გიორგი გოგიჩაიშვილის ხსოვნას ბათუმში, ღია რესპუბლიკური ტურნირი მიეძღვნა 

ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლა თავისუფალ ჭიდაობაში, ორი დღის განმავლობაში, სპორტის ოსტატისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გიორგი გოგიჩაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღია რესპუბლიკურ ტურნის მასპინძლობდა. ტურნირი ჭაბუკთა შორის 10 წ/კგ–ში გაიმართა და მისი მიზანი იყო ჭაბუკთა ნაკრები გუნდის პოტენციური და უახლესი რეზერვების გამოვლენა. ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 90 ფალავანი ასპარეზობდა და სასპორტო სკოლის სპორტსმენებმა სულ ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონის ტიტული ნიკა დოლიძეს ერგო ( 32კგ), ვერცხლის მედლის მფლობელები შოთა გურენიძე(23კგ) და გოგა დოლიძე გახდნენ(29კგ),ხოლო ბრინჯაოს მედალს დასჯერდნენ :   სანდრო და რეზო ხიმშიაშვილები( 23კგ) და ზურა არაბიძე,…

მეტი...

ქვეყანაში ბევრი პრობლემა და გამოწვევა არსებობს – კახა კალაძე პრემიერის წლიურ ანგარიშზე

„არ დარჩენილა დარგი, რომელსაც პრემიერი არ შეხებოდა და არ ესაუბრა იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელება შესაძლებელი გახდა ერთი წლის განმავლობაში”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის წლიური ანგარიშის შეფასებისას. კახა კალაძის თქმით, მთავრობა ამით თვითკმაყოფილი არ არის, ქვეყანაში არსებობს ბევრი პრობლემა და გამოწვევა, რომელსაც მომდევნო წლების განმავლობაში ღირსეული პასუხები სჭირდება. დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის გამოჰყო მიწისზედა მეტროს პროექტი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. „ერთ-ერთი მათ შორის არის მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება დედაქალაქში. სამგორიდან ლილოს მიმართულებით, დაახლოებით, 8 ახალი მეტროსადგური აშენდება ამ პროექტის ფარგლებში და, ამასთან, შესაძლებელი იქნება მიწისზედა მეტრო …

მეტი...

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი “ქალთა მოძრაობას” ცრუ ბრალდებაში ადანაშაულებს 

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, ორგანიზაცია “ქალთა მოძრაობის” ბრალდებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ ისინი დასაშვები კრიტიკის ზღვარს გასცდებიან, მოუწევთ სამართლებრივად აგონ პასუხი მის მიმართ ბრალდებებზე. “ამ თემაზე მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ, იმიტომ, რომ არასერიოზული და სასაცილოა ამ მოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებები. მე მათ ვურჩევდი გაიარონ იურიდიული კონსულტაცია და ცრუ ბრალდებებს მოეშვან. დასაშვები კრიტიკის ზღვარს, სადაც გადასცდებიან, ისინი მიიღებენ იმ სამართლებრივ პასუხს, რომელიც არის გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობით,” – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ. მისივე თქმით, “ქალთა ორგანიზაცია” კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზით მანიპულირებს. “კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა აქვთ დახვეული ხელზე”, – აცხადებს…

მეტი...

“სადაც არ უნდა გვყავდეს ოჯახი, სიყვარული ყველაფერია” – ბარაკ ობამა სანტა კლაუსის ფორმაში

“ჰო, ჰო, ჰო… შობას გილოცავთ!!” – ამ სიტყვებით მიულოცა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ვაშინგტონის ბავშვთა ჰოსპიტალის პაციენტებს. აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი ჰოსპიტალში, სანტა კლაუსის ქუდში გამოწყობილი და საჩუქრებით სავსე ტომრით მივიდა. ყოფილმა პრეზიდენტმა საჩუქრები ბავშვებთან ერთად, ჰოსპიტლის თანამშრომლებსაც გადასცა. “სადაც არ უნდა გვყავდეს ოჯახი, სიყვარული ყველაფერია” – უთხრა ჰოსპიტალში მყოფ ბავშვებს ბარაკ ობამამ. ვაშინგტონის ბავშვთა ჰოსპიტალს 2009-14 წლებში ტრადიციულად ბარაკ ობამას მეუღლე მიშელ ობამა სტუმრობდა.

მეტი...

თბილისის ოპერა პოლიტიკისგან უნდა გათავისუფლდეს – დავით ოქიტაშვილი ანანიაშვილის წინააღმდეგ 

​ხელოვნების სფეროში პროფკავშირების თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი მოითხოვს, პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი, თბილისის ოპერისა და ბალეტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგეს. მიზეზი ანანიაშვილის მეუღლის, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხრიდან გაკეთებული ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებია. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” დავით ოქიტაშვილმა განუცხადა, პიროვნულად ანანიაშვილის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ მიაჩნია, რომ ანანიაშვილი – ვაშაძის ოჯახის პოლიტიკური შეხედულებების გამო თბილისის ოპერის დასის წევრები პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან. გარდა ამისა, ოპერაში დიდი ხანია გამეფებულია ნეპოტიზმი და მისი კარი, ბევრი ნიჭიერი და ცნობილი ხელოვანისთვის დაკეტილია. “ოპერაში, პოლიტიკურად ძალიან დაძაბული ვითარებაა შექმნილი. ნინო ანანიაშვილის მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად მიმაჩნია, რომ ყველა…

მეტი...

“ძალიან შემოგვეჩვივნენ ქუჩის კატები” – მოქალაქე თბილისის მერიას მიმართავს​

​სოციალურად დაუცველი მოქალაქე, ნარგიზა ოდიშვილი, ქუჩის კატებთან დაკავშირებით თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს მიმართავს და სთხოვს, მის სახლს თავშეფარებული კატები ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანონ. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ნარგიზა ოდიშვილმა განუცხადა, იყო შემთხვევა, როდესაც კატებმა აგრესია გამოავლინეს და ბავშვს უკბინეს. ​”ვარ სოციალურად დაუცველი, ვცხოვრობ კერძო ბინაში, ძალიან შემოგვეჩვივნენ კატები. სულ 5 კატაა. ორჯერ უკბინეს ბავშვს. ცხოველები ძალიან მიყვარს. კატები თბილები არიან, მაგრამ სათანადო ყურადღება სჭირდებათ. რაც მე არ შემიძლია. ერთ კატას, როგორღაც შევინახავ, მაგრამ ამდენს ვერა. მე ქუჩაში ვერ გავყრი. ვნერვიულობ და მეცოდებიან. ნუთუ არ არსებობს გამოსავალი”, – გვწერს მოქალაქე. როგორც “მედიაცენტრ მთავარს”…

მეტი...

“შენობებს სეისმური დაცვა არ აქვთ, ბუნებას ვერ გააჩერებთ, ტრაგედია მოხდება” – თეა გოდოლაძე

ორგანიზაცია “დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის” ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ ახალი შენობები სეისმურად დაუცველია, რაც ბუნებრივი კატასტროფებისა და ტრაგედიის საფრთხეს ქმნის. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით სეისმოლოგმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. “იცით, რომ სეისმურად აქტიურ, გეოლოგიურად კომპლექსურ ტერიტორიაზე ვცხოვრობთ. გაიხსენეთ 2015 წლის ივნისის ვერეს ტრაგედიაა. ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ კი დატბორვის ზონაში მშენებლობის ნებართვა გაიცა. დოკუმენტურად ყველაფერი წესრიგშია და აცხადებენ, რომ ცხაურებს დავაყენებთ და მშენებლობა უსაფრთხო იქნებაო, თუმცა, ფაქტია, რომ დატბორვის ზონაში მშენებლობა არ შეიძლება. ამერიკელი ექსპერტები ამბობენ, რომ ცხაურები პრობლემას ვერ მოხსნის. დატბორვის არეალში არ უნდა იყოს შენობა. არადა, დატბორვის არეალში კიდევ ორი შენობის…

მეტი...

დავით კირკიტაძე პატიმრობაში რჩება

ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორსა და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს დავით კირკიტაძეს სასამართლომ საპატიმრო სანქცია გამოუტანა. გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ამ დროისთვის გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები, მათი მხარდამჭერები და დავით კირკიტაძის მეგობრები იკრიბებიან. დავით კირკიტაძე ბრალად ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმა, ფიზიკური შეურაცხყოფა და ქონების დაზიანება წაუყენეს. მიუხედავად იმისა, რომ მისმა პოლიტიკური გუნდის წევრებმა მოსამართლეს დეპუტათტთა თავდებობის წერილი გააცნეს, მოსამართლემ ის არ გაითვალისწინა.

მეტი...

“ადამიანის უსაფრთხოება ვაჭრობის საგანი ხდება, მშენებლობის კუთხით კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს” – თეა გოდოლაძე

ორგანიზაცია “დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის” ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ მშენებლობის სფეროში კატასტროფული მდგომარეობაა და ნებართვებს არაკომპეტენტური პირები გასცემენ. შედეგად კი, ადამიანის უსაფრთხოება ვაჭრობის საგანი ხდება. როგორც სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კომპანიები ისეთ გეოლოგიურ დასკვნებს გასცემენ, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს და ვერც თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს. მისივე შეფასებით, ასეთი კომპანიების ექსპერტები ძირითადად ძველი, გასული საუკუნის 60-იანი წლების მეთოდით მუშაობენ და მიაჩნიათ, რომ ეს ნორმაა. “არიან 60-იანი წლების ექსპერტები, არც ინგლისური იციან, არც კომპიუტერი, ვეღარც თანამედროვე ლიტერატურას კითხულობენ და 1960 წლის სტანდარტებით ხელმძღვანელობენ. როცა ეკამათები, არ გისმენენ. მეცნიერება ყოველწლიურად…

მეტი...

პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მთავარ გამოწვევად ოკუპაციას და სიღარიბეს ასახელებს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიმდინარე წელს აჯამებს და საზოგადოებას მთავრობის ანგარიშს აბარებს. როგორც პრემიერ მინისტრი აცხადებს, ქვეყანის წინაშე ორი მთავარი გამოწვევა დგას და ეს არის სიღარიბე და ოკუპაცია. „ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ საქართველოს წინაშე ორი ყველაზე მტკივნეული გამოწვევაა. ეს ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე. შესაბამისად, ჩვენი ეროვნული ეროვნული ამოცანაა, ორივე გამოწვევა ერთობლივი ძალისხმევით დავძლიოთ“ – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ ანგარიშის წარდგენისას. პრემიერის თქმით, სირთულეების მიუხედავად, საქართველო დიდ ევროპულ ოჯახს უნდა დაუბრუნდეს. „ყველას სურვილია, ჩვენი ქვეყანა იყოს სიღარიბის გარეშე, სადაც თითოეულ მოქალაქეს ღირსეული ცხოვრების უფლება ექნება. ჩვენი მიზანია, საქართველო დაუბრუნდეს დიდ ევროპულ ოჯახს, სადაც…

მეტი...

“ყველა მტკივნეულ გამოწვევაზე ჩვენი პასუხი განვითარება და მშვიდობაა“ – პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და არ გაჰყავს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. მისივე თქმით საქართველო იყენებს ყველა ტრიბუნასა და პლათფორმას, მსოფლიოს ინფორმირებისთვის. „სამწუხაროდ, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ის არ ასრულებს თავის ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს იქნა მიღწეული და არ გაჰყავს თავის საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან. ვადევნებ თვალს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და მავთულხლართების აგებას. ეს არის ძალიან მძიმე და მტკივნეული გამოწვევა. ჩვენ ყველა ტრიბუნასა და პლატფორმას ვიყენებთ, რათა მსოფლიო საზოგადოებას მივაწვდინოთ ჩვენი გზავნილი და ჩვენი ხმა,”-…

მეტი...

პროკურატურა დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს 

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორისა და “გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთი ლიდერისთვის, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებენ. პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ამ დროისთვის გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები, მათი მხარდამჭერები და დავით კირკიტაძის მეგობრები იკრიბებიან და აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი, სასამართლო კირკიტაძეს პატიმრობას შეუფარდებს, პერმანენტულ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. „ვის იცავთ პოლიციელებო? ქვეყანა გაქვთ დასაცავი. პატრიოტებისაგან იცავთ ამ ქვეყანას? პუტინის მონა ივანიშვილისგან დაიცავით ეს ქვეყანა“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. როგორც ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი და “გაერთიანებული ოპოზიციის” ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, დავით კირკიტაძე მის…

მეტი...

კახეთის გზატკეცილიდან ნასაგურამდე 4-კილომეტრიანი გზა და 2 ავარიული ხიდი მოწესრიგდა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილიდან ნასაგურამდე, დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი. მოეწყო სანიაღვრე ქსელი, განხორციელდა ორი ავარიული ხიდის რეაბილიტაცია, მოწესრიგდა ოთხკილომეტრიანი გზა, დაიგო, 25 000 კვადრატული მეტრი ასფალტი. დასრულებული სამუშოები მოინახულეს და ნასაგურის მოსახლეობას შეხვდნენ თბილისის მერი კახა კალაძე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი.

მეტი...

დამსაქმებლის 4% + 2% სახელმწიფოსგან, უდრის ღირსეულ სიბერეს – საპენსიო რეფორმის ფორმულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ საპენსიო რეფორმა, რომელიც მომავალი წლის იანვრიდან ამოქმედდება, მიზნად ისახავს მოქალაქეების ღირსეული პენსიით უზრუნველყოფას. დღევანდელი გათვლებით,დაახლოებით 25 წლის შემდეგ, დაგროვებითი პენსია მინიმუმ 500-600 ლარს უნდა შეადგენდეს. როგორც აკაკი ზოიძემ „მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას განაცხადა, დაგროვებითი პენსია იმ ადამიანებს დაეხმარება, ვისაც დღეს აქვს შემოსავალი და ფიქრობს ღირსეულ სიბერეზე. თუმცა, მნიშვნელოვანია, საპენსიო ფონდის საინვესტიციო საქმიანობა რამდენად წარმატებული იქნება. მისივე თქმით, აღნიშნული რეფორმა ბევრ ქვეყანაში საკმაოდ გამართულად მუშაობს. საპენსიო სისტემაში ნებაყოფლობით ჩართვა თვითდასაქმებულებსსაც შეუძლიათ. ამისთვის საჭიროა, მათ საკუთარი შემოსავალი ოფიციალურად ჰქონდეთ…

მეტი...