მურუსიძის დანიშვნა და ბესელიას მოხსნა ნაცების საბოლოო გამარჯვებაა – სანდრო ბრეგაძე 

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნას აპროტესტებს და პარტია “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვებად აფასებს. სანდრო ბრეგაძე მოუწოდებს “ქართული ოცნების” დეპუტატებს, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ იბრძოდნენ, დატოვონ პარტიის რიგები. “ლევან მურუსიძის დანიშვნა და ეკა ბესელიას მოხსნა იმას ნიშნავს, რომ პორტირებულმა ნაცებმა საბოლოოდ გაიმარჯვეს! მივმართავ “ოცნების” იმ დეპუტატებს, რომლებთან ერთადაც ვიბრძოდით ნაცების რეჟიმის წინააღმდეგ: – მოსამართლე, რომელიც განიხილავდა სანდრო გვირგვლიანის და სულხან მოლაშვილის საქმეებს, ნაცზონდერ მურუსიძის უვადოდ დანიშვნის შემდეგ, თუ კიდევ დარჩებით თალაკვაძე – ზარდიაშვილ – მდინარაძის უმრავლესობაში და “ოცნებაში”, თქვენც ისეთივე…

მეტი...

ლევან მურუსიძემ მოსამართლის მანტია უსასრულოდ მოისხა

11 ხმით მოსამართლე ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში სავარძელს უვადოდ დაიკავებს. ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში დაინიშნა. მურუსიძემ ორ გადამწყვეტ კრიტერიუმში 95 და 94% მიიღო. კერძოდ, კეთილსინდისიერების კრიტერიუმში 95%, ხოლო კომპეტენტურობაში 94%. მოსამართლეთა და კერძოდ ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესებას დაპირისპირება პარლამენტშიც უძღვოდა წინ. დეპუტატთა ერთმა ნაწილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას შეურაცხყოფა უწოდა. „მურუსიძის უვადო მოსამართლედ არჩევა ჩვენი საზოგადოებისა და პარლამენტის შეურაცხყოფაა“, – აღნიშნა მან პარლამენტის სხდომაზე. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა მურუსიძის უვადოდ გამწესება ჩარხის მობრუნებად შეაფასა: „ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა მიღებული. ეს პარლამენტის ღირსების საკითხია, რომ ეს ჩარხი უკან მობრუნდეს.…

მეტი...

„საქართველოს რკინიგზამ“ საახალწლოდ დამატებითი რეისები დანიშნა

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს. კერძოდ,  28, 29, 30 და 31 დეკემბერს რეისები შესრულდება თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (N878/877) მიმართულებით ხოლო თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით 29 და 30 დეკემბერს. ასევე, თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებაზე მოძრავ შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასის ვაგონები. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” კომპანიაში განუცხადეს,  Stadler Kiss-ის მგზავრებს წინასაახალწლო საჩუქარიც ელით. 25 დეკემბრიდან, თბილისი-ბათუმის რეისზე მოძრავი ბიბლიოთეკა დახვდებათ.  ბიბლიოთეკის მოწყობა მაგისტრალური მიმოსვლის ყველა მატარებელში იგეგმება.

მეტი...

„კომიტეტის თავმჯდომარე წევრებს ლაპარაკის უფლებას არ აძლევს“ – სოფო კილაძე ეკა ბესელიაზე

საპარალემნტო უმრავლესობის წარმომადგენელი სოფო კილაძე მისივე თანაგუნდელის, ეკა ბესელიას კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან კავშირში არ უნდა იყოს. მისი თქმით, ამ ყველაფრის უკან უფრო სხვა მიზნები დგას. „ეკა ბესელიას თანამდებობიდან წასვლის თემაზე ჟურნალისტები ორი-სამი თვის წინ მეკითხებოდნენ, რატომ ხდება ამ საკითხის მოსამართლეების თემასთან დაკავშირება? ძალიან ნათლად ჩანს, თუ რა დგას ამ ყველაფრის უკან. ახლა ვხვდები, რატომ გავიდა სალომე სამადაშვილი ამ კომიტეტიდან. კომიტეტის თავმჯდომარე წევრებს ლაპარაკის უფლებას არ აძლევდა“ – აღნიშნა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ. აღნიშნულ განცხადებას ეკა ბესელიას კრიტიკა მოჰყვა, რასაც…

მეტი...

ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა, პირველ მოადგილედ კი გედევან ფოფხაძე დაასახელა 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ, თანამდებობა დატოვა, პირველი  მოადგილის პოსტზე კი, კომიტეტის სხდომაზე გედევან ფოფხაძის კანდიდატურა დაასახელა, რადგან  კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, დღეს თანამდებობა ბესელიას მისმა პირველმა მოადგილე ვანო ზარდიაშვილმაც დატოვა. ​როგორც ეკა ბესელია განმარტავს, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ ფიქრის შედეგად მიიღო, რასაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის მისივე შეფასებით, ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს უკავშირებს. ​მისი აზრით, საზოგადოებას უნდა მიეცეს საშუალება თვალი ადევნოს პროცესს, იყოს ჩართული მოსამართლეების მაღალი რეპუტაციის მქონე პირების გამოკვეთასა და მათ შერჩევაში. ბესელია მოითხოვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის არსებული სიის განხილვა შეჩერდეს. ” სიაში არიან ადამიანები, რომლებიც არა…

მეტი...

ეკა ბესელია უვადო მოსამართლეთა კანდიდატების სიის გაწვევას ითხოვს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, გადადგომით მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გაუმართლებელ პროცესს ხელი შეუშალა. როგორც დეპუტატმა განმარტა, უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიაში ისეთი მოსამართლეებიც ირიცხებიან, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულები არიან. „გადადგომის გადაწყვეტილებით შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია, რომ ძალიან საზიანო იყო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს ეხება. მოსამართლეთა შერჩევის პროცესი კრიტერიუმებით დადგენილი წესით უნდა წარიმართოს, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, უნდა იმუშაოს კომიტეტმა და პარლამენტმა იმ პროცედურის სრული დაცვით, რომელიც ამ პროცესს გამჭვირვალეს, სამართლიანსა და სწორს გახდის. მოსამართლეთა სია უნდა იყოს გაწვეული…

მეტი...

წელიწადში 50 000 სამუშაო ადგილი უნდა შევქმნათ, “დრაკონული წესები” გავამარტივოთ – მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში, ყოველწლიურად 50-60 ათასამდე სამუშაო ადგილი უნდა იქმნებოდეს და მათი დიდი ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდიოდეს. ბიზნესმა უნდა შექმნას სამუშაო ადგილები, რომელიც საბოლოო ჯამში სიღარიბის ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირებასა და დაძლევას შეუწყობს ხელს. როგორც მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ თვალსაზრისით მთავრობას კონკრეტული ინიციატივები აქვს. კერძოდ, საუბარია ახალი საბაჟო კოდექსის შექმნაზე, სასტარტო კაპიტალის რეფორმაზე, დაზღვევის ინსტრუმენტებზე, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციებით შემუშავდა. ასევე, ექსპორტის წამახალისებელ პროგრამებზე, რომლებიც ორიენტირებული იქნება სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესში უფრო მეტი სამუშაო ადგილის გენერირებაზე. ​ბახტაძის შეფასებით, საქართველოში არსებული ეკონომიკური მოდელი და…

მეტი...

საქართველოს ეკლესიის სინოდი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერაზე ისაუბრებს  

საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დღის წესრიგი წინასწარ ცნობილი არ არის, თუმცა, როგორც მღვდელმთავრები აცხადებენ სხდომაზე სავარაუდოდ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერის საკითხსაც განიხილავენ. ​ ​როგორც საპატრიარქოში შესვლამდე ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ განაცხადა, ის უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს უჭერს. „მიმაჩნია, რომ პროცესები, რაც განვითარდა, ნამდვილად უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის და ზოგადად მართლმადიდებელი სამყაროსთვის ნამდვილად ისტორიული მოვლენაა. ძალიან გასაოცარია და ღვთის წყალობაა, რომ ამჟამად და ამიერიდან უკვე უკრაინაში ე.წ. რასკოლნიკური, ანუ განხეთქილების არაღიარებული ეკლესია არ იქნება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ ამ საკითხს დღეს თუ ხვალ აუცილებლად უნდა დაუჭიროს…

მეტი...

საახალწლო გალაკონცერტი ქართულ კინომუსიკაზე იქნება აგებული

2019 წლის საახალწლო გალაკონცერტი​ს კონცეფცია, რომელიც თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ახალი წლის ღამით დაიწყება, ქართულ კინომუსიკაზეა აგებული. ასევე, შესრულდება საშობაო სიმღერები და ყველა დროის და ყველასთვის საყვარელი ჰიტები.​ კონცერტი 31 დეკემბერს, 23:00 საათიდან დაიწყება და გამთენიისას დასრულდება. ​კონცერტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 519  780 ლარი დაიხარჯება. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, თითქმის 4 საათიან კონცერტში 201 მუსიკოს-შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორისაა ამერიკული ბენდი NewYork Voices-ი, ასევე, ქართველი შემსრულებლები – ლიზა ბაგრატიონი, მაია ჯაბუა, ეკა მამალაძე, ნატო მეტონიძე, შვიდკაცა, ნეკა სებისკვერაძე, გიორგი მახარაშვილი და სხვა. ღონისძიების მთავარი ღერძი იქნება ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი. მათივე…

მეტი...

მოწყვეტილი თითები, დამწვრობა, თვალის დაზიანება – “მცხეთის სამედიცინო ცენტრის” ქირურგი პიროტექნიკაზე

ზოგადი ქირურგი, “მცხეთის სამედიცინო ცენტრის” კლინიკური დირექტორი დავით ლოლაძე, ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის შედეგად მიყენებულ დაზიანებებზე საუბრობს და მოქალაქეებს მოუწოდებს მისი გამოყენებისას მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები, განსაკუთრებით ბავშვები მოარიდონ აივნებს. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ლოლაძემ განაცხადა, პიროტექნიკით დაზიანების გაცილებით მეტი შემთხვევაა ზრდასრულ ადამიანებში, ვიდრე ბავშვებში. ბავშვები ხშირად გაუცნობიერებლად მოქმედებენ, ერთმანეთს ჯიბეში ან სკოლის ჩანთებში უდებენ ასაფეთქებლებს, შესაბამისად გაუთვლელია მიღებული დაზიანებები. ხშირია ჯგუფური დაზიანებები, მიმართულების შეშლის ან პიროტექნიკის გაუმართაობის გამო. “შარშან, ახალი წლის ღამით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში,  70 წლამდე მამაკაცი შემოვიდა თვალის არეში მძიმე დაზიანებით. მერამდენე გასროლა იყო არ დაითვალა,…

მეტი...

2018, ქართული სპორტის გამარჯვების წელია, ყველაზე ძლიერი ადამიანი – ქართველი: მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, 2018 წელი, ქართული სპორტის ისტორიაში ყველაზე წარმატებული იყო და თითოეული წარმატებული სპორტსმენი სამაგალითოა. ​პრემიერი რუსთაველის თეატრში 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო. მან წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო, მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ადამიანს – ლაშა ტალახაძეს გადასცა. როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ამაყობს, რომ დედამიწაზე ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია. “თქვენ, 2018 წელს, კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება და საქართველო არის ჩემპიონების სამშობლო. დღეს საქართველოს ისე სჭირდება გამარჯვებები, როგორც არასდროს. თქვენ, ჩვენმა სახელოვანმა სპორტსმენებმა 800 მედალი მოუტანეთ ჩვენს სამშობლოს და შესაბამისად, 2018 წელი არის ყველაზე წარმატებული წელი ქართული სპორტის ისტორიაში.…

მეტი...

საარჩევნო დოკუმენტების გაყალბების მუხლით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრების მიერ, ბიულეტენების სავარაუდო ხელმოწერებით დამოწმების და საარჩევნო ყუთებში მოთავსებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. საარჩევნო უბნებზე დარღვევების შესახებ განცხადებით გენერალურ პროკურატურას 24 დეკემბერს „ერთიანმა  ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა. განცხადებაში დასახელებული გარემოებების შესწავლის შემდეგ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე და 164 (ტერცია) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საარჩევნო დოკუმენტის გაყალბებას და არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების, კერძოდ, ბიულეტენების განზრახ გაყალბებას გულისხმობს  

მეტი...

შალვა კერესელიძემ, მაღაროს კარის პანსიონს სასკოლო ინვენტარი და ტკბილეული გადასცა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, შალვა კერესელიძე, დუშეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მაღაროს კარის პანსიონს ესტუმრა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. მხარის რწმუნებულმა, ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების და კომპანია „ბარამბოს“ მხარდაჭერით, ბავშვებს სასკოლო მერხები, სკამები და საახალწლო ტკბილეული გადასცა და მათთან ერთად სასწავლო ოთახიც მოაწყო. „დღეს, მაღაროს კარის პანსიონის მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს დამდეგი ახალი წელი მივულოცეთ. სასიამოვნო შეხვედრა გამოვიდა. მიხარია, რომ ბავშვების გახარება და მათთვის წინასაახალწლოდ ხალისიანი განწყობის შექმნა შევძელით” – აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

მეტი...

გოგებაშვილის “დედა ენის” სკოლებში დაბრუნება მხარდაჭერილია 

პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი დეპუტატების, ზაზა გაბუნიასა და მარიამ ჯაშის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, გოგებაშვილის “დედაენა” სკოლების სასწავლო პროცესში ჩართოს, როგორც ქართული საანბანე სახელმძღვანელო. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოსთან ერთად, იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით მოამზადებს და სასწავლო პროცესისთვის დაბეჭდავს. “აღნიშნული ინიციატივა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნის შესაბამისად, უზრუნველყოფს “დედაენის”, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სიცოცხლისუნარიანობის, დოკუმენტირების, კვლევის, იდენტიფიცირებისა და პოპულარიზაციისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნას”, – განუცხადეს “მთავარს” კანონპროექტის ავტორებმა.​

მეტი...