გლდანში, წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი აშენდება 

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ გლდანის “ა” მ/რ-ნის ტერიტორიაზე გამოყოფილ მიწაზე, წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი აშენდება. წმინდა მოწამე ქალწულ ბარბარეს სახელი ტაძარს, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მიენიჭა. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, ეკლესიის მშენებლობა ერთ კვირაში დაიწყება. ეკლესიისთვის განკუთვნილი ტერიტორია ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულზე აკურთხეს. მშენებლობის ინიციატორები მამა დავითი და მამა ზაზა მსახურებას ახალ ტაძარში განაგრძობენ. ახალი ეკლესიისთვის ტერიტორია გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გულია გოცირიძის შუამდგომლობით გამოიყო. ტაძრისთვის განკუთვნილი ტერიტორიის კურთხევას გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, “თბილისზე მზრუნველის” წოდების მატარებელი თემურ გოცირიძე, სასულიერო პირები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.

მეტი...

“თბილისის ტაძრები და რელიგიური ნაგებობები” – ოთხწლიანი პროექტის პირველი წიგნი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ავტორები, მანანა ქუთათელაძე და გიგი (გიორგი) წერეთელი, 19 დეკემბერს, 18:00 საათზე, საზოგადოებას რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგს წარუდგენენ. „თბილისის ტაძრები და რელიგიური ნაგებობები” ოთხნაწილიანი პროექტის პირველი წიგნია, სადაც აღწერილია ძველი თბილისის საზღვრებში არსებული ყველა კონფესიის 150 -ზე მეტი რელიგიური ნაგებობა. პროექტის არსს და მიზანს წიგნის პროლოგში კარგად განმარტავს ცნობილი ისტორიკოსის სიტყვები: „დაიკარგა ძველი სიდიადის ძეგლები, რომლებიც ტფილისის ისტორიას მოგვაგონებდნენ. დაე, თქმულება მაინც შემორჩეს მათ შესახებ თანამედროვეთა და შთამომავალთა მეხსიერებაში“. პროექტის და კერძოდ პირველი წიგნის მნიშვნელობაზე წერს დიმიტრი თუმანიშვილი: „სიტყვიერ მონათხრობს უხვი ფოტომასალაც უბამს მხარს, მით უფრო…

მეტი...

“ცუდი ზავი ყოველთვის სჯობს კარგ ომს” – ვახტანგ ხმალაძე ვადამდელ არჩევნებზე

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ხელისუფლებას ურჩევს, საპარლამენტო არჩევნების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან მოლაპარაკებები გამართოს, რათა ვითარება პოლიტიკურ კრიზისში არ გადაიზარდოს. “ცუდი ზავი ყოველთვის სჯობს კარგ ომს, – ეს არის ანდაზა, ჩემი მოგონილი არ არის”, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, სახელმწიფო მოწყობის სხვა მოდელებს შორის საპარლამენტო რესპუბლიკას უპირატესობას იმ მოსაზრებით ანიჭებს, რომ ასეთ რესპუბლიკებში პოლიტიკური კრიზისიდან მინიმალური დანაკარგებით გამოსვლაა შესაძლებელი, რაც სხვა შემთხვევაში არ ხდება. იქნება ეს მთავრობის შეცვლა, თუ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, რაც არ ხდება საპრეზიდენტო მმართველობის დროს. “ამ მექანიზმებს თუ არ გამოვიყენებთ, ყველაფერი შეიძლება მძიმე შედეგებით…

მეტი...

გურამ დონაძე სასამართლო დარბაზში დააკავეს

ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით შსს ყოფილი 3 მარალჩინოსანი დააკავეს. გურამ დონაძეს, ზურა მიქაძესა და დავით იაშვილს ბორკილები სხდომათა დარბაზშივე დაადეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: გურამ გონაძე, ირაკლი ფირცხალავა, ზურაბ მიქაძე, ზაზა ბაქრაძე და დავით იაშვილი. თბილისის საქალაქო სასამართლოში მათ დაკავებას ხმაური მოყვა. რაც სეეხება სასჯელის ზომას, გურამ დონაძეს პატიმრობა 5 წლითა და 3 თვის ვადით შეეფარდა. მას თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით აეკრძალა. დავით იაშვილის სასჯელი თავისუფელბის აღკვეთას 5 წლითა 3 თვით ითვალისწინებს. ზურაბ მიქაძის სასჯელი კი პატიმრობას…

მეტი...

ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ფოტოკოლაჟი

​საქართველოს პირველი პრეზიდენტი ქალი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლეში დღეს პირველად მივიდა.  ათონელის რეზიდენციის საპრეზიდენტო ფლიგელში სარემონტო სამუშაოები არ დასრულებულა, თუმცა შენობის უკანა მხარეს მდებარე ფლიგელი სრულად გარემონტდა და პრეზიდენტიც დროებით იქ განთავსდა.  

მეტი...

ახალი პრეზიდენტის რეზიდენციაში ჟურნალისტებისთვის პრესკლუბი იმუშავებს  

ახალმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტები დღეს, ათონელის ქუჩაზე მდებარე, ისტორიულ შენობაში მიიღო, სადაც დღეიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაცია განთავსდა. სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს აქტიურ თანამშრომლობას დაჰპირდა. “აქ იქნება თქვენი სახლი და მაქვს ასევე სხვა მოსაზრება, რომ ურთიერთობა გვქონდეს სხვა ფორმატითაც.  შემეძლოს თქვენთან საუბარი – off the record საკითხებზე, რომელიც საჭიროა, რომ იცოდეთ და არ არის აუცილებელი, მაშინვე გახდეს საჯარო ინფორმაცია. ასეთი ფორმატი საგარეო საქმეთა სამინისტროში მქონდა, რომელსაც ჩემი პრესკლუბი ერქვა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე ინფორმაციით, პრესასთან ურთიერთობას კვლავ ნათია პავლიაშვილი განაგრძობს, თუმცა პიარის ჯგუფი გაძლიერდება და მას ახალი კადრები შეუერთდება. კვირის ბოლომდე იქნება ცნობილი,…

მეტი...

ბათუმში, ძიუდოში სკოლის ღია პირველობა გაიმართა

ბათუმის სასპორტო სკოლამ ძიუდოში სკოლის ღია პირველობას უმასპინძლა. სხვადასხვა წონით კატეგორიაში პირველობისთვის ბრძოლაში ბათუმის, ქუთაისის,ზუგდიდის, ფოთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის 150 სპორტსმენი ჩაება. სპორტსკოლის აღსაზრდელება სულ 7 ოქროს, 3 ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს: საბა ბოლქვაძემ (24კგ), დაჩი შარაშიძემ (27კგ), ლუკა დავითაძემ (34კგ), თომა გელაშვილმა(42კგ), ლაშა კილაძემ(50კგ), გიგა გოგრაჭაძემ (55კგ) და ლუკა ჟღენტმა (+66კგ). ვერცხლის მედლის პრიზიორები გახდნენ: თენგო ჭინკაძე(30კგ), ალეკო ბედინაძე(34კგ) და საბა ჩხაიძე(42კგ) ბრინჯაოს მედალს ანდრეა გენძეხაძე(60კგ) დასჯერდა. გამარჯვებული სპორტსმენები თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

მეტი...

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბათუმმა 8 მედალი მოიპოვა

ბათუმის სასპორტო სკოლის სპორტსმენებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი თბილისში გაიმართა. მსოფლიო ჩემპიონის, მიხეილ სალაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირში ბათუმის სასპორტო სკოლის 19 სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრება გლდანში მდებარე ოლიმპიური მზადების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობდა. 10 წონით კატეგორიაში მონაწილეობა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელით 220 სპორტსმენმა მიიღო. ბათუმის სასპორტო სკოლიდან ჩემპიონის ტიტულის მფლობელები გახდნენ : რატი ხოზრევანიძე (48კგ) , ნიკა ბროლაძე (60კგ) და შმაგი გობაძე (80 კგ). ვერცხლის მედლის პრიზიორები არიან : რამინ ირემაძე(48 კგ) და რომეო ბერიძე (55კგ) ,ხოლო ბრინჯაოს მედალს…

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობა” დღეს ითხოვს იმას, რასაც 2016 წელს, თავად არ დაუჭირეს მხარი – კონსტიტუციონალისტი 

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, პარტია “ნაციონალურ მოძრაობას” 2016 წელს, საკონსტიტუციო ცვლილებისთვის მხარი რომ დაეჭირა, 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა, რასაც გაერთიანებული ოპოზიცია ამჟამად ითხოვს. როგორც ვახტანგ ხმალაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2016 წლის პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციის სახით იყო წარმოდგენილი. მაშინ, მათ მხარი არ დაუჭირეს აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებას. შესაბამისად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მხოლოდ 2024 წლის არჩევნებისთვის იქნება შესაძლებელი. კონსტიტუციონალისტის განმარტებით, ​​16 დეკემბრიდან მოქმედებს საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი წესი, რომლის თანახმად, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელი დეპუტატების ხმების 2/3-იანი უმრავლესობით. მაგრამ ის უცვლელი სახით უნდა დაამტკიცოს მომდევნო პარლამენტმაც, სხვა შემთხვევაში ცვლილება ვერ…

მეტი...

ახალი კონსტიტუციის დადებითი და სარისკო პუნქტები

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ახალი კონსტიტუციით, კერძო პირს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა ეზღუდება. პარლამენტის წევრსა და პრეზიდენტს კი ეს უფლება რჩებათ. პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედებულ ახალ საკონსტიტუციო ნორმებზე ვახტანგ ხმალაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. “კონსტიტუციაში არის რიგი მუხლები, რომლებიც შინაარსობრივად არ შეცვლილა, თუმცა რედაქციულად სხვა სახე მიეცა. გადაადგილება მოხდა პირველ და მეორე თავს შორის, რამაც ზოგ ნაწილში შესაძლოა პრობლემებიც კი შექმნას. მაგალითად, ასეთია ზოგიერთი უფლების პირველ თავში გადატანა. მის მიხედვით, კერძო პირი, მისი უფლებების შელახვას საკონსტიტუციო სასამართლოში ვერ გაასაჩივრებს. მიზეზი შემდეგია: კონსტიტუცია ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ადამიანებს აქვთ უფლება გაასაჩივრონ უფლებების…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილს არ ეყოლება უშიშროების საბჭო, დამოკიდებული იქნება მთავრობაზე – ვახტანგ ხმალაძე

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციით, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდა, სალომე ზურაბიშვილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის უფლება არ ექნება. მას ასევე არ ეყოლება სათათბირო ორგანო უშიშროების საბჭოს სახით. დასუსტდა პრეზიდენტის უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში, როგორც საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლის, როგორც პრეზიდენტის და, როგორც მთვარსარდლის; პრეზიდენტი უფლებამოსილია, საერთაშორისო მოლაპარაკებები მხოლოდ მთავრობის თანხმობით აწარმოოს. როგორც ვახტანგ ხმალაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტის უფლებამოსილებები სხვადასხვა სახელმწიფოში სხვადასხვანაირად არის განსაზღვრული. ამ თვალსაზრისით, საქართველოს მოდელში არაფერი უცნაური არ არის. მისივე თქმით, არის ქვეყნები, სადაც პრეზიდენტს უფრო ფართო უფლებამოსილება აქვს, მაგრამ არა აღმასრულებელი…

მეტი...

აშშ-ს საელჩოს ყოფილ შენობაში დღეიდან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განთავსდება 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლეში, სადაც წლების წინ აშშ-ს საელჩო იყო განთავსებული, მუშაობას დღეიდან შეუდგება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის საპრეზიდენტო ფლიგელის შიდა ნაწილში სამუშაოები ჯერჯერობით დასრულებული არ არის, პრეზიდენტი საქმიანობას დროებით ადმინისტრაციულ ფლიგელში შეუდგება. როგორც ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის სავარაუდო ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია აცხადებს,  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფლიგელში ინტერნეტი უკვე გაყვანილია. ავლაბრის რეზიდენციიდან ნელ-ნელა გადმოიტანენ კომპიუტერულ ტექნიკას. თუმცა, ავლაბრის რეზიდენციაში ნაწილობრივ შენარჩუნდებიან ის პირები, რომლებიც საჭიროა ადმინისტრაციის ფუნქციონირებისთვის. “ყველაფერი ნელ-ნელა, წყნარი ნაბიჯებით არის გასაკეთებელი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფუნქციონირებაში პრობლემა არ შეიქმნას”,- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.…

მეტი...

გადასახადების დონე საქართველოში ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირდება – მამუკა ბახტაძე

​პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყნის მთავრობა მოწადინებულია, რომ  გადასახადების დონე საქართველოში ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირდეს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დაბალი საგადასახადო წნეხია. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ ქვეყანამ მიაღწიოს ინკლუზიურ ზრდას და იმას, რომ ეკონომიკაში იზრდებოდეს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წილი. სხვაგვარად სიღარიბე ვერ დაიძლევა. “თუ შევხედავთ ჩვენს რეიტინგს სხვა ქვეყნებთან შედარებით, საგადასახადო ტვირთის თვალსაზრისით, ჩვენ ვართ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა. საქართველოში არის დაბალი გადასახადები და ბუნებრივია, ამ გზით მოძრაობა უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ ამავე დროს, პარალელურად უნდა მოვხსნათ სხვა ბარიერები, რომელიც ხელს უშლის საქართველოში ბიზნესის ჩვენთვის სასურველი ტემპებით განვითარებას…

მეტი...

520 მილიონი ლარის ოდენობის დღგ საწარმოებს წლის ბოლომდე დაუბრუნდებათ

​პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, დღგ-ს დაბრუნება იყო რეფორმა, რომელიც სწორედ ბიზნესის მხრიდან იქნა აღქმული, როგორც პოზიტიური ნაბიჯი. რეფორმის შედეგად წლის ბოლომდე საწარმოებს 520 მილიონი ლარის ოდენობის დამატებითი ღირებულების გადასახადი დაუბრუნდებათ, რაც კომპანიებისთვის მეტი საინვესტიციო რესურსის მიცემას ნიშნავს. როგორც მამუკა ბახტაძემ სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, დღგ-ს დაბრუნების პრობლემა ბიზნესისთვის მუდამ იყო თავისტკივილი. შესაბამისად აღნიშნული რეფორმა არის წარმატებული. “520 მილიონი ლარის ჩვენი საწარმოების სასარგებლოდ დაბრუნება, ნიშნავს ჩვენი კომპანიებისთვის მეტი საინვესტიციო რესურსის მიცემას. ისინი შეძლებენ მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, შეძლებენ, უფრო აქტიურად ჩაანაცვლონ იმპორტი, გავიდნენ ექსპორტზე და გლობალურ კონკურენციაში გავხადოთ კონკურენტუნარიანი. ეს არის…

მეტი...

განათლება ქვეყნის ეკონომიკაში დომინანტი უნდა გახდეს – პრემიერ-მინისტრი   

პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძის მოსაზრებით, განათლების სექტორი ქვეყნის ეკონომიკაში დომინანტი უნდა გახდეს, ის დაახლოებით სამჯერ უნდა გაიზარდოს და მასზე მთლიან შიდა პროდუქტის სულ მცირე 10-11% უნდა მოდიოდეს. როგორც მამუკა ბახტაძემ ფეისბუქში პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, აბიტურიენტებთან დაკავშირებით კომპლექსური და ამბიციური გეგმები აქვს, რაც ახლო მომავალში გახდება ცნობილი. იგეგმება განათლების რეფორმა, რათა ადამიანებს მიეცეთ საშუალება, თავიანთი ცოდნა საკუთარი სამშობლოს განვითარებას მოახმარონ. ” მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, ამ რეფორმის რეალიზაციის რამდენიმე ეტაპი გვექნება. საქართველოში შეიქმნება ის ადამიანური კაპიტალი, ის ცოდნა, პირობები, რომ ადამიანები რჩებოდნენ და თავიანთ ნიჭს და ტალანტს ახმარდნენ საკუთარი სამშობლოს განვითარებას. ეს…

მეტი...