მინისტრის განცხადებით, „ხორავას მკვლელობაზე“ სამოხელეო გადაცდომით სს საქმე უნდა აღიძრას

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლეობა პირადად მისთვის, სამინისტროსთვის და ქვეყნისთვის უმძიმესია. როგორც გიორგი გახარია აცხადებს, გამოძიების პროცესში გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა და ფიქრობს, რომ სამოხელეო გადაცდომის მუხლით ძიება უნდა დაიწყოს. განცხადება ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გაკეთა. “ამ თემაზე საუბარი მარტივი არ არის. არავის ეგონოს, რომ ვინმე ამ თემასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ გრძნობს. ისიც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობის ზღვარი თუ დავადგინეთ და ამ პასუხისმგებლობის პერსონალიზირება დავიწყეთ, შესაძლოა, სერიოზულ პრობლემებს წავაწყდეთ. პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ჰქონდა მანდატი, ემუშავა, სახელმწიფო მოხელეების მხრიდან იყო თუ…

მეტი...

„კირკიტაძე სწორედ ჩავაგდე და სხვებსაც ჩავაგდებ, ვინც ამას დაიმსახურებს“ – შს მინისტრი პარლამენტში

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში გამოსვლისას, 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარ დაპირისპირებაზეც ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, როცა ოპოზიცია რევოლუციას აანონსებს, იმის თავი და მხნეობაც უნდა ეყოს, იქ წავიდეს, სადაც საჭიროა. „მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა 16 დეკემბერს და მოხდა ძალიან მარტივი რამ. ერთმა ოპოზიციის წარმომადგენელმა, წინა დღეს დააანონსა, რომ ინაუგურაცია იქნებოდა ჩაშლილი და ინაუგურაციის დღეს თავს დაესხა პოლიციას. საკმარისია ეს იმისთვის, რომ კითხვის ნიშნები საერთოდ არ მქონდეს. ეს არის და ეს. ეს იყო აბსოლუტურად განზრახული პოლიტიკური აქტი. როდესაც გვაქვს სურვილი, რომ ჩავატაროთ რევოლუცია, იმის თავიც და მხნეობაც უნდა გვეყოს,…

მეტი...

კლინიკა „ლანცეტის“ დამფუძნებელი საპატიმროს რამდენიმე თვეში დატოვებს

კლინიკია ლანცეტის დამფუძნებელი და მფლობელი ფარმან ჯეირანლი რამდენიმე მაქსიმუმ 8 თვეში გათავისუფლდება. სააპელაციო სასამართლომ მას წაყენებული ბრალი გადაუკვალიფიცირა. შესაბამისად, მისი სასჯელი 6-დან 2 წლამდე შემცირდა. აღნიშნულ თემაზემ დაკავებულის ადვოკატებმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს. როგორც ფარმან ჯეირანლის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, მის დაცვის ქვეშ მყოფს თაღლითობის ნაცვლად, სამსახურეობრივ გულგრილობაში ადანაშაულებენ. „ფარმან ჯეირანლი დააკავეს იმის გამო, რომ თითქოს, მას კლინიკაში გარდაცვლილ 2 პაციენტთან დაკავშირებით კონკრეტული ბრალეულობა ჰქონდა. ორივე პაციენტი 2016 წელს კლინიკა „ლანცეტში“ ღვიძლის გადანერგვის შედეგად გარდაიცვალა. ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. ჩვენ ვამტკიცებდით, რომ კლინიკის დამფუძნებელს პაციენტის გარდაცვალებასთან კავშირი არ ჰქონია, რომ…

მეტი...

სახლს, სადაც ზვიად გამსახურდია მოკლეს, ძეგლის სტატუსი აქვს 

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში, მდინარე ჭანისწყლის მარჯვენა მხარეს მდებარე სახლს, სადაც 1993 წლის 31 დეკემბერს, საქართველოს პირველი პრეზიდენტი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ​სახლი ორსართულიანია. პირველი სართული ქვისაა, ზედა ხის. წინა მხარეს აქვს აივანი, ჩრდილო-აღმოსავლეთით მიდგმული აქვს ქვის კიბე. სახლის ფართობი 108 კვ. მეტრია, საკარმიდამო ნაკვეთისა 12500.00 კვ. მეტრი. ​ ​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში განუცხადეს, სახლი ძლიერ დაზიანებულია და კაპიტალურ შეკეთებას საჭიროებს. მათივე ინფორმაციით, ​სახლი, ძველი ხიბულას მკვიდრ კარლო ღურწკაიას ეკუთვნოდა. 2015 წელს, სახლ-კარი, თავისი საკარმიდამო ნაკვეთით, საზოგადოების ერთმა ჯგუფმა შეისყიდა. ამჟამად ის გაფორმებულია…

მეტი...

ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის ხანდაზმულობის ვადა შესაძლოა გაგრძელდეს  

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მხარს უჭერს, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიების ხანდაზმულობის ვადის გაგრძელებას. ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, ეკა ბესელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დანაცხადა, რომ შესაძლებელია პარლამენტმა ეს საკითხი განიხილოს. “ვიზიარებ ამ განწყობას და ვფიქრობ მოვნახოთ სამართლებრივი გზა რათა გაგრძელდეს ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიება. გუშინ, ვესაუბრე ცოტნეს. მას აქვს მოსაზრება და მეც მიმაჩნია, რომ საჭიროა გადავხედოთ ხანდაზმულობის ვადას. შესაძლებელია ამ საკანონმდებლო საკითხზე მუშაობა”, – წერს ეკა ბესელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.​​ აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ჯერ კიდევ…

მეტი...

პოლიციელებს ხელფასებიც გაეზრდებათ და ბინათმშენებლობაშიც ჩაერთვებიან

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია პოლიციელებისთვის ხელფასების ზრდის პირობას იძლევა. როგორც მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, 2018 წელს დაწყებული სახელფასო ფონდის ზრდა, მომავალ წელსაც დადებითი ტემპით გაგრძელდება. „შს სამინისტროს თანამშრომლებისა და პოლიციელებისთვის სახელფასო ანაზღაურების ზრდის ტენდენცია 2019 წელსაც გაგრძელდება. გარკვეულწილად, მოვახერხეთ, 2018 წელს სახელფასო ანაზღაურება გაზრდილიყო. პროცესი 2019 წლისთვისაც გაგრძელდება. თუმცა ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომელსაც ეს ადამიანები იმსახურებენ. მათ ასევე ექნებათ სოციალური უზრუნველყოფის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კომპონენტები. მათ შორის, ბინათმშენებლობის, სამედიცინო უზრუნველყოფის და განათლების მიმართულებით“ – აღნიშნა მინისტრმა პარლამენტის სხდომაზე. გიორგი გახარიამ სამინისტროში მიმდინარე რეფორმაზეც ისაუბრა და…

მეტი...

ზურაბიშვილი გამოძიების ვადის გაგრძელებას ითხოვს, პრეზიდენტის შვილები შიმშილობას არ წყვეტენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტს მიმართავს, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას ხანდაზმულობის ვადა გაუგრძელდეს. ამის მიუხედავად, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილები შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის იზიარებს ოჯახის მოთხოვნას და პირველის პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს. „როგორ შეიძლება, არ გავიზიარო ზვიად გამსახურდიას ოჯახის წუხილი და მოთხოვნა, გაგრძელდეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა. ვიცი, რომ ამისათვის საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიებების გატარება, ეს კი პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის. აქედან გამომდინარე, საკანონმდებლო ორგანოს მივმართავ, შესაძლებლობის ფარგლებში, ჩემი და ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა გაითვალისწინოს და…

მეტი...

ევროკავშირის მიერ დაწუნებული ქართული თხილი, შესაძლოა შიდა ბაზარზე მოხვდეს – ხათუნა ახალაია

გაეროს ექსპერტი ხათუნა ახალაია არ გამორიცხავს, აფლატოქსინის მაღალი შემცველობის გამო ევროკავშირის მიერ დაწუნებული და უკან მობრუნებული ქართული თხილი, ადგილობრივ ბაზრებზე მოხვდეს. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ხათუნა ახალაიამ განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ ფერმერი, დაბრუნებულ პროდუქციას გადასარჩევად, კვლავ თავის ტერიტორიაზე გადაიტანს  კონტროლი ვერ განხორციელდება. ამიტომ აუცილებელია მობრუნებული პროდუქციის გასუფთავება მაღალი კონტროლის ქვეშ განხორციელდეს. მისივე თქმით, ფაროსანასგან დაზიანებული თხილის მოსავალი, ისედაც არ არის მაღალი ხარისხის და ხელახლა გადარჩევით მისი რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება. “​თხილის დახარისხება მისი ჩაბარების დროსაც ხორციელდება. არის პირველი, მეორე და ძალიან ცუდი ხარისხის თხილი, რომელსაც ზეთის წარმოებისთვის იყენებენ. წელს სამეგრელოში…

მეტი...

ევროკავშირიდან თხილის გარდა, ჩირს და სხვა პროდუქტებსაც გვიბრუნებენ – ექსპერტი

გაეროს ექსპერტი ხათუნა ახალაია აცხადებს, რომ ექსპორტისთვის გამზადებული ქართული პროდუქცია ადგილზე სათანადოდ არ მოწმდება, რის გამოც, ევროკავშირიდან თხილს, ჩირსა და სხვა პროდუქტებს უკან აბრუნებენ. ​როგორც ხათუნა ახალაიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თხილი, ერთ-ერთი სტრატეგიული კულტურაა საქართველოსთვის და ძალიან მნიშვნელოვანია მის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების ჯეროვნად შესწავლა, სანამ მას ბაზარზე გაიტანენ. “ეს პრობლემა ახალი არ არის. ის 2013-14 წლებშიც არსებობდა. მაგრამ ის გამწვავდა მას შემდეგ, რაც 2018 წლის თებერვალში ევროკავშირმა გაამკაცრა ევროკავშირის გარეთ დამზადებულ პროდუქციაზე კონტროლი. 2018 წლის თებერვლის შემდეგ, ეს პირველი ეტაპია, როდესაც საზღვარზე დახვდათ გამკაცრებული რეჟიმი, თუმცა აფლატოქსინის შემთხვევა პირველი არ…

მეტი...

საფრანგეთი ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლებს დააპატიმრებს და 75 000 ევროთი დააჯარიმებს

საფრანგეთის მთავრობა, იმ საინფორმაციო საშუალებებს, რომლებიც ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ, მკაცრ სანქციებს უწესებს. საუბარია პატიმრობასა და 75 000 ევროს ოდენობის ჯარიმაზე. კანონი ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლების შესახებ, საფრანგეთის პარლამენტმა ერთი თვის უკან მიიღო. საფრანგეთის ახალი კანონი საარჩევნო პერიოდზე ვრცელდება და სანქციაზე გადაწყვეტიელბის უფლებას მოსამართლეებს ანიჭებს. კანონპროექტის ინიციატორი თავად საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონია. „ეს არის აუცილებელი პირობა თავისუფალი, ღია და უსაფრთხო ინტერნეტისთვის, როგორც ეს მის დამფუძნებელ მამებს ჰქონდათ წარმოდგენილი“ – ასეთია მაკრონის გზავნილი. კანონი საფრანგეთს უფლებას აძლევს, ნებისმიერი უცხოური ტელევიზია გათიშოს, რომელიც „ყალბ ახალი ამბებს“ ავრცელებს. რაც შეეხება სანქციას, კანონის დამრღვევს ერთ წლიანი…

მეტი...

ევროკვშირმა, დაწუნებული თხილი, საქართველოს წელს 7-ჯერ დაუბრუნა

ლაბორატორიებში დაწუნებული ქართული თხილის უკან მობრუნების წელს უკვე მეშვიდე შემთხვევაა. 18 დეკემბერს, ბულგარეთში დაიწუნეს თხილი, რომელშიც ნივთიერება აფლატიქსინის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა. როგორც „საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ქარდავამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ექსპორტიორი ქვეყნისთვის თხილის მიბრუნება ბუნებრივი პროცესია და ამ შემთხვევაში საქართველო გამონაკლისი არ არის. მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევები ხდება აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან თუ იტალიიდან ექსპორტირებულ თხილზეც. რაც შეეხება საქართველოში მობრუნებულ თხილს, ის დაილუქება, გადაირჩევა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების კონტროლის ქვეშ ხელახლა შემოწმდება აფლატოქსინის შემცველობაზე. „პროდუქცია გასუფთავდება საეჭვო თხილის გულისგან, რადგან მასაში, უმნიშვნელო რაოდენობის დაავადებულ…

მეტი...

ქართველ „კანონიერ ქურდს“ 45 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

8 ივნისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ რაჟდენ შულაიას საპატიმრო სასჯელის მოხდა 45 წლით მოუწევს. აღნიშნული გადაწყვეტილება მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ მიიღო. ​ნიუ-იორკის შტატის სასამართლომ რაჟდენ შულაიას ბრალდება ხუთი მუხლით წაუყენა. კერძოდ, დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა; დარეკეტება; ნარკოტიკებით ვაჭრობა; ძარცვა და აზარტული თამაშების არაკანონიერი ორგანიზება. ამერიკის კანონმდებლობით, პატიმარს სასჯელს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუმსუბუქებენ, თუ ის სანიმუშოდ მოიქცევა. სასჯელის შემსუბუქებაში კი 45 წლიანი პატიმრობის 15%-ით შემსუბუქება ითვლება. 8 ივნისს ნიუ-იორკში კრიმინალების 15 კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლებსაც ბრალი ედებოდათ რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში. სწორედ ამ ჯგუფის წევრი იყო რაჟდენ შულაია.

მეტი...

დიდი ალბათობით, ცესკოს ისევ თამარ ჟვანია უხელმძღვანელებს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე დღეს უნდა დაასახელოს. მ​ართალია, ერთ ვაკანტურ პოზიციაზე 4 კანდიდატია დასახელებული, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ისევ თამარ ჟვანია უხელმძღვანელებს. ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები არასამთავრობო სექტორმა სალომე ზურაბიშვილს გუშინ, შეხვედრაზე დაუსახელა. თუმცა, მათი ოფიციალური ფორმით შეთავაზება არ მომხდარა, რაც პროცედურის ნაწილია. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, კანდიდატების შეთავაზების წერილი დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდება. ამის შემდეგ კი პრეზიდენტი საკუთარ გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც შეეხება დასახელებულ კანდიდატებს, ისინი არიან: ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი თავმჯდომარე თამარ ჟვანია; ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი; “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების…

მეტი...

თბილისში ფიჭვები ხმება – 26 ათასი ხის მოჭრა სასწრაფოდ აუცილებელია  

თბილისის მერიამ ელდარის ფიჭვისა და შავი ფიჭვის ხმობის საპრევენციო ღონისძიებების ჩატარება დაიწყო. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი აცხადებს, გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული ამ მცენარეების ხმობამ მასობრივი სახე მიიღო. წელს დაიწყო მასშტაბური ღონისძიებები, რომელიც გამოიხატება სანიტარიულ ჭრებში, რაც მიზნად ისახავს დაავადების გავრცელების პრევენციას. “ყველა იმ ტერიტორიაზე, სადაც დაავადებული ხეები მოიჭრა, აღდგენით ღონისძიებებს ვატარებთ და ახალ ნერგებს ვრგავთ, რომლებიც უფრო გამძლე და მედეგია დედაქალაქში არსებული კლიმატური პირობებისთვის. აღნიშნულ ღონისძიებებს მასშტაბური ხასიათი აქვს და მომავალ წელსაც გაგრძელდება. სამუშაოები მოიცავს როგორც ცენტრალურ უბნებს, ისე შემოგარენს. უკვე აღწერილია, დაახლოებით, 26 ათასი…

მეტი...

თბილისში მარიამ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საბურთალოს რაიონში, ცნობილი ქართველი ისტორიკოსისა და მეცნიერის, მარიამ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ინიციატივა დედაქალაქის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას ეკუთვნის. ქუჩის საზეიმოდ გახსნის ცერემონიალს საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატთან ერთად,  მარიამ ლორთქიფანიძის ოჯახის წევრები და კოლეგები, ასევე მოწვეულ სტუმრები დაესწრნენ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით სხვებთან ერთად მარიამ ლორთქიფანიძის ვაჟმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი ოთხმეზურმაც მიმართა. “ჩემთვის დღევანდელი დღეს საზეიმოა, რადგან დღეს კიდევ ერთხელ დაფასდა მარიამ ლორთქიფანიძის ღვაწლი. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს, რომლის გადაწყვეტილებითაც თბილისის ცენტრში ერთ-ერთ ქუჩას მარიამ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა”, – განაცხადა გიორგი ოთხმეზურმა. მარიამ ლორთქიფანიძე ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს…

მეტი...