თბილისის ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაციაზე 2 მლნ-ზე მეტი დაიხარჯა

თბილისის საბურთალოს რაიონში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები დასრულდა, რაზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 077 777 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ განახორციელა. ​პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და LED განათების ქსელი მოეწყო, რომელიც ელექტროენერგიას 60-70%-ით ზოგავს. მოეწყო ავტომობილების საპარკინგე ადგილები და ტროტუარი. დასრულებულ პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე დღეს ადგილზე გაეცნო და მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მცხოვრებლებს მოთმინებისთვის, რადგან საგზაო სამუშაოები ღამის საათებშიც მიმდინარეობდა, რაც მჭიდროდ დასახლებულ ქუჩაზე ხმაურს იწვევდა. მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტობეტონის საფარი დაიგო, მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემა და ტროტუარი, რომელიც აქამდე ქუჩაზე არ…

მეტი...

„იმ სახელმწუფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე გადატრიალებას რომ დაუპირებს – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის გეგმებსა და განცხადებებს შეფასებას აკეთებს და აცხადებს, რომ ეს ის ხალხია, ვინც საზოგადოებამ პოლიტიკურ ნაგავზე მოისროლა. „მათი განცხადებები სასაცილოა. ეს გაკოტრებული პოლიტიკური პარტია. საზოგადოებამ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ გაისროლა და გაუშვა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე. მათი, ასე რომ ვთქვათ, დესტრუქციული ქმედებები, ეს საზოგადოებისთვის სიახლე არ არის. მთელი არჩევნების განმავლობაში, არჩევნებამდე და ახლაც ვისმენდით იმას, რომ სურვილია ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია, დაპირისპირება, საუბრობდნენ დამხობაზე. ჯერ იმ ხელისუფლების და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს რა. თვითონ იტრიალონ საკუთარ ოჯახებში და საკუთარ საწოლებში, რამდენიც უნდათ. სახელმწიფოს და სახელმწიფო…

მეტი...

დავით კირკიტაძე დააკავეს

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დაკავებულია. მისი აყვანა კახეთში მოხდა. სამართალდამცველებმა მას ბრალი ადგილზე, მანქანაში გააცნეს. დაკავებულ დავით კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. დავით კირკიტაძემ დაკავებისას მოკლე კომენტარი გააკეთა და თამანებრძოლებს საქმის ბოლომდე მიყვანისკენ მოუწოდა. „საქართველოში მყარდება დიქტატურა, რუსული დიქტატურა – იბრძოლეთ ბოლომდე“ – აღნიშნა მან. დავით კირკიტაძის დაკავება გურჯაანში მოხდა. ის, ამ დროისთვის თელავის განყოფილებაშია გადაყვანილი.

მეტი...

2018 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენები 21 დეკემბერს დასახელდებიან

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია 21 დეკემბერს, 17:00 საათზე “ივენთ ჰოლში“ (მელიქიშვილის ქუჩის N 1 -ში, საქართველოს სახელმწიფო ფილარმონია), გაიმართება. 2018 წლის საუკეთესო სპორტული შედეგების გათვალისწინებით, ნომინაციების მიხედვით გამოვლინდებიან საუკეთესოები – წლის სპორტსმენი ქალი, წლის ახალგაზრდა სპორტსმენი, წლის სპორტსმენი სპორტის ზამთრის სახეობაში, წლის აღმოჩენა – ოლიმპიური იმედი, წლის მწვრთნელი, ოლიმპიური მოძრაობის მედია მხარდამჭერი, წლის რეგიონალური ორგანიზაცია, ოლიმპიური სპორტის პარტნიორი. სეოკ-ის აღმასკომის გადაწყვეტილებით, თავად სესიის დელეგატები კენჭისყრით გამოავლენენ მთავარ ნომინაციაში გამარჯვებულს – 2018 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს. ნომინაციაში 2018 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი წარდგენილნი არიან : ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი,…

მეტი...

“ახლა დაისვენონ და 2020-ის არჩევნებისკენ მოემზადონ” – დეპუტატი ოპოზიციაზე

​​პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე ოპოზიციას მოუწოდებს დაისვენონ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადონ, რადგან არჩევნებზე ისეთი შედეგი დადგება, რა განწყობაც იქნება ხალხში. როგორც სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა ცხადყო, რომ მოსახლეობას აქვს გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. მეორე მხრივ, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა არ არსებობს და  უკეთესი იქნება საზოგადოებამ დაისვენოს. მისივე თქმით, ​ოპოზიცია საზოგადოებას ხელისუფლებასთან საუბრის აგრესიულ ფორმას სთავაზობს, რაც გამოსჭვივის მათ ყველა ქმედებასა და განცხადებებში. “უკეთესი იქნება საზოგადოებამ, ამ არჩევნებისგან დაისვენოს. მოემზადონ 2020 წლის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის.…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი სტუმრებს წინანდალში ხვდება

საქართველოს ახალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ინაუგუირაციის ღონისძიებისთვის ჩამოსულ სტუმრებთან შეხვედრას წინანდალში მართავს. ვინაიდან პრეზიდენტის ახალი რეზიდენცია ამ ეტაპისთვის დასრულებული არ არის, სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებისთვის, დროებით სასტუმროსაც გამოიყენებს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია აცხადებს, პრეზიდენტი საფრანგეთიდან ჩამოსულ ძველი ემიგრაციის წარმომადგენლებსაც წინანდალში მიიღებს. „სალომე ზურაბიშვილი შეხვედრას ასევე გამარტავს ძველი ემიგრაციის წარმომადგენლებთან. იცით, რომ ინაუგურაციისთვის საფრანგეთიდან ემიგრანტების შთამომავლების ძალიან დიდი ნაწილი ჩამოვიდა, რომლებიც ჯერ საქართველოში არც ყოფილან. მათთან დაგეგმილია სადილი. პრეზიდენტს წინანდალში ჰქონდა შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტთან, ისევე როგორც თურქეთის ვიცე-პრეზიდენტთან, პოლონეთისა და სხვა დელეგაციებთან“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ. სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას…

მეტი...

პრეზიდენტის მრჩეველთა ჯგუფის წევრებს გამოსაცდელი ვადით დაიქირავებენ  

ახალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომლის საპრეზიდენტო ფიცის დადების ცერემონიალი გუშინ, თელავში გაიმართა, მრჩეველთა ჯგუფის წევრებს 6-თვიანი, გამოსაცდელი ვადით აიყვანს. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ადამიანი პრეზიდენტის მოლოდინებს გაამართლებს, მასთან მუშაობას განაგრძობს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის სავარაუდო უფროსმა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საცდელი ვადა მასაც შეეხება. „კვირის ბოლოს ან ყველაზე გვიან – მომავალი კვირის დასაწყისში ან ორშაბათს, პრეზიდენტი თავად გამოაცხადებს გუნდი შესახებ, ჯერ რამდენიმე თანამდებობაზე მოიაზრება რამდენიმე ადამიანი, საუბარია მრჩეველთა ჯგუფის შერჩევაზე. პრეზიდენტი არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა აქვე მისი პოზიციაა, რომ ყველას შეთავაზება ექნება, ერთად 6 თვე იმუშაონ. თუ გაამართლებს კონკრეტული ადამიანი,…

მეტი...

ოპოზიცია ხვალიდან იწყებს, იწყებს ფართომასშტაბიანს და უსასრულოს

„გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა გამოაცხადა. „ხვალიდან ვიწყებთ აქციებს, რომელიც არც ერთი დღე არ შეწყდება” – ასეთია ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის გზავნილი. როგორც გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, ოპოზიცია მოითხოვს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უმოკლეს ვადებში დაინიშნოს, საარჩევნო ადმინისტრაცია თავიდან ბოლომდე შეიცვალოს და არჩევნები მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული სიით ჩატარდეს. „ხვალიდან უკვე ვიწყებთ აქციებს. აქციები არ შეწყდება არც ერთი დღე. ახლა არ მკითხოთ, რა აქციები იქნება, ამას ჩვენ მხარდამჭერებს შევატყობინებთ დღეს საღამოს. ხვალ ჩვენ ვიწყებთ უწყვეტ აქციებს, რომელიც იქნება მშვიდობიანი, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში”, – განაცხადა ვაშაძემ. გრიგოლ ვაშაძემ, გუშინ, სოფელ…

მეტი...

ტაეკვანდოში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა

ტაეკვანდოში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირი ყველა ასკობრივ ჯგუფში, სხვადასხვა წონით კატეგორიაში ორი დღის განმავლობაში ქ.თბილისში გაიმართა. ჩემპიონატი ბათუმის სასპორტო სკოლის აღსაზრდელებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. რაც შეეხება შედეგებს, საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: ახალგაზრდებში, ჩემპიონის ტიტული ნიკა ნიქაბაძემ (51კგ) დაისაკუთრა, ხოლო ვერცხლის მედლის პრიზიორი მიხეილ გავრილჩენკო ( 48კგ) გახდა . დიდებში, მეორე საპრიზო ადგილს თენგიზ ნიქაბაძე (54კგ ) და ზურაბ კინწურაშვილი( 58 კგ) დასჯერდა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი თემური ღლონტს (54 კგ), არამ საფარიანსა(58კგ) და რამაზ წუწუნავას (63კგ) ერგო. ჭაბუკებსა და პინებში ბრინჯაოს მედლები ცოტნე მარგალიტაძემ(45კგ) და ლუკა ცენტერაძემ (24კგ) მოიპოვეს.

მეტი...

პრეზიდენტმა მშვიდობიანად გადაიბარა უფლებამოსილება – ახალი მოვლენა ქართულ პოლიტიკაში

​​პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე, ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას, რომელიც 16 დეკემბერს, კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავში გაიმართა, შთამბეჭდავს უწოდებს და აცხადებს, რომ ერთი პრეზიდენტის მიერ, მეორისთვის ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება ახალი მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში. ​როგორც სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, საჭიროა, საქართველოში დაიხვეწოს პოლიტიკური კულტურა, რის შესახებაც თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც ისაუბრა. იგი დადებითად აფასებს თავად ახალი პრეზიდენტის გამოსვლას და აცხადებს, რომ ახალმა პრეზიდენტმა აბსოლუტურად სწორად შეაფასა ქვეყანაში არსებული ვითარება და აქცენტები სწორად დასვა – პოლიტიკური კულტურა უნდა დაიხვეწოს. “სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ურთიერთგაგება,…

მეტი...

“350 ათასი ხმის გაყალბება, მერწმუნეთ, წარმოუდგენელია” – სიმონ ნოზაძე დმანისის შემთხვევაზე  ​

​​პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ დაინტერესდა, საპრეზიდენტო არჩევნების დროს დმანისის N 24-ე საარჩევნო უბანზე არჩევნების შესაძლო გაყალბებისა და ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრის ფაქტით, რის შესახებაც ვიდეოკადრები მედიაში გავრცელდა.  ოფიციალური ოქმის მიხედვით, აღნიშნულ უბანზე პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 85 ხმა მიიღო, მაშინ, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია 125 -ზე მეტი ზედმეტი ბიულეტენის ჩაყრის შესახებ. როგორც სიმონ ნოზაძემ “მედიაცეტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა, ცალკეულ უბნებზე დარღვევები მართლაც იყო, მაგრამ 350 ათასი ხმის გაყალბება წარმოუდგენელია. “ხაშურის საარჩევნო ოლქში, რომელ უბანზეც მე ვიყავი, იქ…

მეტი...

„ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო სიტყვა, რომელიც ოდესმე პრეზიდენტს უთქვამს“ – გია ჟორჟოლიანი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანის შეფასებით, მან, ინაუგურაციაზე, ქალი პრეზიდენტისგან ერთ-ერთი საუკეთესო სიტყვა მოისმინა. „ინაუგურაციამ შთამბეჭდავად ჩაიარა. ვფიქრობ, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო და შთამბეჭდავი სიტყვა, რაც კი პრეზიდენტებს უთქვამთ საქართველოში. მე ხაზს გავუსვამდი ისტორიის განგრძობითობას, რაც სიმბოლურად გამოიხატება პრეზიდენტის პიროვნებაში და ეს მის სიტყვაში ხაზგასმულიც იყო. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური გზავნილია „თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაგრძელება“- აღნიშნა გია ჟორჯოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“. დეპუტატი ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციულ გეგმებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მათი სამომავლო გზაც პროვოკაციებზეა ორიენტირებული: „მომხადრთან დაკავშირებით განმარტებები სამართალდამცავმა ორგანოებმა გააკეთეს. აშაკარაა,…

მეტი...

შსს-მ იმ ადამიანების დაბარება დაიწყო, ვინც კახეთის დაპირისპირებაში მონაწილეობდა

პოლიციის განყოფილებაში გამოცხადება ყველა იმ ადამიანს მოუწევს, ვინც პრეზიდენტის ინაუგურაციისას, კახეთში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა. შსს-მ, ძალადობაში მონაწილე, უკვე გამოვლენილი პირების დაბარება უკვე დაიწყო. „ვინც რაიმე ფორმით გუშინ კანონს არღვევდა, პოლიციაში ყველას დაიბარებენ“, – აღნიშნული განცხადება შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა. „ყველა იმ გავრცელებულ ვიდეომასალას ვსწავლობდით, რომელიც ამ საკითხებთან დაკავშირებით გავრცელდა. დიახ, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სამართლებრივი შეფასება მოხდებოდა და ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. გარკვეული პირების იდენთიფიცირება უკვე მოვახდინეთ. ზოგს საგამოძიებო ორგანოში საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღების მიზნით დაიბარებენ, ზოგის მიმართ, იქ სადაც სამართლებრივი საფუძველი იქნება, იძულების ღონისძიებები განხორციელდება.…

მეტი...

ოპოზიციამ თავი შეირცხვინა, აღიარებენ თუ არა, პრეზიდენტი არსებობს – სიმონ ნოზაძე

​პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ გუშინ, თავი შეირცხვინა, ხოლო ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ საქართველოს აქვს უნარი, ქვეყანაში მშვიდობა უზრუნველყოს. 16 დეკემბერი შესაძლოა, ერთგვარი გზაგასაყარი აღმოჩნდეს წესრიგის დაცვის თვალსაზრისით. როგორც სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, შესაძლოა შსს-ს, “ნაციონალური მოძრაობის” სამოქმედო გეგმის შესახებ ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდა, რომ ისინი თელავში გზების ჩახერგვას აპირებდნენ, რათა ეჩვენებინათ მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს არ აქვს  უნარი, თავისი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მშვიდობა უზრუნველყოს. “მშვიდობა უზრუნველყოფილი იყო და იმის განცდაც უნდა შეიქმნას, რომ ყველა, ვინც დავაშავებთ, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად…

მეტი...

ბექა ბერძენიშვილი საქართველოს აბსოლუტური ფალავანია

ქართულ ჭიდაობაში ტრადიციული ტურნირი – „ფალავნობა 2018“ ჩატარდა. წლევანდელი შეჯიბრება საიუბილეო – 90-ე იყო. 2018 წლის „ფალავნობა“ განსაკუთრებული იყო იმითაც, რომ ნოემბერში იუნესკომ ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭა. „ფალავნობა 2018“-ს ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენამ უმასპინძლა. ქვეყნის აბსოლუტური ფალავნის წოდება ბექა ბერძენიშვილმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში გიორგი პაპუნაშვილი დაამარცხა. ახალციხელმა ფალავანმა სხვა პრიზებთან ერთად, 35 000 ლარი მიიღო. 10 000 ლარი ხვდა წილად გიორგი პაპუნაშვილს. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ლაშა ტაველურმა გიორგი კაციაშვილი დაამარცხა და 5 000 ლარს დაეუფლა. “ფალავნობა” ჯამში 4 წონით კატეგორიაში ჩატარდა. 80 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვება…

მეტი...

„საოცრებანი არ გვაკლია, მაგრამ საოცრების წყურვილით ვკვდებით“ – ინტერვიუ ახალგაზრდა ხელოვანთან

“მე უბრალო ფანქარი ვარ,ბევრი არაფრისგან შევდგები – ხე, ლაკი, მარკა, გრაფიტის გული, ცოტა ლითონი და საშლელი მაგრამ, გპირდებით, შევეცდები გაგაოცოთ და ჩემს მიმართ მოწიწების გრძნობა აღგიძრათ”, – ამბობს ახალგაზრდა ხელოვანი ალექსანდრე კობეშავიძე. მან შეძლო ფანქარი ხელოვნების ნიმუშად ექცია. ფანქრის გულისაგან ხელნაკეთ მინიატურულ სკულპტურებს ქმნის. ქართლის დედა, პიზა, ეიფელის კოშკი, ბიგ-ბენი, მუსიკალური ინსტრუმენტები, ეს მისი ნამუშევრების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ფანქრის გულიდან გაჩნდნენ. “მედიაცენტრ მთავარს” ალექსანდრე კობეშავიძე ესაუბრა: – ​როდის გაჩნდა იდეა, რომ შეგეძლოთ ფანქრის გრაფიტზე შეგექმნათ სხვადასხვა მინიატურები? ​ ​- ხატვის დროს, როდესაც ფანქრის წვერს ვთლიდი. გათლის პროცესს შევყევი და რამდენიმე წუთში ფანქარს…

მეტი...