„ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლება უნდა დაიწყოს, სამშენებლო სექტორს ხელი შევუწყოთ – კახა კალაძე

​თბილისის მერია დედაქალაქში ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების საკითხს აქტიურად განიხილავს. ორი საპილოტე პროექტის განხორციელება იგეგმება​. ავარიულ „ხრუშჩოვკებში“ მცხოვრები მოსახლეობის 100 პროცენტიანი თანხმობის გარეშე, შეუძლებელია ამ ადამიანების გამოყვანა და პროექტის განხორციელება.​ ​ ​როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ამის გამო პროექტს სირთულეები პირველ ეტაპზევე ექმნება. ამის მიუხედავად, გარკვეული მიდგომები მუშავდება. “მზად ვართ, ხელი შევუწყოთ სამშენებლო სექტორს, რომ „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტი მთელი ქალაქის მასშტაბით დაიწყოს. თამაშის წესები უნდა ჩამოვაყალიბოთ, როგორ ჩავანაცვლოთ ავარიული „ხრუშჩოვკები“, როდესაც სამშენებლო კომპანიებს აქვთ ინტერესი. ამ წესებს ძალიან მალე დავდებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. დედაქალაქის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის…

მეტი...

გელოვანის გამზირზე ერთი სამოძრაო ზოლი გადაიკეტება

ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის სამშენებლო სამუშაოების გამო, 26 დეკემბერს, ღამის 01:00 საათიდან 06:00 საათამდე, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, გზა დროებით გადაიკეტება. ​როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი ვაშლიჯვრის ასახვევთან მიმდინარე ორდონიანი გზის სამშენებლო სამუშაოებია. მათივე ინფორმაციით, მარშალ გელოვანის გამზირზე – დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით და თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობის ერთი ზოლი შეიზღუდება.

მეტი...

ფაროსანასთან ბრძოლით, ტონობით პესტიციდებით დაბინძურებული გარემო მივიღეთ – მწვანეები

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა “დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ წევრები გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გაერთიანებას შეცდომად აფასებენ და ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების გარემოზე მავნე ზემოქმედებაზე საუბრობენ. როგორც მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენელმა ​ავთანდილ გელაძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, გურიასა და სამეგრელოს რეგიონებში, ​​ათეულობით ტონა პესტიციდი გაიფრქვა სრულიად ლოკალურ ტერიტორიაზე. ამას ემატება 4 000 ტონა დიზელის საწვავის ნამწვი აირები, რომლებიც მოხვდა გარემოში. შედეგად დაბინძურდა წყლის რესურსები “​ვინ წარმოიდგენს იმას, რომ ამ რაოდენობის საწამლავი გაიფრქვა და გურიისა და სამეგრელოს წყლის რესურსებში არ მოხვდა. არანირი მონიტორინგი ამ კუთხით არ ჩატარებულა. ამას დასაბამი მისცა მთავრობის დადგენილებამ. სამთავრობო…

მეტი...

ილია II-ის მოღვაწეობა, აღმშენებლობის ხანაა ქართული ეკლესიის ისტორიაში – მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, საქართველოს პატრიარქ ილია მეორის მოღვაწეობის პერიოდი, უპრეცენდენტო აღმშენებლობის ხანაა ქართული ეკლესიის ისტორიაში. მისი მოწოდება სამშობლოს სიყვარულზე, შემწყნარებლობაზე, შრომისმოყვარეობაზე, განათლებისკენ სწრაფვაზე, ყველაზე მეტად სჭირდება დღეს საქართველოს, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. იგი მცხეთაში, პატრიარქის აღსაყდრების 41-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო. მთავრობის მეთაურის თქმით, ილია მეორის მოღვაწეობის პერიოდში ძალიან ბევრი ეკლესია-მონასტერი აშენდა, რესტავრაცია ჩაუტარდა და აღდგა. “ეს არის მართლაც უპრეცენდენტო აღმშენებლობის ხანა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. მინდა, დიდი მოწიწებით მას უღრმესი მადლობა გადავუხადო იმ ღვაწლისთვის, რაც მან შეიტანა და შეაქვს ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების საქმეში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ილია…

მეტი...

ხორცი და რძის პროდუქტები საახალწლოდ განსაკუთრებით მაღალ რისკჯგუფშია – ვასილ ბასილაძე  

​სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ვასილ ბასილაძე აცხადებს, რომ ხორცი, ასევე, ხორცისა და რძის პროდუქტები წლის ყველა პერიოდში, მათ შორის, საახალწლოდ, ყველაზე მაღალი რისკის მქონე სურსათია. იგი ​მოქალაქეებს ურჩევს, ხორცი და რძის პროდუქტები არ შეიძინონ არაორგანიზებული გარევაჭრობის ადგილებში, არამედ სურსათი მხოლოდ რეგისტრირებულ, კეთილმოწყობილ დაწესებულებებში, ბიზნესოპერატორებთან, სადაც დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. როგორც ვასილ ბასილაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყველაზე მაღალი რისკის სურსათზე – ხორცსა და რძის პროდუქტებზე, სახელმწიფო კონტროლი მუდმივად მიმდინარეობს. მონიტორინგი არის სახელმწიფო კონტროლის ერთ-ერთი ფორმა, ხოლო ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება – ინსპექტირება, რომელიც სხვადასხვა მექანიზმებს აერთიანებს, როგორი არის ნიმუშის…

მეტი...

ანტიბიოტიკი ვირუსზე არ მოქმედებს, პირიქით, ორგანიზმს აზიანებს – პაატა იმნაძე

​​დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელ ​პაატა იმნაძის განცხადებით, გრიპის ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში საშუალო ინტენსივობის ავადობა ფიქსირდება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მონაცემებით, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით გამოძახებები თბილისში, ქვეყნის რეგიონებთან შედარებით მაღალია. ​პაატა იმნაძე მოქალაქეებს ურჩევს, მაღალი ტემპერატურის დროს, რაც H1N1 ვირუსს თან ახლავს, ოჯახის ექიმს მიმართონ, რადგან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის მოვალეობა განსხვავდება მკურნალი ექიმის მოვალეობებისგან. ექიმმა უნდა შეაფასოს დაავადების სიმძიმე და ჩართოს ანტივირუსული საშუალებები და არა ანტიბიოტიკები. “ანტიბიოტიკი ვირუსზე არ მოქმედებს, პირიქით, პრგანიზმს აზიანებს. არსებობს ანტივირუსული საშუალებები, რომელთა გამოყენება გრიპის შემთხვევაში შეიძლება, თუ…

მეტი...

გრიპის ვირუსის გავრცელების პიკზე ვიმყოფებით – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელების პიკია. შარშანდელთან შედარებით კი კლინიკებში მიმართვიანობა 2-ჯერ მეტია. ვირუსის გავრცელების ინტენსივობა იანვრის პირველ კვირაში მოიკლებს, ხოლო მატების მეორე ტალღა შესაძლოა, თებერვალში დაფიქსირდეს. შარშან, იმავე პერიოდთან შედარებით, პიკი წელს ერთი კვირის დაგვიანებით დადგა. როგორც პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, მატულობს გრიპის ვირუსის მაგვარი დაავადებების გავრცელების სიხშირე. სტატისტიკის თანახმად, ავადობა ამჟამად 100 000 მოქალაქეზე 221 მიმართვიანობაა, რაც ეპიდემიური ზღვარი არ არის. ეპიდემიის ზღვარი 100 ათას ადამიანზე 450-500 შემთხვევაა. “დღეს,…

მეტი...

მე ბრეჟნევის დროსაც ვცეკვავდი, რას ნიშნავს, სააკაშვილის გუნდიდან ხარ? – ნინო ანანიაშვილი

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელი, საქართველოს და რუსეთის სახალხო არტისტი, ქართველი პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი მის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ეხმაურება და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. ​როგორც ნინო ანანიაშვილი წერს, მისთვის მიუღებელია ხელოვნების სფეროს მოღვაწეების პოლიტიკური ნიშნით დაყოფა და განმარტავს, რომ სამშობლოში, მხოლოდ კეთილი მიზნებით დაბრუნდა, როგორც თავისი სფეროს პროფესიონალი. “ერთხელ მკითხეს, – “თქვენ სააკაშვილის გუნდიდან ხართ?” რას ნიშნავს ეს? ​ მე ბრეჟნევის დროსაც ვცეკვავდი. იმიტომ, არ მივსულვარ ბალეტში, რომ სააკაშვილმა დამიძახა. ბალეტში მანამდე დიდი ხნით ადრე შევედი. საჭირო ვიყავი ჩემს მშობლიურ ქვეყანაში და ამიტომ დავბრუნდი. რითიც შემიძლია ვეხმარები მას, მაგრამ…

მეტი...

31 დეკემბრამდე, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე, ავტომობილების მოძრაობა იკრძალება 

თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე, წინასაახალწლო დღეებში, კერძოდ, 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ავტომობილების მოძრაობა აიკრძალება, ან ნაწილობრივ შეიზღუდება. კერძოდ, საუბარია მეტროსადგურ “სადგურის მოედნის” მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა აიკრძალება მ. წინამძღვრიშვილისა და აბასთუმნის ქუჩების კვეთიდან აბასთუმნის და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთამდე; ე.წ. „დინამოს“ წრიდან ავტომობილების მოძრაობა ნებადართული იქნება ცალმხრივად, კერძოდ, მძღოლები „დინამოს“ წრიდან იმოძრავებენ გ. ცაბაძის ქუჩით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, შემდეგ აბასთუმნის ქუჩის გავლით შეუძლიათ, გადაადგილდნენ ყოფილი სასტუმრო „კოლხეთის“ მიმართულებით და მოძრაობა გააგრძელონ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით. ასევე, სატრანსპორტო საშუალებებისთვის შეიზღუდება მოძრაობა თამარ მეფის ქუჩიდან…

მეტი...

თბილისში ხანძარს 90 წლის მოხუცი ემსხვერპლა 

თბილისის დიდუბის რაიონში, კერძოდ, სამტრედიის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე, სახლში გაჩენილ ხანძარს 90 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. დამწვარია 60 კვ. მ. ფართობი. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 7 სახანძრო – სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის დროს სახლის მცხოვრებთა ევაკუაცია არ განხორციელებულა. მოქალაქეები თავად გამოვიდნენ კორპუსიდან. მათივე თქმით, ხანძრის მიზეზს გამოძიება დაადგენს.  

მეტი...

ხანძარი ქუთაისში – გუგუნავას ქუჩაზე ორსართულიანი სახლი დაიწვა

​ქუთაისში, გუგუნავას ქუჩის N 12 – ში ხანძარი გაჩნდა. დაიწვა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებული ოთახი (15 კვ,მ.) და სასხვენო გადახურვის ნაწილი (200 კვ.მ.). შედეგად რამდენიმე სახლი საცხოვრებლად უვარგისი გახდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ხანძრის ლოკალიზება, რამდენიმე წუთში მოხერხდა. შენობა მთლიანად დაწვას გადაურჩა. ბინიდან უვნებლად გამოიყვანეს 75 წლის ქალი. შემთხვევის ადგილზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დროულად მოახდინეს ცეცხლის ლოკალიზება. ადგილზე ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მოადგილეებთან ერთად მივიდა. ქალაქის მერის განცხადებით, დაზარალებულ მოსახლეობას დღესვე გაიყვანენ…

მეტი...