდენტი სამარცხვინოდ დუმს – ხათუნა ლაგაზიძე მოსამართლის უვადოდ დანიშვნაზე

​პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, ახალი კონსტიტუციის თანახმად აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლება, უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების დაკომპლექტების წესი შეცვალოს, მას უნდა გამოეხატა საკუთარი პოზიცია ლევან მურუსიძის უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით. ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, პრეზიდენტი სამარცხვინოს დუმს. მისივე თქმით, არსებული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი საკონსტიტუციო ცვლილებაა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს ძველი უფლებები აღუდგეს. “გამოსავალი საკონსტიტუციო ცვლილებებია. უნდა შეიცვალოს იუსტიციის საბჭოს, უზენაესი და სააპელაციოს მოსამართლეების დაკომპლექტების წესი. ოღონდ, არა პრეზიდენტისთვის ამ უფლების დაბრუნებით, რომელიც ორი დღეა სამარცხვინოდ დუმს. შესაძლებელია შეიქმნას კომისია პარიტეტულ საწყისებზე – იუსტიციის საბჭოს, ადვოკატების და…

მეტი...

საქართველოში მამაკაცებზე 147 000-ით მეტი ქალი ცხოვრობს    

საქართველოს მოსახლეობა 2018 წელს, 3 ათასით გაიზარდა და 3.729 მლნ-ს მიაღწია. ამათგან 1.791 მლნ კაცია, 1.938 მლნ ქალი, ხოლო 744 ათასი – ბავშვი. სტატისტიკაში არ არის გათვალისწინებული ოკუპირებული რეგიონების მონაცემები. როგორც საქსტატში აცხადებენ, საქართველოში მცხოვრებთა შორის, ყველაზე მეტი – 278 ათასი ადამიანი, 4 წლამდე ასაკის ბავშვია, ხოლო 466 ათასი – 14 წლამდე ბავშვი. ქვეყნის მოსახლეობის ყველა მცირე რაოდენობას, 65-69 ასაკის ადამიანი შეადგენს და მათი რაოდენობა 187 ათასს აღწევს. 70 წელს ზევით საქსტატი დეტალურ მონაცემებს აღარ აქვეყნებს, ჯამურად კი ასეთი 359 ათასი ადამიანია. რაც შეეხება ეროვნულ უმცირესობებს, საქართველოს მოსახლეობის 86.8% ქართველია,…

მეტი...

ბათუმი ეკოლოგიასა და ინფრასტრუქტურაზე 80 მილიონ ლარს დახარჯავს

ქალაქ ბათუმის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მომავლი წლიდან, 13 მილიონ 487 ათას 700 ლარი დაიხარჯება. მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება ზღვისპირა ქალაქის ურბანულ განვითარებას და ეკონომიკური პროფილის გაძლიერებას. ხოლო მუნიციპალური სერვისების განსავითარებლად ქალაქის ბიუჯეტში 2 მილიონ 922 თას 900 ლარია განსაზღვრული. როგორც “მედიაცენტ მთავარს” ბათუმის მერიაში განუცხადეს, მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი უკვე დაამტკიცა. 2019 წლის ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 156 მილიონ 761 ათას 600 ლარით განისაზღვრა. მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი დაფინანსება ინფრასტრუქტურიდ მიმართულებამ მიიღო – 66 მილიონ 623 ათას 900 ლარი. რაც გულისხმობს საგზაო ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო სისტემისა…

მეტი...

ახალი წლის ღამეს თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება – მარშრუტები

ახალი წლის ღამეს, თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. 31 დეკემბრის 23:00-დან, N 74 მარშრუტზე 156 ერთეულამდე ავტობუსი, 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. ტრანსპორტი მგზავრებს სადღესასწაულო ღონისძიების ადგილამდე – პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ასევე, მეტროსადგურებამდე და ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძებამდე გადაიყვანს. დედაქალაქის მოსახლეობას ახალი წლის ღამეს ავტობუსების შემდეგი ნომრები მოემსახურება:  N1, N2, N4, N6, N7, N8, N10, N11, N12, N13, N14, N15, N18, N19, N20, N23, N25, N27, N28, N30, N31, N34, N36, N37, N39, N40, N41, N42, N43, N44, N45, N47, N48, N49, N52, N53, N55, N56, N58, N60, N62, N63, N66, N68,…

მეტი...

2019 წელს, განათლების რეფორმა აქტიურ ფაზაში გადავა – პრემიერი

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2019 წელს, განათლების რეფორმა აქტიურ ფაზაში გადავა, ის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება მომავალი წლების განმავლობაშიც. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან ახალგაზრდობის კომპონენტი პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება. „განათლების რეფორმა გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ 2019 წელს ექნება განსაკუთრებული როლი ამ რეფორმის წარმატებაში. განათლებასთან ერთად, ჩენი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდობის ინოვაციური პოლიტიკა, ახალგაზრდული ეკონომიკა, მათი მონაწილეობა საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამიტომა მივიღეთ გადაწყვეტილება და ახალგაზრდობის კომპონენტი გადმოვა პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რამხელა მნიშვნელობას ვანიჭებთ ახალგაზრდობას და მათ მომავალს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მთავრობის მეთაურმა 2018 წელს, სახელმწიფო უწყებების მუშაობას წარმატებული უწოდა…

მეტი...

პარლამენტარები ქუთაისს დაემშვიდობნენ, საგაზაფხულო სესია თბილისში გაიხსნება

საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, რომელიც 16 დეკემბრიდან ამოქმედდა, საკანონმდებლო ორგანო მუშაობას სრული დატვირთვით თბილისში, რუსთაველის გამზირზე არსებულ პარლამენტის შენობაში განაგრძობს. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის მანდატურის სამსახურს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ქალაქის დატოვება უწევს. „ნამდვილად შეგვაყვარა თავი ამ ქალაქმა და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ვტოვებთ სამუშაო პროცესს ქუთაისში. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს მანდატურებს, რომლებმაც  შესანიშნავად და ბრწყინვალედ გაართვეს თავი მათთვის დაკისრებულ ამოცანებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ რიგგარეშე სესიის დასრულებისას. ზამთრის სესიის ბოლოს სხდომა დეპუტატებმა გუშინ, ქუთაისში ჩაატარეს. სესია საქართველოს ჰიმნით დაიხურა. კანონმდებლებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.…

მეტი...

ახალი წლის ღამეს თბილისში ითოვებს 

გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, ახალი წლის ღამით თბილისში თოვლი მოვა. მოსალოდნელია მინუს 3-დან -1 გრადუსამდე ყინვა. დღის საათებში მოსალოდნელია მოღრუბლულობა, შესაძლებელია მცირე წვიმა. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ამჟამად თოვს ამბროლაურში, ბორჯომში, თიანეთში, ახალციხეში, ბახმაროში, ცაგერში, ჭიათურაში. ზამთრის საკურორტო რეგიონებში, კერძოდ, ბაკურიანში, სტეფანწმინდასა და გუდაურში თოვლთან ერთად წარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსია. მათივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში თოვლიანი ამინდი ხვალამდე შენარჩუნდება. 30 დეკემბერს ჰაერის ტემპერატურა ღამით, -8 გრადუსამდე დაეცემა. დასავლეთ საქართველოში შედარებით თბილი ამინდებია მოსალოდნელი, მომდევნო სამი დღის განმავლობში ჰაერის ტემპერატურა დღისით +11,+10 და +8 გრადუსი იქნება.

მეტი...

გაიხსნას “პანდორას ყუთი”! ვინ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე? – ანა დოლიძე მურუსიძის დანიშვნაზე

ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს უნდა დაეკისროს. მისივე თქმით, მთლიანად უნდა გაიხსნას “პანდორას ყუთი” და გაეცეს პასუხი კითხვას – ვინ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე? “პირველ რიგში ამაზე, პასუხი უნდა აგოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომლის ლიდერობის გარეშე, ვერ დაიწერებოდა ვერც ერთი საკანონმდებლო ცვლილება. რომელმაც მიგვიყვანა ამ ერთი დაჯგუფების განუზომელ ძალაუფლებამდე. მგონია, რომ ეს პროცესი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ გარჩევის დასაწყისი, თუ ვინ ეცადა შეექმნა სისტემა, რომლის მიხედვითაც ჩაბეტონდებიან სისტემაში ლევან მურუსიძეები. ეს ჩვენი…

მეტი...

ქუთაისის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დღეს აინთება

ქუთაისში, ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის განათების საზეიმო ცერემონიალი დღეს, 28 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება. ღონისძიებას მუსიკალურად, საერთაშორისო ფესტივალებსა თუ სხვადასხვა შემოქმედებით კონკურსებზე აღიარებული გორის ქალთა კამერული გუნდი გააფორმებს. გუნდი ახლახანს დაბრუნდა ევროპული ტურნედან, რომელსაც მსოფლიო ვარსკვლავთან, ქეთი მელუასთან ერთად მართავდა. ​ახალი წლის ღამით კი, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე  გალაკონცერტი გაიმართება ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ქუთაისის მერიაში განუცხადეს, საახალწლო პროგრამები 31 დეკემბერს დაიწყება და საახალწლო კუთხეები ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე მოეწყობა. ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე 13:00 საათზე, გაიხსნება საახალწლო კუთხე, სადაც გაიმართება, საბავშვო საახალწლო კონცერტი, საახალწლო პერფომანსი, კოსტიუმირებული მსვლელობა და საბავშვო წარმოდგენა დრამერების შოუ-მსვლელობა. თეთრი…

მეტი...

ხულუზაურების 9-სულიან ოჯახს საახალწლო საჩუქრები მხარის რწმუნებულმა გადასცა 

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერსელიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ დუშეთში, ხულუზაურების 9-სულიანი ოჯახი მოინახულა, რომელთაც საცხოვრებელი სახლი, რამდენიმე დღის წინ დაეწვათ. მან შპს „დაჯისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია “ექთს ჯორჯიას” მხარდაჭერით, ოჯახის წევრებს საკვები პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა. „გვესმის, რამდენად რთულ მდგომარეობაშია ოჯახი. დუშეთის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რათა ამ ადამიანებს მატერიალური ზიანი შევუმსუბუქოთ და მათი სახლის აღდგენა მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოვახერხოთ“ – განაცხადა მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ. ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსური მხარდაჭერით, დამწვარი სახლის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია. შალვა კერესელიძე მიმდინარე სამუშაოებს პირადად გაეცნო.

მეტი...

ქართული წარწერით სეულის სცენაზე

სამხრეთ კორეული ბოი ბენდის, EXO – ს წევრებს სეჰუნსა და ჩანიოლს ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ტანსაცმელი ეცვათ SBS Gayo Daejun 2018-ზე. სეჰუნის მაისურზე გამოსახული იყო საქართველოს დროშა წარწერით “საქართველო – Georgia”, ხოლო ჩანიოლის მაისურის საყელოს “უფალო შეგვიწყალენ” ეწერა. SM Entertainment – მა EXO 2012 წლის 8 აპრილს დაადებიუტა. ჯგუფში თავდაპირველად 12 წევრი იყო, თუმცა ახლა 9 მომღერლისგან შედგება. ესენი არიან: კაი, სეჰუნი, ბექიონი, სუჰო, ლეი, ჩენი, დიო, ქსიუმინი, ჩანიოლი (Kai, Sehun, Beakhyun, Suho, Lay, Chen, D.O. Xiumin, Chanyeol). იგი ძალიან პოპულარულია როგორც სამხრეთ კორეაში, ისე მთელ მსოფლიოში.

მეტი...