სალომე ზურაბიშვილმა გუნდის რამდენიმე წევრი დაასახელა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მისი გუნდის რამდენიმე წარმომადგენელი დღეს დაასახელა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის ჩატარებამდე ის შეზღუდულია.შესაბამისად, ამ ეტაპისთვის, ახალი ადმინისტრაციის ნაწილი დაკომპლექტდა. „საკმაოდ შეზღუდულები ვართ ამ მომენტში და სანამ სრული რეორგანიზაცია და კონკურსი არ ჩატარდება, ადგილებს ბოლომდე ვერ დავაკომპლექტეთ. როგორც უკვე ნათქვამი მქონდა, ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა ლაშა ჟვანია; ქეთევან მახარაშვილი იქნება ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, მას დაევალება ეთნიკურ უმცირესობასთან და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებში პრეზიდენტის საქმიანობის კოორდინაცია, დროებით, ასევე პრესსპიკერის ფუნქციებს შეითავსებს; დიმიტრი გაბუნია უკვე არის ჩვენი საპარლამენტო მდივანი; სიმონ პეტრედისი იქნება მრჩეველი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხებში;…

მეტი...

​ხელბურთში აჭარის ჩემპიონატი გაიმართა

ხელვაჩაურის სპორტ სკოლის დარბაზმა, 22–23 დეკემბერს, ​ხელბურთში აჭარის ჩემპიონატს უმასპინძლა. ტურნირი 2004 –2005 წწ დაბადებულ ვაჟთა და გოგონათა შორის გაიმართა და მასში რეგიონის 8 გუნდი ასპარეზობდა. ვაჟთა შორის ბათუმის სასპორტო სკოლის გუნდმა სამი შეხვდრიდან სამივე მოგებით დაასრულა და 6 ქულით აჭარის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა, – მწვრთნელი მაია შალამბერიძე. გოგონათა შორის ბათუმის სასპორტო სკოლიდან ორი გუნდი ასპარეზობდა, სადაც მაია შალამბერიძის აღსაზრდელებმა ორი მოგებით საკუთარ ანგარიშზე 4 ქულა მიითვალეს და ვერცხლის მედალი მოიპოვეს, ხოლო შოთა წიტაიშვილის გუნდი 2 ქულით ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

მეტი...

ქუთაისში, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი 4 ობიექტი დაიხურა  

​ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსში, ბინა 52-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, საფრთხის შემცველ შენობებში ცხოვრობდნენ. ჯამში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 4 ობიექტი დაიხურა. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ამ ეტაპზე, ბინები იმ დევნილმა ოჯახებმა მიიღეს, ახალაშენებულ კორპუსში არსებული 52 ბინიდან 14 ერთოთახიანია, 26 ოროთახიანი, 12 კი სამოთახიანი. მათივე ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე, იმერეთის რეგიონში ახალაშენებულ და რეაბილიტირებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი, ჯამში, 1300-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა. ​იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალი ბინის გასაღებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ქუთაისის…

მეტი...

ბათუმის სასპორტო სკოლის პერსპექტიული სპორტსმენები დაასახელეს

ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლაში დასრულდა რაზმიკ პეტროსიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი სკოლის ღია პირველობა კრივში. ტურნირი 2003–2004, 2005–2006 და 2007–2008 წწ. დაბადებულთა შორის, სხვადასხვა წონით კატეგორიაში გაიმართა და მასში დასავლეთ რეგიონიდან 150–მდე სპორტსმენი ასპარეზობდა. შეჯიბრი აიბას წესებით წარიმართა და მისი მიზანი ბათუმში კრივის პოპულარიზაცია, პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენა და ბათუმის სასპორტო სკოლის ნაკრები გუნდის დაკომპლექტება იყო. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ბათუმის სასპორტო სკოლაში განუცხადეს, სპორტსმენების ანგარიშზე ოთხი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალია. ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს: 2000წ  დაბადებულთა შორის  ნიკა  ბოლქვაძე ( 66კგ), მწვრთნელი მერაბ ტუღუში; 2004წ  დაბადებულთა შორის  მაგომედ ახსადოვი (54კგ),მწვრთნელი მერაბ ტუღუში; 2007წ  დაბადებულთა შორის სანდრო…

მეტი...

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ყალბი დიპლომების გაცემის ფაქტს უარყოფენ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით გასულ სიუჟეტში, კანონდარღვევის შემთხვევებზე კომენტარს აკეთებს.  საუბარია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ყალბი დიპლომების გაცემაზე. კახაბერ კორძაია ტელეკომპანიას ტენდენციური სიუჟეტის მომზადებაში, ფაქტების გაყალბებასა და  საგანმანათლებლო დაწესებულების პოლიტიკურ სკანდალში გახვევის მცდელობაში ადანაშაულებს. იგი საგამოძიებო ორგანოს მოუწოდებს აღნიშნული საკითხით დაინტერესდეს. “კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყველაზე მეტად არის დაინტერესებული გაირკვეს სიმართლე, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცეს ყოველივეს და შედეგები ეცნობოს საზოგადოებას“, – აცხადებს კახაბერ კორძაია. სიუჟეტში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით განმარტებებს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის  იურიდიული სამსახურიც აკეთებს და აცხადებენ, რომ სიუჟეტში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება…

მეტი...

პროკურატურა ნაფიც მსაჯულებზე ირიბ ზემოქმედებას ცდილობს – მალხაზ კობაურის ადვოკატები

ხადას ხეობაში, ამერიკელი სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატები, პროკურატურას ნაფიც მსაჯულებზე ირიბი ზემოქმედების მოხდენის მცდელობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, პროკურატურამ კონფიდენციალური მასალები სასამართლო სხდომის გამართვამდე გამოაქვეყნა. ადვოკატების თქმით, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით გასულ სიუჟეტში იმ მტკიცებულებებზე იყო საუბარი, რომელთა გამჟღავნებაზე პროკურატურამ თავად თქვა უარი და რის გამოც სასამართლო სხდომები დაიხურა. თუმცა, თავად დაცვის მხარე, აღნიშნული მასალების გასაჯაროებაში პრობლემას ვერ ხედავს. როგორც კობაურის ადვოკატებმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ისინი თავიდანვე მოითხოვდნენ, სასამართლო პროცესი საჯარო ყოფილიყო და საზოგადოებას სრულყოფილად სცოდნოდა საქმეში არსებული მტკიცებულებების შესახებ. “რამდენიმე დღეა, ტელეარხების საშუალებით…

მეტი...

ელექტრონული არჩევნები გაყალბებისგან მეტ თავდაცვას უნდა ნიშნავდეს – ლადო ბოჟაძე

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი ლადო ბოჟაძე არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარებას მხარს უჭერს, თუმცა აცხადებს, რომ ეს არ ნიშნავს ცოცხალ პროცესზე უარის თქმას. ​როგორც ლადო ბოჟაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არჩევნების ელექტრონული სისტემაც და ცოცხალი პროცესიც, ორივე ხელმისაწვდომი უნდა იყოს ამომრჩევლისთვის და არჩევანი მათ თავად გააკეთო, რომელი სისტემით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. “ID ბარათებს ახლავს ე.წ წამკითხველი. პაროლი მოქალაქემ მხოლოდ ინდივიდუალურად იცის. ჩვენ თუ შევქმნით ისეთ სისტემას, რომ არჩევნებში ელექტრონულად მონაწილეობა იყოს უსაფრთხო და სანდო, იქ სადაც იქნება ინტერნეტი, მოქალაქეს შეეძლება კონკრეტული IT  სისტემიდან, ID ბარათით მისცეს ხმა სასურველ კანდიდატს, მაგრამ თუ ეს არ…

მეტი...

ბიულეტენის კონვერტში მოთავსებას და ყუთში ჩაგდებას დიდი კვალიფიკაცია არ სჭირდება – ლადო ბოჟაძე

ცენტრალური საარჩევნო კომიიის თავმჯდომარეობის კანდიდატი ლადო ბოჟაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემა პოლიტიზირებულია და ამაში გასაკვირი არაფერია. მისივე თქმით, ცესკო-ს წევრების ნახევარზე მეტი, ასევე, მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაცია პოლიტიკური პარტიების წევრები, ან პარტიების მიერ დანიშნული პირები არიან. ​​როგორც ​ლადო ბოჟაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაცია, სულ მცირე ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიები, მხოლოდ პროფესიული ნიშნით უნდა დაკომპლექტდეს, ხოლო საარჩევნო უბნის დონეზე, პარტიებს კიდევ უფრო მეტი ჩართულობის საშუალება ჰქონდეთ. ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ უბანში კანონი არ ირღვევა, არჩევნები არ ყალბდება და არჩევნები კანონმდებლობის მიხედვით ტარდება. “ჩვენ ვნახეთ, არჩევნების გაყალბების ძალიან მძიმე კადრები.…

მეტი...

„ვერ ვიტყვი, რომ გადაწყვეტილება წინასწარ მიღებულია, თუმცა ფავორიტი თამარ ჟვანიაა“ – ლადო ბოჟაძე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი ვლადიმერ ბოჟაძე კანდიდატების არათანაბარ გარემოზე საუბრობს და აცხადებს, რომ მოქმედი თავმჯდომარე პრივილეგირებულ გარემოში იმყოფება. – აღნიშნული განცხადება ბოჟაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „ვერ ვიტყვი, რომ გადაწყვეტილება წინასწარ მიღებულია, თუმცა სამი კანდიდატიდან ფავორიტი თამარ ჟვანიაა, რადგან ის მოქმედი თავმჯდომარეა. გარდა ამისა, ის 5 წელი ხელმძღვანელობდა საარჩევნო ადმინისტრაციას და ბევრი ადამიანი, მათ შორის კომისიაში, მისი რეკომენდაციითაა მისული. აქედან გამომდინარე, თანაბრობაზე ვერ ვისაუბრებთ“ – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ „მედიაცენტრ მთავარში“. მისი განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციას დღეს არაერთი პრობლემა გააჩნია. მათ შორის, 3 პრობლემა შედარებით მწვავეა: „ძირითადი პრობლემა – ასიათასობით მოქალაქეს არჩევნებში…

მეტი...

პოლიტიზირებულობა და არაკვალიფიციური კადრები ცესკო-ს მთავარი პრობლემაა – მარიამ შელეგია 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი მარიამ შელეგია​ აცხადებს, რომ კომისიის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში იგი შეძლებს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. მისივე შეფასებით,  პოლიტიზირებულობა და არაკვალიფიციური კადრები, ჯერ კიდევ რჩება ცესკო-ს მთავარ პრობლემად. როგორც  მარიამ შელეგიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საუბნო კომისიების დონეზე ხშირად ტარდება ტრენინგები, მაგრამ ამას შედეგი არ მოაქვს, რადგან არ არსებობს თანამედროვე სისტემის შესაფერი საარჩევნო ადმინისტრაცია. “საქართველოში არჩევნები ძალიან ცუდი სისტემით მიმდინარეობს. ეს რეფორმები ჯერ კიდევ 2013 წელს უნდა გატარებულიყო, მაგრამ ამისთვის სახელმწიფო არ აღმოჩნდა მზად. არ არსებობდა პოლიტიკური ნებაც. ამიტომ, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევნებში აქამდე მონაწილეობა არ მიმიღია. საარჩევნო სიები, უბნის გარეთ ადამიანები –…

მეტი...

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები არათანაბარ პირობებში არიან – მარიამ შელეგია 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი მარიამ შელეგია​ აცხადებს, რომ  ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატები, კომისიის მოქმედ თავმჯდომარე, თამარ ჟვანიასთან შედარებით არათანაბარ პირობებში იმყოფებიან და მაღალია იმის ალბათობა, რომ ცესკოს თავმჯდომარედ კვლავ ჟვანია აირჩიონ. კანონში არსებული ხარვეზების შესახებ მარიამ შელეგიამ დღეს, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საკანონმდებლო კაზუსია, როცა ცესკო-ს წევრს პარლამენტი ირჩევს, ხოლო ცესკო-ს თავმჯდომარეს კომისიის 12 წევრი. მისივე შეფასებით, ცესკო-ს თავმჯდომარეს ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია უნდა გააჩნდეს, როგორც არჩევითი ორგანოს ერთ-ერთ მთავარ პირს. “ცესკო-ს თავმჯდომარეს ირჩევს თვითონ ის 12 წევრი, რომლებიც წლების განმავლობაში მასთან ერთად მუშაობდნენ. ამიტომ ცოტა არათანაბარ პირობებში…

მეტი...

საარჩევნო სისტემაში ბევრი ღია ხვრელია, თითქმის არაფერი შეცვლილა – მარიამ შელეგია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი მარიამ შელეგია​ აცხადებს, რომ დროა, საქართველოში არჩევნები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ელექტრონული სისტემით ჩატარდეს. მისივე თქმით, საარჩევნო სისტემაში ჯერ კიდევ ბევრი ღია ხვრელია და 2013 წლის შემდეგ თითქმის არაფერი შეცვლილა. ​როგორც მარიამ შელეგიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი მიზანია, საქართველოში არჩევნების ახალ რელსებზე გადაყვანა. ხმების დათვლის და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის დანერგვა. “საქართველო იმსახურებს არჩევნების ახალ სტილს, არ უნდა შეგვეშინდეს რეფორმების. ბევრი რამ არის შესაცვლელი. ​​წლების განმავლობაში არჩევნებმა დაგვანახა, რომ არის ძალიან ბევრი ღია ხვრელი. უნდა შეიცვალოს ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის სისტემა, რათა მისი ლეგიტიმაცია მაღალი იყოს. უნდა…

მეტი...

საახალწლოდ, პედაგოგებისთვის ფული როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებშიც გროვდება

საახალწლოდ თუ სხვა დღესასწაულებზე მასწავლებლების გულის მოგების საბჭოური ტრადიცია დღესაც მოქმედებს. საუბარია, სკოლებში, მშობლების მხრიდან ფულის შეგროვებაზე. აღნიშნული პრობლემა საჯარო სკოლებში ტრადიციულად, წარმატებით გრძელდება, თუმცა ამ მხრივ გამონაკლისი არც კერძო სკოლებია. როგორც მშობლები აცხადებენ, მასწავლებლისთვის თანხის შეგროვების ინიციატივა ყოველთვის იმ მშობლისგან მოდის, რომელიც კონკრეტულ მასწავლებელთან ახლოსაა და „დაქალობს“. სხვა მშობლებიც იძულებულები ხდებიან, მასწავლებლისთვის ფული დადონ, რადგან მშობლები მასწავლებლებს ფულს სიასთან ერთად აწვდიან. “საჯარო სკოლებში ყოველ დღესასწაულზე მასწავლებლებისთვის ფულს რომ აგროვებენ ეს ცხადია, თუმცა, ანალოგური პრობლემაა კერძო სკოლებში. საჯარო სკოლიდან კერძო სკოლაში ბავშვი წელს, მეორე კლასში გადავიყვანე და აგერ, საახალწლოდ მშობლებმა…

მეტი...