გაერთიანებული ოპოზიცია, კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით გურჯაანში აქციას მართავს 

გურჯაანის სასამართლოსთან, სადაც ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორისა და გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, დავით კირკიტაძე თავის კონსტიტუციურ უფლებას იცავდა, ამიტომ თუ საჭირო გახდება სტრასბურგის სასამართლო დაიცავს მის უფლებებს. „რატომ არის დავით კირკიტაძე დაკავებული? იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქის ეშინია. ერთ კვირაში გაზის ფასი რომ აიწევს, ნახავენ ეს მოქალაქეები რას იზამენ. რა კანონი და რა სასამართლო გვაქვს? ზაზა სარალიძის შვილის მკვლელები, მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის მკვლელები გარეთ დადიან. სამართალი მხოლოდ დავით კირკიტაძეზე მოქმედებს? ე.წ. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს,…

მეტი...

ახალი წლის ღამით ტრანსპორტი უფასო იქნება – საახალწლო გარევაჭრობის ადგილები თბილისში 

თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს, ახალი წლის ღამით, უფასოდ მოემსახურება. 31 დეკემბრის 23:00-დან პირველი იანვრის 04:00 საათამდე, მეტროპოლიტენი და ავტობუსი, ხოლო 03:00 საათამდე​საბაგირო, უფასო იქნება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, N 74 მარშრუტზე 156 ერთეულამდე ავტობუსი, ძირითადად, 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. ისინი მგზავრებს სადღესასწაულო ღონისძიების ადგილამდე – პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ასევე, მეტროსადგურებამდე და ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძებამდე გადაიყვანენ. დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ ახალი წლის ღამეს გარევაჭრობა დედაქალაქის 20-ამდე ადგილზე იქნება ნებადართული და თბილისის ათივე რაიონში გამოიყოფა კონკრეტული ლოკაციები, სადაც მოქალაქეებს საახალწლოდ თავიანთი პროდუქტების გაყიდვის შესაძლებლობა ექნებათ. გარევაჭრობისათვის ნებადართული ადგილებია: გლდანში,…

მეტი...

“არაფერია განსაკუთრებული, გარდა დამოკიდებულებისა” – კახა კალაძემ ქუჩის ბავშვებთან ერთად ივახშმა

თბილისის საახალწლო სამზადისის დროს მომხდარი, ამაღელვებელი ფაქტის შესახებ, სოციალურ ქსელში ფოტოხელოვანი, ზაქარია ჭელიძე წერს. მისი ინფორმაციით, რესპუბლიკის მოედანზე, საახალწლო ნაძვის ხის აწყობის პროცესის სანახავად მისული თბილისის მერი კახა კალაძე, იქ შეკრებილ ქუჩის ბავშვებს გაუმასპინძლდა და მათთან ერთად მიირთვა. ​როგორც ფოტოხელოვანი წერს, ერთი შეხედვით არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის, გარდა ადამიანური დამოკიდებულებისა, რაც თანამდებობის პირების მხრიდან მართლაც იშვიათობაა. “რესპუბლიკის მოედანზე აწყობენ ნაძვის ხეს.  იქვე მოვიდნენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები და თითოეული იქ მყოფი ცდილობდა რაღაცით გაებედნიერებინა ისინი. ამ დროს მოვიდა თბილისის მერი კახი კალაძე. ესაუბრა ბავშვებს, შემდეგ საჭმელი შეუკვეთა მათთვის და თანამშრომლებისთვის და იქვე,…

მეტი...

აღმაშენებლის გამზირზე ფიჭვების ჭრას თბილისის მერი გამოეხმაურა

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალას, თითქოს, აღმაშენებლის გამზირზე ხეების უკანონო ჭრა ხორციელდება, თბილისის მერი კახა კალაძე, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დაავადებული ფიჭვები ნამდვილად მოიჭრა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო და არსებობდა ჯანსაღი ხეების დაზიანების შესაძლებლობა. მისივე თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც დაავადებული ხის დროულად არმოჭრის გამო, მოქალაქეები დაზარალდნენ და სხეულის დაზიანებები მიიღეს. კახა კალაძემ სიცრუე უწოდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერით გასულ სიუჟეტს და განმარტა, რომ  დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ბევრი დაზიანებული ხეა, რომელთა ჩანაცვლებაზეც შესაბამისი სამსახურები იზრუნებენ. „სამწუხაროდ, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ბევრი დაავადებული ხე გვაქვს. რა თქმა უნდა,…

მეტი...

გაუმართავი ავტომობილების გზებზე კონტროლი, კვლავ სერიოზული გამოწვევაა – ეკა ლალიაშვილი  

პირველი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირების გავლა ყველა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო იქნება. არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილის შეფასებით, გაუმართავი ავტომობილების გზებზე კონტროლი კვლავ სერიოზული გამოწვევაა, თუმცა რეფორმა მეტად საპასუხისმგებლოა და მისი წარმატებით განხორციელება თანაბრად არის დამოკიდებულები სახელმწიფო სტრუქტურებზეც და მოქალაქეებზეც. ​როგორც ეკა ლალიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რეფორმა მილიონზე მეტ ავტომობილს შეეხება, რომლებიც უნდა შემოწმდეს. ხოლო, რამდენად წარმატებული იყო რეფორმა, ამის თქმა 2020 წლისთვის იქნება შესაძლებელი. მისივე თქმით, რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, გაუმართავი ავტომობილების გზებზე კონტროლი, რაც, ლალიაშვილის აზრით, დღეს, არც თუ ეფექტიანად ხორციელდება. ერთ-ერთ მნიშვნელოვან…

მეტი...

ხელისუფლებამ აღსრულება უნდა გაამკაცროს, რომ ქუჩებში შავი ბოლი არ ვიხილოთ – ეკა ლალიაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი, მისი ორგანიზაციის მიერ ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლენილ  პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ კანონის აღსრულება და ადმინისტრირება ძალიან სუსტია. იგი ეკონომიკისა და შს სამინისტოებს კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებს, რათა ქუჩებში  შემცირდეს ისეთი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, რომლებიც მავნე გამონაბოლქვით აბინძურებენ გარემოს. ​ ​მისი თქმით, კვლევის შედეგად გამოვლინდა ისიც, რომ ხშირად მძღოლებს არ აქვთ ინფორმაცია, სად უნდა მიიყვანონ საკუთარი ავტომობილი ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად. მათ უნდა დარეკონ ცხელი ხაზის ნომერზე – 14 84 და ინსპექტირების ცენტრებში რიგი დაიკაონ. ​როგორც ეკა ლალიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,…

მეტი...

40 ათასი ავტომობილი დახარვეზდა, 4 000-ს აეკრძალა გზებზე გადაადგილება – ტექდათვალიერება

სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება დღემდე, დაახლოებით 130 ათასმა ერთეულმა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, აქედან 90 ათასი ერთეული ითვლება ვარგისად, ხოლო 40 ათასი დახარვეზდა.  4 ათას ავტომობილს კი პირდაპირ აეკრძალა გზებზე გადაადგილება. ​დახარვეზებული სატრანსპორტო საშუალებების 30% განმეორებით ინსპექტირებაზე აღარ მისულა.  აღსანიშნავია, რომ განმეორებითი ინსპექტირება ერთი თვის განმავლობაში უფასოა. როგორც „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილმა, “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, გზებზე მოძრავი დაახლოებით 12 ათასი ერთეული სატრანსპორტო საშუალება, გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანებისთვის. “ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება საქართველოში. შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური. სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება მილიონზე მეტ ავტომობილს შეეხება, რომელიც ფაქტობრივად ყველა ოჯახშია. დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით გვაქვს…

მეტი...

საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ

საქართველოს ხელისუფლება საფრანგეთის ხელისუფლებასთან არალეგალების საკითხთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს. საუბარია შესაბამის შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც, საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმება შესაძლებელი იქნება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, რომელიც მან პარლამენტში, ამბასადორიალის ფარგლებში გააჟღერა, საფრანგეთი საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეების დასაქმებისთვის კანონს მიიღებს. “აქტიურად ვმუშაობთ და მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგიც გვაქვს. საფრანგეთთან ჩვენ გაფორმებული გვაქვს შეთანხმება, რომლის რატიფიკაციას საფრანგეთის პარლამენტმა უკვე მოახდინა. გუშინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა კი ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა და ეს შეთანხმება უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი იქნება როგორც კანონი. კანონი კი საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, საფრანგეთში კანონიერად იმუშაონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა“, –…

მეტი...

გაერთიანებულმა ოპოზიციამ პარლამენტის შენობის წინ გაშლილი კარვები აიღო

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარვებს, გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” სავარაუდოდ გურჯაანში გადაიტანს, სადაც პოლიციის მიერ დაკავებული, დავით კირკიტაძის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციებს გეგმავენ. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 16 დეკემბერს დადგმული კარვები, გუშინ ღამით აიღეს. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, ე.წ. მართვის ცენტრი ხვალიდან გურჯაანში გადააქვთ, სადაც მათი თანამებრძოლის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი გაიმართება. ვაშაძე მოუწოდებს მხარდამჭერებს დღეს დილიდან შეიკრიბონ სასამართლოს შენობასთან და პროცესის დასრულებამდე იქ დარჩნენ. “გაერთიანებული ოპოზიცია დავით კირკიტაძის გათავისუფლებას ითხოვს. ყველანი ვიქნებით იქ. ჩვენს ყველა მხარდამჭერს შეუძლია, გურჯაანის სასამართლოსთან შემოგვიერთდეს, სადაც ჩვენს პოზიციებს გამოვხატავთ. იმის გამო, რომ არ…

მეტი...

„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2018“ საზეიმოდ დაიხურა

„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2018“ საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრნენ. „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2018“, რომელიც თბილისის მერიის ორგანიზებით გაიმართა, მასშტაბურ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს მოიცავდა და მასში დედაქალაქში არსებული 23  სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების  30 000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. თბილისის მერმა ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ისეთი ღონისძიებების ჩატარება, რომლის მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და სტუდენტური ცხოვრების გააქტიურებაა, ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, „თბილისის სტუდენტური ფესტივალი“, მერიის ხელშეწყობით, მომდევნო წლებში კიდევ უფრო მასშტაბური იქნება. „მიხარია, რომ ახალგაზრდებისთვის ისეთი მასშტაბური…

მეტი...